განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115001081823
საქმე №1ბ/1635-18 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
პროკურორ - ნა------------–---–ის
ადვოკატ - ირ----------ას
მსჯავრდებულ - ბა--------–---ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ბა--------–---ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ირ----------ას, სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ბა--------–---ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 09 ივლისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლევის, მცხოვრების ქ. თ---–------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ბა--------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, ბა--------–---ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა 2 (ორი) წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
ბა--------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2014 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. თ---–--–----------- ქუჩაზე ბა--------–---მა, რომელიც მართავდა „ფოლკსვაგენ პასატ“-ის მარკის ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, ყოველგვარი ხელისშემშლელი პირობების გარეშე მოუცურდა ავტომობილი და შეეჯახა სავალი გზის მარჯვენა მხარეს გაჩერებულ „ოპელ“-ის მარკის ორ ავტომობილს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ავტომობილ „ფოლკსვაგენ პასატ“-ის მგზავრებმა - ლუ----------–--მა და გი-----------–---–მა მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები.
მსჯავრდებული ბა--------–---ი დაკავებულ იქნა 2018 წლის 04 დეკემბერს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბა--------–---მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ირ----------ამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ბა--------–---ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, თბილისის პროკურატურის სტაჟიორმა ნა------------–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და მსჯავრდებულ ბა--------–---ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ნა------------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება შემდეგი პირობებით: ბა--------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლება პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების თანახმად, პირობითი მსჯავრის პერიოდში, ბა--------–---ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა ბა--------–---მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ირ----------ამ.
სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, სსსკ-ის 212-ე მუხლის თანახმად დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის აღიარებს. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ აქვს დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. მსჯავრდებულ ბა--------–---ს ასევე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბა--------–---მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ-ის 209-217-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის სტაჟიორის ნა------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:
ბა--------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებული ბა--------–---ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 04 დეკემბრიდან - 2019 წლის 22 იანვრის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების თანახმად, პირობითი მსჯავრის პერიოდში, ბა--------–---ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები - ანაწმენდები, დალუქული 3 (სამი) პაკეტად და სისხლის ნიმუში დალუქული 1 (ერთი) პაკეტად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში;
განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
მოსამართლე: /მ. ლომთათიძე/