განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002673362
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
საქმე №1ბ/73-19 31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ს--–------------ი (დაბადებული 19---–-–------------------ს, თურქეთის მოქალაქე, პირადი №2----------- რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ან----–------------------–--------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი
ნაწილი.
სასჯელი: ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ს--–------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარით. დაკავებაში ყოფნის ვადის (2018 წლის 24 სექტემბრიდან 2018 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით) გათვალისწინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 4350 (ოთხი ათას სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ს--–------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა თ---------------–---–მა და მოითხოვა ს--–------------ის მიმართ სამართლიანი და უფრო მკცარი სასჯელის განსაზღვრა.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სისხლის სმართლის საქმე თბილისის სააპელაციო სასმართლოში შემოვიდა 2019 წლის 17 იანვარს.
თბილისის სააპელაციო სასმართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
სასამართლომ დაადგინა:
20---–-–-----------------ს თურქეთის მოქალაქე ს--–------------მა გადაწყვიტა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ს--–------------ი 20---–-–-----------------ს, დღის საათებში მივიდა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვართან. თურქეთიდან უკანონოდ გადმოკვეთა შსს სასაზღვრო პოლიციის № 2 სამმართველოს (ახალციხე) №2 სექტორის ვალეს № 230-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში გამავალი საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც შემჩნეული იქნა ადგილზე მომსახურე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ს--–------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების კა----რ კა-----ის და ვლ-----ერ ას-----ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 25 სექტემბრის დათვალიერების ოქმით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მათ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ს--–------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება - იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ს--–------------მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ს--–------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ გახადა სადავოდ მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორცილებას.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ.
პალატის აზრით, ს--–------------ისთვის ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სასჯელის განსაზღვრის დროს ზედმიწევნით სწორი შეფასება მიეცა მითითებულ გარემოებებს. გათვალისწინებული იქნა შემამსუბუქებელი გარემოებანი - ჩადენილი დანაშაული გულწრფელად აღიარა და მოინანია, სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები, აღკვეთის ღონისძიება - გირაო არ დაურღვევია. მითითებული გარემოების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ს--–------------ისათვის ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელი პასუხობს სასჯელის დანიშვნის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპს, ადეკვატურია დამნაშავის რესოციალიზაციისთვის, შეესაბამება სასჯელის გამოყენების ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რომლებზედაც მითითებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში.
ამავე საფუძვლებზე მითითებით პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტს, რომ ს--–------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის გამოყენების ზოგად და და კერძო პრევენციის მიზნებს და იმის გათვალისწინებით, რომ არ არის საქართველოს მოქალაქე და არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის გამკაცრებას იმ მოტივით, რომ ს--–------------ი მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის სიცოცხლის მოსპობისთვის და მართლმსაჯულებას გამოექცა საქართველოში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება საქმეში არ წარმოუდგენია. ამ გარემოებაზე პროკურორი მიუთითებს თვით მსჯავრდებულის წინასწარი გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაზე დაყრდნობით, თუმცა ჩვენებაში აღნიშნულია, რომ ს--–------------ის მიერ თურქეთი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთა განაპირობა არა თურქეთის სახელმწიფოს მართლმსაჯულებისათვის თავის არიდების, არამედ მასზე განხორციელებული დევნისაგან თავის დაღწევის სურვილმა. აპელანტის არგუმენტის საწინააღმდეგოდ პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა ის შემამსუბუქებელი გარემოება, რაც სახეზე იყო და მსჯავრდებულს ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს. სასჯელის სამართლიანობას სასამართლო აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა და შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ს--–------------ისათვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ ს--–------------ისთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ს--–------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
მას სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 24 სექტემბრიდან 2018 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით.
გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 7000 ლარი, გადახდილი სს ,,საქართველოს ბანკის“ მეშვეობით 2018 წლის 26 ოქტომბერს უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს გ-----–--------------ეს (პირადი №6-----------, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სრულად.
ნივთიერი მტკიცებულება: ,,IPONE“-ის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით: 0-------------8, პასპორტი U1-------, ყავისფერი საფულე შიგ მოთავსებული საბანკო ბარათებით, ერთი სპორტული სამგზავრო ჩანთა, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა პირადი ნივთები და განთავსებულია ერთ ფუთაში დალუქული ბეჭდიანი ლუქით, რომელიც ინახება შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს აღმოსავლეთის საგამოძიებო სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი ს--–------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის თ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის თ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი ს--–------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ს--–------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით. დაკავებაში ყოფნის ვადის (2018 წლის 24 სექტემბრიდან 2018 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით) გათვალისწინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 4350 (ოთხი ათას სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ს--–------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 7000 ლარი, გადახდილი სს ,,საქართველოს ბანკის“ მეშვეობით 2018 წლის 26 ოქტომბერს დაუბრუნდეს მის შემტანს გ-----–--------------ეს (პირადი №6-----------, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სრულად.
ნივთიერი მტკიცებულება:
,,IPONE“-ის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით: 0-------------8, პასპორტი U1-------, ყავისფერი საფულე შიგ მოთავსებული საბანკო ბარათებით, ერთი სპორტული სამგზავრო ჩანთა, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა პირადი ნივთები და განთავსებულია ერთ ფუთაში დალუქული ბეჭდიანი ლუქით, რომელიც ინახება შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს აღმოსავლეთის საგამოძიებო სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე