განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2019
საქმის ნომერი
120100118002702954
ინსტანცია
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002702954

საქმე №1ბ/96-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 თებერვალი 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მსჯავრდებულ ა-----–-------ის და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის მ-------------–---–-ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-----–-------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №4----------- მცხოვრების: ქ------––-------–------–---------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენით ა-----–-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით. ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ა-----–-------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის, მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 17 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ-----–-–------------------------------–---–ის ქუჩების კვეთაზე, ქ. ვალეს ცენტრიდან თურქეთის საზღვრის მიმართულებით, თავის სავალ ნაწილზე მოძრაობდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა „ფ---–--------------------------“. სარეგისტრაციო ნომრით E--------, რომელსაც მართავდა მძღოლი ზ--–-----–------–---–ი, მძღოლს ჩართული ჰქონდა ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებდა სამსახურებრივ დავალებას. მსვლელობისას შეანელა სიჩქარე, ვინაიდან აპირებდა მარცხნივ შეხვევას ბარათაშვილის ქუჩაზე და დაახლოებით 5კმ სთ სიჩქარით დაიწყო შემხვედრ საპირისპირო სავალი ნაწილის გადაკვეთა მარცხნივ, რკალისებურად გაიარა დაახლოებით 13,5 მეტრი მანძილი, რა დროსაც თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის მარჯვენა გვერდითა წინა ნაწილზე, მუხრუჭის გარეშე. წინა ნაწილობრივ მარცხენა ნაწილით შეეჯახა შემხვედრი საპირისპირო მხრიდან მოძრავი ავტომობილი „მ-------------–-“, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით R--------, რომელსაც მართავდა მძღოლი ა-----–---------. შეჯახების შედეგად სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ავტომანქანის მგზავრმა- ექიმმა ნ-------–-----მ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მოცემულ შემთხვევაში ავტომანქანა ,,მ------------–-ს" მძღოლის ა-----–----------ს მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2, 51- ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა-----–-------ემ და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა მ-------------–---–მა.

მსჯავრდებულმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელად ჯარიმის დანიშვნა.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისთვის პირობითი მსჯავრის მოხდა წარმოადგენს ძალიან მკაცრ სასჯელს, ვინაიდან მუშაობს კომპანია „ბ---“ საქართველოს ტექნიკური მომსახურების ტექნიკოსად და მისი სამუშაო მოიცავს ორკვირიან გრაფიკს, რა დროსაც მუდმივად უწევს საქართველოს სხვადასხვა რაიონებში განთავსებულ კომპანიის სადგურებზე ყოფნა, ასევე საზღვარგარეთ გამგზავრება, რაც შეუძლებელლი ხდება მისთვის პირობითი სასჯელის დანიშვნის გამო.

 

ბრალდების მხარემ მოითხოვა ცვლილებების შეტანა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ ა-----–-------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასაჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა დაზარალებულის პოზიცია, დანაშაულის ჩადენის ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, მსჯავრდებულის პიროვნება.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა-----–-------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ა-----–-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

მოწმე ნ-------–----ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 მარტს ნ-------–----- იყო ქ. ახალციხის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში მორიგე, საღამოს საათებში დაახლოებით 22 საათზე მძღოლთან ზ--–-----–------–---–თან და ექთან ი-----------–---სთან ერთად მიემართებოდნენ ქ. ვალეში გამოძახებაზე. ავტომანქანას ჩართული ჰქონდა სპეციალური ციმციმა შუქები. როცა მივიდნენ ბარათაშვილის ქუჩის შესახვევთან, შესახვევამდე დაახლოებით 20 მეტრში დახვდათ ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გადავიდა გზის მარცხენა მხარეს და ხელით ანიშნა, რომ შესულიყვნენ ბარათაშვილის ქუჩისკენ, თან თვითონაც გაჰყვა ფეხით. მძღოლმა დაიწყო საპირისპირო მხარეს გადასვლა და შეხვევა, ისე რომ ბიჭი, რომელიც დახვდათ ნელი ნაბიჯით მათ მიჰყვებოდათ. ი---მ დაიყვირა რომ მათ მანქანა ეჯახებოდათ მარჯვენა მხრიდან, ნ--------–-----მაც დაინახა, რომ დაახლოებით 7-10 მეტრში ეჯახებოდათ მსუბუქი ავტომანქანა და შეეჯახათ კიდეც მარჯვენა მხრიდან, ისე რომ მათი ავტომანქანის უკანა ნაწილი მთლიანად იყო თამარ მეფის ქუჩაზე, შეჯახების შემდეგ მათი მანქანა წინა ნაწილით შეცურდა მარცხენა მხარეს რამდენიმე მეტრით და გაჩერდა. მეორე ავტომანქანა გაჩერდა იქვე. არ დაუნახავს მძღოლი. მან არ იცის ვინ იყო ის ბიჭი, შემდეგ გაიგო, რომ იყო ვინმე ა-----–-------ე.

 

მოწმე ო-–----------------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 მარტს მეუღლესთან ერთად საღამოს საათებში სტუმარად იყო ქალაქ ვ--–-–-----------–---–---------ში. დაახლოებით 21 საათზე როცა მიუახლოვდნენ ბარათაშვილის ქუჩის გამოსასვლელს, დაინახეს რომ იყო ავტოასგზაო შემთხევა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა იყო დაზიანებული. როცა მიუახლოვდა შემთხვევის ადგილს, დაინახა რომ დაზიანებული იყო მისი მეუღლის ბიძაშვილის ა-----–-------ის კუთვნილი ავტომანქანა. მალევე ა-----–ი გამოვიდა სასწრაფოს მანქანის უკანა მხრიდან, იყო შეშინებული და აკანკალებული ხმით უთხრა ო-–---------------ს და მის მეუღლეს, რომ თვითონ შეეჯახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას.

 

მოწმე ზ--–-------–------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2005 წლიდან მუშაობს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქ. ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სასახურში მძღოლად. 2018 წლის 17 მარტს იმყოფებოდა მორიგე და სამსახურებრივი სპეციალიზებული ავტომანქანით მორიგე ექიმ ნ-------–-----სთან და ექთან ი-----------–---სთანერთად. დაახლოებით 09:00 სთ-ზე გამოძახებაზე მიდიოდნენ ქ-----–-–---------------------------------------–---–-----------------------–-----. საჭესთან იჯდა ის, შუაში იჯდა ი-----------–---. ხოლო მარჯვნივ იჯდა ნ-------–-----. როდესაც მივიდნენ ბარათაშვილის ქუჩის შესახვევთან, შესახვევამდე დაახლოებით20 მეტრში დახვდათ პაციენტის ოჯახის წევრი ახალგაზრდა ბიჭი· რომელმაც მიუთითა, რომ შეეხვია ბარათაშვილის ქუჩაზე, რის გამოც მან ნელი სვლით დაახლოებით 5 კმ/სთ სიჩქარით გზის დიაგონალურად დაიწყო ბარათაშვილის ქუჩაზე შესვლა, რა დროსაც უკანა მხრიდან გვერდით აუარა ერთმა საპირისპიროდ მოძრავმა ავტომანქანამ და მას შემდეგ ზ--–-----–------–---–ს საპირისპირო ზოლისაკენ აღარ გაუმახვილებია ყურადღება, ვინაიდან იფიქრა, რომ უკან ასაქცევი გზა იყო და ყურადღება გადატანილი მქონდა პაციენტის ოჯახის წევრზე, რათა გასულიყო წინ და მიეთითებია საით წავსულიყო. მაგრამ როგორც კი წინა ნაწილით გადავიდა თამარ მეფის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ერთი მესამედით უცაბედად მარჯვენა მხრიდან მიანათა შუქებმა და რაღაც მიეჯახა კიდეც ძლიერად. რის შედეგადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა შემოტრიალდა მარცხნივ წინა მხრით ქ. ვალეს ცენტრის მიმართულებით. ხოლო ავტომანქანა. რომელიც შეეჯახა გაჩერდა შეჯახების ადგილზევე. შეჯახების შედეგად კი გაიხსნა აირბალიშები და ექიმი ნ-------–----- იძახდა რომ იყო ცუდად, რის გამოც მე იმწამსვე ჩამოხტა ავტომანქანიდან და შემოუარა უკანა მხრიდან რათა მისულიყო ავტომანქანის მარჯვენა მხარეს და დახმარებოდა ნ-----ს და ი---ს ავტომანქანიდან გადმოსვლაში. რა დროსაც კარამდე მისვლამდე დაინახა რომ მასზე შემოჯახებული იყო „მ-------------–-··–ს მარკის მსუბუქი ავტომანქანა, რომლის სარეგისტრაციო ნომერიც არ ახსოვს, მაგრამ დაინახა, რომ ავტომანქანის საჭესთან იჯდა მისთვის ნაცნობი ქ. ახალციხეში მცხოვრები ა-----–-------ე.

 

2018 წლის 17 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილი, რომ დათვალიერებული იქნა ქ.ვალეში თამარ მეფის ქუჩისა და ბარათაშვილის ქუჩის გადაკვეთაზე სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია, სადაც გზა არის დაღმართი მოასფალტებული, უდეფექტო და მშრალი, გზის ორივე მიმართულებით დაახლოებით 80-100 მეტრის მანძილზე ხილვადობა თავისუფალია, შემთხვევის ადგილზე, როგორც თამარ მეფის ასევე ბარათაშვილის ქუჩის სავალი ნაწილის სიგანეა 6,7 მ,სადაც არ შეინიშნება გამყოფი ხაზის არსებობა, საბაჟო პუნქტის მხრიდან ქ.ვალეს ცენტრის მიმართყლებით გზას მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება 1,7 მეტრი სიგანის გვერდული, შემდეგ საცხოვრებელი ღობეები, ხოლო მარცხნიდან 1,4 მეტრის სიგანის ქვეითთა სასიარულო ბილიკი,შეჯახების ადგილი მდებარეობს ბარათაშვილის ქუჩაზე თამარ მეფის ქუჩის სავალი ნაწილიდან 0,5 მეტრში, ბარათაშვილის ქუჩის დასაწყისშივე. ამავე ქუჩის მარცხენა კიდიდან 2,2 მეტრში, შეჯახების ადგილზევე წინა მხრით ვალეს მიმართულებით გაჩერებულია რუხი ფერის ავტომანქანა-სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით R--------, რომლის მარცხენა საბურავებიც არის თამარ მეფის ქუჩის გზაზე, ხოლო მარჯვენა საბურავები ბარათაშვილის ქუჩაზე და დაზიანებული აქვს წინა ძირითადად მარცხენა ნაწილი, იქვე წინა მხრით ასევე ვალეს მიმართულებით გაჩერებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა „ფ---–---------------------------“ სარეგისტრაციო ნომრით E--------, რომელიც მთლიანად დგას თამარ მეფის ქუჩაზე და მისი წინა მარჯვენა საბურავი შეჯახების ადგილიდან დაშორებულია 3,3 მეტრით, ხოლო უკანა მარჯვენა 1,9 მეტრით, რომელსაც დაზიანებული აქვს ასვეე წინა ნაწილი და ძირითადად მარჯვენა მხრიდან. შემთხვევის ადგილზე არ შეინიშნება არანაირი მუხრუჭის კვალი.

 

2018 წლის 03 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ადგილზე შემოწმდა ზ--–-----–------–---–ის ჩვენება მან მიუთითა იმ ადგილისკენ, საიდანაც გზის დიაგონალურად გადაკვეთა საპირისპირო სავალი ნაწილი და დაახლოებით 5კმ/სთ სიჩქარით დაიწყო შეხვევა ბარათაშვილის ქუჩისაკენ და გაიარა შეჯახებამდე 13,5 მეტრი, გაზომილი იქნა ხილვადობის მანძილი, რა დროსაც დადგინდა რომ საავტომობილო გზაზე შემხვედრი მიმართულებით მოძრავი ავტომანქანას შეეძლო დაენახა 145 მეტრის მანძილზე.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის N0-------- ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზ--–-----–------–---–ის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი.

 

2018 წლის 06 აპრილის სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპეტრიზის N-4----- დასკვნით დადგენილია, რომ ავტომობილებზე არსებული დაზიანებები მექანიკურია და დამახასიათებელია რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება- ურთიერთქმედებისათვის.

,,ფ---–---------------------------ს სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმი გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს, ხოლო ავტომობილი ,,მ-------------–-"-ს საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია.

ავტომობილების საერთო მდგომარეობის გათავლისწინებით გამოსაკვლევი ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეჯახებამდე ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში იყვნენ და ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს მათი ტექნიკური გაუმართაობები არ წარმოადგენს.

წარმოდეგნილი ავტომობილების, დაზიანებულ ნაწილებზე ვიზულაური დაკვირვებით და წარმოსახვით ურთიერთშეთავსებით მივდივართ დასკვნამდე რომ ავტომობილ ,,მ-------------–-" სარეგისტარციო N R--------, -ის წინა ნაწილობრივ მარცხენა ნაწილი კონტაქტში არის მოსული ავტომობილ „ფ---–--------------------------“ სარეგისტრაციო ნომრით E-------- მარჯვენა გვერდითა წინა ნაწილზე ად მათი პირველადი კონტაქტის დროს გრძივ ღერძებს შორის მახვილი კუთხე შეადგენდა დაახლოებით -70 გრადუსს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის N3---------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი-----------–---ს აღენიშნებოდა მარცხენა მუხლის სახსრის არეში შესიება, აღნისნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის N3--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს,,უ-----------–--" ახალციხის სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N1------------ისა და სს,,ს------–----------------–---------" ტრამვატოლოგიური ჰოსპიტალის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N2----ის მიხედვით ნ-------–-----ს აღენიშნებოდა ბოქვენის და საჯდომი ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე, მარცხენა მე-4-5 ნეკნების მოტეხილობა,კანქვეშა ჰემატომა შუბლის არეში მარჯვნივ. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, აქედან კანქვეშ ჰემატომა ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო დანარჩენი დაზიანებები როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გამო. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:

1. მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე ავტომობილ ,,M----------------------ის მძღოლს ა-----–-------ეს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის (შეჯახების) თავიდან აცილება შეეძლო და მისი მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33- ე მუხლის მე-2 და 51-ე მუხლის მე-ე და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს., რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევა(შეჯახება).

2. მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, სპეციალური სამსახურის ავტომობილ ,,V--------------------------------ის მძღოლის ზ--–-----–------–---–ის მოქმედებაში, საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოტხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა(შეჯახება) არ აღინიშნება, ვინაიდან ამ მომენტში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 51- ემუხლსი პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამსისად ჩართული ჰქონდა ლურჯი მოლევარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებდა სამსახურეობრივ დავალებას, რა დროსაც გზაჯვარედინის ფარგლებში შესვლამდე მარცხნივ მოხვევის მიზნით დაიწყო მანევრის შესრულება საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლით, როცა შემხვდრად მოძრავი ავტომობილი ,M------------" შეჯახების ადგილიდან დაცილებული იყო 100მეტრზე მეტი მანძილით( 130>100 მეტრი) და ამ მანევრით არ ქმნიდა საფრთხეს მოძრაობაში.

 

აღნიშნული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, მსჯავრდებულ ა-----–-------ის - სასჯელად ჯარიმის დანიშვნის თაობაზე და სახელმწიფო ბრალმდებლის - მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ა-----–-------ისასათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

ამასთან, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო საჩივრებში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებებზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენი ა-----–-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ა-----–-------ის და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის მ-------------–---–-ს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ა-----–-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრაოს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალპს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ა-----–-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, და გირაოს შემტანს ა-----–-------ეს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: ს---------------–----------------------------------------------------–-------------------------------------ზე 2018 წლის 16 ნოემბერს შეტანილი თანხა 3000 ლარი.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

ავტომანქანა ,,მ-------------–-“ სარეგისტრაციო ნომრით R-------- რომელიც განთავსებულია შპს ,,ავთეს” ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ა-----–-------ეს.

საქმეზე არსებული ავტომანქანიდან ამოღებული მიკრონაწილაკები შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ხოლოაშვილი