წინა რედაქცია (02.07.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. კანონის დანართებიდანართები1. 1. ამ კანონს აქვს შემდეგი დანართები: ა) დანართი №1. „საგზაო ნიშნები“; ბ) დანართი №2. „საგზაო მონიშვნა“; გ) დანართი №3. „სატრანსპორტო საშუალებებზე დასამაგრებელი საცნობი ნიშნები“; დ) დანართი №4. „შუქნიშნის ტიპები“; ე) დანართი №5. „სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირების ცხრილი“. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დანართები ამ კანონის განუყოფელი ნაწილებია.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №2კ-165აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.03.2021
კ-ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2, 51-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.
საქმე №2კ-43აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.06.2017
37,9 (ა) და 52, 2 მუხლების მოთხოვნები. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო „HUNDAI ATOS-ის“ მარკის მგზავრმა ვ.
მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე ავტომობილ,,M----------------------ის მძღოლს ა-----–-------ეს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის (შეჯახების) თავიდან აცილება შეეძლო და მისი მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33- ე მუხლის მე-2 და 51-ე მუხლის მე-ე და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს., რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევა(შეჯახება).
2018 წლის 3 ივლისის N471/ა ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ---------- ა-------–---- მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33, 2 მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - შესრულებული მომსახურების აქტი (იხ.
…ბინის წინამდებარე ტერიტორიაზე, გ----------–----–---–ი მართავდა „მერსედეს-ბენცის“ მოდელის სანომრე ნიშნით R-------- ავტომობილს, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1, 33, 2 და 33, 6 მუხლის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითს ა-----–----–---–---ს. საგზაო-სატრასნპორტო შემთხვევამ გამოიწივა ა-----–----–---–---ის სიცოცხლის მოსპობა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, მუხლი 2, №1830-რს, 24.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 310150000.05.001.017312 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2169396/muxli-2/