განაჩენი

სისხლის სამართლის 01.02.2019
საქმის ნომერი
330100118002347562
ინსტანცია
თარიღი
01.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002347562

საქმე №1ბ/1228-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ეკა კოკილაშვილის, მარიამ ნანეიშვილის და სოფიკო კაპანაძის მდივნობით,პროკურორის: რო-------------ს

ადვოკატის: თა-----------–-–---–-ს

მსჯავრდებულის: გ----------–--------ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ----------–--------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თა-----------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გ----------–--------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ ნასამართლობის არ მქონე, დასაოჯახებელი, არასრული უმაღლესი განათლებით (სტუდენტი), რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენით, გ----------–-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის და 3(სამი)თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, გი---------–-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1(ერთი)წლით და 3(სამი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გი---------–-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 14 იანვრიდან.

გი---------–-------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით;

მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

გ----------–--------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 24 სექტემბერს, ქ.თბილისში, სავაჭრო ცენტრ „თ---–----–--------–-ს“ მეორე სართულზე მდებარე მაღაზია „ე-–----------დან“ გ----------–-------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 44 (ორმოცდაოთხი) ლარად ღირებულ სპორტულ ზედატანსა და 17(ჩვიდმეტი) ლარად ღირებულ კეპს, რამაც დაზარალებულისათვის გამოიწვია 61 (სამოცდაერთი) ლარის მატერიალური ზიანი.

2017 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 01:00 საათიდან 02:00 საათამდე, ქ-------–--–----–-----------------------ში მდებარე სუპერმარკეტ „ფ-----------“-ში სასიყვარულო ურთიერთობაზე უარით განაწყენებულმა გი---------–-------მა თანნაქონი ჯოხით ზურგის არეში სცემა მა----------------ს, შემდეგ მუშტი დაარტყა ყბაში, რითაც მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2018 წლის 13 იანვარს, დღის საათებში, ქ-------–--–-----–----–----–------------------------------–----------------------ში დაწყებული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გი---------–-------მა სახის არეში თავი და ხელი დაარტყა, ხოლო დანის გამოყენებით ხელის მტევნის, ბარძაყისა და თეძოს მიდამოში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა მის მეგობარს - გვ--–------------–---–ს, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გი---------–-------მა და მისმა ადვოკატმა თ------------–-–---–მა, რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილობრივ გაუქმება და გ----------–--------ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. იგი ეფუძნება მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას - დაზარალებულის ჩვენებას, რომელიც არ არის გულწრფელი და არ შეესაბამება რეალობას, წინააღმდეგობაშია როგორც მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებასთან, ასევე საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან. დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია აგებულია მხოლოდ გ----------–--------სადმი ანგარიშსწორებისა და შურისძიების მოტივზე, მასთან დაშორების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გამო. რაც შეეხება საქმეზე წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებს, ისინი მიუთითებენ მხოლოდ არსებულ დაზიანებებზე და მათი მეშვეობით არ დგინდება დაზარალებულმა აღნიშნული დაზიანებები თვითონ მიიყენა, თუ სხვა პირმა მიაყენა.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, რომელთა ერთობლიობაც პირდაპირ მიუთითებს გი---------–-------ზე როგორც ბრალად წარდგენილი თითოეული დანაშაულის ჩამდენ პირზე და პალატას მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გვ--–------------–---–მა განაცხადა, რომ იგი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იყო ბრალდებულ გ----------–--------ს შეყვარებული, რომელიც ასევე არის მისი უბნელი. მათი დაშორების მიზეზი იყო ის, რომ გ----------–-------- არის აგრესიული პიროვნება, არაერთხელ მიაყენა დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა და ერთხელ სკოლაში პნევმატური იარაღითაც მიუვარდა. დაშორებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ გ---–-------მა მიწერა მის რამდენიმე მეგობარს, რომ სურდა გ---–-სთან შეხვედრა. ამის გამო იგი ნერვიულობდა, ეშინოდა გ----------–-------- სადმე არ დახვედროდა და კვლავ ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიეყენებინა მისთვის, თუმცა იმ მიზნით, რომ ბრალდებულს მისი მეგობრები არ შეეწუხებინა, შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, მან (დაზარალებულმა) დაურეკა გი---------–-------ს და უთხრა, რომ შეხვდებოდა. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს სანზონაში, ღრმაღელეს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მას გი---------–-------მა შერიგება მოსთხოვა და თან დაემუქრა. დაზარალებულს შეეშინდა და შერიგებაზე იმ იმედით დათანხმდა, რომ შემდეგ რამეს მოიფიქრებდა. მეორე დღეს, 2018 წლის 13 იანვარს გ----------–-------- ჯერ ტელეფონით დაუკავშირდა მას და უთხრა, რომ შეხვედრა სურდა, ხოლო შემდეგ დახვდა ღრმაღელეს ტერიტორიაზე, სადაც დაზარალებული მიდიოდა მასწავლებელთან და უთხრა, რომ სალაპარაკო ჰქონდა. დაზარალებულის განმარტებით, მან თავიდან უარი უთხრა, რადგან მასწავლებელთან უნდა ასულიყო, თუმცა ვინაიდან გ-----------–-------ო დაჟინებით ითხოვდა რომ ესაუბრათ, დათანხმდა. დაზარალებულის განმარტებით, გ----------–-------- ბინის დაქირავების მიზნით რეკავდა ტელეფონით. მან სთხოვა, რომ საუბრისთვის ბინის დაქირავება არ იყო აუცილებელი და ქუჩაში ესაუბრათ, თუმცა გი---------–-------მა უპასუხა, რომ ჯობდა ბინაში ასულიყვნენ და წყნარად ელაპარაკათ. მან დაზარალებულს გამოართვა ტელეფონი, გათიშულ მდგომარეობაში ჩაიდო ჯიბეში და ტაქსით წავიდნენ ვაჟა-ფშაველას გამზირზე „მოდულის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ტაქსიდან გადმოსვლის შემდეგ დაზარალებულმა კვლავ სთხოვა, რომ გარეთ ელაპარაკათ, თუმცა გი---------–-------მა მას მკლავში ხელი მოუჭირა, უთხრა გაჩუმებულიყო და ბინაში აიყვანა. შესვლამდე ბინის მეპატრონეს ფული გადაუხადა და გასაღები გამოართვა, შემდეგ კარი შიგნიდან ჩაკეტა და მოსთხოვა, რომ შერიგებულიყვნენ. მას შემდეგ რაც აღნიშნულზე უარი მიიღო, გი---------–-------მა ჯიბიდან დანა ამოიღო და დაემუქრა, რომ თუ არ შეურიგდებოდა, მოკლავდა. მას(დაზარალებულს) სურდა თავისი კუთვნილი ტელეფონი გამოერთმია გ----------–--------სათვის, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ტელეფონი რამდენჯერმე ძირს დაუხეთქა და მარჯვენა ხელი დაარტყა ყბაში, თან უთხრა, რომ მის გარეშე ცხოვრების უფლებას არ მისცემდა და მოკვლით ემუქრებოდა. დაზარალებულმა დაიწყო კივილი, რა დროსაც გი---------–-------მა მას პირზე ხელი ააფარა და მეორე ხელით კი დანის დარტყმას ცდილობდა. გვ--–------------–---–მა მას ფეხი აუქნია და დანა საჩვენებელ თითში მოხვდა, რის შედეგადაც წამოუვიდა სისხლი. მან ჯიბიდან ქაღალდის ხელსახოცი ამოიღო და ჭრილობაზე დაიფარა. გ----------–-------- ამის შემდეგაც არ გაჩერებულა და უფრო აგრესიული გახდა. უთხრა, რომ საქმე დაწყებული ჰქონდა და ბოლომდე უნდა მიეყვანა. ამჯერად მან დაზარალებულს მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა დანით. დაზარალებული ხელით და ტანსაცმლით ცდილობდა სისხლის შეჩერებას. იგი იყო ძალიან შეშინებული და თავის დაღწევის მიზნით მოატყუა გი---------–-------ს, რომ შეურიგდებოდა და დედამისს ეტყოდა თითქოს ღრმაღელესთან უცხო პირები დახვდნენ, რომლებიც ტელეფონს ართმევდნენ და მიაყენეს დაზიანებები, ხოლო გი---------–-------მა იგი გადაარჩინა. ეს იდეა ამ უკანასკნელს მოეწონა და დათანხმდა. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, ისინი ბინაში იყვნენ დაახლოებით 40 წუთის, ან 1 საათის განმავლობაში, სადაც გამოსვლისას დატოვეს სისხლიანი ხელსახოცი და ბრალდებულის მზის სათვალე. ისინი ტაქსში ჩასხდნენ და წავიდნენ. მისი ტელეფონი იყო დაზიანებული და არ ჩაირთო, რის გამოც მან გ----------–-------ის ტელეფონით დარეკა დედამისთან, უთხრა, რომ მასწავლებელთან არ ყოფილა და მიდიოდა სახლში. ფიქრობდა, რომ ღრმა ჭრილობები არ ჰქონდა და სამედიცინო ჩარევის გარეშეც კარგად იქნებოდა. გზად გი---------–-------მა გააჩერებინა ტაქსის მძღოლს, გადმოვიდნენ უცნობ ადგილას და ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოსთან ძალით მიიყვანა. დაზარალებულის განმარტებით, მან გი---------–-------ს უთხრა, რომ როგორც შეთანხმდნენ, ყველაფერი ისე იქნებოდა, თუმცა მსჯავრდებულმა უპასუხა, რომ მისი არ სჯეროდა, კვლავ უყვირა, მოკვლით დაემუქრა, რა დროსაც ხელში დანა ეკავა და თავი ჩაარტყა ტუჩის და ცხვირის მიდამოში. ჩარტყმის შედეგად, ის ძირს წაიქცა და ტუჩიდან სისხლი წამოუვიდა. გი---------–-------მა წაქცეულს რამდენჯერმე მოუქნია დანა. კერძოდ, ჯერ დანის უკანა ტარი ჩაარტყა, ხოლო შემდეგ ჭრილობა მიაყენა მენჯის ქვედა ნაწილში, რის შემდეგაც გაიქცა.

პალატა განმარტავს, რომ გვ--–------------–---–ის ჩვენება არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი. მან ლოგიკური წყობით და წინააღმდეგობების გარეშე მოახსენა სასამართლოს როგორც შემთხვევის დღეს, ასევე, მანამდე განვითარებული მოვლენები, გი---------–-------თან მისი შეხვედრის მიზეზები და ამ უკანასკნელის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების დეტალები. იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულის ჩვენებაში არ იკვეთება არაერთგვაროვანი პასუხები, სასამართლოს მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია. ამასთან, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებით ვერ დადასტურდა, რომ გვ--–------------–---–მა იცრუა სასამართლოს წინაშე და მას ამოძრავებს მსჯავრდებულების დასჯის სურვილი.

დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმეების გ---------------–-–---–ის და გ----------------–---–ის ჩვენებებთან, რომლებიც იმავე თანმიმდევრობით და შინაარსით აღწერენ მათთვის ცნობილ, განვითარებულ მოვლენებს, როგორც დაზარალებული და ამ უკანასკნელის ჩვენებას კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენენ.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გი--------------–-–---–-ა განაცხადა, რომ იგი ფლობს ქ.-----–--–-----–----–----–--------------------------------–---------------------ს, რომელიც 2018 წლის 13 იანვარს რამდენიმე საათით მიაქირავა გი---------–-------ს. კერძოდ, ეს უკანასკნელი მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მას და შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს შეხვედროდნენ ბინასთან. გი---------–-------ს თან ახლდა მანდილოსანი, მან 40 ლარი გადაუხადა მოწმეს, რის შემდეგაც გადასცა ბინის გასაღები და თვითონ წავიდა. შეთანხმების თანახმად, ხ-–-------ს 21:00 საათზე გასაღები უნდა დაეტოვებინა კართან და წასულიყო. მოგვიანებით ტელეფონზე დაუკავშირდნენ სამართალდამცავები. ამ დროს იგი უკვე მიდიოდა ბინისკენ, სადაც დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები. ისინი ექსპერტებს ელოდებოდნენ, რის შემდეგაც ჩატარდა ბინის დათვალიერება. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა ერთჯერადი ქაღალდის სისხლიანი ხელსახოცი და მუქი ფერის სათვალე. ასევე, მოწმემ დაინახა, რომ დივანზე იყო სისხლის ლაქა. მან დათვალიერების ოქმს ხელი მოაწერა. გი--------------–-–---–-ა დამატებით განმარტა, რომ კლიენტის გასტუმრების შემდეგ ბინაში მიდის დამლაგებელი და ალაგებს. მოცემულ შემთხვევაშიც გ----------–--------სათვის ბინის გასაღების გადაცემამდე, მან შეამოწმა და ბინა დალაგებული იყო, ასევე ბინაში განთავსებული საფერფლეებიც სუფთა იყო.

რაც შეეხება მოწმე გ----------------–---–ს, მან პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2018 წლის 13 იანვარს მუშაობდა ვარკეთილში მდებარე კლინიკა „ო------–--------ში, ემერჯენსის მიმღები განყოფილების ექთნის პოზიციაზე. აღნიშნულ დღეს, საღამოს საათებში, კლინიკაში მივიდა გვ--–------------–---–ი, რომელსაც სხეულზე ჰქონდა რამდენიმე დაზიანება. კერძოდ, ნაკვეთი ჭრილობა ჰქონდა ხელის მტევანზე, ფერდქვეშ და ბარძაყზე. ის კლინიკის მისაღებში პირველად ნახა, იგი მარტო იყო, იქამდე თუ ვინმესთან ერთად მივიდა, ეს არ დაუნახავს. დაზარალებული მეტყველებდა, თუმცა ჭრილობების მიყენების ფაქტთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. მათ მიერ გამოძახებული იქნა ქირურგი, რომელმაც გვ--–------------–---–ს გაუკერა ჭრილობები. მოწმემ დაადასტურა, რომ დაზარალებულის ტანსაცმელი და ნივთები გამომძიებლის მიერ საავადმყოფოში მისგან იქნა ამოღებული, რომლებიც დილუქა. მან ლუქებს და საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელი მოაწერა.

პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები ურთიერთთავსებადია და გამყარებულია ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვებით და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.

2018 წლის 13 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ექსპერტებისა და ბინის მფლობელ გ---------------–-–---–ის მონაწილეობით დათვალიერდა ქ------–-------–----–----–---------------------------, რის შედეგადაც მისაღებ ოთახში, სავარძლის ზედაპირიდან ამოღებული იქნა სუნის ნიმუში, ასევე ამოღებული იქნა სიგარეტის ნამწვები, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები და ქაღალდის ხელსახოცი, მუქი ფერის სათვალე და საფერფლე.

2018 წლის 13 იანვრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ შპს „ო-------–------“-ს მიმღებ განყოფილებაში გ----------------–---–ისგან ამოღებული იქნა პაციენტ გვ--–------------–---–ის ტანსაცმელი, კერძოდ: 1) შავ, თეთრ და წითელ ფერებში გაწყობილი კუბოკრული ნაჭრის შარვალი, რომელსაც წინა მარცხენა მხარეს ჯიბესთან და უკანა მხარეს საქამრესთან აღენიშნება მუქი მოწითალო ფერის ლაქები, უკანა მხარეს საქამრესთან მუქი მოწითალო ფერის ლაქები არის შუა ნაწილში. შარვალს აღენიშნება იარლიყი წარწერით „Mano”, 2) შავი ფერის ნაჭრის ჯემპრი, 3) რუხი ფერის საცვალი, რომელსაც წინა მხარეს და უკანა შუა მხარეს აღენიშნება მუქი მოწითალო ფერის ლაქები. გ----------------–---–ისგან ასევე ამოღებული იქნა რუხი ფერის კორპუსის მქონე ,,Iphone SE”-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რომელსაც უკანა მხარეს აწერია იმეი კოდი: 3-------------- ტელეფონის ეკრანი არის დაბზარულ მდგომარეობაში.

2018 წლის 20 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, შპს „ო-------–------“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1------ის და „ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“-ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით მოქალაქე გვ--–------------–---–ი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 13.01.18წ.-15.01.18წ. დიაგნოზით: მრავლობითი ღია ჭრილობები დაუზუსტებელი. მუცლის მარცხენა ნახევრის, მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედის წინა გვერდითი ზედაპირის სისხლმდენი ნაკვეთი ჭრილობები, მარცხენა მტევნის მეორე თითის ნაკვეთი ჭრილობა, კეფის მიდამოს ზედაპირული ჭრილობა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, თავის მიდამოში აღინიშნებოდა ექსკორიაციები, ზედა ტუჩის ლორწოვანზე სისხლჩაქცევა (სისხლნაჟღენთი). მუცლის და მარცხენა ბარძაყის მიდამოში არსებული ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. მარცხენა მტევნის მეორე თითის ნაკვეთი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო. კეფის მიდამოში არსებული ჭრილობა მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, მიმყენებელი საგნის და ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო. ექსკორიაციები და ზედა ტუჩის ლორწოვანზე არსებული სისხლჩაქცევა (სისხლნაჟღენთი), განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში დაზიანებათა მორფოლოგიური სურათის არარსებობის გამო. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ქე--------------–---–მა.

2018 წლის 6 მარტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: მისაღებ ოთახში, სავარძლის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია გ----------–--------სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მა----------------მ.

2018 წლის 19 მარტის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:

- პაკეტში, წარწერით: „გვ--–------------–---–ის სისხლის ნიმუში 13.01.2018...“ მოთავსებული სისხლი (ობ. N19) მიეკუთვნება O(I) ჯგუფს, Rh+ რეზუს ფაქტორს;

- პაკეტში, წარწერით: ,,1 007130118012 14.01.2018 წ. ობ. N1, N2 მოწ. ფერის ლაქის ანაწმენდები საკონტროლო ანაწმენდებთან და გამოხდილი წყლით დანამულ დოლბანდთან ერთად: ობ. N3 თეთრი ფერის ქაღალდის ხელსახოცი მოწ. ფერის ლაქებით... ობ. N1 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ამოღებული მისაღებ ოთახში ე.წ. დივანის წინ იატაკიდან... ობ. N2 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ამოღებული მისაღებ ოთახში ე.წ. „დივანი“-ს დასაჯდომიდან“... ობ. N3 თეთრი ფერის ქაღალდის ხელსახოცი მოწითალო ფერის ლაქებით. ამოღებული მისაღებ ოთახში ე.წ. ,,დივანის წინ იატაკიდან” მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N1, 2) და თეთრი ფერის ქაღალდის ხელსახოცზე (ობ. N3, 4) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის O(I) ჯგუფის, Rh+ რეზუს ფაქტორის სისხლს, რომელიც მიეკუთვნება გვ--–------------–---–ს (ობ. N19);

- პაკეტში, წარწერით: „2 007130118012 14.01.2018 წ. ობ. N4-დან. კერძოდ მისაღებ ოთახში მაგიდაზე მდებარე საფერფლედან ამოღებული 3 (სამი) ცალი სიგარეტის ნამწვი..“ მოთავსებულ სამი ცალი სიგარეტის ნამწვიდან ერთ-ერთზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N5) წარმოადგენს ადამიანის O(I) ჯგუფის, Rh+ რეზუს ფაქტორის სისხლს, რომელიც მიეკუთვნება გვ--–------------–---–ს (ობ. N19). დანარჩენ ორ ნამწვზე არსებული მოყვითალო ფერის ლაქები (ობ. N6, 7) სისხლს არ წარმოადგენს. ობ. N6-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გვ--–------------–---–ს (ობ. N19), ხოლო ობ. N7-ის გენეტიკური პროფილი - გი---------–-------ს (ობ. N20; პაკეტი, წარწერით: „...პაკეტი წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში-1 (ერთი) ც. ბიოჩხირზე, აღებული ბრალდებული გ-----------------------–-------ისაგან...);

- პაკეტში, წარწერით: ,,გვ--–------------–---–ის ტანსაცმელი 13.01.2018...“ მოთავსებულ ნაცრისფერ ქვედა საცვალზე (ობ. #8,9), კუბოკრულ ნაჭრის შარვალზე (ობ. #10-15) და შავი ფერის ნაქსოვ ბლუზაზე (ობ. #16) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის O(I) ჯგუფის, Rh+ რეზუს ფაქტორის სისხლს. ობ. #8-10, 14, 16-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გვ--–------------–---–ს (ობ. #19);

- პაკეტში, წარწერით: ,,3 007130118012 14.01.2018 წ. ობ. N5, მუქი ფერის სათვალე ამოღებული მისაღებ ოთახში შესასვლელიდან მოპირდაპირე მხარეს არსებული სავარძლის დასაჯდომიდან...“ მოთავსებულ მუქი ფერის მინებიან სათვალეზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N17) გენეტიკური პროფოლი მიეკუთვნება გი---------–-------ს (ობ. N20);

დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ვე--------------.

2018 წლის 23 მაისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, გვ--–------------–---–ის წარმოდგენილ ტანსაცმელზე (სვიტერი; შარვალი; ქამარი; ტრუსი) დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოებში არსებული დაზიანებები განვითარებულია - ჭრით, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნით. ტანსაცმელზე არსებული დაზიანების ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის არ არსებობის გამო.

დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ელ--------------–---მ.

ამდენად, პალატა აფასებს რა სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს რელევანტურობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს პირდაპირი ხასიათის ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გი---------–-------მა ჩაიდაინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.

რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტებს ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენაში გ----------–--------ს უდანაშაულობის შესახებ, დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და იგი პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული. მსჯავრდებულის ვერსია, რომ გვ--–------------–---–მა თავად მიიყენა სხეულზე დაზიანებები, დამაჯერებლობას და ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულია, ვინაიდან არ არის გამყარებული სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

ამდენად, პალატა აანალიზებს რა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ----------–--------ს ქმედებას და მას ადეკვატური სასჯელი განუსაზღვრა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ----------–--------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ გ----------–--------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. გ----------–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ გი---------–-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი)წლით და 3(სამი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

4. მსჯავრდებულ გი---------–-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 14 იანვრიდან.

5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ----------–--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

6.საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

- დათვალიერების ამსახველი 02 ცალი DVD დისკი, დალუქული 1 პაკეტად და 1 ცალი CD დისკი, დაულუქავი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

-დაზარალებულ გვ--–------------–---–ის სისხლის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში, სიგარეტის ნამწვი, სისხლის მაგვარი ლაქების ანაწმენდი, ქაღალდის ხელსახოცი, ბრალდებულ გ----------–--------ს ნერწყვის ნიმუში და სუნის ნიმუშები (რომლებიც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სათვალე და საფერფლე (რომლებიც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში), გ----------–--------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი ბრტყელტუჩა და ერთი ცალი სახრახნისი, ლე-----------–---–---ან ამოღებული ნივთები: ერთი ცალი თეთრი ფერის განგაშის სენსორული მოწყობილობა, ერთი ცალი „ე-–----------ს“ ლოგოიანი ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი, ერთი ცალი ლურჯი ფერის კაპიშონიანი სპორტული ზედატანი, ერთი ცალი ხაკისფერი (მწვანე) კეპი და ერთი ცალი მოვარდისფრო მაისური (დალუქული 3 პაკეტად ინახება დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

- დაზარალებულ გვ--–------------–---–ის ტანსაცმელი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება თბილისის ვაკე-საბურთლოს სამმართველოს მეორე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი