განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100118002669650-1ბ/1625-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
30 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: გ------- სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გ------- მ-------ე
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ნ--------ი გ--------–---ი, დაბადებული 1----–-–------------–-, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, დ------–--–----------–------------ში;
ადვოკატი: თ---------- ო--------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 04 წელი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ-------- გ--------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ---------- ო--------–---–მა, ითხოვა მსჯავრდებულ ნ-------- გ--------–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან ამორიცხული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი და განესაზღვროს სასჯელის ისეთი ღონისძიება, რაც არ იქნება დაკავშირებული საზოგადოებისაგან დიდი ხნით იზოლაციასთან.
ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ნ-------- გ--------–---ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილი; ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;
სასამართლომ დაადგინა:
ნ-------- გ--------–---მა უკანონოდ შეიძინა, უკანონოდ ინახავდა და 2018 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე ქ.თბილისში, ფიროსმანის ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ატარებდა მაკაროვის კონსტრუქციის ,,ПМ“ მოდელის პისტოლეტსა და აღნიშნული პისტოლეტისთვის განკუთვნილ 8 ცალ საბრძოლო ვაზნას. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული მაკაროვის კონსტრუქციის ,,ПМ“ მოდელის პისტოლეტი ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ხოლო 8 ცალი ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათაკატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
2018 წლის 22 აგვისტოს დაახლოებით 01:00 საათზე, ნ--------ი გ--------–---ი გადაადგილდებოდა ქ.თბილისში, ფიროსმანის ქუჩა N---ის მიმდებარედ, რა დროსაც უკანონოდ ინახავდა მის მიერ,უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს საერთო წონით - 0,3966 გრამი;
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ნ-------- გ--------–---ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: ხ---- გ----------–---–ის, ი-----–- მ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ნ-------- გ--------–---ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ნ--------ი გ--------–---ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
პალატა მიუთითებს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება; წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ნ-------- გ--------–---მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და ატარებდა ცეცხლსასროლი იარაღს და საბრძოლო მასალას შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით. პალატა განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც მომეტებული საშიშროების შემცველია, დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება და იარაღის შესახებ კანონით განსაზღვრული წესი.
მსჯავრდებულის ქმედების შეფასებისას, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ნ--------ი გ--------–---მა საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვით და ტარებით საფრთხე შეუქმნა როგორც საზოგადოებრივ უშიშროებას და ასევე დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი. ამ დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი საშიშროება, დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც დანაშაულის საგნად ჩაითლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის. აღნიშნული მუხლის ობიექტური მხარე გამოიხატება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვაში და ტარებაში, მართლსაწინააღმდეგო შეძენა ხორციელდება მოქმედებით, ხოლო შენახვა როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედებით.
საქართველოს სისხლისსამართლისკოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება (შეძენის ან შენახვის) ჩადენისთანავე და მძიმე შედეგის დადგომა არაა საჭირო. მოცემულ შემთხვევაში დანაშაული განზრახია, პირს შეგნებული აქვს რომ უკანონოდ შეიძინა, შეინახა მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მოტივს და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.
პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის აპელირებას რომ ნ-------- გ--------–---ის ქმედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ნაწილში უნდა დაკვალიფიცირებულიყო მხოლოდ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და განმარტავს, რომ იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა გულისხმობს არარეგისტრირებული, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის რაიმე ფორმით დაუფლებას და მისთვის ადგილსამყოფლის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს, მართლსაწინააღმდეგო შენახვა კი შეიძლება მოხდეს მაგალითად საცხოვრებელ ბინაში ან და სხვა ადგილას შენახვით. ხოლო რაც შეეხება იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არა აქვს. ეს შეიძლება განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით რომლითაც იგი მოძრაობს და ა.შ. ამასთან იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება მომეტებული საშიშროების შემცველია, ვინაიდან პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა დაუყონებლივ გამოიყენოს იგი. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებად უნდა დაკვალიფიცირდეს შემთხვევა, როცა იარაღს ატარებს პირი, ვისაც არ აქვს იარაღის ტარების უფლება, იარაღის უკანონო შენახვა და ტარება წარმოადგენს დენად დანაშაულს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი მოიცავს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილი კი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას, რაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ქმედებებია. ამასთან მსჯავრდებულის განმარტებითვე იარაღი და საბრძოლო მასალა ეკუთვნოდა მის ბაბუას და იგი დაეუფლა მას ბაბუის გარდაცვალების შემდეგ და ინახავდა. რაც უდაოდ ადასტურებს ცეცხსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას, როგორც მის მიერ დამოუკიდებელი დანაშაულის ჩადენას. ამასთან მსჯავრდებულ ნ-------- გ--------–---ის მიმართ არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება. ამავდროულად, პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ მსჯავრდებულ ნ-------- გ--------–---ის მხილების კუთხით წარდგენილი მტკიცებულებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ნ-------- გ--------–---ი 2018 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე ქ.თბილისში, ფიროსმანის ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ატარებდა მაკაროვის კონსტრუქციის ,,ПМ“ მოდელის პისტოლეტსა და აღნიშნული პისტოლეტისთვის განკუთვნილ 8 ცალ საბრძოლო ვაზნას, ხოლო ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული მაკაროვის კონსტრუქციის ,,ПМ“ მოდელის პისტოლეტი ვარგისი იყო სროლისთვის და მიეკუთვნებოდა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ხოლო 8 ცალი ვაზნა მიეკუთვნებოდა საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისი იყო დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. დაცვის მხარის მიერ რაიმე უტყუარი, დამაჯერებელი მტკიცებულება რაც გაამყარებდა მის პოზიციას სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
შესაბამისად პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იქნეს გაზიარებული როგორც უტყუარი მტკიცებულება და მსჯავრდებულ ნ-------- გ--------–---ის მიმართ წარდგენილიბრალდებიდან ამორიცხული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი, აღნიშნული მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნ-------- გ--------–---ის მიერ ჩადენილი იქნა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის (საზოგადოების) ზნეობრივი, ფიზიკური ჯანმრთელობა, ასევე ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დაცვას. ობიექტურ მხრივ განსახილველ დანაშაულთა უმრავლესობა აქტიურობითაა ჩადენილი. ასევე შეიძლება ჩადენილი იქნას როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ობიექტურ მხრივ ამ დანაშაულთა უმრავლესობა ფორმალური შემადგენლობისაა. ე.ი. დამთავრებულია ქმედების ჩადენისთანავე, სუბიექტურ მხრივ ნარკოტიკულ დანაშაულთა უმრავლესობა განზრახია.
ნარკოტიკული საშუალების ცნებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში. საქართველოს კანონში ,,ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ ჩამოთვლილია საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სია, სადაც მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ-ს’’ საერთო წონით - 0,3966 გრამი;
სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ნ-------- გ--------–---ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. კერძოდ, მოწმეთა ხ---- გ----------–---–ის, ი-----–- მ-------–---–ის ჩვენებებით, ნ-------- გ--------–---ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით (ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს საერთო წონით 0,3966 გრამი), რაც შეეხება ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებულ ნ-------- გ--------–---ის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნივთიერება წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს საერთო წონით - 0,3966 გრამს;
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ-------- გ--------–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ნ-------- გ--------–---ის ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება; ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა; ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ-------- გ--------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ნ-------- გ--------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია;
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ნ-------- გ--------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატის თ---------- ო--------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვს წლამდე. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
ნ--------ი გ--------–---ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ნ--------ი გ--------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ-------- გ--------–---ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული აქვს უფლებები;
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დგინდება რომ პოლიციის თანამშრომლებმა ნ-------- გ--------–---ი მაშინ შეამჩნიეს და დააკავეს, როდესაც იგი უკანონოდ ატარებდა, ასევე უკანონოდ შეძენილ და შენახულ ცეცხლსასროლ იარაღსა და ნარკოტიკულ საშუალებას. გამოდის რომ მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, რაც თავის მხრივ გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას სასჯელის დანიშვნისას.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მოცემული მუხლით გათვალისწინებული ყველაზე მსუბუქი სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის განაჩენი ნ-------- გ--------–---ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი 5 ცალი ვაზნა, ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტი, პისტოლეტის შალითა, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს; შესაფუთი მასალა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერება, ანაწმენდები პისტოლეტიდან, მჭიდიდან და ვაზნებიდან, ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, 20 ლარიანი კუპიურა და კეპი (ქუდი), რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; 1 ცალი CD დისკი, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ნ-------- გ--------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ---------- ო--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3.ნ--------ი გ--------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ნ--------ი გ--------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
4.ნ--------ი გ--------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
5.ნ-------- გ--------–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 აგვისტოდან;
6. ნ-------- გ--------–---ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
7.ნივთიერი მტკიცებულება - საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი 5 ცალი ვაზნა, ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტი, პისტოლეტის შალითა, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს; შესაფუთი მასალა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერება, ანაწმენდები პისტოლეტიდან, მჭიდიდან და ვაზნებიდან, ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, 20 ლარიანი კუპიურა და კეპი (ქუდი), რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; 1 ცალი CD დისკი, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
8.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი