განაჩენი

სისხლის სამართლის 25.01.2019
საქმის ნომერი
330100116001638585
ინსტანცია
თარიღი
25.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100116001638585

საქმე №1ბ/1054-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის და გიორგი სვანიძის მდივნობით,პროკურორის: ირ---–---------ს

ადვოკატის:სო-----------–-----ს

მსჯავრდებულის:ც-----------–-–---–-ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ც-----------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ცი-------------------–--------–-–---–-- მიმართ, დაბადებული: 19---–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, ნასამართლობის არ მქონე (ქმედების ჩადენის დროს), რეგისტრირებული მისამართზე: ქ------–---------------–-------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენით, ც-----------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2008 წლის 10 ივნისის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე შეუმც---და 1/3-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლისა და 8(რვა)თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა ნაკლებად მკაცრი სასჯელი შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთამ და საბოლოოდ, ცი----------–-–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ცი----------–-–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 9 ივლისიდან, მასვე საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელში ჩაეთვალა წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2013 წლის 18 სექტემბრიდან - 2018 წლის 9 ივლისამდე პერიოდი.

ცი----------–-–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2008 წელს ვა---------–---------–---–მა გადაწყვიტა გაეყიდა თბილისში, ტიც-----------ს N---ში მდებარე ბინა იმ მიზნით, რომ ეყიდა შედარებით იაფფასიანი ბინა, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილით დაეწყო ბიზნესი. ბინის შეძენა, ლე--–----------–---–-ს შუამავლობით თავდაპირველად დააპირა ცი----------–-–---–მა, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, მან და მისმა ნაცნობმა ეთ------------–---–მა ცქ--------–---–---ს ოჯახს ურჩიეს, რომ ბინა დაეტვირთათ იპოთეკით და მიღებული თანხით დაეწყოთ ბიზნესი. ეს კი გულისხმობდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან სერთიფიც---ებული ტანსაცმლის ჩამოტანას და მოგების მიღების შემთხვევაში, შემოსავლის 10 პროცენტი უნდა განაწილებულიყო ეთ------------–---–ზე, ხოლო ასევე 10 პროცენტი უნდა მიეღო ირ---–----------–---–ს, რომლის კომპანიის - შპს ,-------------------ის მეშვეობითაც მოხდებოდა თანხის ამერიკაში გადარიცხვა. ვა-------–---------–--–მა ბინა დატვირთა იპოთეკით და თანხა, ბიზნესის წარმოების მიზნით, 2008 წლის 20 მაისს, თბილისში, ტიც-----------ს N---ში მდებარე ბინაში გადასცა ეთ------------–---–ს. ამ უკანასკნელმა 35000 ამერიკული დოლარი გადასცა ირ---–----------–---–ს, რომელმაც ვა-------–---------–---–-ს თანდასწრებით იგი სრულად გადარიცხა ამერიკაში, „ლ-----------–--’’ კომპანიის „-------------------------------ის ანგარიშზე. მიუხედავად ამისა, ტანსაცმლით დატვირთული კონტეინერი ,--–-----------–--’ საქართველოში არ გამოუგზავნია. მალევე, ეთ------------–---–მა ვა-------–---------–---–ს განუცხადა, რომ იტალიური ფირმა „-----–--------------- აფორმებდა ხელშეკრულებას ბიჟუტერიის მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც იქნებოდა ძალიან მომგებიანი ბიზნესი და ამ მიზნით სთხოვა თანხის კვლავ მისთვის გადაცემა. საერთო ბიზნესის წარმოების მიზნით, ვ------- ცქ--------–---–მა დამატებით დატვირთა ბინა იპოთეკით და 16 000 აშშ დოლარი 2008 წლის 5 ივნისს, თბილისში, ტიც-----------ს N---ში მდებარე ბინაში გადასცა ეთ------------–---–ს. თანხის გადაცემას ესწრებოდა ც------------–-–---–-ც, რომელსაც საერთო ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამს. 2008 წლის 10 ივნისს, ცი----------–-–---–მა ვა-------–---------–---–ს განუცხადა, რომ ბიზნესის წარმოებისა და საქონლით დატვირთული კონტეინერის დასაწყობების მიზნით საჭირო იყო დაცული სავაჭრო ადგილისა და საწყობის დაქირავება, რის გამოც მოითხოვა დამატებითი თანხა. აღნიშნულის გამო, ვა-------–---------–---–მა, 2008 წლის 10 ივნისს, თბილისში, ტიც-----------ს N---ში მდებარე ბინაში, 6000 ევრო გადასცა ცი----------–-–---–-. საბოლოოდ, ეთ------------–---–მა ხელშეკრულება არ გააფორმა იტალიურ ფირმა „-----–-------------------, ხოლო ცი----------–-–---–მა არ იქირავა დაცული სავაჭრო ადგილი და საწყობი. მათ ვა-------–---------–---–-სგან მიღებული თანხები მოიხმარეს პირადი მიზნებისთვის, რის გამოც იპოთეკარებმა ამ უკანასკნელს გაუყიდეს თბილისში, ტიც-----------ს N--ში მდებარე ბინა. ც-----------–-–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედებით, ვა-------–---------–---–ს მიადგა 6000 ევროს (13 592,4 ლარი) მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ცი----------–-–---–მა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, ვიდეო-ჩანაწერი, ან წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის ბრალეულობას.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, რომელთა ერთობლიობაც პირდაპირ მიუთითებს ცი----------–-–---–ზე როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე და პალატას მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.

პალატა უპირველესად აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ცი----------–-–---–- ბრალდება წარედგინა ვა-------–---------–---–-ს კუთვნილი 6000 ევროს თაღლითური გზით მითვისებისათვის, რაც უშუალოდ გადასცა დაზარალებულმა. პირველი ინსტანციის სასამართლოში, უშუალოდ ფაქტის შემსწრე მოწმეებმა განაცხადეს, რომ ც-----------–-–---–- იყო მოლაპარაკების ინციატორი, მისი უშუალო თანდასწრებით ხდებოდა დაზარალებულის მიერ ეთ------------–---–ისათვის თანხების გადაცემა, ხოლო ბოლოს უშუალოდ მან გამოართვა დაზარალებულს 6000 ევრო, ვითომდა კონტეინერის ყიდვის მიზნით.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლო--------------–---–მა უჩვენა, რომ ვა-------–---------–---–- იყო მისი მეუღლე. 2008 წელს მეუღლეს უნდა გაეკეთებინა გულის ოპერაცია ერევანში, ამ მიზნით, ასევე ბიზნესის წარმოების მიზნით მისმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ვა-------–---------–---–-ს კუთვნილი ხუთ-ოთახიანი ბინა მდებარე - ქ. თბილისში, ტიც-----------ს ქუჩა N--- ში, გაეყიდათ. ამის შესახებ შეიტყო ოჯახის ახლო ნათესავმა ლეი-–----------–---–მა და მათ მიუყვანა ვითომ ბინის მყიდველი ც-----------–-–---–-, რომელმაც განაცხადა, რომ იყიდიდა ამ ბინას. ცი----------–-–---–მა მეორე დღეს მიიყვანა ეთ------------–---–ი და წარუდგინა როგორც ბუღალტერი. ეთ------------–---–მა ვა-------–---------–---–ს უთხრა, რომ ბინის გაყიდვა არ იყო საჭირო და შესთავაზა, რომ იპოთეკით დაეტვირთა ხსენებული ბინა, ხოლო აღებული თანხით დაეწყოთ საერთო ბიზნესი, რაზედაც მისი მეუღლე დათანხმდა. მათი შეთავაზებით, ბიზნესის დასაწყებად მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვინმე დელისთვის უნდა გაეგზავნათ 35 000 აშშ დოლარი, რათა ამ უკანასკნელს ტანსაცმლით დატვირთული კონტეინერი გამოეგზავნა საქართველოში. ვინაიდან მათ არ ჰქონდა ხსენებული თანხა, ვა-------–---------–---–მა საკუთარი ბინა დატვირთა იპოთეკით და აღნიშნული თანხა გადასცა ცი----------–-–---–-ა და ეთ------------–---–ს, ხოლო ირ---–----------–---–მა, რომელთანაც გაფორმდა ოფიციალური ხელშეკრულება, ეს თანხა გადარიცხა ამერიკაში დელის კომპანიის ანგარიშზე. მოწმის განმარტებით, ც-----------–-–---–- და ეთ------------–---–ი ყოველდღე მიდიოდნენ მათთან სახლში და არწმუნებდნენ, რომ მათ მრავალი ასეთი ბიზნეს საქმიანობა ჰქონდათ განხორციელებული და ესეც გამოვიდოდა. თუმცა შეიქმნა პრობლემები, კერძოდ, ამერიკიდან არც ტანსაცმელი ჩამოვიდა და არც ფულს აბრუნებდნენ. ამის შემდეგ, მათთან სახლში ახალი შეთავაზებით კვლავ მივიდნენ ც------------–-–---–- და ეთერ მი------–---–ი. ეთ------------–---–მა ვა-------–---------–---–ს განუცხადა, რომ იტალიური ფირმა „დოლჩე და გაბანა“ აფორმებდა ხელშეკრულებას ბიჟუტერიის მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც იქნებოდა ძალიან მომგებიანი ბიზნესი და ამ მიზნით სთხოვა თანხის კვლავ მისთვის გადაცემა. საერთო ბიზნესის წარმოების მიზნით, ვ------- ცქ--------–---–მა დამატებით დატვირთა ბინა იპოთეკით და 16 000 აშშ დოლარი საკუთარ ბინაში გადასცა ეთ------------–---–ს. თანხის გადაცემას ესწრებოდა ც-----------–-–---–-ც, რომელსაც საერთო ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამს. რამდენიმე დღის შემდეგ ცი-----------–-–---–მა ვა-------–---------–---–ს განუცხადა, რომ ბიზნესის წარმოებისა და საქონლით დატვირთული კონტეინერის დასაწყობების მიზნით საჭირო იყო დაცული სავაჭრო ადგილისა და საწყობის დაქირავება, რის გამოც მოითხოვა დამატებითი თანხა. აღნიშნულის გამო, ვა-------–---------–---–მა, ისესხა 6000 ევრო და თანხა მან უშუალოდ, მეუღლის თანდასწრებით საკუთარ ბინაში გადასცა ცი----------–-–---–- (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი18.12.17წ. 16:16:57). მოწმის განმარტებით, აღნიშნული თანხა ისესხეს ოჯახის ახლობლისგან, მ-------–---–------------ რომელმაც გაიგო თუ არა, რომ თანხა წაღებული ჰქონდა ცი----------–-–---–-, სასწრაფოდ მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება. ამის გამო ისინი იძულებულები გახდნენ სხვისგან ესესხათ 6000 ევრო და მ-------–---–------------- დაებრუნებინათ, რადგან ც-----------–-–---–-სთვის გადაცემული 6000 ევრო ამ უკანასკნელს უკვე დახარჯული ჰქონდა. თანხების გადაცემა მოხდა 2008 წლის მაისი-ივნისის თვეში.საბოლოოდ, ეთ------------–---–მა ხელშეკრულება არ გააფორმა იტალიურ ფირმა „-----–-------------------, ხოლო ცი----------–-–---–მა არ იქირავა დაცული სავაჭრო ადგილი და საწყობი, რის შედეგად მათმა ოჯახმა ბინაც დაკარგა და თანხაც, ამჟამად კი ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში. მოწმის განმარტებით, ც------------–-–---–- ყოველდღიური ურთიერთობით ნდობაში შევიდა მათთან და ამის გამო მოტყუვდნენ. ფაქტობრივი მდგომარეობით ცი----------–-–---–- ზიანი არ აუნაზღაურებია.

პირველი ინსტანიის სასამართლოში ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ეკ--–---------–---–მა, რომელმაც განაცხადა, რომ ყველაფერი ორგანიზებული და დაგეგმილი იყო ც-----------–-–---–-ს მიერ. თავიდან, როდესაც მას თითქოსდა ბინის ყიდვა უნდოდა მათთან სახლში მიჰყავდა ბანკის წარმომადგენლები ბინის შეფასების მიზნით, თუმცა ახლა უკვე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული პირები ბანკის წარმომადგენლები არ იყვნენ. გარდა ამისა, მამამისმა ვა-------–---------–---–მა უშუალოდ ცი----------–-–---–- და ეთ------------–---–ს გადასცა 35000 აშშ დოლარი. ასევე, ც-----------–-–---–- ესწრებოდა მამამისის მიერ ეთ------------–---–ისათვის 16000 აშშ დოლარის გადაცემას, ხოლო შემდეგ უშუალოდ ცი----------–-–---–-, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, თითქოსდა კონტეინერის შესაძენად, მათსავე ბინაში გადასცეს 6000 ევრო. მოწმის განმარტებით, აღნიშნული თანხების გადაცემა მოხდა მოკლე ვადაში და მთელი ამ ხნის განმავლობაში ც-----------–-–---–- თითქმის ყოველდღე დადიოდა მათთან სახლში. მოწმემ ასევე უჩენა, რომ ბინის იპოთეკით დატვირთვა და ყველა სხვა მოქმედება ც-----------–-–---–-ს ინიციატივით მოხდა. იგი მეტი დამაჯერებლობისთვის მას(ეკ--–---------–---–ს) და მამამისს გარკვეულ დოკუმენტებსაც აჩვენებდა, რომ მსგავსი საქმიანობით ადრეც იყო დაკავებული და არსებობდა გარკვეული სავაჭრო ხაზი ამერიკასთან, ხოლო ეთერ და ირ---–----------–---–ებზე ეუბნებოდა, რომ მათ წარმატებულად ჩამოჰქონდათ ამერიკიდან საქონელი და ამ საქმიანობის დიდი გამოცდილება ჰქონდათ, რითაც შედიოდა ნდობაში. შეთანხმების მიხედვით, საქონლის შეძენა, კონტეინერით ჩამოტანა და შემდეგ საქონლის რეალიზაცია ცი----------–-–---–- უნდა გაეკეთებინა. საბოლოოდ, არც ამერიკიდან გამოუგზავნიათ კონტეინერი და არც ფული დაუბრუნებიათ. ეთ------------–---–ზე გადაცემული თანხა სად წავიდა, დღემდე გაურკვეველია, ხოლო ც-----------–-–---–- და ეთ------------–---–ი ერთმანეთს აბრალებდნენ ამ თანხის დაკარგვას. არც ცი----------–-–---–- დაუბრუნებია 6000 ევრო. თანხის აღების შემდეგ ცი----------–-–---–მა მათთან კონტაქტი გაწყვიტა და როდესაც მამამისი და თავადაც უკავშირდებოდა, საერთოდ უარყოფდა მათთან ნაცნობობას, ფულის წამოღების ფაქტს და პირიქით მათ ემუქრებოდა. მოწმის განმარტებით, ამ ვითარებიდან გამომდინარე გარდაიცვალა მამამისი, იპოთეკარებმა გაუყიდეს ბინა და დღეის მდგომარეობით თავად იხდის დრჩენილ ვალებს.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე გი-------–---------–---–მაც.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ეკ---------------–---ს მიერ მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ მან 2008 წლის დასაწყისში თავისი ბიძაშვილის - ლ--–------------ ოჯახში გაიცნო ც-----------–-–---–-, რომელიც იყო ლ--–------------ დედამთილის დის უახლოესი მეგობარი. მოწმე მასთან დაახლოვდა და დამოუკიდებლადაც ხვდებოდა. მოწმემ ც-----------–-–---–-სგან გაიცნო ეთ------------–---–ი, რომელიც სულ ც--------- იმყოფებოდა ხოლმე. მოწმემ დაადასტურა, რომ ეთ------------–---–მა და ცი----------–-–---–მა ვა-------–---------–---–ს შესთავაზეს მისი ბინის იპოთეკით დატვირთვა, ხოლო ნასესხები თანხით ამერიკიდან საქონლის ჩამოტანა კონტეინერით. ისინი ცქ--------–---–ს არწმუნებდნენ, რომ 150 000 აშშ დოლარამდე მოგებას ნახავდნენ, რაზეც ცქ--------–---–ი დათანხმდა. ვა-------–---------–---–მა იპოთეკით დატვირთა საკუთარი ბინა და აიღო სესხი, რის შემდეგაც თანხა გადასცა მე----–-–---–-ა და მი------–---–ს. აღნიშნული თანხა კი ირ---–----------–---–მა გადარიცხა ამერიკის შეერთებულ შტატებში კონტეინერის გამოსაგზავნად. რამდენიმე კვირის შემდეგ ეთ------------–---–მა კვლავ მიმართა ვა-------–---------–---–ს და მოითხოვა 20 000 აშშ დოლარი, რადგან ბიჟუტერიისთვის სჭირდებოდა, რომელიც მეორე კონტეინერით უნდა ჩამოსულიყო საქართველოში. ვა-------–---------–---–მა მეორე იპოთეკური სესხი გააკეთა და 16 000 აშშ დოლარი გადასცა ეთ------------–---–სა და ცი----------–-–---–-. მოგვიანებით ცი-----------–-–---–მა კიდევ მიმართა ვა-------–---------–---–ს და უთხრა, რომ კონტეინერის ჩამოსვლის შემდეგ საჭირო იქნებოდა საქონლის განბაჟებისათვის ადგილისა და საწყობის გამოყოფა, რისთვისაც საჭირო იქნებოდა 6000 ევრო ან დოლარი. ვა-------–---------–---–-ს მეუღლემ ლონ------------–---–-ა თავისი მეგობრისგან ისესხა აღნიშნული თანხა, მისცა ცი----------–-–---–-, ხოლო ამ უკანასკნელმა ეს თანხა გადასცა თავის მევალეს, ვინმე მარინას, რასაც უშუალოდ შეესწრო თავად(----------–---- ც-----------–-–---–-ს სახლში. მოწმის განმარტებით, მე----–-–---–- ძალიან ბევრი მევალე ჰყავდა და არაერთი უძრავი ქონება ჰქონდა იპოთეკით დატვირთული.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ირ---–----------–---–მა განმარტა, რომ იგი 2008 წელს იყო შპს ,-------------------ის დირექტორი. ხსენებულ პერიოდში მისი საქმიანი პარტნიორი ამერიკის შეერთებულ შტატებში ლ------------–- 35 000 აშშ დოლარის გადახდის მიუხედავად, არ აპირებდა საქართველოში საქონლით დატვირთული კონტეინერის გამოგზავნას, რის გამოც მასთან ურთიერთობა გართულებული იყო. ხსენებულ პირთან დაკავშირება მოხდა მისი ოჯახის ახლობლის - ეთ------------–---–ისა და ც-----------–-–---–-ს მეშვეობით, რომლებმაც მას მიაწოდეს ლ-----------–-- კოორდინატები და სთხოვეს მასთან თანხის გადარიცხვა. ამის შემდეგ ლ-----------–--თან მისი ურთიერთობები შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმით, რომ ან თანხა დაებრუნებინა, ან კონტეინერი გამოეგზავნა. ეთ------------–---–მა და ცი----------–-–---–მა სთხოვეს, რომ გამოეყენებინა მისი კომპანია და ლ-----------–--თვის გაეგზავნა თანხა. მოწმე დათანხმდა შეთავაზებას. როდესაც იგი დაუკავშირდა ლ------------–-ს, მან კონტეინერში მოითხოვა 40 000 აშშ დოლარი, ის მოელაპარაკა უფრო დაბალ თანხაზე და საბოლოოდ შეთანხმდნენ 35 000 აშშ დოლარზე. გარკვეული დროის შემდეგ მან მოწმეს გადმოუგზავნა კონტრაქტის ფორმა ელექტრონულად, რომელსაც მოწმემაც მოაწერა ხელი და დაუსვა ბეჭედი, ასლი კი გადაუგზავნა უკან. ამ კონტრაქტზე ხელის მოწერიდან გარკვეული დროის შემდეგ ეთ------------–---–მა და ცი----------–-–---–მა მოწმეს მიუტანეს 33 200, თუ 33 300 აშშ დოლარი და უთხრეს, რომ დანარჩენ თანხას და ბანკის საკომისიოს მიუტანდნენ რამდენიმე დღეში. ე---------------–---–-- მოწმეს ასევე ისიც სთხოვა, რომ თუ ჰქონდა საშუალება, თვითონ დაემატებინა თანხა და შეევსო 35 000 დოლარამდე. მოწმის თქმით, მაშინ მას ჰქონდა ამის საშუალება და 1900 დოლარი მან დაამატა. 35 000 აშშ დოლარი სრულად შეავსო, გარდა ამისა ბანკის საკომისიო - 70 დოლარიც გადაიხადა და მეორე დღეს გადარიცხა ხსენებული თანხა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ ეთ------------–---–მა მას უთხრა, რომ ვა-------–---------–---–-ს სახელზე უნდოდა სესხის აღება ბანკიდან და სურდა ბანკში რაღაც ფორმით დაეფიქსირებინათ ცქ--------–---–ის მონაწილეობა ამ კონტეინერის ბიზნეს-გარიგებაში და სთხოვეს, გაეფორმებინათ ხელშეკრულება ე-----–------------------- შედგა ხელშეკრულება მოწმის მონაწილეობის გარეშე, სადაც დასმული იქნა მოწმის კომპანიის ბეჭედი, რადგან მასთან სახლში მისვლის დროს იგი სახლში არ იმყოფებოდა. როდესაც ამერიკიდან მოდიოდა ,,ტყუილების ნაკადი“, კერძოდ, არც ფულს აბრუნებდნენ და არც კონტეინერს აგზავნიდნენ, ამ დროს მოხდა მისი და ცქ--------–---–---ს ოჯახის დაახლოება. დადებულ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული იყო ინფორმაცია, რომ ეს თანხა მას(ირ---–----------–---–ს) მისცა ცქ--------–---–---ს ოჯახმა ამერიკიდან კონტეინერების შესაძენად. ანუ, ეს დოკუმენტი ასახავდა ეკ--–---------–---–ის მონაწილეობას და ლ-----------–-- ურთიერთობას აღნიშნული კონტეინერების შესაძენად. მოწმეს ეთ------------–---–თან არც ფულის გადმოცემის შემდეგ და არც ფულის გადმოცემამდე რაიმე სახის მოთხოვნა არ დაუყენებია, ეთ------------–---–ისგან იყო ზეპირი შემოთავაზება, რომ დახმარების სანაცვლოდ მას უკმაყოფილოს არ დატოვებდა. მოწმის განმარტებით, ეთ------------–---–მა და ცი----------–-–---–მა დაუდასტურეს, რომ თანხა რაც გადარიცხული იყო ამერიკაში, იყო ცქ--------–---–---ს კუთვნილი თანხა. ლ-----------–-- ფირმას ერქვა „------------------------------ და ამერიკიდან უნდა გამოეგზავნა ტანსაცმელებისგან შემდგარი კონტეინერი, რაც შემდეგ უნდა გადაეცა ეთ------------–---–ისათვის და ც-----------–-–---–-სათვის. ამასთან, მისი თანდასწრებით ც---ას და ეთერს ჰქონდათ საუბრები, რომ ამ ტანსაცმელების შემდგომ ლ-----------–-- ბიჟუტერიებს და პარფიუმერიას გადმოაგზავნინებდნენ. ყოველ შეხვედრებზე ეთ------------–---–ი ძირითადად სულ ც--------- ერთად იმყოფებოდა.

გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოში ვა-------–---------–---–-ს მიერ საკუთარი ბინის იპოთეკით დატვირთვის, მისი ცი----------–-–---–თან და ეთ------------–---–თან ურთიერთობის და მათთვის თანხების გადაცემის ფაქტი დაადასტურეს მოწმეებმა: ნ--------–---------------------–----------------–--–-------------------------------–---–---

გარდა ამისა, ვა-------–---------–---–-ს მიერ ეთ------------–----ე თანხის გადაცემისა და შემდეგ აღნიშნული თანხის ამერიკაში გადაგზავნის ფაქტი, დასტურდება სასამართლოში გამოქვეყნებული

დაზარალებულ ვ------- ცქ--------–---–ის, მოწმეების ეთ--------------–---–---------------–-------------- ჩვენებებით.

ასევე, 2009 წლის 11 მარტის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ "თ-------- ბანკიდან ამოღებული იქნა ირ---–----------–---–ის და შპს "---------------------- სახელით 35 000 ამერიკული დოლარის ოდენობით ჩატარებული საბანკო ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლო--------------–---–ის, მოწმეების ეკ--–---------–---–ის, გი-------–---------–---–ის, როგორც უშუალო ფაქტის შემსწრე მოწმეების, ასევე მოწმე ე---------–---- ჩვენებები უტყუარად ადასტურებენ მსჯავრდებულ ც-----------–-–---–-ს მიერ ვა-------–---------–---–-საგან 6000 ევროს აღების ფაქტს და ერთობლიობაში ქმნიან იმ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ადასატურებენ ც-----------–-–---–-ს ბრალეულობას და არ არსებობს მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორაციის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

ამდენად, მსჯავრდებულის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ცქ--------–---–---ს ოჯახში მხოლოდ ერთხელ იყო და ვა-------–---------–---–ს მისთვის არავითარი თანხა არ მიუცია, რაელობას არ შეესაბამება და ვერ იქნება გაზიარებული.

რაც შეეხება წერილობით მტკიცებულებას, რომელზედაც ასევე აპელირებს მსჯავრდებული, პალატა აღნიშნავს, რომ ვა-------–---------–---–-ს მიერ ც-----------–-–---–-სათვის 6000 ევროს გადაცემისას რაიმე სახის დოკუმენტი არ შექმნილა და ლოგიკურად ვერც შეიქმნებოდა, ვინაიდან ამ თანხის გადაცემა მსჯავრდებულისათვის დაკავშირებული იყო ვითომდა იმ ბიზნეს საქმიანობასთან, რომლის გამოც ამერიკაში გადარიცხული იქნა 35000აშშ დოლარი და ამის დამადასტურებელი შესაბამისი გადარიცხვის ქვითრები გამოძიების მიერ იქნა ამოღებული. აღნიშნული ასევე დასტურდება მოწმე ეკ--–---------–---–ის ჩვენებითაც.

პალატა ყურადრებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ც---ა მესაბიშვილმა გაურკვეველი მიზეზების გამო უარი განაცხადა სასამართლო პროცესზე დასწრებაზე და უშუალოდ მონაწილეობა არ მიიღო არც ერთი პირდაპირი მოწმის დაკითხვაში, რაც იმ პირისაგან, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.

ამდენად, პალატა აანალიზებს, რა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებეულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას. საქმეში არსებული მტკიცებულებების, დაზარალებულების, მოწმეების ჩვენებები და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ცი----------–-–---–მა ჩაიდაინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.მსჯავრდებულ ც-----------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ც-----------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2008 წლის 10 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე შეუმც---დეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 8(რვა)თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი შთანთქოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთამ და საბოლოოდ, ცი----------–-–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის თავისუფლების აღკვეთა.

4. მსჯავრდებულ ცი----------–-–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 9 ივლისიდან, მასვე საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელში ჩაეთვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2013 წლის 18 სექტემბრიდან - 2018 წლის 9 ივლისამდე პერიოდი;

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ც-----------–-–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

6. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი