განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2019
საქმის ნომერი
210100116001515938
ინსტანცია
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 2-----------------

საქმე №1ბ/1210-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორის - გ--------------–---–ის,ადვოკატ - ნ-----–----–--ის მონაწილეობით,მსჯავრდებულის მ--------------–--------ის ადვოკატ ნ-----–----–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მ--------------–--------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს-----------------------------–---------------–--------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენით:

 

მ--------- ს---–--------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7000 (შვიდიათასი) ლარის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

მ--------------–--------მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის სექტემბრის თვეში დედოფლისწყაროს რაიონის ადგილ „თელაწყლის“ ტერიტორიაზე, მ--------------–--------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითური გზით, მოტყუებით დაეუფლა ს-------------–----ს კუთვნილ 10 000 (ათიათას) ლარს, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ--------------–--------ის ადვოკატმა ნ-----–----–--ემ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას. ასევე, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის - 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის მინიმუმამდე შემცირებას.

 

აპელანტის განმარტებით, სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ მ--------------–--------ს დაზარალებულად ცნობილი პირის მიმართ გააჩნდა სასესხო ვალდებულება და სახეზეა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობების დარღვევა, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილება, რაც წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის დავის საგანს, რასაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ თაღლითობასთან კავშირი არ აქვს. გამოძიების ეტაპზე მოხდა თითქოსდა დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი სავარაუდო მტკიცებულებების მოპოვება, რეალურად კი არავითარი უტყუარი მტკციებულება არ არსებობს, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მსჯავრდებულმა მოატყუა ს-------------–----ს ოჯახის წევრები ან ქონდა მათთვის ქონებრივი ზიანის მიყენების განზრახვა. დაცვის მხარე განმარტავს, რომ მსჯავრდებულმა ს-------------–----საგან ორი კვირის ვადით ისესხა 10 000 ლარის ოდენობით თანხა, საპროცენტო სარგებლის გათვალისწინებით და არც ის დაუმალავს, რომ თანხა არა თავისთვის, არამედ მისი ნათესავისათვის ესაჭიროებოდა. აღნიშნული გარემოებები ნათლად დადასტურდა საქმის არსებითი განხილვისას, ხოლო ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკციებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მ--------------–--------ის ბრალეულობაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტი ითხოვს მსჯავრდეულის მიმართ გამამართლებებლი განაჩენის დადგენას.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე წარმოადგენს ალტერნატიულ მოთხოვნას სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ გამოყენებული სასჯელის - 7000 (შვიდიათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის მინიმუმამდე შემცირებასთან დაკავშირებით. აპელანტის განმარტებით, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელი თანხის ოდენობის ნაწილში არის უსამართლო და ზედმეტად მკაცრი.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

პროკურორმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივარს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა მ--------------–--------ის მიმართ გამამრთლებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები აშკარად შეუსაბამოა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც ცალსახად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ მ--------------–--------ის მიერ ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენას. აღნიშნული დასკვნის დასაბუთებისას პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მ--------------–--------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ დაზარალებული ს-------------–---- იყო მისი მეგობარი, ამასთან, ფერმაში ცხოვრობდნენ ერთმანეთის მეზობლად. 2015 წლის სექტემბრის თვეში დასჭირდა გარკვეული თანხა და ვინაიდან იცოდა, რომ ს----------ი ფულს აპროცენტებდა, კითხა - შეეძლო თუ არა, რომ მისთვისაც ესესხებინა თანხა. მანამდეც არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა დაზარალებულისათვის თანხა გამოურთმევია სესხის სახით და შემდეგ დაუბრუნებია. მოცემულ შემთხვევაში 10 000 ლარი გამოართვა ს----------ს და მისცა სიმამრის ძმას - მ---------------–--ვს. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ს----------მა ტელეფონზე განუცხადა, რომ ასესხებდა ფულს, საკუთარი მანქანით მივიდა დაზარალებულთან ფერმაში, სადაც ასევე იყვნენ მისი ოჯახის წევრები და მეზობლები, მოუტანეს რეზინით შეკრული ფული, რომელიც დაითვალეს და ისევ შეკრეს. ამის შემდეგ ფურცელზე მოაწერა ხელი, რომ 10 000 ლარი ისესხა და 11000 ლარი უნდა დაებრუნებინა. მისი განმარტებით, ჩანაწერი გაკეთდა რვეულში, ხოლო საქმეში წარმოდგენილი ფურცელი შესაძლებელია რვეულიდან იყოს ამოღებული. მასზე არსებული ხელმოწერა გავს მის ხელმოწერას. სიმამრის ძმამ მ---------------–--ვმა ორი კვირის შემდგომ დაუბრუნა 10000 ლარი, თუმცა ვინაიდან პირადი პრობლემების გამო თავადაც ესაჭიროებოდა ფული, მხოლოდ 2000 ლარი მისცა ს----------ს, დანარჩენი კი მოგვიანებით უნდა დაებრუნებინა. ს----------ს აღნიშნულზე პრეტენზია არ განუცხადებია. ამის შემდეგ სხვადასხვა დროს ს---------ს გადასცა 900 ლარი და 1000 ლარი, თუმცა იგი ძალიან ავიწროვებდა და სთხოვდა, რომ მალე დაებრუნებინა თანხა. ბიძაშვილის დახმარებით შეძლო ს---------------ის კიდევ დაებრუნებინა 3000 ლარი; თან სთხოვა, რომ გაეთვალისწინებინა მისი ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობა და პროცენტი არ მოეთხოვა, მაგრამ ს---------ნმა უარი განუცხადა. მოგვიანებით მოახერხა კიდევ 600 ლარის გადახდა, რის შემდეგაც ს----------ს უთხრა, რომ მიდიოდა თურქეთში და იქიდან ჩამოსვლის შემდეგ სრულად დაუბრუნებდა დარჩენილ თანხას. თურქეთიდან სულ 3000 ლარი ჩამოიტანა, ამ დროს გარდაეცვალა მამა, ასევე იყიდა საქონელიც და ეს ფული სულ დაეხარჯა. ს----------ისათვის გადასახდელად დარჩენილი ჰქონდა 2500 ლარი, თუმცა, როგორც ახსოვს, იგი 5500 ლარს სთხოვდა პროცენტის სახით და დაემუქრა, რომ უჩივლებდა. მ--------------–--------მა დამატებით განმარტა, რომ ს-------------–----სთვის სულ დაბრუნებული აქვს 7500 ლარი და მისაცემი აქვს 2500 ლარი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის აღნიშნულ განმარტებებს, ვინაიდან ისინი აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ მ--------------–--------ის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ს---------- ა-–--ვმა განაცხადა, რომ ცხოვრობს სოფელ მაჩხაანის ტერიტორიაზე თელაწყლის ფერმაში, უვლის თავის საქონელს და ყოველ წელს იხდის ქირას 10 000 ლარის ოდენობით. მ--------------–--------თან ჰქონდა კარგი ურთიერთობა და ერთმანეთის ოჯახებშიც ხშირად ყოფილან სტუმრად. 2015 წლის 10 სექტემბერს წავიდა სოფელ თ---–---–ი, ხოლო ფერმაში დარჩნენ მისი მეუღლე - მ-----------------ვა და რძალი ფ---------------ი. საქონელი კი მის ვაჟს ყავდა მიბარებული. სოფელ თ---–------ან ფერმაში დაბრუნდა საღამოს 7-8 საათზე, რა დროსაც მეუღლემ მოახსენა, რომ მათთან მისული იყო მ--------------–--------ი, რომელსაც უთქვამს, რომ ს----------მა გამოაგზავნა და სახლში არსებული 10 000 ლარი უნდა წაეღო მისთვის. მ---------ს აღნიშნული განუცხადებია მისი მეუღლისათვის, თუმცა ამ საუბარს ესწრებოდა მათი რძალიც. ს-------------–----ს განმარტებით, მ--------------–--------ს მანამდე თავად უთხრა, რომ საქონელი გაყიდა და სახლში ჰქონდა 10 000 ლარი ფერმის ქირის გადასახდელად. როგორც მეუღლემ მოახსენა, თავდაპირველად მ--------------–--------ს თანხას არ აძლევდა და უკითხავს - ს----------მა შენ რატომ გამოგაგზავნა და რატომ თვითონ არ წაიღო ფული დილითო, რაზედაც მ---------ს უთქვამს, რომ თუ არ სჯეროდა მისი, ს----------ს ტელეფონზე გაასაუბრებდა. ამის შემდეგ მას აუკრებია ნომერი, მაგრამ ზარი არ გადიოდა და ნომერი მიუწვდომელი იყო. შემდეგ მ--------------–--------ს უთქვამს მისი (ს---------ნ ა-–--ვის) მეუღლისა და რძლისათვის, თუ რატომ არ სჯეროდათ მისი, იგი ხომ მათი ოჯახის ახლობელი იყო. ამასთან შეუთავაზებია, რომ ხელწერილს დაუწერდა თანხის წაღების თაობაზე. მ--------------–--------ს დაუწერია ხელწერილი აზერბაიჯანულ ენაზე, თუმცა მისმა მეუღლემ წერა-კითხვა არ იცის და ვერ გაარკვია რა ეწერა. ასევე მისმა რძალმაც არ იცის აზერბაიჯანულ ენაზე წერა-კითხვა და მხოლოდ ციფრები ამოიცნო - ,,10 000“, რის შემდეგაც დაუჯერეს და გაატანეს ფული. როდესაც სახლში მისულმა ეს ხელწერილი ნახა და წაიკითხა, ეწერა რომ მ--------------–--------მა წაიღო 10 000 ლარი და 25 სექტემბერს დააბრუნებდა. მაშინვე დაიწყო მ--------------–--------ის ძებნა, რომელიც ერთი კვირა ემალებოდა. ერთი კვირის თავზე, როდესაც შეხვდნენ ერთმანეთს, მ---------მა უთხრა, რომ ბანკის ვალი ქონდა, სხვაგან ფული ვერ იშოვა და ამიტომ მოატყუა მისი მეუღლე. შეპირდა, რომ თანხას მალე დაუბრუნებდა. შეხვედრიდან 2-3 დღეში მ--------------–--------ი დაუკავშირდა, დაახლოებით ღამის 12 საათზე შეხვდნენ ერთმანეთს და დაუბრუნა 4000 ლარი, მოგვიანებით კი გადასცა 500 ლარი. ამის შემდეგ იგი პირდებოდა, რომ დარჩენილ თანხასაც დაუბრუნებდა, თუმცა აღარ დაუბრუნებია. უთხრა, რომ თურქეთში მიდიოდა და იქიდან დაბრუნების შემდეგ მისცემდა თანხას. როდესაც მ---------ი თურქეთიდან დაბრუნდა, მივიდა მასთან სახლში, სადაც შეიტყო, რომ მამა ყავდა გარდაცვლილი. თანხასთან დაკავშირებით განუცხადა, რომ ფული არ ჰქონდა, ამიტომ თავი დაენებებინა მისთვის და სადაც უნდოდა იქ ეჩივლა. დაზარალებულის განმარტებით, სესხად ფულს არ გასცემს და არც მ---------ისათვის უსესხებია ფული არასდროს. მ---------მა ადრე ორჯერ სთხოვა ფულის სესხება ბანკში ვალის დასაფარად, თუმცა უარი უთხრა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მ--------------–--------ის ახლობელს მისთვის ფული არ მიუცია და მ---------ს მისთვის მისაცემად დარჩენილი აქვს 5500 ლარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----------------ვამ განაცხადა, რომ დაზარალებული ს-------------–---- მისი მეუღლეა, ისინი ორი წელია ცხოვრობენ თელაწყალის ფერმაში. იცნობს მ--------------–--------ს, რომელსაც მის მეუღლესთან ქონდა ურთიერთობა და მათ ფერმაში ხშირად მიდიოდახოლმე. 2015 წლის 10 სექტემბერს, ს-------------–---- დილით ადრე წავიდა სოფელ თ---–---–ი, მისმა შვილმა ე-–-----ზმა კი საქონელი წაიყვანა საძოვარზე. სახლში იმყოფებოდა რძალ ფარმანასთან ერთად, რა დროსაც მათთან ავტომანქანით მივიდა მ--------------–--------ი, შევიდა ეზოში და უთხრა, რომ მის მეუღლეს სჭირდებოდა სახლში არსებული ფული და გაეტანებინა მისთვის ს---------ნთან მისატანად. მოწმის განმარტებით, მ---------მა მისი მეუღლისაგან იცოდა, რომ საქონელი გაყიდეს და ფული ჰქონდათ. თავდაპირველად ფული არ მისცა, იფიქრა - თუ სჭირდებოდა ს----------მა თვითონ რატომ არ წაიღო, თუმცა მ---------მა უთხრა, რომ მისცემდა ტელეფონს და გასაუბრებოდა მის მეუღლეს, თან ტელეფონში ნომერი აკრიფა და მიაწოდა, მაგრამ ტელეფონი გამორთული იყო და ვერ დაელაპარაკა. როგორც მოწმე უთითებს, თვითონ არც ტელეფონით სარგებლობა და არც მისი მეუღლის ტელეფონის ნომერი იცის. ამის შემდეგ დიდი ხანი ფიქრობდა, მიეცა თუ არა თანხა მ---------ისათვის, რომელმაც უთხრა, თუ რატომ ფიქრობდა ამდენს, ამოხია რვეულიდან ფურცელი და რაღაც დაწერა, თუმცა წერა-კითხვა არ იცის და უთხრა, რომ სიმართლე დაეწერა. ამის შემდეგ გამოუტანა ფული და გადასცა მ--------------–--------ს. ეს იყო 100 ლარინი კუპიურების ერთი შეკვრა, ყვითელი ფერის რეზინი. მათ შორის საუბარი მიმდინარეობდა 5-10 წუთი, შემდგომ მისცა ფული და დაშორდნენ ერთმანეთს. მისი რძალი ახლო მანძილდან უსმენდა მათ საუბარს. მოწმის განმარტებით, იგი ენდო მ--------------–--------ს, ვინაიდან ის ხშირად მიდიოდა მათ ოჯახში და ვერ წარმოიდგენდა თუ მოატყუებდა. როდესაც ს----------ი სახლში დაბრუნდა მას შემდეგ გაირკვა, რომ მ--------------–--------მა მოატყუა ისინი. ყოველივე აღნიშნულზე მისი მეუღლე გაბრაზდა და წავიდა მ---------ის მოსაძებნად, აინტერესებდა - რატომ მოიქცა ასე. ს----------მა ერთი კვირის შემდეგ ნახა მ---------ი და ჰკითხა, თუ რატომ მოატყუა მის ოჯახი, რაზეც მას უთქვამს - ბანკში მქონდა ფული შესატანი და ასე ამიტომ მოვიქეციო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ფ---------------მა განაცხადა, რომ დაზარალებული ს-------------–---- არის მისი მამამთილი, ხოლო მ--------------–--------ი - ს----------ის მეგობარია. 2 წელზე მეტია მეუღლესთან - ე-–----------–------ნ, დედამთილთან - მ-----------------ვთან და მამამთილთან ერთად ცხოვრობს ფერმაში. ფერმისთვის ქირაში გადასახდენილი თანხის შესაგროვებლად საქონელი გაყიდეს და ფული სახლში ქონდათ შენახული. იმ დღეს მისი მამამთილი წავიდა სოფელში, ხოლო ფერმაში იყვნენ თავად და დედამთილი. მეუღლეს კი საქონელი ყავდა გაყვანილი საძოვარზე. დაახლოებით 11-12 საათისთვის მათთან მივიდა მ--------------–--------ი, რომელმაც განაცხადა, რომ გამოგზავნა ს---------- ა-–--ვმა, რომელსაც ფული სჭირდებოდა და დააბარა, სახლში შენახული 10 000 ლარი გამოგატანონო. მ--------------–--------ი ესაუბრებოდა მის დედამთილს, ხოლო თავად მათთან ახლოს იდგა და ყველაფერი ესმოდა, საუბარი მიმდინარებდა ეზოში. მისი დედამთილი - მ------რი დაეჭვდა, თუ რატომ გამოგზავნა ს----------მა მ---------ი ფულის წასაღებად და თვითონ რატომ არ წაიღო. მ---------მა იკითხა, თუ რატომ არ ენდობოდნენ, რაზეც უპასუხეს, რომ 10000 ლარი პატარა თანხა არ იყო და დაუყოვნებლივ ვერ მისცემდნენ. ამის შემდგომ მ---------მა აკრიფა ნომერი და მ------რს მიაწოდა ტელეფონი, რათა ს----------ს დალაპარაკებოდა, მაგრამ ტელეფონი გათიშული იყო. მოწმემ დაადასტურა, რომ მისმა დედამთილმა არ იცის წერა-კითხვა და რა ნომერი აკრიფა მ--------------–--------მა, მას არ ეცოდინებოდა. ვინაიდან ს---------- ა-–--ვთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მ---------მა მ------რს შესთავაზა, რომ ხელწერილს დაუწერდა. მან მანქანიდან ამოიღო ფურცელი და აზერბაიჯანულ ენაზე დაწერა ხელწერილი, თან დაიფიცა, თქვა რომ მათ ოჯახს არ მოატყუებდა. აღნიშნული ხელწერილი დედამთილმა მასაც აჩვენა, თუმცა ვერ წაიკითხა, რადგან აზერბაიჯანულ ენაზე წერა-კითხვა არ იცის. მან მხოლოდ ციფრები ამოიკითხა ფურცელზე, კერძოდ, 10 000 და 25, რაც მიიჩნია, რომ იყო ,,10 000 ლარი“ და ,,25 სექტემბერი“. ხელწერილის დაწერის შემდგომ დედამთილმა თანხა მისცა მ---------ს, რომელიც იყო 100 ლარიანი კუპიურების ერთი შეკვრა. მოწმის განმარტებით, მისი დედამთილი ხელწერილის დაწერის გარეშეც მისცემდა მ--------------–--------ს ფულს, ვინაიდან, იგი მათ ოჯახში ხშირად დადიოდა. ამასთან, მეზობლად ჰქონდა ფერმა და ენდობოდნენ, ეგონათ, რომ იგი ქალებს არ მოატყუებდა. როდესაც ს-------------–---- სახლში დაბრუნდა, გაარკვიეს, რომ მას არანაირი თანხა არ სჭირდებოდა და მ--------------–--------ს მისთვის ფული არ მიუტანია. ს----------მა ასევე თქვა, რომ იმ დღეს ტელეფონი სულ ჩართული ქონდა. მ--------------–--------მა რამოდენიმე ხნის შემდეგ მის მამამთილს დაუბრუნა 4500 ლარი, ასევე განუმარტა, რომ ბანკის ვალის გამო სხვა გზა არ მქონდა და ასე იმიტომ მოვიქეციო. მან პირობა დადო, რომ დანარჩენ თანხასაც მალევე დავაბრუნებო, რაც აღარ დაუბრუნებია, შემდეგ კი ს----------ს უთხრა, რომ მისთვის არანაირი თანხა აღარ ჰქონდა მისაცემი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ-----------–---–მა განაცხადა, რომ დაზარალებული ს-------------–----ს დაქირავებული აქვს მისი კუთვნილი ფერმა, სადაც 2015 წლის სექტემბრიდან ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად. ს---------- ა-–--ვს ქირა წინასწარ უნდა მიეცა, თუმცა მან სთხოვა, რომ რამდენიმე დღეში გაყიდდა საქონელს და მას შემდეგ გადაუხდიდა ქირის თანხას. 12 სექტემბერს მივიდა ს----------თან ფულის გამოსართმევად, თუმცა ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ მ--------------–--------ი იყო 10 სექტემბერს მასთან მისული, რომელსაც მისი მეუღლისა და რძლისაგან მოტყუებით წაუღია 10000 ლარი. კერძოდ, როგორც ს---------- ა-–--ვმა განუმარტა, მისი სახლში არყოფნის პერიოდში მ--------------–--------ი მისულა მის (ს----------ის) მეუღლესთან, უთქვამს, რომ თითქოს სოფელში ს----------ს დასჭირდა ფული და გამოაგზავნა წასაღებად. მ---------ს ს---------- ა-–--ვთან დარეკვაც უცდია, თუმცა ტელეფონი გამორთული იყო, რის შემდეგაც თანხის წაღების შესახებ ხელწერილი დაუწერია. ვინაიდან მ---------ი და ს----------ი მეგობრობდნენ, მის მეუღლეს გაუტანებია ფული. მოწმის განმარტებით, ს---------- ა-–--ვმა მას ქირის თანხა ნოემბრის თვეში დაუბრუნა. როგორც მისთვის ცნობილია, ს---------- ა-–--ვს მ--------------–--------მა თანხის ნაწილი მისცა, თუმცა ბოლომდე არ დაუბრუნებია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-–-----ზ ა-–--ვმა განაცხადა, რომ არის ს-------------–----ს შვილი. მისი ოჯახი ცხოვრობს დედოფლისწყაროში დ-----------–---–ის ფერმაში და უვლიან საქონელს. მ--------- ს---–-------ვი არის მამამისის მეგობარი. 2015 წლის 10 სექტემბერს, საღამოს სახლში დაბრუნებულმა ნახა, რომ დედამისი - მ-----------------ვა ტიროდა. კითხვაზე დედამ უპასუხა, რომ მათთან დილით 10-11 საათისთვის მისული ყოფილა მ--------------–--------ი და სახლიდან მოტყუებით წაუღია ფული. კერძოდ უთქვამს, რომ თითქოს იგი ფულის წასაღებად გამოგზავნა ს---------- ა-–--ვმა. მას შემდეგ, რაც დედამისი დაეჭვებულა და არ აძლევდა მ---------ს თანხას, ამ უკანასკნელს უცდია ს----------თან დარეკვა, ხოლო შემდეგ მანქანიდან ფურცელი აუღია და ხელწერილი დაუწერია, რომ 10 სექტემბერს წაიღო თანხა. როგორც მოწმისათვის ცნობილია, ბრალდებულმა მის ოჯახს 4500 ლარი დაუბრუნა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა----–----------------მა განაცხადა, რომ დაზარალებული ს-------------–---- არის მისი მეუღლის ძმა. ასევე იცნობს მ--------------–--------საც. 2015 წლის სექტემბრის თვეში ოჯახში შეიტყო, რომ მ--------------–--------მა ს----------ის ცოლს მოტყუებით გამოართვა თანხა. ამის შემდეგ მას ს---------- ა-–--ვმაც დაუდასტურა, რომ მათგან მ---------მა თანხა მოტყუებით წაიღო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა: ლ-–------------------–-------–-–---–----------–-----–---–-------------–--------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-------–-----------–----ა განაცხადა, რომ მ--------------–--------ი არის მისი ძმისშვილის მეუღლე. ვინაიდან „ვითიბი“ ბანკიდან აღებული სესხის გასასტუმრებლად ესაჭიროებოდა ფულადი თანხა, დახმარება სთხოვა მ---------ს. კერძოდ, ჰკითხა - ხომ არ იცნობდა ისეთ პიროვნებას, რომელიც პროცენტით ასესხებდა თანხას. მ--------------–--------ი დახმარებას დაპირდა, რის შემდეგაც, 8 სექტემბერს დაურეკა და უთხრა, რომ მისულიყო ბოდბეში ფულის წასაღებად. როგორც მ---------მა განუმარტა, მან ს---------- ა-–--ვს გამორთვა 10 000 ლარი 10%-ში. ფულის გადაცემა ქუჩაში მოხდა, მ---------მა უთხრა, რომ რაც მალე დააბრუნებდა თანხას, უკეთესი იქნებოდა პროცენტის გამო. მან გამორთმეული თანხა შეიტანა „ვითიბი“ ბანკში, ხოლო ორი თვის შემდეგ სოფელ იორმუღალოში თანხა დაუბრუნა მ--------------–--------ს. დაახლოებით ორი დღის შემდეგ დაურეკა მ---------მა და უთხრა, რომ ის პიროვნება იყო მისული, ვისთვისაც ფული უნდა მიეცათ და თვითონაც დასწრებოდა ფულის გადაცემას, თუმცა თანხის დაბრუნებას არ დასწრებია. შემდეგში ს---------- ა-–--ვს კითხა - გადასცა თუ არა მ--------------–--------მა ფული. ს----------მა დაუდასტურა ფულის მიღება და უთხრა, რომ მცირეოდენი თანხა დარჩა მისაცემი, რასაც მნიშვნელობა არ ჰქონდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----------------მა განაცხადა, რომ არის მ--------------–--------ის მამიდაშვილი. იგი თურქეთიდან იყო ახალი ჩამოსული, როდესაც მ---------მა უთხრა, რომ ს-------------–----ს ვალი ჰქონდა 10 000 ლარის ოდენობით. დაზარალებული ხალხში აყენებდა შეურაცხყოფას მ---------ს, რის გამოც ესაუბრა ს----------ს და სთხოვა, რომ შეეჩერებინა პროცენტი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ს---------- ა-–--ვს მ--------------–--------ის ვალის დაფარვის მიზნით თვითონ მისცა 3000 ლარი. ამის შემდეგ ს----------ს უთხრა, რომ მ---------ს არ ჰქონდა საშუალება და მხოლოდ ძირ თანხას გადაუხდიდა. როგორც მისთვის ცნობილია, მოგვიანებით მ--------------–--------მა დაზარალებულს სხვადასხვა დროს გადაუხადა 900 და 600 ლარი.

 

2016 წლის 07 ივნისის დათვა-–--რების ოქმიდან დგინდება, რომ ს---------- ა-–--ვმა დაკითხვის დასრულების შემდეგ წარადგინა პატარა მათემატიკის უჯრებიან ფურცელზე შესრულებული ჩანაწერი. ხოლო აღნიშნულ ფურცელის მეორე მხრიდან ნაწერი არ არის. ს----------ის განმარტებით, ფურცელზე ჩანაწერი დაწერილია მ--------------–--------ის ხელით. თარჯიმან ხალილ დეირხანოვის განმარტებით, ფურცელზე წერია - „10000 ლარი გამოვართვი ს----------ს, 10 სექტემბერი, 25 სექტემბერი დაბრუნდება“. დათვა-–--რების შემდგომ მოხდა ფურცლის ფოტოგადაღება და დაილუქა სათანადო წესით.

 

საქართველოს ბანკის ანგარიშის ამონაწერით დგინდება, რომ მ--------------–--------ს 16.11.2015 წელს ანგარიშზე აქვს შეტანილი 8000 ლარი, ასევე 3430 ლარი.

 

11/09/2015 წლის შემოსავლის ორდერით დგინდება, რომ მ--------------–--------ს 10413.64 ლარი აქვს ხალაფ ხალაფოვის სესხის სრულად დასაფარად შეტანილი, სს ,,ფინკა ბანკი“ წნორის სერვისცენტრის მეშვეობით.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ უნდა შეაფასოს, ჰქონდა თუ არა მ--------------–--------ის ქმედებაში ადგილი დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, ჩაიდინა თუ არა მან თაღლითობა, ე.ი მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. აღნიშნული ინკრიმინირებული ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ იგი მოტუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ მ--------------–--------ს დაზარალებულ ს-------------–----ს მიმართ გააჩნდა გარკვეული ფინანსური ვალდებულება. ეს გარემოება არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ. განსახილველ შემთხვევაში პალატამ უნდა იმსჯელოს ს-------------–----ს ოჯახიდან მათი კუთვნილი თანხის - 10 000 ლარის დაუფლებისას მ--------------–--------ი მოქმედებდა თუ არა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და ამ მიზნის მისაღწევად, მან დაზარალებულის ოჯახის წევრებთან გამოიყენა თუ არა სპეციალური ხერხი - მოტყუება. კერძოდ, მათ შორის არსებული ნდობის ფაქტორის გათვალისწიებით, რამდენად შეიყვანა ისინი შეცდომაში.

 

პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, რომ ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო გონივრულ ეჭვს მიღმა პირის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ემყარება მხოლოდ ვარაუდებს.

 

საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულის ოჯახის წევრებმა - მოწმეებმა მ-----------------ვამ და ფ---------------მა ნათლად დაადასტურეს, რომ 2015 წლის 10 სექტემბერს მ--------------–--------ი მათთან მივიდა მას შემდეგ, რაც ს-------------–---- და ე-–-----ზ ა-–--ვი გავიდნენ სახლიდან. მ---------მა განუმარტათ, რომ იგი გამოგზავნილი იყო ს-------------–----ს მიერ და მასთან წასაღებად უნდა გადაეცათ ფულადი თანხა. ამასთან, მათი დარწმუნების მიზნით მსჯავრდებულმა აკრიფა ტელეფონის ნომერი, თითქოს ცდილობდა ს---------- ა-–--ვთან დაკავშირებას, მაგრამ ტელეფონი გათიშული იყო. მოწმეთა განმარტებით, ფ---------------ას არ დაუნახავს, თუ რა ნომერი აკრიფა ტელეფონზე მ--------------–--------მა, ხოლო მ-----------------ვმა არ იცის წერა-კითხვა და არც ტელეფონის მოხმარება, მან მხოლოდ ის გაიგო, რომ ტელეფონის ნომერი გამორთული იყო. მ-----------------ვამ და ფ---------------ამ დაადასტურეს, რომ ამის შემდეგ კვლავ არ იყვენენ დარწმუნებულები, ნამდვილად ს-------------–----ს მიერ იყო გამოგზავნილი მსჯავრდებული თუ არა, რის გამოც მ--------------–--------მა ხელწერილი დაუწერა მათ თანხის წაღების თაობაზე. მოწმეთა განმარტებით, მ-----------------ვას გადაწყვეტილება, რომ გამოეტანა სახლიდან 10 000 ლარი და გადაეცა მ--------------–--------ისათვის, განაპირობა როგორც მ---------ის მიერ ტელეფონზე დარეკვის მცდელობამ და ხელწერილის დაწერამ, ასევე მათ შორის მანამდე არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე ნდობამ.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ მ--------------–--------ს მანამდეც ენდობოდნენ დაზარალებულის ოჯახის წევრები და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნდობის მოპოვება არ უცდია, მან ისესხა თანხა, რის გამოც წარმოიშვა სასესხო ვალდებულებებიდან გამომდინარე ურთიერთობები და არა დანაშაული. პალატა განმარტავს, რომ დაცვის მხარის აღნიშნული არგუმენტაცია უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული. მ--------------–--------ის მიერ ჩადენილი ქმედების თაღლითობის მუხლით კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება მის მიმართ დაზარალებულის ოჯახის მხრიდან არსებულ ნდობის ფაქტორს. თაღლითობის ჩადენისას დამნაშავის ქმედებას ინფორმაციული ხასიათი აქვს და ამასთან, გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი, თუმცა ნდობის მოპოვება არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის ხერხს. თაღლითობის, როგორც ინკრიმინირებული დანაშაულის, ჩადენის ხერხს წარმოადგენს მოტყუება, როდესაც მისი დახმარებით ხდება დაზარალებულის მხრიდან ძირითადი მოქმედების განხორციელება - ქონების გადაცემა დამნაშავისათის. ამდენად იმ პირობებში, როდესაც მ--------------–--------მა იცრუა მ-----------------ვას და ფ---------------ის წინაშე, თითქოს თანხა ესჭიროებოდა ს-------------–----სათვის გადასაცემად; ამასთან, მან ისარგებლა როგორც მათი კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით, ასევე მოპოვებული ნდობის კიდევ უფრო გასამყარებლად დაწერა ხელწერილიც და შეეცადა თითქოსდა ტელეფონზე დარეკვას, სახეზეა თაღლითობის ობიექტური მხარისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

რაც შეეხება უშუალოდ დაზარალებულის ჩვენებას, ს---------- ა-–--ვმა განაცხადა, რომ მ--------------–--------ისათვის არ უთხოვია თავისი ოჯახის წევრებისათვის თანხის გამორთმევა და მისთვის (ს-------------–----სათვის) მიტანა. ასევე მსჯავრდებულისათვის ფული არასდროს უსესხებია და იგი სესხის სახით ფულს არავისზე გასცემდა. მ---------მა მას ადრეც ორჯერ სთხოვა ფულის სესხება ბანკში ვალის დასაფარად, თუმცა უარი უთხრა. თანხის წაღებიდან ერთი კვირის შემდეგ, როდესაც შეხვდნენ ერთმანეთს, მ---------მა უთხრა, რომ ბანკის ვალი ჰქონდა, სხვაგან ფული ვერ იშოვა და ამიტომ მოატყუა მის მეუღლეს. დაზარალებულმა ს---------- ა-–--ვმა, მოწმეებმა - მ-----------------ვამ და ფ---------------ამ სასამართლოს მისცეს საკმაოდ დამაჯერებელი და თანმიმდევრული ჩვენებები, რაშიც ეჭვის შეტანის საფუძველი პალატას არ გააჩნია; ამათან, არც საქმის არსებით განხილვისას არ დადასტურებულა, რომ მათ ამოძრავებთ მ--------------–--------ის დასჯის სურვილი და იცრუეს სასამართლოს წინაშე.

 

პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები ურთიერთთავსებადია, რაც გამყარებულია ასევე საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული სხვა არაერთი მოწმის ჩვენებებით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით, მათ შორის ხელწერილის დათვა-–--რების ოქმით და სალაროს შემოსავლის ორდერით.

 

რაც შეეხება მოწმეების - დ-----------–---–ის, ალდანიზ ა-–--ვის და ა----–----------------ის ჩვენებებს, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №------- გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. შესაბამისად, მოწმის ჩვენება, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ვერ იქნება გამოყენებული გამამტყუნებელი განაჩენის ძირითად საფუძვლად. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნება მოწმეთა ირიბ ჩვენებებს, პალატა მხედველობაში იღებს მოწმეების დ-----------–---–ის, ალდანიზ ა-–--ვის და ა----–----------------ის, ასევე პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს იმ თვალსაზრისით, რომ ისინი იდენტურად და ურთიერთშესაბამისად აღწერენ მათთვის ცნობილ იმ ინფორმაციას, რომელიც მოისმინეს ს-------------–----ს, მისი მეუღლისა და რძლისაგან. შესაბამისად, აღნიშნულ პირთა ჩვენებები მეტ დამაჯერებლობას სძენენ პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

რაც შეეხება მოწმეების - მამადალი ისრაფილოვის და ნ-----------------ის ჩვენებებს, რომ თითქოს მ--------------–--------ს ს-------------–----სგან სესხის სახით ქონდა აღებული თანხა 10 000 ლარის ოდენობით, პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული. აღნიშნული განმარტებები წინააღმდეგობაში მოდის სხვა მტკიცებულებებთან და წარმოადგენს მსჯავრდებულისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების აშკარა მცდელობას. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევიან დასკვნის საფუძველს, რომ მ--------------–--------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ს-------------–----ს ოჯახიდან დაზარალებულის კუთვნილ ქონებას, რა დროსაც იგი მოქედებდა სპეციალური ხერხის - მოტყუების გამოყენებით. ხოლო დაცვის მხარის ვერსია, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულება და მ--------------–--------ს გააჩნდა მხოლოდ სასესხო ვალდებულებები, იმთავითვე ბათილდება წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის შედეგად.

 

ამდენად, სასამართლომ შეაფასა რა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, ასევე მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ--------------–--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის. საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით მოპოვებული და საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც პირველი ინსტანციის მიერ მ--------------–--------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი. დაცვის მხარემ ვერ უზრუნველყო ეჭვის ქვეშ დაეყენებინა ბრალდების მხარის ვერსია და სათანადოდ დაედასტურებინა, რომ მსჯავრდებული არ მოქმედებდა წინასწარ განზრახული მიზნით - მართლსაწინააღმდეგოდ, მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ქონებას. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - წარდგენილ ბრალდებაში პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 7000 (შვიდიათასი) ლარის ოდენობით, არის ზედმეტად მკაცრი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რის გამოც ცვლილება უნდა შევიდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი, შეურიდგეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მის საზოგადოებრივ საშიშროებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს; ითვალისწინებს ასევე, მსჯავრდებულის პიროვნებას, მის ოჯახურ და ეკონომიკურ პირობებს, იმ გარემოებას, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი მისი მხრიდან ნაწილობრივ ანაზღაურებულია და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მ--------------–--------ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით, რაც იქნება სამართლიანი და ადეკვატური სასჯელი და რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ცვლილება უნდა შევიდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ მ--------------–--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

ცვლილება შევიდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენში;

 

მ--------- ს---–--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით.

 

მ--------- ს---–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულება - მ--------- ს---–--------ის ხელწერილი, რომელიც ინახება შსს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე