განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002435203
საქმე №1ბ/1485-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
სოფიკო კაპანაძის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ა---------–---–ის
მსჯავრდებულ: თ--------------–---–ის
ადვოკატ: ი-------–----–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ თ--------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-------–----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მსჯავრდებულ თ-----------–--------------------–---–ის დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0-----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–------–----–------------------ დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით, საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით;.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
მანვე ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება;
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 28 მარტს, საღამოს საათებში, თ---–--–------------------------------------------–-------–-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ--------------–---–მა მეუღლეს - მ------------–--ეს, არასრულწლოვანი შვილების 15 წლის ს----------------ისა და 11 წლის კ---------------------ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც მ------------–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განაჩენით, თ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი თ--------------–---–ი 2018 წლის 8 თებერვალს, იმყოფებოდა თ---–--–---------------------------------–--------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ქურთუკის შიდა ჯიბით ატარებდა დანას - რომელიც დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით:
თ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
თ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და თ---------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განაჩენით დანიშნული 2 (ორი) წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და თ----------------–---–ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ევქსი) თვის ვადით.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით თ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 მარტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ--------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-------–----–---–მა. სააპელაციო პალატის სხდომაზე, დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დააზუსტა და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ თ---------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს, რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებას, ამ ნაწილში დაცვის მხარემ მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი თ--------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება თ--------------–---–ის მიერ საქართველოს 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის თ-----------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 28 მარტს, გვიან ღამით, პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორი იყო დაზარალებული მ------------–--ე. შეტყობინების საფუძველზე მყისიერად დაიწყო გამოძიება და იმავე ღამეს (ფაქტობრივად 29 მარტი) გამოიკითხა დაზარალებული მ------------–--ე, რომელმაც დაადასტურა, რომ 2018 წლის 28 მარტს, მეუღლემ თ--------------–---–მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, დარტყმის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მ------------–--ეს გამოკითხვის დროს სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე. მ------------–--ემ დაადასტურა, რომ სიწითლე იყო ძალადობის კვალი. დაზარალებულმა პირველი გამოკითხვის შემდეგ ისევ მიმართა გამოძიებას და მოითხოვა დამატებითი გამოკითხვა. დამატებით გამოკითხვაში დაზარალებული გამოთქვამდა შიშს, თუკი არ მოხდებოდა თ--------------–---–ის იზოლაცია, ძალადობის მასშტაბები გაიზრდებოდა, საფრთხე ემუქრებოდა როგორც დაზარალებულს, ასევე მის არასრულწლოვან შვილებს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოქვეყნდა არასრულწლოვანი მოწმეების ს----------------ის და კ---------------------ის გამოკითხვის ოქმები.
მოწმე ს----------------ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ,,...თ-------- იყო ძლიერ ნასვამი. თ-------- დედას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა. მე ვხვდებოდი მათი ჩხუბის მიზეზს და ეს მიზეზი იყო ეჭვიანობა. ამ დროს დედამ უთხრა, რომ წასულიყო და ნასვამი აღარასოდეს მოსულიყო სახლში ჩვენთან, მაგრამ თ-------- უფრო აგრესიული გახდა და უფრო შეურაცხმყოფელად აყენებდა შეურაცხყოფას. ამის გაგონებაზე მე ვეღარ მოვითმინე და თ--------ს ვუთხარი შეეწყვიტა დედაჩემის ლანძღვა-გინება. ამის გაგონებაზე თ-------- წამოვიდა ჩემსკენ ხელის დასარტყმელად, რა დროსაც დედაჩემმა დაიჭირა ქურთუკით, რომ მე არ მომახლოვებოდა, რის შემდეგაც თ-------- შეუტრიალდა დედაჩემს და ხელი გაარტყა სახეში. ამ დარტყმაზე დედამ იყვირა მეტკინაო და ტირილი დაიწყო..., ...მე დავინახე თ--------მ როგორ გაარტყა ხელი დედაჩემს და ხელის გარტყმის მომენტში საკმაოდ დიდი ხმა გამოსცა დარტყმის შედეგად დედაჩემის სახემ..., დედა ეუბნებოდა თ--------ს აღარ დამარტყა ძალიან მეტკინაო, მაგრამ თ-------- ისევ იწევდა და ცდილობდა დედაჩემისთვის ხელი გაერტყა სახეში, მაგრამ დედა სახეს მალავდა, რათა თ--------ს ხელი არ მოხვედროდა კიდე ერთხელ სახეში. მეზობლის ბიჭების მიერ გაშველების შემდეგ დედამ დარეკა 112-ში და ოპერატორს განუცხადა მომხდარის შესახებ..., ...დედას და თ--------------–---–ს ხშირად აქვთ კონფლიქტი, რა დროსაც თ-------- ხშირად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას...“
მოწმე კ---------------------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, - ,,...თ-------- შეუტრიალდა დედაჩემს და ხელი გაარტყა სახეში. ამ დარტყმაზე დედამ იყვირა მეტკინაო და ტირილი დაიწყო, აღნიშნული ფაქტი მოხდა სახლის შესასვლელ კართან, დედას ყვირილზე მოვიდნენ იქვე ეზოში მდგარი ბიჭები, რომლების სახელები და გვარებიც მე არ ვიცი და თ-------- გააკავეს რათა აღარ მიახლოვებოდა დედას...,...მე დავინახე თ--------მ როგორ გაარტყა ხელი დედაჩემს და ხელის გარტყმის მომენტში საკმაოდ დიდი ხმა გამოსცა დარტყმის შედეგად დედაჩემის სახემ..., დედა ეუბნებოდა თ--------ს აღარ დამარტყა ძალიან მეტკინაო, მაგრამ თ-------- ისევ იწევდა და ცდილობდა დედაჩემისთვის ხელი გაერტყა სახეში, მაგრამ დედა სახეს მალავდა, რათა თ--------ს ხელი არ მოხვედროდა კიდე ერთხელ სახეში..., ...დედამ დარეკა 112-ში და ოპერატორს განუცხადა მომხდარის შესახებ..., ...დედას და თ--------------–---–ს ხშირად აქვთ კონფლიქტი, რა დროსაც თ-------- ხშირად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას...“
მოწმის სახით დაკითხულმა სოციალურმა მუშაკმა ნ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ 2018 წლის 29 მარტს, ოჯახური ძალადობის საქმეზე საპროცესო წარმომადგენლის სტატუსით დაესწრო არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვას. ნ---------------–---–ის ჩვენებით, არასრულწლოვანმა მოწმეებმა კ---------------------ემ და ს----------------ემ გამომძიებელს დაუდასტურეს, რომ 2018 წლის 28 მარტს ოჯახში, მათი თვალთახედვის არეში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. არასრულწლოვანმა მოწმეებმა თავისუფალი თხრობის რეჟიმში გადმოსცეს მოვლენები, რომლის შემსწრეებიც თავად იყვნენ, მათ გამომძიებელს განუცხადეს, რომ ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვნების დედას მათი თანდასწრებით დაარტყა ხელი. არასრულწლოვანმა მოწმეებმა თავად წაიკითხეს მათი გამოკითხვის ოქმები და შინაარსის სისწორე დაამოწმეს ხელმოწერით. მოწმე ნ---------------–---–ის ჩვენება თანხვედრაშია არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციასთან ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ასევე თანხვედრაშია გამოკითხვის ოქმის ბოლოს მითითებულ ტექსტთან, რომლის თანახმად, ორივე არასრულწლოვანმა გამოკითხვის ოქმის ბოლოს გააკეთა მინაწერი ,,ოქმი შედგენილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს. ს-----------“. ,,გამოკითხვის ოქმი დაბეჭდილია ჩემი კარნახით წავიკითხე სწორია და ვაწერ ხელს. კ----------“.
2018 წლის 28 მარტს, 22:00 საათზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ,,112-დან“ შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ძალადობის შესახებ ინფორმაცია ,,112-ს“ მიაწოდა დაზარალებულმა მ------------–--ემ. შეტყობინების ინიციატორი აცხადებდა, რომ მეუღლემ თ--------------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, მ-------------–--ეს სხეულის ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, თუმცა პირადი შემოწმების მონაცემებით, მ------------–--ე ექსპერტიზაზე წარდგენის და შემოწმების დროს უჩიოდა წვას სახის მარჯვენა ნახევარში. ასევე შესამოწმებლის გადმოცემით მეუღლემ დაარტყა გაშლილი ხელი სახეში. შემოწმების მომენტში უჩივის წვას სახის მარჯვენა ნახევარში. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ--------------ემ. მანვე განმარტა, რომ საექსპერტო კვლევის დროს, შესამოწმებელი პირი მ------------–--ე უჩიოდა წვას სახის არეში.
შემაკავებელი ორდერებით დასტურდება, რომ მ------------–--ე არაერთხელ გამხდარა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი თ--------------–---–ის მხრიდან. 2015 წლის 14 დეკემბრის #0----- შემაკავებელი ორდერის მიხედვით, მ------------–--ეს ყოფილი მეუღლე თ--------------–---–ი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, შემაკავებელი ორდერით თ-------–---–ს აეკრძალა მ-------–--ესთან მიახლოება და სატელეფონო კომუნიკაცია.
2016 წლის 21 ივნისის #0----- შემაკავებელი ორდერის მიხედვით, თ--------------–---–მა მ------------–--ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხოფა და განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა. მსხვერპლის აღქმით, თ--------------–---–მა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ან მოკლას იგი, მსხვერპლი ითხოვდა კანონით გათვალისწინებულ დაცვას, რის გამოც გამოიცა შემაკავებელი ორდერი.
2017 წლის 16 ოქტომბრის #0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, მოძალადე თ--------------–---–ი ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას გამოხატავდა აგრესიას ყოფილი მეუღლის მ------------–--ის და მისი შვილების მიმართ, ახდენდა მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
დაზარალებულმა მ------------–--ემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, მისი ეს პოზიცია ახსნა შემდეგი გარემოებით: მიუხედავად იმისა, რომ თ--------------–---–მა ის გაიმეტა ძალადობისთვის და ხელი დაარტყა, მაინც ეცოდება და არ ემეტება პატიმრობისთვის. მანვე დაადასტურა, რომ 2018 წლის 28 მარტს ნამდვილად მიმართა პოლიციას, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ იმ დროისთვის აუცილებელი იყო თ--------------–---–ის იზოლაცია, თუმცა ამჟამად მას არ სურს ჩვენების მიცემა.
სააპელაციო პალატა მიზანშოწონიალდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. ამასთანავე, დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს (იხ. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი).
ამავე დროს სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სასამართლომ გამონაკლის შემთხვევებში არ გამორიცხა, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება და მიუთითა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი, როგორც მოწმის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს [...].თითოეული საგამონაკლისო შემთხვევის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის შეფასება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნების და ამ მიზნების მისაღწევად გამოყენებული საშუალებების კონტექსტში უნდა მოხდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება, პარ. 36, 38).
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, გამომძიებელი თ-----------ე, ექსპერტი ნ--------------ე, სოციალური მუშაკი ნ---------------–---–ი უშუალოდ არ შესწრებიან ოჯახური ძალადობის ფაქტს, თუმცა, მათი ირიბი ჩვენებები მნიშვნელოვანია, ვინაიდან გადმოსცემენ, როგორც დანაშაულის მსხვერპლის ისე, შემთხვევის უშალო შემსწრე პირთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. მოწმე თ-----------ე ნათლად აღწერა დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა გამომძიებელ თ-----------ის ჩვენების ის ნაწილი, სადაც ის აღნიშნავს, დაზარალებულმა პირველი გამოკითხვის შემდეგ ისევ მიმართა გამოძიებას და მოითხოვა დამატებითი გამოკითხვა. დამატებით გამოკითხვაში დაზარალებული გამოთქვამდა შიშს, თუკი არ მოხდებოდა თ--------------–---–ის იზოლაცია, ძალადობის მასშტაბები გაიზრდებოდა, საფრთხე ემუქრებოდა, როგორც დაზარალებულს, ასევე მის არასრულწლოვან შვილებს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან.
ამასთანავე, მართალია, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით არ უსაუბრია, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიზიკური ტკივილი უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც. კერძოდ: სასამართლო უბრუნდება მოწმე თ-----------ის ჩვენებას, სადაც ის აღნიშნავს, - ,,მ------------–--ეს გამოკითხვის დროს სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე“; საყურადღებოა ექსპერტ ნ--------------ის ჩვენებაც, სადაც ის განმარტავს. - ,, მ------------–--ე შემოწმების მომენტში უჩიოდა წვას სახის მარჯვენა ნახევარში“. სააპელაციო პალატა აღნიშნულ კონტექსტში ყურადღებას გაამახვილებს არასრულწლოვანი მოწმეების ს----------------ის და კ---------------------ის ჩვენებებზე. ს----------------ემ განმარტა, - ,,დავინახე თ--------მ როგორ გაარტყა ხელი დედაჩემს და ხელის გარტყმის მომენტში საკმაოდ დიდი ხმა გამოსცა დარტყმის შედეგად დედაჩემის სახემ..., დედა ეუბნებოდა თ--------ს აღარ დამარტყა ძალიან მეტკინაო, მაგრამ თ-------- ისევ იწევდა და ცდილობდა დედაჩემისთვის ხელი გაერტყა სახეში, მაგრამ დედა სახეს მალავდა, რათა თ--------ს ხელი არ მოხვედროდა კიდე ერთხელ სახეში. კ---------------------ის განმარტებით: ,,თ-------- შეუტრიალდა დედაჩემს და ხელი გაარტყა სახეში. ამ დარტყმაზე დედამ იყვირა მეტკინაო და ტირილი დაიწყო“. აღნიშნულ მტკიცებულებათა ანალიზი ცხადჰყოფს, რომ დაზარალებულმა თ--------------–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზკური ტკივილი.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს თ--------------–---–ის ბრალეულობას. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, - სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ თ--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა თ--------------–---–მა ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს თ--------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.
რაც შეეხება თ--------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად დადგენილია, როგორც თავად თ--------------–---–ის მიერ მოცემული დანაშაულის აღიარებით, ისე პირის ზედაპირული შემოწმების ოქმით, ნივთის ფლობის შეზღუდვის ოქმით, ცივი იარაღის ექსპერტიზის #1---–- დასკვნით, რომლის თანახმადაც ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას, პოლიციის თანამშრომლების - მ-------------ის და დ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით.
რაც შეეხება სასჯელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ თ--------------–---–ისათვის დანაშაულთა და შემდგომში განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრი განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ--------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-------–----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
თ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
თ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და თ---------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განაჩენით დანიშნული 2 (ორი) წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 2(ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და თ----------------–---–ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6 (ევქსი) თვის ვადით.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით თ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 მარტიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
დანა - განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი