განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002543883
საქმე N 1/---19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მურმან ისაევმა
მსჯავრდებულ დ----- გ---–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ---- ჯ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------ დ----- თ----------- გ---–-–---–ის, (საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–----------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–----------------–------------–ი, მცხოვრები: თ---–---------------------------------------------------–ი) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით:
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- გ---–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 9 მარტიდან 2018 წლის 3 ივნისამდე პერიოდში, დ----- გ---–-–---–ი თავის ყოფილ მეუღლეს - ნ---- ხ-------–---–ს, სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედის მისამართით, ასევე სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ნ---- ხ-------–---–ს ყოველ ჯერზე უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 2018 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, თბილისში, სა--------------------------------ში, დ----- გ---–-–---–ი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ნ---- ხ-------–---–ს, რაც დაზარალებულმა, დ----- გ---–-–---–ის წარსულიდან გამომდინარე, აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენით:
დ----- გ---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.
დ----- გ---–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 3 ივნისიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ----- გ---–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ---- ჯ------ემ აპელანტის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმდეს და მსჯავრდებულ დ----- გ---–-–---–ის მიმართ გამოტანილი იქნას გამამართლებელი განაჩენი. აპელანტის დასაბუთებით, საქმეში მხოლოდ ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება არის დაზარალებულის ჩვენება, რომელიც სუბიექტური და ტენდენციურია, სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა მოწმე ი---- ნ--------ის ჩვენებას, ასევე საქმეში არ არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რომ დანის დემონსტრირებით განახორციელა დ----- გ---–-–---–მა მუქარა ნ---- ხ-------–---–ზე.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი დ----- გ---–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ----- გ---–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით განსახილველი ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, სასამართლო განმარტავს, რომ მუქარა წარმოადგენს მატერიალურ (შედეგიან) დანაშაულს და ის დამთავრებულია მაშინ, როცა დაზარალებულს გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ---- ხ-------–---–ს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, ვინაიდან 2018 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, თბილისში, სა--------------------------------ში, დ----- გ---–-–---–ი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ნ---- ხ-------–---–ს, რაც დაზარალებულმა, დ----- გ---–-–---–ის წარსულიდან გამომდინარე, აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო თვლის, რომ ასეთ ქმედებაზე ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი (და არა ძალიან მშიშარა, ან პირიქით ძალიან გულადი) ჩათვლიდა, რომ მუქარა იყო რეალური, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როცა ადგილი აქვს არაერთ კონფლიქტურ სიტუაციას.
საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551-ე, 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
პირველ ინსტანციაში გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება: დაზარალებულმა ნ---- ხ-------–---–მა განმარტა, რომ 2012 წელს დაქორწინდა დ----- გ---–-–---–ზე. ოთხწლიანი თანაცხოვრებისას, ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, თუმცა მოგვიანებით მეუღლემ დაიწყო სისტემატური სმა, იყო უმუშევარი, გაღიზიანებული და ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა. დ----- გ---–-–---–ი იყო გაწონასწორებული ადამიანი, თუმცა სიმთვრალეში იყო ფიცხი და ძალადობდა მასზე, რისთვისაც, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოიხადა სასჯელი. დ----- გ---–-–---–ის გათავისუფლების შემდეგ, მათ გადაწყვიტეს, კიდევ ერთხელ ეცადათ თანაცხოვრება, თუმცა ამ დროისთვის მას უკვე ყავდა სხვა მეგობარი მამაკაცი - ჰ--–--- ჰ------, რაც იცოდა დ----- გ---–-–---–მა და არ იყო წინააღმდეგი. დ----- გ---–-–---–ი მოითხოვდა მისგან, რომ მეტი სარგებელი ენახათ ჰ--–--- ჰ------სგან, რის გამოც მოუვიდათ კონფლიქტი და დ----- გ---–-–---–მა ცემა იგი. მან გამოიძახა პატრული, რომელმაც გასცა შემაკავებელი ორდერი, თუმცა პატრულისთვის არ უთქვამს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რამდენიმე დღეში ის და დ----- გ---–-–---–ი განქორწინდნენ, თუმცა ყოფილი მეუღლე ცხოვრობდა მის მიერ ნაქირავებ ბინაში მათ საერთო შვილებთან ერთად. მოგვიანებით მას მოუვიდა კონფლიქტი ჰ--–--- ჰ-----თან და შვილებთან და დ----- გ---–-–---–თან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ნაქირავებ ბინაში, რომელიც მდებარეობდა თბილისში, ს----------ის ქუჩაზე, თუმცა მალევე შეურიგდა ჰ--–--- ჰ-----ს, მათ ერთად იქირავეს ბინა და აპირებდნენ ურთიერთობისთვის სერიოზული სახის მიცემას. დ----- გ---–-–---–მა გაიგო ამის შესახებ და იყო წინააღმდეგი. 2018 წლის 2 ივნისს დაახლოებით 21-22 საათზე, ყოფილმა მეუღლემ, რომელიც იყო ნასვამი, მოსთხოვა არ გადასულიყო ჰ--–--- ჰ-----თან, რადგან სურდა მასთან დარჩენილიყო და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, ემუქრებოდა დანის დემონსტრირებით, რომელიც იყო გასაშლელი, ყავისფერი ტარით, ვერცხლისფერპირიანი. ყოფილი მეუღლის გამომეტყველება და საუბრის მანერა აფიქრებინებდა, რომ მუქარა იყო რეალური. ამასთან, წარსულში უკვე ჰქონდა ადგილი მის მიმართ მეუღლის მხრიდან ცემის და მუქარის ფაქტებს. კამათს ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი ნ-----–-- გ---–-–---–ი, რომელიც ყველაფერს ხედავდა. იგი დაელოდა, სანამ დ----- გ---–-–---–ს ჩაეძინა და მაშინვე წავიდა ჰ--–--- ჰ-----თან, სადაც ერთობლივად გადაწყვიტეს, სანამ ყოფილი მეუღლე უფრო სერიოზულ ზიანს მიაყენებდა, მიემართა პოლიციისთვის. დაახლოებით ღამის 11-12 საათზე მან მიმართა პოლიციას. იგი პოლიციელებთან ერთად მივიდა დ----- გ---–-–---–ის სახლში, რა დროსაც დ-----ი შინ არ დახვდათ და მოგვიანებით დაბრუნდა და დააკავეს. მისი ვარაუდით, ყოფილი მეუღლე უსმენდა მის სატელეფონო საუბრებს და მისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ მან პოლიციას მიმართა, რის გამოც თავიდან მოიშორა დანა, რომლითაც ემუქრებოდა.
მოწმე ი---- ნ--------ემ განმარტა, რომ იგი არის დაზარალებულ ნ---- ხ-------–---–ის დედა, რომელიც იყო ქორწინებაში დ----- გ---–-–---–თან. მის ქალიშვილს და დ----- გ---–-–---–ს ჰყავთ ორი საერთო შვილი. მეუღლეებს თავდაპირველად ჰქონდათ ძალიან კარგი ურთიერთობა, თუმცა მოგვიანებით ურთიერთობა გაუფუჭდათ, რადგან დ-----ი დარჩა უმუშევარი და დაიწყო სმა, რა დროსაც ხდებოდა აგრესიული. მას არაერთხელ უნახავს მისი ქალიშვილი, რომელსაც ეტყობოდა ძალადობის კვალი, მათ შორის სილურჯეები სახეზე და მაჯებზე. მას არაერთხელ მიუმართავს პატრულისთვის, რადგან ყოველი კონფლიქტის დროს შიშობდა, რომ სიძე მოუკლავდა ქალიშვილს, რადგან სიძე მუდმივად ემუქრებოდა მის ქალიშვილს სიცოცხლის მოსპობით. ოჯახში ძალადობის მოწმე ხშირად ხდებოდა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი - ნ-----–-- გ---–-–---–ი, რომელსაც დასჭირდა ფსიქოლოგიური დახმარება, რათა მდგომარეობას გამკლავებოდა. დ----- გ---–-–---–ი ხშირად იმუქრებოდა როგორც მეუღლის, ასევე საკუთარი სიცოცხლის ხელყოფით. დ----- გ---–-–---–მა, მისი და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით დანის გამოყენებით ცადა თვითმკვლელობა. მისი ქალიშვილი მაქსიმალურად ცდილობდა დ----- გ---–-–---–ი ციხეში არ მოხვედრილიყო, ხშირად არ აძლევდა ჩვენებებს პოლიციას, რადგან დ-----ი არის კარგი მამა და თან ეშინოდა მისი, რადგან იგი ყოველთვის იმეორებდა, რომ არ მისცემდა ნ----ს სხვა მამაკაცთან ცხოვრების საშუალებას. ემუქრებოდა, რომ არ გაახარებდა. მის ქალიშვილს უყვარდა დ-----ი, თუმცა ეშინოდა მასთან მარტო დარჩენის, რადგან ნასვამი იყო არაადეკვატური. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, დაახლოებით 2018 წლის მარტის თვეში მისი ქალიშვილი და სიძე შერიგდნენ, თუმცა მალევე აერიათ ისევ ურთიერთობა და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა. ერთ დილით დაურეკა ნ----ს მეგობარმა, უთხრა, რომ კვლავ იჩხუბეს და პატრული გამოეძახა. როდესაც ქალიშვილთან მივიდა, ნ----მ არაფერი უთხრა, თუმცა წამოსვლის შემდეგ, მალევე დაურეკა ნ----მ და სთხოვა პატრული გამოეძახა. დ-----ს უნდოდა, რომ ნ----ს მასთან ცხოვრება გაეგრძელებინა, რასაც მოყვა კონფლიქტი მათ შორის. დ----- ცდილობდა ნ----ს მ------------------–იდან გადაგდებას, რასაც შეესწო მათი არასრულწლოვანი შვილი - ნ-----–--. ამ ფაქტის გამო დ-----ს მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი და მათ შეწყვიტეს ერთად ცხოვრება. ივნისის დასაწყისში იგი იყო ს------ში, რა დროსაც მას დაურეკა დ-----მ და უთხრა, რომ მისმა ქლიშვილმა მიმართა პოლიციას, იგი დაიჭირეს და ნ-----–--სთვის მიეხედა. ქალიშვილმა უამბო მას, რომ დ----- იყო ნასვამი, რა დროსაც იჩხუბეს. დ----- დანას უტრიალებდა თვალწინ, ემუქრებოდა ყელს გამოგჭრი, თუ ჩემგან წახვალო. მერე, დ-----ს ჩაეძინა, რითაც ისარგებლა ნ----მ და მიმართა პოლიციას. ნ-----–--მ მას უთხრა, რომ მამა დედას ეჩხუბა, პოლიცია მივიდა და მამას ხელები შეუკრეს.
მოწმე ჟ--–---- ხ-------–---–მა განმარტა, რომ იგი არის დაზარალებულ ნ---- ხ-------–---–ის გამზრდელი მ-----ა. დ----- გ---–-–---–თან ქორწინების შემდეგ იგი ხშირად სტუმრობდა მათ ოჯახს და ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. მან დაახლოებით ერთი წლის წინ გაიგო, რომ ნ---- და დ----- გაშორდნენ. დ----- იყო დაკავებული ნ----ს ცემის ფაქტზე. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ისინი კვლავ შერიგდნენ. მოგვიანებით, პოლიციელებისგან გაიგო, რომ დაკავების დღეს დ----- ნ----ს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. დაკავების დღეს იგი დაახლოებით 22:00 საათამდე იყო ნ----სთან და დ-----სთან ერთად და იმ დღეს კონფლიქტი არ მოსვლიათ, თუმცა მათი ურთიერთობა გაციებული მოეჩვენა. დ----- ნასვამი არ ყოფილა. მას წარსულში რამდენჯერმე ყავს ნანახი ნასვამი დ-----, რომელსაც ცუდი სიმთვრალე არ ჰქონია. დ----- იყო კარგი მამა.
მოწმე მ------ ბ------–--ლმა განმარტა, რომ იგი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა დ----- გ---–-–---–ის ოჯახში ძ--ად. ნ---- ხ-------–---–ი მუშაობდა, თუმცა სად, მისთვის უცნობია. მისი მუშაობის პერიოდში ნ----ს და დ-----ს შორის ჩხუბს და დაძაბულობას არ შესწრებია. 2018 წლის 2 ივნისს, დ----- ხ-------–---–ის დაკავების დღეს, იგი დ-----ს ოჯახში არ ყოფილა, თუმცა იყო რამდენიმე დღით ადრე. სახლში იყვნენ ნ---- ხ-------–---–ი და დ----- გ---–-–---–ი, მათი ქალიშვილი და ახლობელი ქალბატონი.
მოწმე ლ-–ა ფ-----მ (გამომძიებელი) განმარტა, რომ ნ---- ხ-------–---–ის შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმად მისი ყოფილი მეუღლე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, დაიწყო გამოძიება, დაიკითხა დაზარალებული, რომელიც აცხადებდა, რომ მეუღლის მუქარა აღიქვა რეალურად, გადაწყდა დ----- გ---–-–---–ის დაკავება. დაკავების შემდეგ, ასევე გაიჩხრიკა დ----- გ---–-–---–ის ბინა, რა დროსაც არაფერი კანონსაწინაარმდეგო ამოღებული არ ყოფილა. გამოძიებამ ასევე გადაამოწმა ბრალდებულის ვერსია, რომლის თანახმად ნ---- ხ-------–---–ის იმჟამინდელი მეუღლე ჰ--–--- ჰ-----ა სექსუალურად ძალადობდა, არასრულწლოვანს აღმოუჩინეს ფსიქოლოგიური დახმარება, თუმცა ბრალდებულის ვერსია, არ დადასტურდა, თუმცა ფსიქოლოგმა დაასკვნა, რომ შესაძლებელი იყო ბავშვის გონებრივი ჩამორჩენილობა გამოწვეული ყოფილიყო ხშირი ოჯახური კონფლიქტებით. მან ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი ნ---- ხ-------–---–ის მონაწილეობით, რა დროსაც დაზარალებულმა მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც მას დანის დემონსტრირებით ემუქრებოდა ყოფილი მეუღლე. დაკავებისას ბრალდებული იყო ადეკვატური და იგი ალკოჰოლურ თრობაზე არ შეუმოწმებიათ.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დ----- გ---–-–---–მა განმარტა: მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი ყოფილი მეუღლის მეგობარი მამაკაცი ჰ--–--- ჰ-----ა დაკავშირებული იყო ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, რაზეც იგი დაელაპარაკა ნ---- ხ-------–---–ს, რომელმაც გადაწყვიტა მისი თავიდან მოშორება, რათა ჰ--–--- ჰ-----ასთან გაეგრძელებინა ურთიერთობა. ასევე ბრალდებული ესაუბრა მოწმე ი---- ნ--------ეს (ყოფილ ს--------ს) ამ უკანასკნელის დაკითხვისას, რა დროსაც იგი უმტკიცებდა მოწმეს, რომ მისი დაკავების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ჰ--–--- ჰ-----ა ძალადობდა მის ა---------––-–---------–-–---–ზე, რაც მან გაიგო, აპირებდა პოლიციაში გაცხადებას და სწორედ ამიტომ მოიშორეს იგი თავიდან.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით (03.06.2018), დ----- გ---–-–---–ი დაკავებული იქნა 2018 წლის 3 ივნისს 06:10 საათზე, თბილისში, ს----------ის ქ-------------------ში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ყოფილი მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით.
N0----- შემაკავებელი ორდერის (09.04.2017) თანახმად, 2017 წლის 9 აპრილს, მოძალადე დ----- გ---–-–---–ის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი მსხვერპლის ნ---- ხ-------–---–ის დასაცავად, რომლის განცხადებით მისმა მეუღლემ დ----- გ---–-–---–მა მიაყენა სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით (09.04.2017) დამტკიცდა N0----- შემაკავებელი ორდერი დ----- გ---–-–---–ის მიმართ, რომელსაც აეკრძალა ნ---- ხ-------–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ნ---- ხ-------–---–ი იმყოფება 1 თვის ვადით.
N0----- შემაკავებელი ორდერის (03.06.2018) თანახმად, 2018 წლის 3 ივნისს მოძალადე დ----- გ---–-–---–ის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი მსხვერპლის ნ---- ხ-------–---–ის დასაცავად, რომლის განცხადებით მისი ყოფილი მეუღლე დ----- გ---–-–---–ი დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. შემაკავებელი ორდერის ოქმით, მოძალადემ მსხვერპლს მოსთხოვა მასთან მუდმივად საცხოვრებლად დარჩენა და როდესაც მისგან უარი მიიღო, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და დანის მუქარით უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა და გამოასალმებდა სიცოცხლეს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (11.07.2018) მიხედვით, 2018 წლის 11 ივლისს 10:55-11:20 საათზე, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც, ნ---- ხ-------–---–მა, თბილისში, ს----------ის ქ. N-------------ში მიუთითა მისაღებ ოთახში განთავსებულ დივანზე და განმარტა, რომ 2018 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, დ----- გ---–-–---–ი და ის ერთად ისხდნენ დივანზე და საუბრობდნენ, რა დროსაც დ----- გ---–-–---–მა მოსთხოვა მასთან დარჩენა, რაზეც მისივე თქმით, უთხრა უარი. აღნიშნულზე დ----- გ---–-–---–მა ჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი, შარვლის ჯიბიდან ამოიღო გასაშლელი დანა, რომლის დემონსტრირებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, დანას უტრიალებდა თვალწინ და ეუბნებოდა, რომ თუ არ დარჩებოდა, ამ დანით ყელს გამოჭრიდა, რაც მან რეალურად აღიქვა და შეეშინდა მისი, რათა მართლა არ მოესპო მისთვის სიცოცხლე, რის გამოც არ შეეწინააღმდეგა მას და გადაწყვიტა დარჩენა, სანამ გამოპარვის შესაძლებლობა არ მიეცემოდა. მოგვიანებით დ----- გე-–-----–ს ჩაეძინა იმავე დივანზე, რითაც მან ისარგელა და გამოიპარა ბინიდან.
პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა აპელანტი საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ გარკვეული მოწმეების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებების შეფასებისას სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებებზე (მაგალითად დაზარალებულის ჩვენება სუბიექტური და ტენდენციური ხასიათისაა) გამახვილებით აღნიშნავს, რომ ჩვენებებში ასახული ინფორმაციების ნაწილი წარმოადგენს საქმის ბედით დაინტერესებული პირების მიერ გაცხადებულ ინფორმაციას, რომლებიც არ უნდა იქნეს გაზიარებული.
პალატა განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს. თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, მისი ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის ?39------ განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების თანახმად საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლო არ შეიძლება დუმდეს, ხშირად დამოკიდებულია მხარეთა მოქმედებებზე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეების მიერ წარდგენილ ყველა არგუმენტს შეეხოს, ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ სასამართლომ საქმის განხილვის პროცესში წარდგენილი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო არგუმენტები მიმოიხილოს და გამოთქვას თავისი მოსაზრება.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი:
„წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელ----ტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის
6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოწმეების ჩვენებების შეფასება ცხადყოფს, რომ ბრალდების მხარის მოწმეები კონკრეტული გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით სასამართლოს აწვდიან კონკრეტული/კატეგორიული ხასიათის მქონე ინფორმაციას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაზარალებულის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია, სხვა მოწმეების ჩვენებებთან და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან, შესაბამისად, ნათელია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს იმასთან მიმართებით, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულოა, მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ მსჯავრდებულის მიერ გაცხადებული ინფორმაციები წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავის არიდების მცდელობას. პალატა სრული მოცულობით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, დაზარალებულის ჩვენების შესაბამისობასთან საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან (მათ შორის მოწმე ი---- ნ--------ის ჩვენებასთან).
ბრალდებულის სიმთვრალესთან დაკავშირებით, სასამართლოს სურს აღნიშნოს, რომ ბრალდებულის მიერ სწორედ სიმთვრალეში მომეტებული აგრესიული ქცევა დაადასტურეს სასამართლოში დაკითხულმა მისმა ყოფილმა მეუღლემ და ყოფილმა ს--------მა. რაც შეეხება, ამ ჩვენებების საპირწონედ დაზარალებულის მ-----ის ჟ--–---- ხ-------–---–ის და ძ--ის - მ------ ბ------–--ლის ჩვენებების განხილვას, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ არც ყოფილი მეუღლის მ-----ა და არც ძ--ა, მუდმივად არ ცხოვრობდნენ ბრალდებულთან, ამდენად გაუჭირდებოდათ მის სიმთვრალეში გამოვლელნილ ხასიათზე დაბეჯითებით მსჯელობა. რაც შეეხება შემთხვევის დღეს 2018 წლის 2 ივნისს ბრალდებულის სიმთვრალე/სიფხიზლეს, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ----- გ---–-–---–ს ბრალი არ ედებოდა სიმთვრალეში დანაშაულის ჩადენაში და ამდენად, სასამართლოს ამ გარემოებაზე სიღრმისეულად მსჯელობა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ დ----- გ---–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
სააპელაციო პალატა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.
სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. როგორც საქმს მასალებით ირკვევა, დაზარალებული წარსულშიც არაერთხელ გამხდარა ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის სამიზნე და ბრალდებული არაერთხელ დამუქრებია მას, რომ ყელს გამოჭრიდა და სხვა მამაკაცის გვერდით არ გაახარებდა, ცალსახად მიუთითებს ამ ქმედების სიცოცხლისათვის სახიფათო ხასიათზე. მოცემული მსჯელობასთან ერთად, პალატა ყურადღებას მოწმე ი---- ნ--------ის ჩვენებაზე, რომელმაც ასევე დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ყოველი კონფლიქტის დროს, მას ეშინოდა რომ სიძე მოუკლავდა ქალიშვილს. ამასთან, ერთი შემთხვევა, რომელიც ამ მოწმემ გაიხსენა, რა დროსაც ბრალდებულმა მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანის გამოყენებით ცადა თვითმკვლელობა, რაც ერთის მხრივ მეტყველებს ბრალდებულის გაუწონასწორებელ ხასიათზე, ასევე დანით მანიპულირების ჩვევაზე და მეორეს მხრივ იმ ფაქტზე, რომ მუქარა, რომელსაც დ----- გ---–-–---–ი ახორციელებდა ნ---- ხ-------–---–ზე სიცოცხლისათვის სახიფათოდ აღიქვამდა გარშემომყოფნიც.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულია ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და მისი გამკაცრება არ არის აუცილებლი. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნულია იმგვარი სასჯელი რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
მსჯავრდებულ დ----- გ---–-–---–ის დანიშნული სასჯელის განსაზღვრისას, პირველი ინტანციის სასამართლომ გაითვალისწინა ყველა ის გარემოება რაც კანონით არის გათვალისიწინებული და განსაზღვრულია ადეკვატური, სამართლიანი და პრორპორციული სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, კერძოდ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (მან ქალის, ყოფილი მეუღლის მიმართ ჩაიდინა დანაშაული, რაც ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბებისა და ხასიათის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით) დ----- გ---–-–---–ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება (მის მტკიცე სურვილს, მისწრაფებას დაზარალებულისათვის დაერღვია სიმშვიდე და მყუდროება, დაეშინებინა), მის პირად და ეკონომიკურ პირობები, დანაშაულის ჩადენის მოტივი/მიზანი, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებთან ერთობლიობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დ----- გ---–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ---- ჯ------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ----- გ---–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ----- გ---–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ---- ჯ------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენი დ----- გ---–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.
დ----- გ---–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.
დ----- გ---–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 3 ივნისიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - დ----- გ---–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი კანონიერ ძალ-–ი შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალ-–ვილების ქ.#32ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), განჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში.
მოსამართლე: მურმან ისაევი