განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2018
საქმის ნომერი
330210015001119845
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/1904-17 7 ნოემბერი, 201- წელი

ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნატალია ნაზღაიძე

მოსამართლეები – მაია სულხანიშვილი, ირაკლი ბონდარენკო

 

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - კ-------------------ი

წარმომადგენელი - დ--------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ზ---–------–--ე

წარმომადგენელი - ე-–---------------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. ზ---–------–--ესა და კ-------------------ს შორის 2012 წლის 24 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ---–------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ზ---–------–--ესა და კ-------------------ს შორის 2012 წლის 24 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2012 წლის 25 აგვისტოს ზ---–------–--ემ კ-------------------ს სს „ს----------–--------ის“ მეშვეობით 1030 ევრო ჩაურიცხა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდის ქვითარი (ს.ფ.40)

 

3.2. 2012 წლის 7 სექტემბერს კ-------------------სა და ზ---–------–--ეს შორის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც, კ-------------------მა გადახდის განვადებით გაყიდა ქ------–--–-------------––-------------–-----------------––------------------–-, მდებარე 68 კვ.მ N1--ე საცხოვრებელი ბინა და ავტოსადგომი. ნასყიდობის საგანი გაიყიდა 30 000 აშშ დოლარად. მხარეთა შეთანხმებით მყიდველმა გამყიდველს ხელშეკრულების ხელმოწერამდე გადაუხადა 16 300 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ 13 700 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ეტაპობრივად, კერძოდ: 3 700 აშშ დოლარი 2012 წლის 15 სექტემბრამდე, ხოლო 10 000 აშშ დოლარი 2012 წლის 30 ოქტომბრამდე. ნასყიდობის საგნის გადაცემა უნდა მომხდარიყო 2012 წლის 30 ოქტომბერს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ.20-26)

 

3.3. 2012 წლის 20 სექტემბერს ზ---–------–--ემ კ-------------------ს 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი 830 ლარი გადასცა, ხოლო 1 400 აშშ დოლარი - 2012 წლის 23 სექტემბერს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი (ს.ფ. 38)

 

3.4. 2012 წლის 24 სექტემბერს 15:30 საათზე კ-------------------სა და ზ---–------–--ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კ-------------------მა ზ---–------–--ეს 2012 წლის 30 ოქტომბრამდე 10 000 აშშ დოლარი ასესხა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-16).

 

3.5. 2012 წლის 24 სექტემბერს, 17:27:13 საათზე, კ-------------------ის წარმომადგენელს ზ---–------–--ესა და ა--------------ს შორის დაიდო ქ------–--–-------------––-------------–-----------------––------------------–-, მდებარე 68 კვ.მ N1--ე საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, დასახელებული ბინა 25 000 აშშ დოლარად შეიძინა ა--------------მა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 17-1-)

 

3.6. 2012 წლის 24 სექტემბერს, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დღეს, კ-------------------ის პირადობის მოწმობაზე არსებული ფოტოსურათი მოპასუხის საიდენტიფიკაციოდ გამოუსადეგარი გამოდგა, რის გამოც გარიგების მხარეები ზ---–------–--ე (მესაკუთრის წარმომადგენელი) და ა--------------ი (მყიდველი) იყვნენ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.7. ქ------–--–-------------––-------------–-----------------––------------------–-, მდებარე 68 კვ.მ N1--ე საცხოვრებელი ბინა კ-------------------ის მიერ სესხად აღებული 20 000 აშშ დოლარის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით იყო დატვირთული. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ იპოთეკის შესახებ ჩანაწერი გაუქმდა და ა--------------ზე ბინა იპოთეკით დაუტვირთავ მდგომარეობაში გადავიდა. მხარეები არ დავობენ, რომ იპოთეკარების გასტუმრება 2012 წლის 24 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხების მეშვეობით განხორციელდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.8. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ამჟამად, ქ------–--–-------------––-------------–-----------------––------------------–-, მდებარე 68 კვ.მ N1--ე საცხოვრებელი ბინის (საკადასტროკოდი: 0----------------------) მესაკუთრეა ა--------------ი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარი რეესტრიდან (ს.ფ. 27-28)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

3.9. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3.10. სასამართლოს განმარტებით, წინამდებარე გადაწყვეტილებით საკვლევ საკითხს წარმოადგენს 2012 წლის 24 სექტემბერს, ზ---–------–--ესა და კ-------------------ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების იურიდიული ძალა, რასთან დაკავშირებითაც, სასამართლომ მიუთითა შემდეგი: ხელშეკრულება, ორი ან მეტი პირის კონსესუსის შედეგია და ამ გზით მხარეები იმ მიზნის რეალიზაციას ახდენენ, რამაც ხელშეკრულების დადება განაპირობა. მიზანი კი სხვადასხვა გარემოფაქტორების შედეგად ყალიბდება, მაგალითად მატერიალური სარგებლის, დოვლათის მიღება და ა.შ. სწორედ ამიტომ, ხელშეკრულებით ნაკისრი უფლება-მოვალეობები მხარეთათვის შესასრულებლად სავალდებულოა, ვინაიდან, ხელშეკრულება შესრულებაზე ორიენტირებული აქტია, მხარეების მიერ დასახული მიზნის მიღწევა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებამ უნდა უზრუნველყოს, თუმცა რიგ შემთხვევებში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ფორმალური მოთხოვნების მხრივ, ამგვარი გარიგება შეესაბამება კანონს, თუმცა შინაარსობრივად ასახავს მხარეთა რეალური ნების საწინააღმდეგო მდგომარეობას. უფრო მეტიც, მხარეებმა წინასწარვე იციან, რომ ისინი შებოჭილები არ იქნებიან დადებული ხელშეკრულებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო ხშირად აწყდება სირთულეებს გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისას, რადგან ფორმალური ნაკლოვანებები მას თითქმის არ ახასიათებს. აქ გადამწყვეტია მხარეთა რეალური ნების დადგენა. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა, თუ სხვა მიზნით. თუმცა, გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის იმპერატივს არ წარმოადგენს, რომ მხარეთა ქმედება მიმართული იყოს კონკრეტული მესამე პირის წინააღმდეგ, არამედ გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მხარეებს არ სურთ ხელშეკრულების შესრულება. მხარეთა ნება მიმართული არ არის მათ შორის რაიმე სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების მიღწევაზე. მოჩვენებითი გარიგებები ასახავენ მოქმედებებს, რომლებიც სრულდება იმისთვის, რომ მოტყუვდნენ გარიგების არამონაწილე არამხოლოდ კონკრეტული, არამედ ნებისმიერი პირი მხარეთა რეალური ნების მცდარი წარმოდგენით. გარიგების ასეთად მიჩნევისთვის აუცილებელია იმის დადგენა, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარეებს არ სურდათ იმ შედეგების მიღწევა, რაც გარიგების მოცემული სახისთვისაა დამახასიათებელი.

 

3.11. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 7 სექტემბერს, კ-------------------სა და ზ---–------–--ეს შორის დაიდო განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კ-------------------მა გადახდის განვადებით გაყიდა ქ------–--–-------------––-------------–-----------------––------------------–-, მდებარე 68 კვ.მ N1--ე საცხოვრებელი ბინა. თანხის გადახდის ბოლო ვადად 2012 წლის 30 ოქტომბერი განისაზღვრა.

 

2012 წლის 24 სექტემბერს, 15:30 საათზე, კ-------------------სა და ზ---–------–--ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კ-------------------მა ზ---–------–--ეს 2012 წლის 30 ოქტომბრამდე, უპროცენტოდ 10 000 აშშ დოლარი ასესხა.

 

2012 წლის 24 სექტემბერს, 17:27:13 საათზე, ანუ იმავე დღეს მოგვიანებით, კ-------------------ის წარმომადგენელ ზ---–------–--ესა და ა--------------ს შორის დაიდო ქ------–--–-------------––-------------–-----------------––------------------–-, მდებარე 68 კვ.მ N1--ე საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, დასახელებული ბინა 25 000 აშშ დოლარად შეიძინა ა--------------მა.

 

3.12. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოჩვენებითი გარიგების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე გარიგების მოჩვენებითობის მტკიცების ტვირთი იმ მხარეს აკისრია ვის ინტერესებშიც შედის ხელშეკრულების გაუქმება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ზ---–------–--ის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ინიციატორი კ-------------------ი იყო და სადავო ხელშეკრულების დადება განხორციელდა განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოპასუხე გარატირებულად დარწმუნებულიყო ზ---–------–--ის მიერ ვალდებულების შესრულების ნამდვილობაში.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია მტკიცებულებათა სახეები (მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები, ექსპერტის დასკვნა), რომლითაც უნდა დადასტურდეს მხარეების მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულება, როგორც ზემოთ აღინიშნა, პროცესის მონაწილეებს ეკისრებათ, თუმცა აღნიშნული წესისგან გამონაკლისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი ითვალისწინებს. კერძოდ, ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარე თავისუფლდება ისეთი არსებითი გარემოების (ფაქტის) მტკიცებისაგან, რაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ იქნა აღიარებული და რაზედაც დაფუძნებული იყო მისი მოთხოვნა თუ შესაგებელი. ამგვარი აღიარებისას კი, სასამართლო უფლებამოსილია მასზე დააყრდნოს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს, ან უარი თქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, მტკიცების ტვირთი იმისა, რომ სესხის ხელშეკრულება მოჩვენებით ხასიათს ატარებდა მოსარჩელეს ეკისრებოდა. დასახელებული ტვირთისგან ამ უკანასკნელის გათავისუფლება კი, მოპასუხის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებამ განაპირობა, რამეთუ, მან ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ 2012 წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების დადება განხორციელდა 2012 წლის 07 სექტემბრის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში (იხ. 2017 წლის 9 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი 1-:44:28, 1-:50:14 საათი).

 

3.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. დასახელებული მუხლით გათვალისწინებული აღიარების უარყოფის წინაპირობებია, როდესაც იგი შეცდომის შედეგია და განპირობებულია ისეთი გარემოებით, რაც აღიარების შემდეგ გახდა ცნობილი, ან ადგილი ჰქონდა თავისუფალი ნების გამომრიცხავ ფსიქიკურ და ფიზიკურ ზემოქმედებას. შესაბამისად, მხარემ აღიარა რა სესხის ხელშეკრულების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში თანხის გადაცემის გარეშე დადების ფაქტი, მან იცოდა, ან უნდა სცოდნოდა, რომ იგი მოწინააღმდეგე მხარეს გაათავისუფლებდა მტკიცების ტვირთისგან, ხოლო სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა გადაწყვეტილება აღიარებაზე დაეფუძნებინა. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ---–------–--ესა და კ-------------------ს შორის 2012 წლის 24 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულება არ დადებულა რეალური მიზნის მიღწევის მიზნით.

 

3.14. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებაში აღწერილი ყველა გარემოების სრულად შეფასებით ირკვევა, რომ მოდავე მხარეების ქმედებების მიზანი იყო კ-------------------ისათვის რწმენის გამყარება, რომ ზ---–------–--ე განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულებას შეასრულებდა. შესაბამისად, სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია დასკვნის გაკეთება მასზე, რომ მხარეები მოქმედებდნენ იმ ნორმატიული წინაპირობების საფუძველზე, რაც სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილითაა გათვალისწინებული, კერძოდ: მხარეებმა დადეს სესხის გარიგება მხოლოდ მოსაჩვენებლად, მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ არსებულს შესაბამისი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვებოდა და მხარეებს რეალურად გარიგებაში გათვალისწინებული მიზნებისაგან განსხვავებული მისწრაფებები ჰქონდათ. კ-------------------ი ვარაუდობდა, რომ თუ განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მიღმა ზ---–------–--ის მიერ თანხის გადახდა, უფრო კონკრეტულად, იმ თანხისა, რაც მოსარჩელეს ზემოთდასახელებული ხელშეკრულების ფარგლებში უნდა გადაეხადა იკისრებდა სესხის ხელშეკრულებით იგი უზრუნველყოფილი იქნებოდა. თუმცა, დგინდება, რომ მოდავე მხარეებს შორის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი უფლება-მოვალეობები მათივე სურვილით აღარ შესრულებულა. დასახელებული ხელშეკრულების საგანი გასხვისდა მესამე პირზე. გარიგების მოჩვენებითობის თაობაზე რწმენა სასამართლოს შეექმნა მოწმე - ა--------------ის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ 2012 წლის 24 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 25 000 აშშ დოლარი პირადად კარინე სარუხანიანს გადასცა. ამასთან, აღნიშნული ბინა დატვირთული იყო იპოთეკით 20 000 აშშ დოლარის სესხის უზრუნველყოფის მიზნით და დასახელებული იპოთეკის გაუქმება განხორციელდა იმ თანხით, რაც ა--------------მა გადასცა კ-------------------ს. აღნიშნული ცხადყოფს იმასაც, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა იმ ოდენობით თანხა, რაც სადავო სესხის ხელშეკრულებაში იყო მითითებული. უფრო მეტიც, კ-------------------ი ბინის უფრო ადრე გაყიდვაზე, ვიდრე ეს გადახდის განვადების ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, დათანხმდა სწორედ თანხის 2012 წლის 30 ოქტომბრამდე ხელზე მიღების პირობით. ამასთან, საყურადღებოა, რომ ზ---–-------–--ესა და კ-------------------ს შორის სესხის ხელშეკრულება დადებულია 2012 წლის 24 სექტემბერს 15:30 საათზე, ხოლო ა--------------სა და კ-------------------ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება 17:27:13 საათზე გაფორმდა. ეს კი ადასტურებს, რომ მოპასუხე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ თანხას ვერ გადასცემდა მოსარჩელეს, ვინაიდან იგი სესხის ხელშეკრულების დადების დროისათვის ჯერ მიღებული არ ჰქონდა.

 

სასამართლოს განმარტებით, სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და დადებულად ითვლება თანხის გადაცემის მომენტიდან. სარჩელის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ კ-------------------ს სესხის ხელშეკრულების ფარგლებში ზ---–------–--ისთვის თანხა არ გადაუცია. შესაბამისად, ზ---–------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად იქნეს ცნობილი ზ---–------–--ესა და კ-------------------ს შორის 2012 წლის 24 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულება.

 

გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, რამაც საბოლოოდ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. კერძოდ, სასამართლომ არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ ვინაიდან კ-------------------მა საცხოვრებელი ბინა ზ---–------–--ეზე 30 000 აშშ დოლარად გაასხვისა, ხოლო ზ---–------–--ემ იგი 25 000 აშშ დოლარად გაყიდა, ამ უკანასკნელმა იკისრა ფასთა შორის სხვაობის დაფარვისა და დარჩენილი თანხის ანაზღაურების ვალდებულება, რასაც კ-------------------იც დაეთანხმა. სწორედ, აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, კ-------------------სა და ზ---–------–--ეს შორის ჯერ სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, ხოლო შემდგომ - უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ა--------------ისაგან აღებული 25 000 აშშ დოლარიდან დაფარული იქნა ზ---–------–--ის მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული 20 000 აშშ დოლარი, მასზედ დარიცხული პროცენტები და გადახდილ იქნა გარიგების რეგისტრაციის ხარჯები. კ-------------------ს გადაეცა დარჩენილი 1 800 აშშ დოლარი, რის შემდეგაც იმავე დღესვე კ-------------------სა და ზ---–------–--ეს შორის გაფორმებული იქნა 10 000 აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულების არც დადებისას და არც შემდგომ არ გამოკვეთილა მოჩვენებითი გარიგების ნიშნები, რის გამოც სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

7. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

8. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1.-3.1.8. პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (წინამდებარე გადაწყვეტილების 3.1.-3.8. პუნქტები), შესაბამისად, მათ, როგორც უდავო ფაქტობრივ გარემოებებს, სააპელაციო სასამართლოც იზიარებს.

 

9. საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კ-------------------სა და ზ---–------–--ეს შორის 2012 წლის 24 სექტემბერს წერილობითი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობები არ წარმოშობილა. პალატის ასეთი დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

9.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, კი სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. აღიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება არა მხარეთა შეთანხმების მომენტიდან, არამედ ფაქტობრივად სესხის საგნის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან. სესხი რეალური ხელშკრულებაა. ის დადებულად ითვლება და მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთების საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან.

 

9.2. აღნიშნული მსჯელობა საფუძველია დასკვნისათვის, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმებულია წერილობითი ფორმით, იგი არ ჩაითვლება დადებულად იმ მომენტამდე, სანამ მსესხებელს სესხის საგანი საკუთრებაში არ გადაეცემა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სესხის ხელშეკრულების რეალური ბუნება გულისხმობს სესხის საგნის ფიზიკურ გადაცემას, როგორც ხელშეკრულების ნამდვილობისა და იურიდიული ძალის წარმოშობის აუცილებელ წინაპირობას.

 

9.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან არცერთს არა აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა, თუმცა, რიგ შემთხვევებში მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თავად მატერიალურ–სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს. ფულადი ვალდებულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე, მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების წარმოშობის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მოვალისათვის თანხის გადაცემის ფაქტზე. ამასთან, სესხის წერილობითი ხელშეკრულების დადებისას, სადაც მითითებულია, რომ მსესხებელმა თანხა ისესხა, საპირისპიროს დადასტურებამდე, იგულისხმება, რომ სესხება, როგორც რეალური ქმედება, უკვე განხორციელდა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნას საფუძვლად უდებს სწორედ იმ გარემოებას, რომ მას მოპასუხისაგან თანხა არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის კვლევის საგანს წარმოადგენს, განხორციელდა თუ არა გამსესხებლის მიერ მსესხებელზე თანხის რეალურად გადაცემა.

9.4. პალატა განმარტავს, რომ სესხის საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემა შეიძლება მოხდეს სამი სახით: 1. სესხის საგნის გადაცემა პირდაპირ მფლობელობაში - ამ შემთხვევაში შემძენი ფაქტობრივად ეუფლება სესხის საგანს; 2. სესხის საგნის გადაცემა არაპირდაპირ მფლობელობაში, როცა ძველი მესაკუთრე რჩება ნივთის პირდაპირი მფლობელი, და 3. მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება. იმ გარემოების დადგენის მიზნებისათვის, მოხდა თუ არა მოსარჩელეზე სესხის საგნის გადაცემა აქ მითითებული რომელიმე ფორმით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე უდავოდ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

9.5. 2012 წლის 7 სექტემბერს კ-------------------სა და ზ---–------–--ეს შორის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც, კ-------------------მა გადახდის განვადებით გაყიდა ქ------–--–-------------––-------------–-----------------––------------------–-, მდებარე 68 კვ.მ N1--ე საცხოვრებელი ბინა და ავტოფარეხი. ნასყიდობის საგანი გაიყიდა 30 000 აშშ დოლარად. მხარეთა შეთანხმებით მყიდველმა გამყიდველს ხელშეკრულების ხელმოწერამდე გადაუხადა 16 300 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ 13 700 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ეტაპობრივად, კერძოდ: 3 700 აშშ დოლარი 2012 წლის 15 სექტემბრამდე, ხოლო 10 000 აშშ დოლარი - 2012 წლის 30 ოქტომბრამდე. ნასყიდობის საგნის გადაცემა უნდა მომხდარიყო 2012 წლის 30 ოქტომბერს.

 

2012 წლის 20 სექტემბერს ზ---–------–--ემ კ-------------------ს 500 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო 2012 წლის 23 სექტემბერს - 1 400 აშშ დოლარი.

 

9.6. დადგენილია, რომ კ-------------------სა და ზ---–------–--ეს შორის გაფორმებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩანაწერების შესაბამისად, ნასყიდობის საგნის (საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის) მესაკუთრედ კვლავ კ-------------------ი რჩებოდა. ასევე, დადგენილია, რომ ჯერ კიდევ განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულების ვადის ამოწურვამდე (2012 წლის 30 ოქტომბერი) საცხოვრებელი ბინა 2012 წლის 24 სექტემბერს, მესამე პირზე - ა--------------ზე გასხვისდა, ხოლო ავტოფარეხი დარჩა კ-------------------ის საკუთრებაში. ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამსხვისებელ მხარედ მოპასუხე კ-------------------ი ფიქსირდება. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ ა--------------თან ხელშეკრულების დადებისას საჯარო რეესტრში ვერ მოხდა კ-------------------ის პიროვნების იდენტიფიცირება, რის გამოც სადავო გარიგებას ზ---–------–--ემ ხელი მოაწერა, როგორც კ-------------------ის მინდობილმა პირმა. 2012 წლის 24 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საცხოვრებელი ბინა 25 000 აშშ დოლარად გაიყიდა.

 

9.7. აპელანტის განმარტებით, ა--------------ისაგან აღებული 25 000 აშშ დოლარით დაიფარა ბინაზე რეგისტრირებული იპოთეკა (20000 აშშ დლარი) და მასზე დარიცხული პროცენტები, ასევე გადახდილ იქნა გარიგების რეგისტრაციის ხარჯები (ჯამში 3 200 აშშ დოლარი), ხოლო დარჩენილი 1 800 აშშ დოლარი კ-------------------მა მიიღო.

 

9.8. თავად მოპასუხისვე განმარტებით, ამავე დღეს ზ---–------–--ესთან 10 000 აშშ დოლარზე სესხის ხელშეკრულების გაფორმებას საფუძვლად დაედო უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, ვინაიდან კ-------------------ს, განვადებით ნასყიდობის ხელშკრულების ფარგლებში, ზ---–------–--ისაგან მისაღები დარჩა თანხა 10 000 აშშ დოლარი. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება, დადასტურებულად ცნობის შემთხვევაშიც, გავლენას ვერ მოახდენს განსახილველ დავის სამართლებრივ შედეგებზე, ვინაიდან, იგი განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სხვა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში განსახილველი საკითხია.

 

10. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, თავად, მოპასუხის განმარტების საფუძველზე (იხ: სააპელაციო საჩივარი) დგინდება, რომ ზ---–------–--ესა და კ-------------------ს შორის 2012 წლის 24 სექტემბერს სესხის ხელშეკრულების გაფორმებას თან არ ახლდა მსესხებელზე სესხის საგნის 10 000 აშშ დოლარის რეალურად გადაცემა, რაც სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და იურიდიული ძალის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა. ვინაიდან არ მომხდარა თანხის გადაცემა, შესაბამისად არ წარმოშობილა შემხვედრი ვალდებულება. ასეთი ფაქტობრივი მოცემულობა კი, სადავო სესხის ხელშეკრულებას არამართლზომიერად აქცევს, რაც მისი ბათილობის საფუძველია.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

11. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

12. სასამართლო ხარჯები: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლისსასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კ-------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხა–დებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ნატალია ნაზღაიძე

 

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილ

 

ირაკლი ბონდარენკო