განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001914737
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/7384-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - შ-- ,,მ-------–-’’
წარმომადგენელი - დ----- მ------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - მ-----– გ-----–-–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 0-------ის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 0-------ის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შ-- „მ-------–-ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით შ-- „მ-------–-ს“ წარმომადგენლის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 0-------ის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 0-------ის დაუსწრებელი გადაწყვეტილება N 2/11751 -17 საქმეზე დარჩა ძალაში.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 2017 წლის 05 მაისს შ-- „მ-------–-ს“ წარმომადგენელმა ლ--- ე---–----–---–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მ-----– გ-----–-–---–-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2.2. სარჩელი მიღებული იქნა განსახილველად და მოსარჩელე შ-- „მ-------–-ს“ წარმომადგენელს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ორი თვის ვადაში ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.3. 2017 წლის 21 ივნისს მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მომართა განცხადებით სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხეზე საჯარო შეტყობინების მეშვეობით ჩაბარების თაობაზე, რადგან მის მიერ მასალების ჩაბარება ვერ მოხერხდა. განცხადებას ასევე თან დაურთო ფოსტის უკუგზავნილების ჩაბარების შეუძლებლობის თაობაზე.
2.4. 2017 წლის 23 ივნისს სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოსათვის გზავნილის მხარისათვის გადაცემის დავალების შესახებ. 2017 წლის 10 ივლისს ხ-–----ის რაიონული სამმართველოდან წარმოდგენილ იქნა მომართვა მოპასუხეზე მასალების ჩაბარების თაობაზე, რომლის მიხედვითაც მოპასუხე მ-----– გ-----–-–---–ს სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია ჩაბარდა 2017 წლის 03 ივლისს.
2.5. 2017 წლის 13 ივლისს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ იქნა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
2.6. საქმის განხილვის მიზნით მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გადაინიშნა 2018 წლის 0-------ს 1---- საათზე. სხდომის დარბაზი 2-. სასამართლო სხდომის დღის შესახებ მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. კერძოდ, 2018 წლის 13 მარტს სასამართლო უწყების მეშვეობით ეცნობა შ-- „მ-------–-ს“ სხდომის გამართვის თაობაზე, ასევე გაგზავნილ იქნა შესაგებელი თანდართული დოკუმენტებით. ორგანიზაციისათვის განკუთვნილი უწყება და შესაგებელი ჩაიბარა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ა---------– მ--–--------მა. ფოსტის უკუგზავნილის მეშვეობით ა---------– მ--–--------ი წარმოადგენს უსაფრთხოების უფროსს, რაც შეეხება მოპასუხეს, მისთვის განკუთვნილი უწყება ჩაბარდა უშუალოდ ადრესატს 2018 წლის 26 მარტს.
2.7. 2018 წლის 0-------ს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა მოპასუხე მ-----– გ-----–-–---–-, მოსარჩელის წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მ-----– გ-----–-–---–მა იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ღონისძიება, რომლის შემთხვევაშიც დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ასევე სასამართლომ გონივრული მოლოდინის პერიოდით, კერძოდ 00.51 წუთით ელოდა წარმომადგენლის გამოცხადებას, თუმცა უშედეგოდ. ასევე სასამართლოს მიერ არაერთხელ იქნა გადამოწმებული მიმდინარე კორესპონდენცია, რომლის მიხედვითაც დასტურდება რომ მოსარჩელეს რაიმე სახის შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მოუმართავს. შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა უნდა ჩაითვალოს არასაპატიოდ, ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.
სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის განმარტება და მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონის შესაბამისი ნორმების თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის აუცილებელია არსებობდეს საპატიო საფუძველი იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ შეძლო სხდომაზე გამოცხადება საჩივრის ავტორმა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე, 73-ე, 76-ე მუხლებზე და განმარტა რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა უწყების შინაარსი, კერძოდ უწყება გაიგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ სარჩელში მითითებულ მისამართზე, რომელიც ჩაიბარა და ჩაბარებისას თავისი ხელმოწერით დაადასტურა უსაფრთხოების უფროსმა ა---------– მ--–--------მა. წარმოდგენილი უკუგზავნილით აშკარად იკვეთება უწყების ჩამბარებლის სტატუსი - ორგანიზაციის წარმომადგენელი, ასევე წარმოდგენილი უკუგზავნილით იკვეთება ადრესატიც, რომელსაც უნდა გადასცემოდა აღნიშნული უწყება. ადრესატის გრაფაში გარკვევით არის მითითებული შ-- „მ-------–-“, შესაბამისად ნათელია, რომ მხარის მითითება, თითქოსდა უწყება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ. 2018 წლის 30 ივლისის შ-- „პ----------ის“ მიერ გაცემულ ცნობასთან დაკავშირებით, სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ აღნიშნული დოკუმენტით ვერ იქნება დადასტურებული უწყების არაუფლებამოსილ პირზე ჩაბარების საკითხი, რადგან შესაძლებელია, რომ ა---------– მ--–--------ი მუშაობდეს როგორც შ-- „პ----------ში“, ასევე მუშაობდეს შ-- „მ-------–ში“, ან/და სწორედ შ-- „პ----------ში“ მუშაობით იყოს ანგარიშვალდებული შ-- „მ-------–-ს“ დაცვაზე.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის მითითებით ა---------– მ--–--------ი, ანუ პირი, რომელსაც ჩაბარდა სასამართლოდან გამოგზავნილი უწყება არ წარმოადენს შ-- ,,მ-------–-ს’’ თანამშრომელს, იგი არ არის დასაქმებული ამ საზოგადოებაში რაიმე თანამდებობაზე, შესაბამისად, ა---------– მ--–--------ისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ვერ ჩაითვლება შ-- ,,მ-------–-სთვის’’ სასამართლო უწყების ჩაბარებად. ა---------– მ--–--------ს შ-- ,,მ-------–-სთვის’’ არ გადაუცია არანაირი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნებოდა სასამართლო სხდომის გამართვის შესახებ, რადგან მას ამის ვალდებულება არ გააჩნდა. აპელანტის განმარტებით ა---------– მ--–--------ი არის სხვა საზოგადოების თანამშრომელი, მას არავითარი კავშირი არ გააჩნია შ-- ,,მ-------–თან’’, რაც დასტურდება სასამართლოში წარმოდგენილი ცნობიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით ა---------– მ--–--------ისთვის უწყების ჩაბარება ვერ განიხილება შ-- ,,მ-------–-სთვის’’ უწყების ჩაბარებად, რის გამოც სახეზეა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ პროცესუალურ საფუძვლებზე, რომელთა გათვალისწინებითაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ამავე კოდექსის 3761-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განიხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად.
ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
4.1. მოსარჩელე შ-- ,,მ-------–-’’ 07.06.2018 წლის სხდომის თაობაზე არ იყო ინფორმირებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელეს 2018 წლის 0-------ს გასამართი სხდომის თაობაზე ეცნობა კანონით დადგენილი წესით სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი და არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები.
განსახილველ შემთხვევში საქმის მასალებით ირკვევა, რომ შ-- ,,მ-------–-სთვის’’ გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენცია, 13.03.2018 წელს ჩაბარდა ა---------– მ--–--------ს, რომელმაც უკუგზავნილზე როგორც უსაფრთხოების უფროსმა მოაწერა ხელი. (ს.ფ. 56)
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ორგანიზაციისათვის გაგზავნილი კორესპონდენცია უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ანალოგიური უფლებამოსილების მქონე სტრუქტურულ ერთეულს ან პირს და მხოლოდ მათი არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც გზავნილს ადრესატს გადასცემს, ამასთან, გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება, უნდა არსებობდეს შესაბამისი ჩანაწერი. მხოლოდ ამ შემთხვევაშია სასამართლო უფლებამოსილი, გზავნილი ჩაბარებულად მიიჩნიოს. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანცელარიის ან მსგავსი უფლებამოსილების მქონე პირის არყოფნისას გზავნილის მიმღებად ზემოაღნიშნული მუხლი ასახელებს „ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს“, შესაბამისად, ცალსახაა, რომ გზავნილის მიმღები ადრესატი ორგანიზაციის თანამშრომელი უნდა იყოს. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია შ-- ,,მ-------–-ს’’ დირექტორის ახსნა-განმარტება, სადაც ეს უკანაკსნელი განმარტავს, რომ 2017 წლის ივნისიდან საზოგადოებას წარმოება შეჩერებული აქვს, უფრო მეტიც, ა---------– მ--–--------ი შ-- ,,მ-------–-ს’’ თანამშრომელი არ არის და არც არასდროს ყოფილა. საქმეში ასევე წარმოდგენილია შ-- ,,პ----------ის’’ 30.07.2018 წლის ცნობა, სადაც საზოგადოების დირექტორი მიუთითებს, რომ ა---------– მ--–--------ი 2016 წლის აპრილის თვიდან დასაქმებულია შ-- ,,პ----------ში’’ დაცვის თანამშრომლად. საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა---------– მ--–--------ი არ იყო უფლებამოსილი პირი შ-- ,,მ-------–-სთვის’’ გაგზავნილი კორესპონდეცნია ჩაებარებინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობაც გამორიცხავს სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. კერძოდ, ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
როგორც მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, მოსარჩელე შ-- ,,მ-------–-’’ 07.06.2018წ. სხდომის თაობაზე არ იყო ინფორმირებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებას წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებისა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ასევე მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ-- ,,მ-------–-ს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 0-------ის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური