განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1691-18 6 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე– ნატალია ნაზღაიძე
სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი
I აპელანტი - ზ---------–--–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – კ----------------------–---–ი, თ---------------ე, თ------------–---–ი, ი-----–----------–---–ი, თ-----------------–---–ი
წარმომადგენელი - დ--------–----ე
II აპელანტი - თ---------------ე, თ------------–---–ი, ი-----–----------–---–ი
წარმომადგენელი - დ--------–----ე
მოწინააღმდეგე მხარე – ზ---------–--–---–ი, ლ----------–------–---–ი
მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე - მ---------–------–---–ი
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება
I აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ქ-------–--–----------------–-–---–--------------------ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი #0---------------) მოპასუხეების - კ----------------------–---–ის, თ---------------ის, თ------------–---–ის, ი-----–----------–---–ისა და თ-----------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მესაკუთრეებისათვის - ზ---------–--–---–ისა და ლ----------–------–---–ისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
1.2. მოპასუხეების - კ----------------------–---–ის, თ---------------ის, ი-----–----------–---–ის და თ-----------------–---–ისათვის, მოსარჩელე ზ---------–--–---–ის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით 5250 ლარის გადახდის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ლ----------–------–---–ისა და ზ---------–--–---–ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდა. კ----------------------–---–ის, თ---------------ის, თ------------–---–ის, ი-----–----------–---–ისა და თ-----------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ------–--–----------------–-–---–-----------------2-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი #0---------------) და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცათ მესაკუთრეებს ზ---------–--–---–ს და ლ----------–------–---–ს;
2.2. ზ---------–--–---–ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
3.1 აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მოპასუხებმა და სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3.2 გადაწყვეტილება გაასაჩივრა ასევე მოსარჩელე ზ---------–--–---–მა და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
4. მოპასუხეების - თ---------------ის, თ------------–---–ის, ი-----–----------–---–ის სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
4.1. აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხეები ზ---------–--–---–ის და ლ----------–------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერ ფლობას ახორციელებენ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხეებს გაფორმებული აქვთ უძრავი ქონების გირავნობის ხელშეკრულებები ქონების ფლობის უფლებით. მართალია, მითითებული ხელშეკრულებები გაფორმებულია უფრო ადრე, ვიდრე ქონების მესაკუთრე ზ---------–--–---–ი გახდებოდა, მაგრამ აღნიშნული ვალდებულება „გარდამავალია“ და ძალაშია ვიდრე არ მოხდება გირავნობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების დაბრუნება მოპასუხე მხარეებისათვის. შესაბამისად, აპელანტთა მოსაზრებით, ისინი წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელებს და მათი გამოსახლება არის უკანონო გადაწყვეტილება.
მოსარჩელე ზ---------–--–---–ის სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
4.3. აპელანტის ზ---------–--–---–ის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხეების მოქმედებით მოსარჩელე ზ---------–--–---–ს ზიანი არ მისდგომია. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ მან სადავო ბინა შეიძინა იმ მიზნით, რომ თავად ესარგებლა აღნიშნული ფართით და აღარ ჰქონოდა ბინის დაქირავების საჭიროება.
4.4. ზ---------–--–---–ის მოსაზრებით, ასევე, არამართებულია სასამართლოს მსჯელობა, რომ არ არის წარმოდგენილი სადავო ქონების ქირავნობის ფასის დამადასტურებელი მტკიცებულება, ვინაიდან დამოუკიდებლად იმისა, თუ რას წარმოადგენს სადავო ბინის ქირავნობის ხელშეკრულების ფასი, უდავოა, რომ მოსარჩელეს ადგება ზიანი, რადგან იგი ვერ სარგებლობს საკუთარი ბინით და იძულებულია იცხოვროს ნაქირავებ ბინაში და იხადოს ბინის ქირა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
7. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ:
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
8. პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
8.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ-------–--–----------------–-–---–------------------------- (საკადასტრო კოდი #0---------------) რეგისტრირებულია ლ----------–------–---–ისა და ზ---------–--–---–ის თანასაკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ჩუქების ხელშეკრულება N5-1710, დამოწმების თარიღი: 02/11/1992. ნოტარიუსი ლ-------–---; უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 02/12/2009, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; განკარგულება NA---------------1, დამოწმების თარიღი: 1---------- იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისის სააღსრულებო ბიურო. (ს.ფ. 85-86);
8.2. 2013 წლის 25 იანვარს მ---------–------–---–ს და თ---------------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მ---------–------–---–მა თ---------------ისგან სესხის სახით მიიღო 9000 ევრო, რის სანაცვლოდ მ---------–------–---–მა თ---------------ეს დაუთმო ქ------–--–----------------–-–---–-------------------------- ში მდებარე ქონება.
8.3. 2013 წლის 11 ივნისს მ---------–------–---–სა და ქ--------–----–---–ს (თ------------–---–ის მეუღლე) შორის გაფორმდა სესხის ხელშკერულება, რომლის საფუძველზე მ---------–------–---–ს გადაეცა 12000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მიხედვით, სესხის სანაცვლოდ ნება დაერთო ქ--------–----–---–ს თანხის დაბრუნებამდე ეცხოვრა ქ-------–--–----------------–-–---–--------------------------ში მდებარე ბინაში.
8.4. 2013 წლის 23 აგვისტოს მ---------–------–---–სა და ნ----------–----–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით 14500 აშშ დოლარის სანაცვლოდ მ---------–------–---–მა ბინიდან 50 კვ.მ. დროებით საცხოვრებლად დაუთმო გამსესხებელს.
8.5. მ---------–------–---–ი არის მოსარჩელის ლ----------–------–---–ის და.
8.5. 2016 წლის 7 ოქტომბერს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს NA---------------1 განკარგულებით, ქ-------–------------------–-–---–--------------------------ში მდებარე, მოვალე მ---------–------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შემძენი გახდა მოსარჩელე ზ---------–--–---–ი (ს.ფ. 83-84);
8.6. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ამაჟამად, ქ-------–--–----------------–-–---–------------------------- (საკადასტრო კოდი #0---------------) მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეები თანაბარ იდეალურ წილში არიან მ---------–------–---–ი და ზ---------–--–---–ი.
9. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამთხოვის შესახებ ზ---------–--–---–ისა და ლ----------–------–---–ის სარჩელი, რასაც არ ეთანხმებიან მოპასუხეები და აცხადებენ, რომ ისინი სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელებს წარმოადგენენ.
10. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. კერძოდ:
10.1. მოსარჩელეები უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას ამყარებენ იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეები - კ----------------------–---–ი, თ---------------ე, თ------------–---–ი, ი-----–----------–---–ი და თ-----------------–---–ი უკანონოდ ფლობენ სადავო უძრავ ქონებას და მოსარჩელეებს არ აძლევენ აღნიშნული ქონებით სარგებლობის შესაძლებლობას.
10.2. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის გარემოება, რომ ქ-------–--–----------------–-–---–------------------------- (საკადასტრო კოდი #0---------------) მდებარე უძრავი ქონება 2016 წლის 10 ოქტომბრამდე (იძულებით საჯარო აუქციონზე გასხვისებამდე) წარმოადგენდა დების - ლიანა და მ---------–------–---–ების საკუთრებას იდეალურ წილში. სახლი არის ორსართულიანი და ჯამში შედგება 104 კვ.მ ფართისაგან.
10.3. დადგენილია, რომ 2013 წელს მ---------–------–---–მა მოპასუხეებთან დადო „სესხისა და გირაოს ხელშეკრულებები ფართში ცხოვრების უფლებით“ (იხ: 8.2., 8.3., 8.4. ფაქტობრივი გარემოებები), რომლის საფუძველზეც მოპასუხეები ფლობენ საცხოვრებელ ბინას.
10.4. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 10.10.2016 წლის განკარგულებით დადგენილია, რომ ქ-------–--–----------------–-–---–------------------------- (საკადასტრო კოდი #0---------------) მდებარე უძრავი ქონებიდან მ---------–------–---–ის კუთვნილი წილი (1/2 წილი) იძულებით საჯარო აუქციონზე გასხვისდა და მისი მესაკუთრე გახდა შემძენი - მოსარჩელე ზ---------–--–---–ი.
10.5. მოპასუხეები (აპელანტები) არ უარყოფენ სადავო უძრავი ნივთის ფლობის ფაქტს, თუმცა მიაჩნიათ, რომ მათ მფლობელობას მართლზომიერი საფუძველი გააჩნია. კერძოდ, ისინი მიუთითებენ მოსარჩელის ლ----------–------–---–ის დასთან - მ---------–------–---–თან დადებულ „სესხისა და გირაოს ხელშეკრულებებზე ფართში ცხოვრების უფლებით“, რომლის მიხედვითაც მ---------–------–---–მა მათ ნება დართო სადავო ბინაში ეცხოვრათ სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხის დაბრუნებამდე. მოსარჩელეთა მოსაზრებით, აღნიშნული უფლება არ გაუქმებულა და ძალაშია ახალი მესაკუთრის ზ---------–--–---–ის მიმართაც.
10.6. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტთა ზემოაღნიშნულ შედავებას და აღნიშნავს, რომ მ---------–------–---–თან დადებული ხელშეკრულებები, რომლებიც სახელდება „სესხისა და გირაოს ხელშეკრულებებად“ (ფართში ცხოვრების უფლებით), რეალურად წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებას, რა დროსაც მხარეები ამავდროულად შეთანხმდნენ საცხოვრებელი ბინით სარგებლობის უფლებაზე. ამდენად, დადგენილია, რომ მოპასუხეები უძრავ ნივთს ფლობენ ყოფილი მესაკუთრის თანხმობით, თუმცა სესხი არ ყოფილა უზრუნველყოფილი. სესხის დაბრუნებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მ---------–------–---–ი. დადგენილია, რომ მ---------–------–---–მა სადავო საცხოვრებელ ბინის ½ ნაწილზე საკუთრების უფლება დაკარგა უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით, რაც იმას ნიშნავს, რომ მან დაკარგა ყველა უფლება გასხვისებულ უძრავ ნივთთან (1/2/ წილთან) მიმართებაში, რამაც, როგორც თანმდევი სამართლებრივი შედეგი, განაპირობა საცხოვრებელი სახლის ამავე წილზე მოპასუხეთა სარგებლობის უფლების დაკარგვაც. ასევე, აღსანიშნავია, რომ უძრავი ნივთის ½ წილის მესაკუთრეს წარმოადგენს ლ----------–------–---–ი, რომლის ნებას არ შეესაბამება მოპასუხეთა მიერ უძრავი ნივთის მფლობელობა.
10.7. პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია ლ----------–------–---–ისა და ზ---------–--–---–ის საკუთრების უფლება.
10.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე, მოპასუხეთა მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს, თუმცა მოპასუხეებმა ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინეს. შესაბამისად, პალატა დადგენილად მიიჩნევს მოპასუხეების მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უკანონოდ ფლობის ფაქტს.
11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
12. ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
13. განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ჩანაწერების საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელეები არიან მესაკუთრეები, ხოლო მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნული გარემოებები კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
14. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელე ზ---------–--–---–ის სააპელაციო პრეტენზიას ფულად ანაზღაურებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის ფულადი ანაზღაურების მოთხოვნაზე ვრცელდება ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი, რომელიც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლით, რომლის შესაბამისად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან. ამდენად, სადავო ფაქტობრივი სიტუაცია არ ითვალისწინებს ზიანის ინსტიტუტს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით (იხ. სუსგ, 05.12.2013წ., საქმე #ას-472-448-2013).
დადგენილია, რომ საცხოვრებელი შენობა წარმოადგენს ორსართულიან სახლს 104 კვ.მ ფართით; ასევე, დადგენილია, რომ ლ----------–------–---–ი და ზ---------–--–---–ი წარმოადგენენ აღნიშნული საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრეებს იდეალურ წილში. თითოეულის წილი განსაზღვრულია ½-ით. ლ----------–------–---–ი მოპასუხეთა მიმართ მოთხოვნას არ აყენებს. პალატას მიაჩნია, რომ ასეთი ფაქტობრივი მოცემულობის პირობებში (როდესაც არ არის გამიჯნული მოსარჩელეთა რეალური წილები, ხოლო ფულად ანაზღაურებას მხოლოდ ერთ-ერთი თანამესაკუთრე - 1/2 იდეალური წილის მესაკუთრე ითხოვს), შეუძლებელია იმ პირთა წრის დადგენა, რომლებიც ხელყოფენ უფლების მქონე პირის უფლებას. ფულადი ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მოპასუხეებად დასახელებულნი არიან - კონსტანტინე, ირაკლი, თ-----------------–---–ები, თ---------------ე და თ------------–---–ი, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია დადგინდეს რომელი მოსარჩელის იდეალურ წილში ცხოვრობენ ეს მოპასუხეები. საქმის მასალებით არ დგინდება, შეესაბამება თუ არა მოპასუხეთა მიერ დაკავებული ფართი ზ---------–--–---–ის საკუთრებაში არსებულ იდეალურ წილს.
15. გარდა ზემოაღნიშნული საფუძვლისა, კ----------------------–---–ის მიმართ ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლოა, მოპასუხის არასათანადოობის საფუძვლით. კერძოდ:
სამოქალქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
კ----------------------–---–ი სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითებდა, რომ იგი არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა, ვინაიდან არ ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში.
საქმეში წარმოდგენილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2017 წლის 26 ივლისს გაცემული ცნობით დგინდება, რომ კ----------------------–---–ი 2016 წლიდან მშობლებთან ერთად ცხოვრობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბანში. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 სექტემბრის ცნობის თანახმად კი, კ----------------------–---–ი 2016 წლის 27 ოქტომბრიდან დღემდე მუშაობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურში, რაც ამყარებს მოპასუხის მტკიცებას იმის შესახებ, რომ იგი ქ-------–--–----------------–-–---–------------------------- (საკადასტრო კოდი #0---------------) მდებარე საცხოვრებელ სახლში არ ცხოვრობს.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საკმარისი საფუძველია დასკვნისათვის, რომ ფულადი ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში კ----------------------–---–ი არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენს, რაც მის მიმართ სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საპროცესო სამართლებრივი საფუძველია.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
16. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
17. აპელანტების მიერ წინაწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ---------–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თ---------------ის, თ------------–---–ისა და ი-----–----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება;
4. აპელანტების მიერ წინაწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე