განაჩენი

სისხლის სამართლის 24.01.2019
საქმის ნომერი
330100118002645996
ინსტანცია
თარიღი
24.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002645996

საქმე #1ბ/1655-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ--------------–ის

მსჯავრდებულის: გ-------------–-–---–ის

ადვოკატის: გ---------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), გ-------------–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–-------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----–-------------------------------------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით.

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-------------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათიდან 23:50 საათამდე, ქ------–--–-----–-------------------------------------ში, გ-------------–-–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ი--------–-----ის მიმართ, კერძოდ, ი--------–-----ის არასრულწლოვანი შვილების - ქ--------------------------–---ების თანდასწრებით, კომპიუტერის კლავიატურა ესროლა მას ხელის არეში, ხელი ჰკრა და მიაჯახა მაგიდას, რის შედეგადაც ი--------–-----ე დაეცა ძირს. გ-------------–-–---–ის მიერ მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ი--------–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გ-------------–-–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათიდან 23:50 საათამდე, ქ-------–--–-----–-------------------------------------ში, გ-------------–-–---–მა ი--------–-----ეს ხელი ჰკრა და მიაჯახა მაგიდას, რის შედეგადაც ი--------–-----ე დაეცა ძირს და მოიტეხა მე-8 ნეკნი, რითაც მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით:

 

გ-------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მძიმე სასჯელი და საბოლოოდ, გ--------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გ-------------–-–---–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 4 ივლისიდან 2018 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით) დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით მოხდილი აქვს.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულს, ნაცვლად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისა, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ გ-------------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ-------------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ი--------–-----ის, მ---------–-----ის, ქ-----------------–---ის, ლ-----------–---–ის, გ---------------ის, თ--------–----ს, ლ--–----------ის, ს-------------–---ის, მ-----------------–-----------ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ გ-------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით და მის მიერ დანაშაულის აღიარებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული კომპიუტერის კლავიატურით, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, სტაციონალური პაციენტის ი--------–-----ის ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაციით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ-------------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გ-------------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. იმ პირობებში, როდესაც პირის მიერ ჩადენილია განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, ასეთი ლმობიერი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, პირიქით, მას გაუჩენს დაუსჯელობის განცდას, კვლავ ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ანუ ასეთი ლმობიერი სასჯელი წამახალისებელიც კი იქნება მსჯავრდებულისთვის ახალი დანაშაულის ჩასადენად.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის აღნიშნულ მოსაზრებას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტი აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე, რომ გ-------------–-–---–ის მიერ ჩადენილია განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის - მეუღლის მიმართ არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს გ-------------–-–---–ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ გ-------------–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულს ექნება რა მსუბუქი სასჯელის მიღების განცდა, მომავალშიც ჩაიდენს ოჯახის წევრის მიმართ ანალოგიური ხასიათის ძალადობრივ დანაშაულს. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ გ-------------–-–---–ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული. სააპელაციო პალატისთვის ასევე გაუგებარია, ზოგადად, დანიშნული სასჯელი როგორ შეიძლება იყოს წამახალისებელი ახალი დანაშაულის ჩასადენად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ გ-------------–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს გ-------------–-–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრის შესახებ. გ-------------–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში პროკურორის სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, გ-------------–-–---–მა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ გ-------------–-–---–ის მხრიდან არც აღნიშნულ ფაქტამდე და არც მის შემდგომ არ ჰქონია ადგილი ოჯახის წევრის ან ვინმეს მიმართ რაიმე ძალადობრივი დანაშაულის ჩადენას, გ-------------–-–---–ი არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია რაიმე პრეტენზია და ისინი კვლავაც ერთად აგრძელებენ ოჯახში ცხოვრებას. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გ-------------–-–---–ი დანაშაულისკენ მიდრეკილი პიროვნება არ არის და აღნიშნული კონფლიქტი ცოლ-ქმარს შორის წარმოშვა იმ გარემოებამ, რომ გ-------------–-–---–ი გაუბრაზდა ბავშვს იმის გამო, რომ კომპიუტერთან დიდი დრო გაატარა. ასევე პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ-------------–-–---–მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ-------------–-–---–ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ-------------–-–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ-------------–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ-------------–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

გ-------------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით;

 

გ-------------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობთ, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ-------------–-–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გ-------------–-–---–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 4 ივლისიდან - 2018 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით) დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით, დღეის მდგომარეობით მოხდილია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი დაზიანებული კომპიუტერის კლავიატურა თავისი ნატეხებით, რაც ინახება ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს მ---- განყოფილებაში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

„ე----ის ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალიდან“ ამოღებული ი--------–-----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი 1 ცალი ელექტრონული დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალის ამსახველი 1 ცალი ელექტრონული დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე