განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2019
საქმის ნომერი
120100118002445934
ინსტანცია
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 120100118002445934

საქმე №1ბ/1380-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: გრ-----–---------ს

ადვოკატის: ტა-----–----–-----–---–-ს

მსჯავრდებულის: მე----–-----------ს

თარჯიმნის: ინ------------ს

მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, მე----–--------------------------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------------------------- , საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ა---––------------–---–---------–--------------–----------–------------------------–-- დანაშაულისთვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 სექტემბრის განაჩენით, მერ--–------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მე----–---------ნს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა ვადით.

მსჯავრდებულ მე----–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან -2018 წლის 29 აპრილიდან.

მე----–---------ნს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.

მანვე, ასევე ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 28 აპრილს მე----–---------ნმა უკანონოდ შეაღწია ქ.ახალციხე გ------–---–---------------–ში მცხოვრებ რუ------------------ს საცხოვრებელი სახლში, საიდანაც ფარაულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა რუ------------------ს შვილის ლი--------------ს კუთვნილ ერთ ცალ “SAMSUNG”–ის ფირმის ციფრულ ფოტო აპარატს და ერთ ცალ მეხსიერების ბარათს, მე----–-----------ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ლ--------------- მიაყენა 125 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

ასევე, 2018 წლის 21 მარტს დაახლოებით 21:55 საათზე ქ. ა---––---–-----–--------- დასახლებაში მდებარე გი----------------–---–-ს კუთვნილ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სადგომის გვერდით აშენებულ საცხოვრებელ ოთახში მყოფი მე----–----------- მეგობრებთან სა------------------ნ და რუ--------------------ნ ერთად ქეიფობდა, რომელმაც გვერდით ოთახში მყოფი ნა----------------ე რამდენჯერმე მოიპატიჟა სუფრასთან, რაზეც ნა----------------ემ უარი განუცხადა. აღნიშნულის გამო განაწყენებული მე----–-----------ი შევიდა ნა----------------ის ოთახში, რომელსაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ თმებზე მოქაჩა და ძალის გამოყენებით გამოიყვანა გვერდით ოთახში, ძალადობრივი ქმედების შედეგადაც ნა----------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კა--------–---–---–მა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ითხოვა მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმება.

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად ლმობიერი, არ არის სამართლიანი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ მე----–-----------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით, მოწმეების: ნა----------------ის, რუ------------------ს, ლი--------------ს, ლ------------------------------------------------------------ გი----------------–---–-ს, ს------------------- გამოკითხვის ოქმებით, ადგილის დათვალიერების ოქმით, ლი--------------ს მიერ ფოტოაპარატის ამოცნობის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, საქონელმცოდნეობითი და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.

ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ მე----–---------ნმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები.

პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას, სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე დაზარალებულ ლი-------------- მსჯავრდებულს შეურიგდა. ასეთი პირობების არსებობისას პალატა მიზანშეუწონლად მიიჩნევს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმებას.

პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მე----–---------ნს განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 სექტემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. მე----–-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუზველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მე----–---------ნს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა ვადით.

4. მსჯავრდებულ მე----–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 29 აპრილიდან.

5. მხედველობაში იქნეს მირებული, რომ მსჯავრდებულ მე----–-----------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თითის კვლები დალუქულ მდგომარეობაში 1 ფუთად, რომელიც ინახება შ-------––---- რაიონულ სამმართველოში, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

- ერთი ცალი შავი ფერის სამსუნგის ფირმის ფოტოაპარატი და ერთი ცალი შავი ფერის

მეხსიერების ბარათი დალუქულ მდგომარეობაში 1 ფუთად, რომელიც ინახება შ-------––---- რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ლ---------------.

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი