განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.01.2019
საქმის ნომერი
330210016001404132
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
28.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/7270-18 12 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნატალია ნაზღაიძე

მოსამართლეები – მაია სულხანიშვილი, ირაკლი ბონდარენკო

 

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - შპს „ს----------–------------–------------–---–------------------ი“

წარმომადგენელი - ნ--------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - დ-----------–--ე, ა--------–--ე

წარმომადგენელი - ი---------–---–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს „ს----------–------------–------------–---–------------------ისათვის“ დ-----------–--ის სასარგებლოდ 203 504,5 აშშ დოლარის დაკისრება;

 

1.2. შპს „ს----------–------------–------------–---–------------------ისათვის“ ა--------–--ის სასარგებლოდ 65 679,50 აშშ დოლარის დაკისრება.

 

შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

 

შპს „ს----------–------------–------------–---–------------------ის“ მიერ 05/04/2016 წელს გაცემული ფულადი ვალდებულების არსებობის შესახებ მტკიცებულების ბათილად ცნობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

 

2.1. დ-----------–--ისა და ა--------–--ის სარჩელი შპს „ს----------–------------–------------–---–------------------ის“ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა;

 

2.2. შპს „ს----------–------------–------------–---–------------------ის“ შეგებებული სარჩელი დ-----------–--ისა და ა--------–--ის მიმართ არ დაკმაყოფილდა;

 

2.3. შპს „ს----------–------------–------------–---–------------------ს“ დ-----------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა 203 504,5 აშშ დოლარის გადახდა;

 

2.4. შპს „ს----------–------------–------------–---–------------------ს“ ა--------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა 65 679,50 აშშ დოლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხე შპს „ს----------–------------–------------–---–------------------მა“ სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1. სააპელაციო საჩივრით აპელანტი არ უარყოფს ვალდებულების არსებობას, თუმცა აღნიშნავს, რომ მას მითითებული თანხა გადასახდელი აქვს არა მხოლოდ მოსარჩელეებისათვის, არამედ, ხელშეკრულებაში მონაწილე სხვა კრედიტორებისთვისაც. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი ქმნის იმის საფრთხეს, რომ სამომავლოდ, იგივე თანხების მოთხოვნით სარჩელი დანარჩენმა პირებმაც აღძრან.

 

4.2. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საინფორმაციო დოკუმენტი მოსარჩელის მოტყუებით იქნა შედგენილი და ის ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, როგორც მოტყუებით დადებული გარიგება. ის რომ მხრეები ერთმანეთს იცნობდნენ და მოპასუხე ენდობოდა მოსარჩელეს, არ შეიძლება შეფასდეს, როგორც გაუფრთხილებლობით შეცდომა.

 

4.3. სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ სადავო დოკუმენტი არ შეიცავს მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს. კერძოდ, - არ აქვს თარიღი და რეგისტრაციის ნომერი, ტექსტი კი შინაარსობრივ შეუსაბამობებს შეიცავს, რაც მისი ბათილობის საფუძველია.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

8. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი და შესაბამისად, პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

8.1. 2014 წლის 01 ივლისს ბ------------–---ს, გ------------–---–ს, ზ--------------ეს, დ-----------–--ე, ა--------–--ეს, მ--–----------–---ს, გ------–-------–---–ს, ლ--–----------–---–ს, ლ-------------ეს, თ----------------ესა და შპს „თ---–--------–---–------------------ი გ---------–--“ შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხემ 1 500 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, გამყიდველებისაგან, მათ შორის დ-----------–--ისა და ა--------–--ისაგან, შეიძინა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ-------–------------------------------------ N5. „გამყიდველებმა“ და „მყიდველმა“ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ უძრავი ქონების ღირებულებიდან 1 044 755,36 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ავანსის სახით გადახდილი აქვს მყიდველს გამყიდველებისათვის, ხოლო დარჩენილი თანხა 455 244,64 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში მყიდველი გადაიხდის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე.

 

8.2. 2014 წლის 01 ივლისის ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა რამდენიმე უძრავი ქონება, შემდეგი მახასიათებლებით: ა). ბ------------–---ის, გ------------–---–ი, დ-----------–--ის, ზ--------------ის და მ--–----------–---ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–------------------------------------ N5-ში, შენობა „ბ“ ფართით 697 კვ.მ. მიწის სარეგისტრაციო ნომერი N-----------------------. რომლის ღირებულება განისაზღვრა 379 907,20 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. ბ). ბ------------–---ის, გ------------–---–ი, დ-----------–--ის, ზ--------------ის და მ--–----------–---ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–------------------------------------ N5-ში, შენობა ,,ბ“, ოფისი N4 ფართით 68 კვ.მ. მიწის სარეგისტრაციო ნომერი N-----------------------. რომლის ღირებულება განისაზღვრა 37063,40 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. გ). ბ------------–---ის, დ-----------–--ის, თ----------------ის, ლ--–----------–---–ის და მ--–----------–---ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–------------------------------------ N5-ში, სართული 2, შენობა ,,ბ“ ოფისი N2, ფართით 295 კვ.მ. მიწის სარეგისტრაციო ნომერი N-----------------------. რომლის ღირებულება განისაზღვრა 160792,11 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. დ). ბ------------–---ის, დ-----------–--ის, ლ--–----------–---–ის, ლ-------------ის და მ--–----------–---ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–------------------------------------ N5-ში, შენობა ,,ბ“, ოფისი N1 ფართით 299 კვ.მ. მიწის სარეგისტრაციო ნომერი N-----------------------. რომლის ღირებულება განისაზღვრა 162972,34 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. ე). ბ------------–---ის, გ------------–---–ის, დ-----------–--ის, ზ-------------ის და მ--–----------–---ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–------------------------------------ N5-ში, ავტოსადგომი, შენობა „ბ“, ფართით 488 კვ.მ. მიწის სარეგისტრაციო ნომერი N-----------------------, რომლის ღირებულება განისაზღვრა 265988,30 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში; ვ). ბ------------–---ის, გ------------–---–ის, დ-----------–--ის, ზ-------------ის და მ--–----------–---ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–------------------------------------ N5-ში, დამხმარე ფართი N2, შენობა ,,ბ“, ფართით 98 კვ.მ. მიწის სარეგისტრაციო ნომერი N------------------------ რომლის ღირებულება განისაზღვრა 53414,90 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. ზ). ბ------------–---ის, გ------------–---–ის, ა--------–--ის, ზ--------------ის და მ--–----------–---ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ--------–----------------------------------------------ში, სპორტდარბაზი N2, შენობა ,,ბ“, ფართით 482 კვ.მ. მიწის სარეგისტრაციო ნომერი N-----------------------. რომლის ღირებულება განისაზღვრა 262717,95 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. თ). ბ------------–---ის, გ------–-------–---–ის, დ-----------–--ის, ზ--------------ის და მ--–----------–---ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–------------------------------------ N5-ში, სართული N3, შენობა ,,ბ“, ოფისი N3 ფართით 225 კვ.მ. მიწის სარეგისტრაციო ნომერი N-----------------------. რომლის ღირებულება განისაზღვრა 122638 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. ი). ბ------------–---ის, გ------------–---–ის, დ-----------–--ის, ზ--------------ის და მ--–----------–---ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–------------------------------------ N5-ში, დამხმარე ფართი, შენობა ,,ბ“, ფართით 100 კვ.მ. მიწის სარეგისტრაციო ნომერი N-----------------------. რომლის ღირებულება განისაზღვრა 54505,80 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში.

 

8.3. საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ შპს „ს----------–------------–------------–---–------------------ისათვის“ გადაცემული ცხრა უძრავი ქონებიდან თითოეული უძრავი ქონება აერთიანებდა 4 თანასაკუთრების უფლებას, რომელთაგან: ა) ცხრის თანამესაკუთრეა ბ------------–---ი; ბ) ექვსის თანამესაკუთრეა გ------------–---–ი; გ) რვის თანამესაკუთრეა დ-----------–--ე; დ) ცხრის თანამესაკუთრეები არიან ზ--------------ე და მ--–----------–---ი. ე) ორის თანამესაკუთრეა ლ--–----------–---–ი; ვ) თითო ქონების თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ თ----------------ე, ლ-------------ე, ა--------–--ე და გ------–-------–---–ი.

 

შესაბამისად მოსარჩელეებისათვის თავიანთი წილის პროპორციულად გადასაცემი თანხის ოდენობა, უძრავი ქონების ჯამური ღირებულების გათვალისწინებით, შეადგენდა: დ-----------–--ისათვის - 309 320,5 აშშ დოლარს, ხოლო ა--------–--ისათვის - 65 679,50 აშშ დოლარს;

 

8.4. შპს „ს----------–------------–------------–---–------------------ის“ (ყოფილი შპს „თ---–--------–---–------------------ი გ---------–ი“) დირექტორის მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, უძრავი ქონების შესყიდვიდან წარმოქმნილი დავალიანების ნაშთი 2016 წლის 05 აპრილისათვის დ-----------–--ეზე შეადგენდა 269 184 აშშ დოლარს.

 

8.5. 2016 წლის 16 ივნისს შპს „თ---–--------–---–------------------ი გ---------–ს“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „ს----------–------------–------------–---–------------------ი“;

 

9. 2016 წლის 21 ივნისს დავით და ა--------–--ეებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და 2014 წლის 01 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „ს----------–------------–------------–---–------------------ისათვის“ მათ სასარგებლოდ, ნასყიდობის თანხის, ჯამში 269 183.5 (203504.5+65679.50) აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვეს. მოპასუხე არ უარყოფს მოსარჩელეთა მიმართ ვალდებულების არსებობას, სადავოდ არ ხდის გადასახდელი თანხის ოდენობას, თუმცა აცხადებს, რომ მას მითითებული თანხის გადახდის ვალდებულება გააჩნია არა მხოლოდ მოსარჩელეების მიმართ, არამედ, ნასყიდობის ხელშეკრულებაში მონაწილე სხვა მხარეებისთვისაც (იხ: სააპელაციო საჩივარი), რის გამოც სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

 

10. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.

 

11. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე შპს „ს----------–------------–------------–---–------------------ი“ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის დანაწესის საწინააღმდეგოდ, არ მიუთითებს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (არაკვალიფიციური შესაგებელი). ასეთი შესაგებელი კი განიხლება, როგორც უპასუხობა, ანუ დასტური (აღიარება) სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა (შტეფან შმიტი, ჰარალდ ჰარალდ რიჰტერი „მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში“), რაც სრულად აცლის საფუძველს მოპასუხე მხარის სააპელაციო პრეტენზიას.

 

12. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი, აღიარებს რა სადავო ვალდებულების არსებობას, განმარტავს, რომ აღნიშნული ვალდებულების კრედიტორები არიან არა მხოლოდ მოსარჩელეები, არამედ გარიგების მონაწილე სხვა მხარეებიც, თუმცა სააპელაციო საჩივარი (ისევე როგორც შესაგებელი) არ შეიცავს განმარტებას, თუ აღიარებული სადავო ვალდებულებიდან მოპასუხეს ვის მიმართ და რა რაოდენობით თანხის გადახდის ვალდებულება გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მის მიერ მოსარჩელეთა მიმართ განხორციელებული შესრულება გამორიცხავდა მითითებული ოდენობით თანხის მოთხოვნის საფუძველს, თუმცა აპელანტმა ამ მიმართებით ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძველია.

 

13. რაც შეეხება, შეგებებული სარჩელის მოთხოვნას, შპს „ს----------–------------–------------–---–------------------ის“ დირექტორის მიერ გაცემული ვალის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილობას, პალატა მიუთითებს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

 

დადგენილია, რომ შეგებებული სარჩელის ავტორი შპს „ს----------–------------–------------–---–------------------ის“ დირექტორის მიერ გაცემული დოკუმენტის ბათილად ცნობას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ დოკუმენტზე ხელმომწერი პირი ენდობოდა დ-----------–--ეს, რის გამოც ისე მოაწერა ხელი, რომ არ გაცნობია დოკუმენტის შინაარსს და არ გადაუმოწმებია მასში ასახული ინფორმაცია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოტყუებით დადებული გარიგებისას გადამწყვეტია ის, რომ მხარის ნების ფორმირება ხორციელდება განზრახი მოტყუების საფუძველზე. მოტყუება წინ უნდა უსწრებდეს გარიგების დადებას და აშკარა უნდა იყოს, რომ გარიგება მოტყუების გარეშე არ დაიდებოდა.

 

პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასკვნას და მიაჩნია, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა მისი მტკიცების ფარგლებში ვერ მიუთითა, თუ რაში გამოიხატა მოსარჩელეთა მხრიდან მოპასუხის მოტყუების ფაქტი - ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რაც დაადსტურებდა ნების გამოვლენის ნაკლის არსებობას, რაც შეგებებული სარჩელის მოთხოვნას არსებითად დაუსაბუთებლად აქცევს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საწინააღმდეგოს დადასტურების შემთხვევაშიც, სადავო დოკუმენტის ბათილად ცნობა გავლენას ვერ მოახდენდა განსახილველი დავის სამართლებრივ შედეგზე, ვინაიდან წარმოდგენილი სარჩელი ეფუძნება არა შეგებებული სარჩელით სადავოდ გამხდარ დოკუმენტს, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის 2.9 პუნქტის მეორე აბზაცის შესაბამისად, მხარეებმა განსაზღვრეს, რომ „ყველა ქონების ჯამური ღირებულებაა 150000 აშშ დოლარი, საიდანაც 1044755.36 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ავანსის სახით გადახდილი აქვს მყიდველს გამყიდველებისათვის, რასაც აღიარებენ ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, ხოლო დარჩენილ თანხას 455 244.64 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში მყიდველი გადაიხდის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე“. სწორედ, ხელშეკრულების აღნიშნული დათქმისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, წარმოეშვა მოპასუხეს იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მას სადავო თანხა უკვე გადახდილი აქვს კრედიტორებისათვის, თუმცა ასეთი მტკიცება მოპასუხე მხარეს არ განუხორციელებია. პალატას მიაჩნია, რომ შეგებებული სარჩელით სადავოდ გამხდარი დოკუმენტის ბათილობის მიმართ არ არსებობს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი (სსკ 180-ე მუხლი).

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

14. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

15. სასამართლო ხარჯები: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლისსასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის გადახდა გადაუვადდა სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, შპს „ს----------–------------–------------–---–------------------ს“ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ს----------–------------–------------–---–------------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. შპს „ს----------–------------–------------–---–------------------ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 6000 ლარის ოდენობით.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხა–დებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ნატალია ნაზღაიძე

 

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

 

ირაკლი ბონდარენკო