განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002450135
საქმე №1ბ/1587-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე
მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი
მზია ლომთათიძე
სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ--------------ს
მსჯავრდებულის: ლ----------–---–ის
ადვოკატების: თ-----------–--ის, ა------------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ლ----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ-----------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ლ----------–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–----------------------------------–-----------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ----------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით, ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. თბილისში, კ--------------------ის მიმდებარედ, ვ----------ის შესასვლელთან, პირადი ამბიციების დაკმაყოფილების მოტივით, ლ----------–---–მა, განზრახ დანის დარტყმით ი-----–--------ეს მიაყენა მარცხენა მხარის ზედა მესამედში, მარცხენა მხარის ვენის გადაჭრით და მხარის კუნთის დაზიანებით სიცოცხლისათვის სახიფათო განზრახი მძიმე დაზიანება, ხოლო ზ----------------ეს - სიცოცხლისათვის სახიფათო განზრახ მძიმე დაზიანება - მარჯვენა გულმკერდის შემავალი ჭრილობა, ნეკნთაშუა სისხლძარღვებისა და ფილტვის დაზიანებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით:
ლ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ლ----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 იანვრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ----------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ-----------–--მა.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოთხოვნა იყო ლ----------–---–ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებლის, ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------ს მიერ, ზემდგომი პროკურორის გ-------------ს თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ლ----------–---–თან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა ლ----------–---–მა ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგებით.
სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ ლ----------–---–თან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, კერძოდ, სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა მოითხოვა შემდეგი:
ლ----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის და სსკ-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით და 6 (ექვსი) თვით ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას აღნიშნული პირობით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულ ლ----------–---–თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, მსჯავრდებული ლ----------–---–ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ლ----------–---–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ლ----------–---–ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მსჯავრდებულ ლ----------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის აღიარებით, დაზარალებულების და მოწმეების - ზ----------------ის, ი-----–--------ის, რ--------------–---–ის, თ----------------–-–---–ის, თ------------------ის, დ-------------–------–---–ის, ი-----ის, ლ--------------ის, ნ-----------–--ის, ი-–-------–---–---–ის, გ---------------–---–ის, მ------------–--ის, ზ----------------ის, გ-------–-------ის, დ-------------–---–ის ჩვენებებით, ექსპერტების - ლ--------–----ას, ი-----------ის, ნ--------------ის, ს------------–-----ს, ნ---–-----–-----–ის, ვ--------------ს, თ------–--–-----–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით), ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, ამოღების ოქმებით და ამოღებული სამედიცინო ისტორიებით, ამოღების ოქმებით და ამოღებული ტანსაცმლით, ნიმუშების აღების ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, №0-------- დასკვნებით, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ განსახილველი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ ლ----------–---–ის ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით კანონიერია. პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 209-215-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს პროკურორის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ ლ----------–---–ს შორის;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში ლ----------–---–ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;
ლ----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე–5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 5 (ხუთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელ ვადით;
ლ----------–---–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 27 იანვრიდან;
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ პირობით მსჯავრდებულ ლ----------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
ლ----------–---–ის, ი-----–--------ისა და ზ----------------ის ტანსაცმელი, დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეებს;
ერთი ცალი ლაზერული დისკი ფოტოსურათებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ასლები, ი-----–--------ისა და ზ----------------ის სტაციონარული პაციენტის ბარათები, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
მოთეთრო და მოშავო ფერის ორი ცალი დანა, სისხლისა და ნერწყვის ნიმუშები და ანაწმენდები, განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე
მოსამართლეები: მ. ლომთათიძე
მ. ხოლოაშვილი