განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100117001921861
საქმე №1ბ/1608-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
18 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის მდივანი: ოთარ ჯუგაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ლ-----------–---ი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: კ--------–-----–---–ი (პირადი №0----------), დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------–--------------------------------------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი.
სასჯელი: ჯარიმა 5000(ხუთიათასი) ლარი; საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან.
მსჯავრდებული: კ-----–-----–---–ი (პირადი №0----------), დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------–---------------–--------------------------------------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი.
სასჯელი: ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარი; საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან.
მსჯავრდებული: ი----------–--ე (პირადი №0----------), დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------–-------------–-------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი.
სასჯელი: ჯარიმა 5000(ხუთიათასი) ლარი; საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.
მსჯავრდებული: კ--------------–-–---–ი (პირადი №0----------), დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თ---–---------------–--------------------------------------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი.
სასჯელი: ჯარიმა 5000(ხუთიათასი) ლარი; საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.
ადვოკატები: ო-------------ი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-----------–---მა და ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და კ--------–-----–---–ის, ი----------–--ისა და კ--------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის, ხოლო კ-----–-----–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ბრალდების არსი:
კ--------–-----–---–ს, ი----------–--ეს და კ--------------–-–---–ს ბრალად ედებოდათ ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, ხოლო კ-----–-----–---–ს ბრალად ედებოდა ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 28 მარტს, ქ-------–-------–----–----–-----------------ში მდებარე სილამაზის სალონ „მ----------–-“ კ-----–-----–---–მა, კ--------–-----–---–მა, ი----------–--ემ და კ--------------–-–---–მა წინასწარი შეთანხმებით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ე--------------ს და იქ მყოფ პირებს. კერძოდ, კ-----–-----–---–ი ხელებისა და ფეხების თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმებით, ხოლო კ--------–-----–---–ი, ი----------–--ე და კ--------------–-–---–ი თანნაქონი ხელკეტების გამოყენებით დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ე--------------ს, რითაც გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი. მათი მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად ფიზიკური დაზიანებები მიადგათ ე--------------ს, ვ---------------ესა და თ-------–----–---–ს, ხოლო სილამაზის სალონმა შეწყვიტა ნორმალური ფუნქციონირება.
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 28 მარტს, ქ-------–-------–----–----–-----------------ში მდებარე სილამაზის სალონ „მ----------–-“ კ-----–-----–---–მა, კ--------–-----–---–მა, ი----------–--ემ და კ--------------–-–---–მა პირადი უთანხმოების ნიადაგზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ე--------------ს. კერძოდ, კ-----–-----–---–ი ხელებისა და ფეხების თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმებით, ხოლო კ--------–-----–---–ი, ი----------–--ე და კ--------------–-–---–ი თანნაქონი ხელკეტების გამოყენებით დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ე--------------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით:
დაზარალებულ ე--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ რომ იგი მსჯავრდებულებთან წარსულში მეგობრობდა, უბნელები იყვნენ და ოჯახებით მეგობრობდნენ. კ--------------–-–---–ი და ი----------–--ე კ----–-----–---–ისგან გაიცნო და მათთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. კ--- და კ-----–-----–---–ებმა იცოდნენ, რომ ე--------------ს სილამაზის სალონი „მ-----------“ ჰქონდა ვ-–----–----–-ს გამზირზე, ისინი ხშირად სტუმრობდნენ სალონს. მათ მიმართ რაიმე ფინანსური დავალიანება არ ჰქონია. მათ ჰქონდათ ს-------ს ვალი, კერძოდ, სასწრაფოდ დასჭირდათ ფული 5000 აშშ დოლარი და კ-----–-----–---–ს ასესხა 2015 წლის დეკემბერში, ან იანვარში (ზუსტად ვერ გაიხსენა). ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებით მათ რამდენჯერმე ჰქონდათ საუბარი, რა დროსაც ს------ს შეპირდნენ ვალის დაბრუნებას, მაგრამ არ დაუბრუნებიათ და მასთან კონტაქტსაც ერიდებოდნენ. 2017 წლის 28 მარტს ე--------------ი შემთხვევით ქუჩაში შეხვდა კ----–-----–---–სა და კ--- მ-----–-–---–ს, ისინი ერთმანეთს ა/მანქანების ფანჯრებიდან მიესალმნენ. მსჯავრდებულები ს------ს მიესალმნენ არა როგორც მეგობრები, არამედ როგორც უცხოები და გზა გააგრძელეს. ამის გამო ს------- დაეწია მათ და შუქნიშანთან კიდევ ისაუბრეს. ს------მა მათ ჰკითხა, თუ სად და რატომ დაიკარგნენ. ამ დროს მას თანხის დაბრუნებაზე ჰქონდა თუ არა საუბარი, ვერ გაიხსენა. საუბრისას ე--------------ი ა/მანქანიდან არ გადასულა და მან ვერც ა/მანქანებს შორის შეჯახების ფაქტი გაიხსენა. კ----–-----–---–ი და კ--- მ-----–-–---–ი მას უხეშად ესაუბრებოდნენ. ს------ს მეუღლე - ვ---------------ე ახლდა თან. ამის შემდეგ ე--------------ი მეუღლესთან ერთად წავიდა სალონის მიმართულებით, შემდეგ კი – სასადილოდ. დაახლოებით 13:00 საათზე სასადილოდან გამოსულ ე--------------ს შავი ჯიპიდან გადმოსული ოთხი პიროვნება - კ--------–-----–---–ი, კ-----–-----–---–ი, ი----------–--ე და კ--------------–-–---–ი დაესხნენ თავს. თავდასხმამდე ბრალდებულებს ს-------სთვის არაფერი უთქვამთ, ისინი შეიარაღებულები იყვნენ ბეიზბოლის ჯოხებით (ე.წ. „ბიტებით“) და ჩაქუჩით. ბეიზბოლის ჯოხები ეკავათ ი----------–--ეს და კ--------------–-–---–ს, ხოლო ჩაქუჩი - კ--------–-----–---–ს. თითოეული მათგანი ურტყამდა ს------ს, ხოლო თავად ხელებით იცავდა თავს. მან ქუჩაში ტანის არეში მიიღო დაზიანება, რის შემდეგაც მოახერხა თავის დაღწევა და სილამაზის სალონში შევიდა. ბრალდებულები ს------ს სილამაზის სალონშიც შეყვნენ და იქაც მიაყენეს დაზიანება. იმ დროს სალონში კლიენტები იყვნენ და იქაურობა პანიკამ მოიცვა. სალონში ცემა დაახლოებით 3-4 წუთს გაგრძელდა. სალონში ვიდეო სათვალთვალო კამერებიც არის, რომლის ჩანაწერები სამართალდამცავებმა ამოიღეს. ცემის შედეგად ს------მა დაზიანებები მიიღო ხელებზე და ფეხებზე, რის შემდეგაც გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამის შემდეგ ს------ს უკავშირდებოდნენ ბრალდებულები და მასზე ახდენდნენ ზეწოლას, რომ ჩვენება არ მიეცა. ისინი დაუკავშირდნენ დაზარალებულის მშობლებსაც რუსეთში, რომლებსაც აჩვენეს ვიდეოჩანაწერები და დედამისს უთხრეს, რომ ს------ს ჩვენება არ მიეცა მათ წინააღმდეგ. დაზარალებულმა ვერ ახსნა ბრალდებულების მხრიდან მის მიმართ ჩადენილი საქციელის მიზეზი და განმარტა, რომ თავდაპირველად მისი ქცევა არ ყოფილა მათ მიმართ შეურაცხმყოფელი. ს-------ს თქმით, გამოძიების ეტაპზე იგი ბრალდებულების მხრიდან ზეწოლის გამო იძულებული გახდა, ნოტარიუსთან მისულიყო და დაეწერა ხელწერილი, რომ პრეტენზია არ გააჩნდა, ხოლო მოგვიანებით პოზიციის შეცვლა ახსნა იმით, რომ მოახერხა და სხვა ქალაქში გაგზავნით ოჯახს უსაფრთხო გარემო შეუქმნა.
დაზარალებულ ვ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი იცნობს ბრალდებულებს, თუმცა განსახილველი ფაქტის შემდეგ მათთან არანაირი ურთიერთობა აღარ ჰქონია. მას თბილისში, ვ-–----–----–-------ში გახსნილი აქვს სილამაზის სალონი, სადაც თავადაც მუშაობს. 2017 წლის 28 მარტს, იგი მეუღლესთან - ე--------------თან ერთად სამსახურში ა/მანქანით მიდიოდა, გზად შეხვდნენ კ--------------–-–---–ი და კ--------–-----–---–ი, რომლებიც ასევე ა/მანქანით იყვნენ. გარკვეული დროით ა/მანქანები გვერდი-გვერდ მოძრაობდნენ და ე--------------ი ბრალდებულებს ფანჯრიდან ესაუბრებოდა. ბრალდებულებს კ------- და კ-----–-----–---–ებს ვ---------------ისა და მისი მეუღლის თანხა 5000 აშშ დოლარი ემართათ, რის თაობაზეც ე--------------მა მათ ჰკითხა: „სად დაიკარგეთ, რატომ არ მპასუხობთო“. ამაზე კ--------–-----–---–ი, რომელიც საჭესთან იჯდა, განერვიულდა, დაიწყო კამათი და უთხრა, რომ ერთი საათის შემდეგ შეხვდებოდნენ. შემდეგ ვ---------------ე მეუღლესთან ერთად მივიდა სილამაზის სალონში, საიდანაც გადავიდნენ სასადილოში. როგორც კი სასადილოდან გამოვიდნენ, მაშინვე მათთან გაჩერდა ა/მანქანა, საიდანაც გადმოვიდა კ--------–-----–---–ი, მხარზე ხელი დაადო ე--------------ს და ხსენებული ა/მანქანისკენ წაიყვანა. ამ დროს ა/მანქანიდან გადმოვიდნენ კ--------------–-–---–ი, ი----------–--ე და კ-----–-----–---–ი, რომლებმაც ბეიზბოლის ჯოხითა და ჩაქუჩით დაუწყეს ცემა ე--------------ს. ამ უკანასკნელს ბრალდებულებმა მაისური შემოახიეს, ს------- მიწაზე დაეცა, რის შემდეგაც წამოდგა და გაიქცა, მას გაეკიდნენ ბრალდებულებიც. ს------მა სილამაზის სალონში მოახერხა შესვლა, თუმცა ბრალდებულები იქაც შეყვნენ და გააგრძელეს მისი ცემა. ვ---------------ე სალონში რომ შევიდა, დაინახა, რომ იქ იყო ჩხუბი, კერძოდ ბრალდებულები ჩაქუჩსა და ხელკეტს თავში და ხელებში ურტყამდნენ ე--------------ს, სალონის კლიენტები და თანამშრომლები კაბინეტებში მიმოიფანტნენ. სალონში ყოფნისას კ-----–-----–---–ს ხელკეტი აღარ ჰქონდა და ხელებს ურტყამდა ს------ს, ხელკეტები ჰქონდათ კ----–-----–---–სა და ი----------–--ეს, ხოლო ჩაქუჩი – კ--- მ-----–-–---–ს. ჩხუბისას ბრალდებულები ყვიროდნენ, იმუქრებოდნენ და იძახდნენ: ახლა არ მოვკლათო. ისინი იგინებოდნენ და ილანძღებოდნენ უცენზურო სიტყვებით. ჩხუბი ქუჩაში დაახლოებით 1-2 წუთს გაგრძელდა, ხოლო სილამაზის სალონში – 3-4 წუთს. ინციდენტის დროს ე--------------ს თავი გაუტეხეს, ხოლო ვ---------------ემ დაზიანება მიიღო მხარზე, რადგან ი----------–--ემ გაშლილი ხელი დაარტყა მხარში. შემთხვევის ადგილას ასევე იმყოფებოდა ავტოსადგომის თანამშრომელი, რომელსაც ბრალდებულებმა სილამაზის სალონში ხელი ჰკრეს, დაარტყეს და ძირს დააგდეს. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ პოლიციამ სილამაზის სალონიდან ამოიღო ვიდეოკამერის ჩანაწერები, რაც შემდეგ თვითონაც დაათვალიერა. იმავე საღამოს ე--------------ის მშობლებმა რუსეთში ნახეს ეს ვიდეოჩანაწერები. როგორ მოხვდა მათთან, მოწმე ვერ ხსნის. მოწმეს და მის მეუღლეს არ სურდათ, ეს ამბავი ს-------ს მშობლებს გაეგოთ, რომ არ ენერვიულათ. ვ---------------ემ უარყო, რომ ა/მანქანებს შორის რაიმე შეჯახებას ჰქონდა ადგილი. მოწმემ აღნიშნა, რომ 28 მარტამდე ე--------------სა და ბრალდებულებს შორის რაიმე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.
დაზარალებულ თ-------–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს „ი------“ ავტოსადგომზე, რომელიც მდებარეობს ვ-–----–----–-ს გამზირთან, ყოფილ ა-------–------- ქუჩაზე. სილამაზის სალონ „მ----------–-“ მოწმე ინახავს თავის ხალათს, ჯოხსა და სკამს. ვ---------------ეს და ე--------------ს იცნობს სახეზე, ასევე სახით იცნობს კ--- და კ-----–-----–---–ებს. 2017 წლის 28 მარტს ე------- და თავისი მეუღლე იმყოფებოდნენ საკვებ ობიექტ „ლ---–-“. იქიდან რომ გამოვიდნენ, მოულოდნელად ა/მანქანა გაჩერდა მათ სიახლოვეს, საიდანაც გადმოხტა 4 მამაკაცი, რომელთაგან ერთს ბეიზბოლის ჯოხი ეჭირა, მეორეს – ხის ჩაქუჩი. აღნიშნულმა ფაქტმა მიიქცია მოწმის ყურადღება. ეს პირები ე--------------ისკენ გაიქცნენ. ე------- ხელიდან დაუსხლტა და გაიქცა სილამაზის სალონისკენ. თ-------–----–---–ი მათ გასაშველებლად შეჰყვა სალონში, სადაც ქაოსი იყო და ვერაფერი მოახერხა, გაშველებისას ვიღაცამ „გაქაჩა“ მოწმე, რის შედეგადაც იგი წაიქცა და მოჩხუბართა გაშველება ვეღარ შეძლო. წაქცევის შედეგად ლ----–---–ს რაიმე დაზიანება არ მიუღია, რაც ექსპერტიზითაც დადასტურდა. ა/მანქანიდან გადმოსულ 4 პიროვნებას შორის იყვნენ კ---- და კ----–-----–---–ები, მათ შორის მაღალს სავარაუდოდ კ----ს, ეკავა ბეიზბოლის ჯოხი, ხოლო მეორეს, კ---ს – ხის ჩაქუჩი. მოწმემ დაინახა, როგორ წამოდგა ასფალტზე წაქცეული ე--------------ი და გავარდა. წაქცევის დროს ოთხივე მამაკაცი მის გარშემო იყო. ბოლოს შენიშნა, რომ ე--------------ს თავი ჰქონდა გატეხილი და სისხლი მოსდიოდა, ადგილზე სისხლის გუბეც იდგა. მოწმემ ასევე გაიგონა ბიჭების ხმა: ,,წავიდეთ, ეყოფაო“. ინციდენტის მომენტში მოწმემ არ იცოდა კონფლიქტის მიზეზი, მაგრამ მოგვიანებით გაიგო, რომ ეს თანხის გამო მოხდა.
მოწმე ლ-----------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი 2017 წლის 28 მარტს მუშაობდა სილამაზის სალონ „მ----------–-“. ხსენებულ დღეს სამსახურში მივიდა დაახლოებით 14:30 საათზე, რა დროსაც სალონში შევარდა სალონის უფროსი ე--------------ი, რომელსაც შეჰყვა მოწმისთვის უცნობი დაახლოებით 4 პიროვნება, რომლებსაც ხელში ეჭირათ ბეისბოლის ჯოხები და ჩაქუჩი. მოწმემ ვერ გაიხსენა, აღნიშნული პირები იყენებდნენ თუ არა მათ და არც მათი გარეგნობა დამახსოვრებია. ამ მომენტისათვის მოწმე სალონის სავარძელში იჯდა, შესასვლელიდან მარჯვნივ. უცხო პირები ყვიროდნენ და აგინებდნენ ე--------------ს. ლ-----------–-–---–მა თავისი კლიენტი გარეთ გაიყვანა. სილამაზის სალონში პანიკა იყო და სამუშაო პროცესი აღარ გაგრძელებულა. როგორც მოწმემ შემდეგ თავისი თანამშრომლებისგან შეიტყო, ის პირები იყვნენ კ--- და კ-----–-----–---–ები.
მოწმე კ------–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მეგობრობს კ--- და კ-----–-----–---–ებთან. მას დაზარალებულ ე--------------თანაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ასევე ერთმანეთთან მეგობრობდნენ შ-----–---–--ი და ს-------. 2017 წლის მარტის თვის ბოლოს მოწმე ვ-–----–----–-ს გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა კ----–-----–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ ს------მა მის ა/მანქანას შემთხვევით ან სპეციალურად გაუსვა და დააზიანა, რის გამოც სურდა ა/მანქანის მღებავთან მიყვანა. ამ საუბრის დროს ადგილზე მივიდა კ-----–-----–---–იც. ლაპარაკის პროცესში კ----–-----–---–მა დააფიქსირა, რომ ტროტუარზე მიდიოდნენ ე. ს------- და მისი მეუღლე. კ---მ თქვა, წავალ დაველაპარაკები ს------ს და ვკითხავ სპეციალურად დამაზიანა თუ შემთხვევითო. კ--- მივიდა ს------თან და ხელი გადახვია მას, უცაბედად ს------მა ხელი ჩამოაწევინა და სახეში დაარტყა, რის შედეგადაც კ--- ძირს დაეცა და გონება დაკარდა. მოწმე და კ-----–-----–---–ი მივიდნენ მათთან, მოწმე კ---ს წამოსაყენებლად მივიდა, ხოლო კ---- ს------ს მიმართავდა თუ რატომ დაარტყა მის ძმას. ამ დროს ს------მა მასაც მოუქნია ხელი, დაარტყა და ძირს დააგდო. კ----ს ტუჩიდან და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. ე--------------ი გაიქცა, ხოლო მოწმემ შ-----–---–--ი წამოაყენა, ა/მანქანასთან მიიყვანა და თავის მოწესრიგებაში დაეხმარა, რის შემდეგაც მოწმე წავიდა თავის საქმეებზე და ხსენებულ ინციდენტს რა გაგრძელება მოჰყვა მისთვის უცნობია. იმავე დღეს მოწმემ ნახა, რომ შ-----–---–--ის სახლში სასწრაფო იყო გამოძახებული, რომლებიც ძმებს სინჯავდნენ და სამედიცინო დახმარებას უწევდნენ.
მოწმე ქ-------------–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 28 მარტს იგი მუშაობდა დამლაგებლად ვ-–----–----–-------ში მდებარე სალონ „მ----------–-“. შესაბამისად, იცნობს სალონის მფლობელებს ვ---------------ეს და ე--------------ს, რომლებთანაც კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. მოწმე სილამაზის სალონში ასევე შეხვედრია ძმებს - კ--- და კ-----–-----–---–ებს, რომლებიც მოდიოდნენ ე--------------თან. მოწმემ გაიხსენა, რომ შ-----–---–--ს აღნიშნულ სალონში თმაც შეუჭრიათ და ყავაც დაულევიათ. მოწმის შთაბეჭდილებით, შ-----–---–--სა და ე--------------ს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. 2017 წლის 28 მარტს მოწმემ სალონი 09:30 საათზე გააღო და მას შემდეგ იქ იმყოფებოდა. შუადღის საათები იქნებოდა, როდესაც ე--------------ი და მისი მეუღლე მივიდნენ სალონში, ცოტა ხანში ისინი სალონის გვერდით სასადილოში გადავიდნენ, სადაც სადილობდნენ ხოლმე. 10-15 წუთის შემდეგ ე--------------ი სირბილით შევარდა სალონში, მას მაისური ჩამოხეული ჰქონდა, ს------ს უკან კ----–-----–---–ი მისდევდა, მოგვიანებით შემოყვათ მესამე პირი და ოთხი მამაკაცი მას ურტყამდა, კერძოდ, კ----–-----–---–ი და კიდევ ერთი პირი ჯოხს ურტყამდა. მათგან ყველაზე ნაკლებად კ-----–-----–---–ი ურტყამდა ს------ს. ასევე იმ ოთხი პირიდან ერთ-ერთი ჩაქუჩს ურტყამდა ე--------------ს. ისინი დარბაზის შუაში სვეტის გარშემო დასდევდნენ დაზარალებულს, რის შემდეგაც ს------- დავარდა. მოწმის აღწერით, იმ დროისათვის, როცა ინციდენტი მოხდა, შესასვლელში იჯდა ტანსაცმლის გამყიდველ ქალბატონთან ერთად, სალონში ასევე იმყოფებოდნენ ორი სტილისტი და ერთი მანიკურის სპეციალისტი, ხოლო მეექვსე იყო კლიენტი. ე--------------ს ცემა რომ დაუწყეს, მოწმემ მათ დაუყვირა, რაზეც რეაქცია არ ჰქონიათ, გაშველებას მხოლოდ „სტაიანშიკი“ ცდილობდა. ამ პირებს შეჰყვა ვ---------------ეც, რომელიც ამ ყველაფერს უყურებდა, თავდამსხმელები მის მიმართ აგრესიულები არ ყოფილან, არც სხვა პირების მიმართ გამოუხატავთ აგრესია. ამ მოვლენების გამო სალონში მუშაობა შეწყდა, ვ---------------ემ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და ს------- გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმისთვის ინციდენტის მიზეზი უცნობია.
მოწმე ა-–------------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის კერძო დაცვის თანამშრომელი და სილამაზის სალონი „მ----------ი“ არის მისი დაცვის ობიექტი. 2017 წლის 28 მარტს მის სამსახურში შევიდა სიგნალი „მ----------იდან“, რის საფუძველზეც დაახლოებით 10-15 წუთში გამოცხადდა ხსენებულ ობიექტზე, სადაც დახვდა არეულობა და სისხლის გუბეები. სალონის თანამშრომლები პანიკაში იყვნენ და ზოგი მათგანი ტიროდა. ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები. მოწმემ როგორც ვიდეოკამერების წვდომაზე უფლებამოსილმა პირმა, დაათვალიერა კამერების ჩანაწერები. სალონში მომხდარი ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმე არ ყოფილა და არ იცის რა მოხდა იქ.
მოწმე ლ--–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ვ---------–------------------------------–---------------------------ში. მასთან ერთად ცხოვრობენ მისი შვილები კ--- და კ-----–-----–---–ები. მოწმე ძალიან კარგად იცნობს და ახლო ურთიერთობაშია ვ---------------ესა და ე--------------თან. 2017 წლის 28 მარტს, დღის 14:30 საათზე მოწმე სახლში იმყოფებოდა. ხსენებულ დღეს იგი დილით გავიდა და როდესაც შუადღისთვის სახლში დაბრუნდა, კ--- და კ-----–-----–---–ები შინ არ დახვდნენ. ისინი სახლში სისხლიანები დაბრუნდნენ, კ---მ მიიყვანა კ----, რომელსაც დაჟეჟილობა ჰქონდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციელებმა სახლში ჩაატარეს ჩხრეკა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ე--------------ს ჰქონდა მისი შვილის - კ----ს ვალი, რაც ნელ-ნელა დაუგროვდა, სულ 10.000 აშშ დოლარი. მანამდე, როდესაც ე--------------ის სიმამრი დაიჭირეს, მას წასასვლელი არსად ჰქონდა და ღამეს თითქმის სულ მის ოჯახში ათენებდნენ; ე------ს ეშინოდა ვ---------------ეც არ დაეკავებინათ, რადგან მამამისის დაკავების შემდეგ მის ცოლსაც დევნიდნენ. მოწმემ გაიხსენა, რომ ერთხელ გამთენიისას მივიდა მასთან ე--------------ი და საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ფული სთხოვა, რომლის დაბრუნებასაც მოგვიანებით შეპირდა. კ-----–-----–---–მა მას 60.000 რუბლი მისცა. საზღვარზე ე--------------ი და ბავშვი გაატარეს, მაგრამ ვ---------------ე არ გაუშვეს, რადგან მის მიმართ საქმე იყო აღძრული. ის ფული არ დაუბრუნებიათ, თუმცა კვლავაც მეგობრებად დარჩნენ. ს-------ს ვალი მის შვილებს არ ჰქონიათ, რადგან მას ფული არ ჰქონდა. ბ-----ემ აღნიშნა, რომ სახლში დაბრუნებულმა შვილებმა მას უთხრეს, რომ ე------მა მათ ა/მანქანა დაარტყა. კ-----–-----–---–ი სისხლიანი იყო, სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს, თუმცა ამ დროს იგი პოლიციამ დააკავა.
მოწმეებმა თ----------------–---–მა, გ-------–---–---–მა, ე-–----------------–---–მა, თ------------------ემ, თ----------------–---–მა, ხ------------------მ, რ--------------მა, მ----------------ემ, დ-------------–---–მა, ბ--------------------მა, ი-----------–--–---–მა და ნ------------–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.
2017 წლის 28 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ-------–-------–----–----–-----------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული სილამაზის სალონი „M--------“, რომელსაც გააჩნია მინის ერთფრთიანი კარი. სალონის ასასვლელი კიბის მეორე საფეხურზე აღინიშნება სისხლის ლაქები. ასევე უშუალოდ სალონში, მეტლახის ზედაპირზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა: მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები, საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად; მოწითალო ფერის ლაქების ანაფხეკები და ხელის კვლები დ/ფირზე.
2017 წლის 29 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ თ-------–----–---–მა ამოიცნო კ-----–-----–---–ი, რომელიც 2017 წლის 28 მარტს სამ მამაკაცთან ერთად სცემდა ე--------------ს, სალონ „მ----------ის“ დარბაზში.
2017 წლის 30 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ნ-----------------მ ამოიცნო კ--------–-----–---–ი.
2017 წლის 30 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ნ------------–-–---–მა ამოიცნო კ--------------–-–---–ი.
2017 წლის 30 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ნ------------–-–---–მა ამოიცნო ი----------–--ე.
2017 წლის 31 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ თ-------–----–---–მა ამოიცნო ი----------–--ე.
2017 წლის 31 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ თ-------–----–---–მა ამოიცნო კ--------------–-–---–ი.
2017 წლის 31 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ თ-------–----–---–მა ამოიცნო კ--------–-----–---–ი.
2017 წლის 30 მარტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №8----- დასკვნით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ხელის კვლებიდან კვალი №1 იდენტურია კ--------–-----–---–ის მარჯვენა ხელის უსახელო თითის ანაბეჭდის; კვლები №2, №3 და №4 იდენტურია კ--------------–-–---–ის ხელის თითის ანაბეჭდის (ტომი I, ს.ფ. 201-108).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ხ------------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2017 წლის 26 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დასტურდება, რომ „როგორც ექსპერტიზაზე წარდგენილი „ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №1----დან ირკვევა, ე--------------ს, 28.03.2017 წ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნული კლინიკისთვის მიუმართავს 2017 წლის 28 მარტს, სადაც დაესვა დიაგნოზი: სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ღია ჭრილობა. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია: თხემის არეში ნახეთქი ჭრილობა და ჭრილობა შუბლის არეში მარცხნივ;
ე--------------ის პირადი შემოწმების მონაცემებით, მარჯვნივ თხემის არეში და მარცხნივ შუბლის მიდამოში აღინიშნებოდა ჭრილობების შეხორცების შემდგომი ნაწიბურები;
დაზიანება თხემის არეში არსებული ნახეთქი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით;
პირადი შემოწმებისას შედარებით უსწორონაპირებიანი ნაწიბური უნდა წარმოადგენდეს უსწოროკიდეებიანი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს და განვითარებული უნდა იყოს რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად;
დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ დროს“.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ე-------–--–---–-, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2017 წლის 12 ივლისის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დასტურდება, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა: - პაკეტში წარწერით: ,,...1 (ერთი) ც დოლბანდზე მოწითალო ლაქის ანაწმენდი...“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.№1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. №1-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ე--------------ის გენეტიკური პროფილისგან; პაკეტში წარწერით: ,,...ობი. №2, №3, №4, მოწითალო ლაქების ანაფხეკები, აღებული სალონის მეტლახიანი იატაკიდან...“ მოთავსებულ სამ ცალ კონვერტში არსებული მუქი მოწითალო-მოყავისფრო ფხვნილისებრი მასა (ობ.№2-4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ე--------------ს (ობ.№5).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი შ-----------–-----ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2017 წლის 30 მარტის დათვალიერების ოქმის თანახმად: ვ---------------ის მონაწილეობით დათვალიერდა სილამაზის სალონ „მ-----------ს“ შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო სამეთვალყურეო აპარატურის მეშვეობით გადაღებული ვიდეოინფორმაცია. ჩანაწერი იწყება 2017 წლის 28 მარტის 14:40:04 საათზე და მთავრდება 14:45:00 საათზე. ფირში ასახულია ვ-–----–----–-ს გამზირი, ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი, სადაც არის პარკირებული ა/მანქანები, ვიდეოჩანაწერში ჩანს საშუალო ზომის სტენდი წარწერით, რაზედაც ვ---------------ე განმარტავს, რომ აღნიშნული არის მისი სალონის. ვ------- ასევე განმარტავს, რომ სტენდი განთავსებულია მისი სილამაზის სალონის შესასვლელ კართან. ტროტუარზე შეინიშნება მოქალაქეთა გადაადგილება, 14:41:16 საათზე სალონიდან გამოდის ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც გაივლის რამოდენიმე მეტრს თუ არა, ვიდეოკამერის თვალთახედვის არეალში მარჯვენა მხარეს ტროტუარზე, სალონის მიმართულებით ჩქარი ნაბიჯით მორბის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია მოკლემკლავიანი მაისური, რომელიც სწრაფად შერბის სალონში. ხსენებულ მამაკაცზე ვ---------------ე აცხადებს, რომ მამაკაცი არის მისი მეუღლე ე--------------ი, მას უკან მისდევს 30 წლამდე ასაკის, საშუალოზე ოდნავ მაღალი, საშუალო აგებულების მამაკაცი, რომელსაც აქვს გრძელი შავი ფერის თმები და შავი ფერის მოზრდილი წვერი, მას ტანთ აცვია თეთრი და შავი ფერის ზოლებში გაწყობილი გრძელსახელოიანი მაისური, მასზე ვ---------------ე განმარტავს, რომ აღნიშნული მამაკაცი არის მისი და მისი მეუღლის მეგობარი კ--------–-----–---–ი. მას უკან მოყვება დაახლოებით 40-45 წლის ასაკის მამაკაცი, მსუქანი, საშუალოზე მაღალი აღნაგობის, მოკლედ შეჭრილი მუქი ფერის თმით, თეთრი სახით და საშუალო ზომის ცხვირით. საშუალო ზომის ყურებით, რომელსაც თვალებზე ეკეთა შავი ფერის სათვალე, ტანთ ეცვა თეთრი და შავი ფერის ზოლებში გაწყობილი გრძელმკლავიანი მაისური და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი. მასზე ვ---------------ე განმარტავს, რომ აღნიშნული მამაკაცი არის მისი და მისი მეუღლის მეგობარი ი----------–--ე, რომელსაც ასევე ეძახიან ვ----ს. მას ხელში უჭირავს ხელკეტი, რაც სალონის შესასვლელ კართან გადააწოდა კ--------–-----–---–ს, ისინი შედიან სალონში და იკარგებიან აღნიშნული კამერის თვალთახედვის არეალიდან, რა დროსაც ტროტუარზე ისევ ჩნდება დაახლოებით 47-50 წლამდე ასაკის მამაკაცი, საშუალოზე ოდნავ მაღალი, საშუალო აგებულების, კეხიანი ცხვირითა და წინ წამოწეული ნიკაპით, რომელსაც თავზე აფარია ღია ფერის კეპიანი ქუდი და ტანთ აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი. მას ხელში უჭირავს მოზრდილი ჩაქუჩი. მასზე ვ---------------ე განმარტავს, რომ აღნიშნულ მამაკაცს ის იცნობს, ხსენებული მამაკაცი არის კ---, რომლის გვარი არ ახსოვს. კ--- არის ი----ს და კ-------ის საერთო მეგობარი. კ---ს უკან მისდევს ავტოსადგომის თანამშრომლის სპეც. ფორმაში შემოსილი მამაკაცი, რომელზეც ვ---------------ე განმარტავს, რომ აღნიშნული მამაკაცი არის თ-------–----–---–ი, რომელიც ვ-–----–----–-------ის მიმდებარედ ავტოსადგომზე მუშაობს, თ-----ი შედის სალონში, რომელსაც ფეხდაფეხ მიყვება დაახლოებით 31 წლის ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი, საშუალოზე ოდნავ მაღალი, საშუალო აგებულების, შავი ფერის გრძელი თმებით და მოზრდილი წვერით, მას ტანთ აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი, კაპიშონიანი ქურთუკი და შავი ფერის შარვალი. ვ---------------ე განმარტავს, რომ აღნიშნული მამაკაცი არის მისი და მისი მეუღლის მეგობარი კ-----–-----–---–ი, რის შემდგომაც სალონში შედის შავი ფერის ტანსაცმელში შემოსილი ახალგაზრდა გოგონა, რომელზეც ვ---------------ე აცხადებს, რომ არის თავად. სალონის წინ ტროტუართან შეინიშნება მოქალაქეთა გადაადგილება, რომლებიც იხედებიან სალონის მიმართულებით. ვიდეოჩანაწერში 14:41:59 საათზე ჩანს, რომ სალონიდან სწრაფად გამოდიან ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი, რომლებზეც ვ---------------ე განმარტავს, რომ აღნიშნული მამაკაცი არის მისი სტილისტი ლ-----------–-–---–ი, ხოლო ქალბატონი არის მათი ერთ-ერთი კლიენტი. ჩანაწერში ჩანს ისინი ჩქარი ნაბიჯებით როგორ სცილდებიან მიმდებარე ტერიტორიას. ვიდეოჩანაწერში 14:42:27 საათზე ჩანს თუ როგორ გამოდიან სალონიდან ზემოაღნიშნული ოთხი მამაკაცი, რომლებზეც ვ---------------ე განმარტავს, რომ აღნიშნული მამაკაცები არიან კ-------ი და კ-----–-----–---–ები, ი----------–--ე და მათი საერთო მეგობარი კ---, რომლის გვარი არ ახსოვს. ოთხივე მამაკაცი სალონიდან გამოდიან თუ არა მარჯვენა მხრით, საიდანაც მოვიდნენ ფეხით გადაადგილდებიან ტროტუარზე, რის შემდგომაც მალევე იკარგებიან ვიდეოკამერების თვალთახედვის არეალიდან 14:42:31 საათზე, 14:45:00 საათზე ვიდეოფაილი მთავრდება.
№2 ფაილის ჩანაწერი იწყება 2017 წლის 28 მარტის 14:40:01 საათზე და მთავრდება 14:45:00 საათზე. ვიდეოჩანაწერში ასახულია სალონის შიდა ინტერიერი, სადაც 14:41:45 საათზე შეინიშნება, თუ როგორ დარბიან სალონში სალონის თანამშრომლები, ასევე ჩანს, რომ ე--------------ს კ--------–-----–---–ი სალონში ხელკეტით დასდევს.
№3 ფაილის ჩანაწერი იწყება 2017 წლის 28 მარტის 14:40:01 საათზე და მთავრდება 14:45:00 საათზე. ჩანაწერში ჩანს სალონის შიდა ინტერიერი, სადაც განთავსებულია სამუშაო მაგიდა, მაგიდაზე დევს სხვადასხვა სალონის ინვენტარი, მაგიდასთან სკამზე ზის ახალგაზრდა გოგონა, რომელზეც ვ---------------ემ განმარტა, რომ არის სალონის თანამშრომელი მ--------------–--ე. სალონში არის ჩვეულებრივი სამუშაო გარემო, შეინიშნება სალონის პერსონალისა და კლიენტთა მოძრაობა, რა დროსაც სალონში 14:41:24 საათზე შემორბის, ვ---------------ის განმარტებით, მისი მეუღლე ე--------------ი, რომელიც სალონში არეულად მოძრაობს. ის ეგრევე მირბის მაგიდასთან და მაგიდის კუთხეში მარჯვენა ხელით რაღაც საგანს აწვება, რაზედაც ვ---------------ე აცხადებს, რომ მაგიდის კუთხეში აქვთ დაყენებული დაცვის სიგნალი. მას ეგრევე თავზე ადგებიან ზემოთ აღნიშნული მამაკაცები, მამაკაცი, რომელიც ვ---------------ემ კ--------–-----–---–ის სახელით მოიხსენია, მას ხელში უჭირავს ხელკეტი და გამეტებით ურტყამს ე------ს. ასევე ე------ს ხელ-ფეხს ურტყამს სათვალიანი მამაკაცი, რომელიც ვ---------------ემ ი----------–--ედ მოიხსენია. ე------ს ასევე რამდენიმეჯერ დაარტყა მოზრდილი ჩაქუჩი მამაკაცმა, რომელიც ვ---------------ემ უწოდა „კ---". ე------- ცდილობს მათგან თავის დაცვას და გარბის უკანა ოთახში. ასევე სალონში შემოდიან ავტოსადგომის თანამშრომელი თ-------–----–---–ი და კ-----–-----–---–ი, რომლებიც ასევე გადიან დარბაზში. სალონში შეინიშნება ქაოსი და არეულობა, მაგიდაზე ინვენტარი აირია, სალონში ასევე შემოდის ვ---------------ე, რომელიც ასევე გადის დარბაზში, სადაც გადაინაცვლეს მამაკაცებმა. კამერაში ჩნდება თუ როგორ გამოდიან დარბაზიდან ჩქარი ნაბიჯებით ქალი და მამაკაცი. ვ---------------ის განმარტებით, აღნიშნული მამაკაცი არის მისი სტილისტი ლ-----------–-–---–ი, ხოლო ქალბატონი არის კლიენტი. ისინი სწრაფად ტოვებენ სალონს, 14:42:12 საათზე ვიდეოჩანაწერში ჩნდებიან ზემოთ აღნიშნული მამაკაცები, რომლებიც გამოდიან დარბაზიდან, რა დროსაც ვიდეოჩანაწერში ჩანს თუ როგორ იშორებენ ხელის კვრით და ურტყამენ, მოცემულ მომენტში ვ---------------ეს, რომელსაც მიაგდებენ სალონში განთავსებულ მაგიდასთან და ტოვებენ სალონს, ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ იღებს მაგიდიდან ვ---------------ე მობილურს და საუბრობს მობილურზე.
№4 ფაილის ჩანაწერი იწყება 2017 წლის 28 მარტის 14:40:01 საათზე და მთავრდება 14:45:00 საათზე. ვიდეოჩანაწერში ჩანს სალონის შიდა ინტერიერი, დარბაზში კედლებთან განთავსებულია სარკეები, სარკეების წინ დგას სპეციალური სკამები, რაზედაც ვ---------------ე განმარტავს, რომ აღნიშნული სკამები განკუთვნილია კლიენტებისათვის, დარბაზში ასევე დგას სავარძელი, სადაც ზის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელზეც ვ---------------ე აცხადებს, რომ აღნიშნული მამაკაცი არის მათი სტილისტი ლ-----------–-–---–ი. სალონში არის მუშა პროცესი, სალონის ერთ-ერთ თანამშრომელს ჰყავს კლიენტი, რომელსაც თმას ჭრის. ვ---------------ე აცხადებს, რომ კლიენტს ემსახურება მათი თანამშრომელი ნ------------–-–---–ი. 14:41:36 საათზე ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ დარბაზში მყოფნი სწრაფად იხედებიან სალონის შემოსასვლელის მიმართულებით და სალონში შეინიშნება ქაოსი. 14:41:40 საათზე სალონში შემორბის ე--------------ი, რომელსაც ფეხდაფეხ შემოყვებიან ვ-------ს განმარტებით, ძმები კ------- და კ-----–-----–---–ები, ი----------–--ე და ვინმე კ---, რომლებიც დარბაზში ე------ს ურტყამენ. ისინი ეგრევე მივარდნენ ე------ს, რომელიც ცდილობდა მათგან თავის დაღწევას, დარბოდა დარბაზში, მაგრამ უშედეგოდ. მათ ე------- დაადგეს შუა დარბაზში, კ-------ი, ე------ს ძლიერად ურტყამდა ხელჯოხს, ხოლო კ---- და ვ---- ე------ს აკავებდნენ. ამ დროს ვ----მ კ-------ს გამოართვა ხელკეტი და მანაც ძლიერად რამოდენიმეჯერ დაარტყა ე------ს ხელკეტი სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. ე------ს ასევე ჩაქუჩს ურტყამდა ვ-------ს განმარტებით კ---. ისინი ე------ს ასევე ძლიერად ურტყამდნენ ხელ-ფეხს, მათ ასევე სალონში შემოყვა თ-------–----–---–ი. თ-----ი შეეცადა ე-------ს დახმარებას, ცდილობდა მათ გაშველებას, მაგრამ ხსენებულმა მამაკაცებმა, კონკრეტულად კი ი----მ, მას ხელი მოჰკიდა სპეც. ფორმაზე და იქვე კუთხეში სავარძელთან დააგდო, რომელსაც ასევე ფეხს ურტყამს კ---, რომელსაც ხელში უჭირავს მოზრდილი ზომის ჩაქუჩი. სალონის პერსონალი ცდილობს მათ გაშველებას, მაგრამ უშედეგოდ. 14:42:18 საათზე ხსენებული მამაკაცები სწრაფად ტოვებენ სალონს. სალონის დარბაზის იატაკზე შეინიშნება მუქი ფერის ლაქები, რაზედაც ვ------- აცხადებს, რომ აღნიშნული ლაქები არის მისი მეუღლის ე--------------ის სისხლი. ე------- დგება ფეხზე მიდის სალონის გასასვლელის მხარეს, შემდეგ ეგრევე ბრუნდება უკან დარბაზში და იმუხლება, მას სახეზე აღენიშნება დაზიანების კვალი, მას ხელი უკიდია თავზე და იატაკის მიმართულებით იხედება. დარბაზი არის არეული. დარბაზში მოძრაობენ სალონის თანამშრომლები, რომლებიც ცდილობენ ე-------ს დახმარებას, მას აწვენენ იატაკზე და უწევენ სამედიცინო დახმარებას. ე------ს მატერიით უხვევენ თავს, რის შემდგომაც 14:44:14 საათზე ე------- დგება და მოძრაობს დარბაზში. 14:44:40 საათზე იგი ისევ ჯდება იატაკზე, მას სახეზე და სხეულზე აღენიშნება დაზიანებები, რის შემდგომაც 14:45:00 საათზე ვიდეოფაილი მთავრდება (ტომი I, ს.ფ. 213-217).
მხარეებმა სადაოდ არ გახადეს და შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, მოწმეების: ა------------------–ის, დ-----------ის, ნ--------------ის, ნ------------–-–---–ის, ნ----- ბ-----------ს, მ--------------–--ის, ს-------–-------------ს, შ---------------–---–ის, ზ---------–----ის და პ-----------------–---–ის ჩვენებები და მათ, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების კ--------–-----–---–ის, კ-----–-----–---–ის, ი----------–--ის და კ--------------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს ხულიგნობა, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულებს დაზარალებულის მიმართ ამოძრავებდათ პირადი მოტივი, კერძოდ:
დაზარალებულმა ე--------------მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მისი ნაცნობობა მსჯავრდებულებთან, რომ კ-----–-----–---–ს 2015 წელს ასესხა 5000 აშშ დოლარი, რაც არ დაუბრუნა. 2017 წლის 28 მარტს ე--------------ი შემთხვევით ქუჩაში შეხვდა კ----–-----–---–სა და კ--- მ-----–-–---–ს, რომლებიც უხეშად ესაუბრებოდნენ. დაახლოებით 13:00 საათზე კი სასადილოდან გამოსულ ე--------------ს შავი ჯიპიდან გადმოსული ოთხი პიროვნება - კ--------–-----–---–ი, კ-----–-----–---–ი, ი----------–--ე და კ--------------–-–---–ი დაესხნენ თავს. თითოეული მათგანი ურტყამდა ს------ს, ხოლო თავად ხელებით იცავდა თავს. მან ქუჩაში ტანის არეში მიიღო დაზიანება, რის შემდეგაც მოახერხა თავის დაღწევა და სილამაზის სალონში შევიდა. მსჯავრდებულები ს------ს სილამაზის სალონშიც შეყვნენ და იქაც მიაყენეს დაზიანება.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ე--------------ის მეუღლემ ვ---------------ემ, რომელიც იმყოფებოდა მის გვერდით. ჩხუბისას ბრალდებულები ყვიროდნენ, იმუქრებოდნენ და იძახდნენ: ახლა არ მოვკლათო.
დაზარალებულმა თ-------–----–---–მა თავის მხრივ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ნახა, 2017 წლის 28 მარტს, ე--------------ი და მისი მეუღლე გამოვიდნენ სასადილოდან, რა დროსაც გაჩერდა ა/მანქანა, საიდანაც გადმოხტა ოთხი მამაკაცი, რომელთაგან ერთს ბეიზბოლის ჯოხი ეჭირა, მეორეს – ხის ჩაქუჩი. ოთხ პიროვნებას შორის იყვნენ კ---- და კ----–-----–---–ები. ეს პირები ე--------------ისკენ გაიქცნენ. ე------- ხელიდან დაუსხლტა და გაიქცა სილამაზის სალონისკენ. თ-------–----–---–ი მათ გასაშველებლად შეჰყვა სალონში, სადაც ქაოსი იყო და ვერაფერი მოახერხა, გაშველებისას ვიღაცამ „გაქაჩა“ მოწმე, რის შედეგადაც იგი წაიქცა და მოჩხუბართა გაშველება ვეღარ შეძლო. მოწმემ ასევე გაიგონა ბიჭების ხმა: „წავიდეთ, ეყოფაო“.
მოწმე ლ-----------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ უცხო პირები ყვიროდნენ და აგინებდნენ ე--------------ს.
მოწმე კ------–-----ემაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულები და დაზარალებული ე--------------ი იყვნენ მეგობრები.
მოწმე ქ-------------–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულები ურტყამდნენ ე--------------ს. ისინი დარბაზის შუაში სვეტის გარშემო დასდევდნენ დაზარალებულს, რის შემდეგაც ს------- დავარდა. მისივე განმარტებით, ე--------------ს ცემა რომ დაუწყეს, მოწმემ მათ დაუყვირა, რაზეც რეაქცია არ ჰქონიათ, გაშველებას მხოლოდ „სტაიანშიკი“ ცდილობდა. ამ პირებს შეჰყვა ვ---------------ეც, რომელიც ამ ყველაფერს უყურებდა, თავდამსხმელები მის მიმართ აგრესიულები არ ყოფილან, არც სხვა პირების მიმართ გამოუხატავთ აგრესია.
2017 წლის 30 მარტის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ სალონში შერბის ე--------------ი, რომელსაც ფეხდაფეხ მიჰყვებიან კ------- და კ-----–-----–---–ები, ი----------–--ე და ვინმე კ---, რომლებიც დარბაზში ე------ს ურტყამენ.
იმისათვის რომ ქმედება დაკვალიფიცირებული იქნეს ხულიგნობად აუცილებელია არსებობდეს შემდეგი ნიშნები: 1. პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი (შედეგი); 2. ეს ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას; 3. ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს მეორე ნიშანი (ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას), ვინაიდან დასტურდება, რომ მსჯავრდებულებს ამოძრავებდათ პირადი მოტივი დაზარალებულის მიმართ და არა იმის სურვილი, რომ დაპირისპირებოდნენ საზოგადოებას. იმ შემთხვევაში თუ პირის მოტივი და მიზანი არ მოიცავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ ქმედებას რომც მოყვეს შედეგად საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა, ხულიგნობად ვერ ჩაითვლება.
რაც შეეხება ბრალდების მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ თუ მსჯავრდებულებს ჰქონდათ პირადი ინტერესი ე--------------ის მიმართ, მაშინ რატომ დაესხნენ თავს თ-------–----–---–ს, რომელთანაც არანაირი პირადი მოტივი არ ამოძრავებდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ თ-------–----–---–ი გასაშველებლად შეჰყვა სალონში ე--------------ს, რა დროსაც ვიღაცამ „გაქაჩა“, წაიქცა და მოჩხუბართა გაშველება ვეღარ შეძლო.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ--------–-----–---–მა, კ-----–-----–---–მა, ი----------–--ემ და კ--------------–-–---–მა ჩაიდინეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
კ--------–-----–---–ს, კ-----–-----–---–ს, ი----------–--ეს და კ--------------–-–---–ს პასუხიმსგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებებს, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ და პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: ი----------–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული კანაფის თესლი, წონით 1,97 გრამი, სისხლის ნიმუში, ანაწმენდები, ანაფხეკები და ლაქ-საღებავის ნიმუშები უნდა განადგურდეს; ხოლო კომპაქტ-დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-----------–---ის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
კ--------–-----–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე.
კ--------–-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2017 წლის 31 მარტიდან 2017 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.
კ--------–-----–---–ს დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩამორთმეული პასპორტი.
კ-----–-----–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე.
კ-----–-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2017 წლის 29 მარტიდან 2017 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.
კ-----–-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია და გი------ სახით შეტანილი თანხა (10.000 ლარი) სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
კ-----–-----–---–ს დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩამორთმეული პასპორტი.
ი----------–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე.
ი----------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2017 წლის 31 მარტიდან 2017 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.
ი----------–--ეს დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩამორთმეული პასპორტი.
კ--------------–-–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე.
კ--------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2017 წლის 31 მარტიდან 2017 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.
კ--------------–-–---–ს დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩამორთმეული პასპორტი.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: ი----------–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული კანაფის თესლი, წონით 1,97 გრამი, სისხლის ნიმუში, ანაწმენდები, ანაფხეკები და ლაქ-საღებავის ნიმუშები - განადგურდეს; კომპაქტ-დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. თეთრაული