განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100118002619440
საქმე #1ბ/1402-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ----------------–---–ის
მსჯავრდებულის: ჯ-------------ის
ადვოკატის: რ------------------–---–ის
თარჯიმნის: ზ---------------ას
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ჯ-------------ის, დაბადებულის 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #2----------), ნასამართლევის, დასაოჯახებელის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ--–----------------------–----------–-ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველის ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ-------------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 4 აგვისტოს, საღამოს დაახლოებით 20:00 საათზე, თ--–----------------------–----------–-ში, თ-------------–---------–-ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიდა საუბნო, მეორეხარისხოვან გზაზე, ჯ-------------მა განახორციელა ფიზიკური ძალადობა თავისი პაპის - თ-------------–---------–-ს მიმართ. კერძოდ, ჯ-------------ი მის ხელში არსებული ორი დანით მისდევდა პაპას, თ-------------–---------–-ს ქუჩაში და ემუქრებოდა მოკვლით, ხოლო როდესაც დაეწია, ხელში არსებული დანა განზრახ, სხეულის დაზიანების მიზნით დაარტყა თ-------------–---------–-ს გულმკერდის მარჯვენა ნახევარში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად თ-------------–---------–-მ მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ-------------მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 4 აგვისტოს, საღამოს დაახლოებით 20:00 საათზე, თ--–----------------------–----------–-ში, თ-------------–---------–-ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიდა საუბნო, მეორეხარისხოვან გზაზე, ჯ-------------მა განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა თავისი ბებიის - შ----------------------ს მიმართ. კერძოდ, ჯ-------------ს ორი დანა ეჭირა ხელში და მისდევდა ქუჩაში ბებიას შ----------------------ს და პაპას, თ-------------–---------–-ს, რა დროსაც შ----------------------ს ემუქრებოდა მოკვლით. შ----------------------მ მის მიმართ განხორციელებული მუქარა ჯ-------------ის ქმედებების ფონზე, აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ-------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 4 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ--–----------------------–----------–-ში, თ-------------–---------–-ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიდა საუბნო, მეორეხარისხოვან გზაზე, ჯ-------------მა განახორციელა ფიზიკური ძალადობა თავისი ბებიის - შ----------------------ს მიმართ. კერძოდ, ჯ-------------მა ხელი ჰკრა შ----------------------ს მკერდის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და წაიქცა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით:
ჯ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.
ჯ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარი.
ჯ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ჯ-------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, დაენიშნა ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის - ჯარიმის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დაენიშნა ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.
ჯ-------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 4 აგვისტოდან 2018 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარი.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----------------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე ბრალდების მხარემ მოითხოვა ჯ-------------ის მიმართ გამოტანილ, თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, კერძოდ, მსჯავრდების სამივე ეპიზოდში სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ჯ-------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ჯ-------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულებისა და მოწმეების: თ-------------–---------–-ს, შ----------------------ს, მ-----------–---–ის, გ--------–-----ის, მ-----------------–---–ის, თ----–--------–-----ის, ს------–----------ისა და გ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ჯ-------------ის გამოკითხვის ოქმით და მის მიერ დანაშაულის აღიარებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით), შემაკავებელი ორდერით, შ----------------------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- და #0-------- დასკვნებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ჯ-------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ჯ-------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმესა და ხასიათთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ჯ-------------მა განახორციელა განზრახი ძალადობრივი ქმედებები მოხუცი პაპა-ბებიის მიმართ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა მათზე, დანის გამოყენებით მიაყენა სხეულის დაზიანება პაპას - თ-------------–---------–-ს, ასევე დანის გამოყენებით ემუქრებოდა ბებიას, შემდეგ ფიზიკურად იძალადა ბებიაზე. აგრეთვე, აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ჯ-------------ს არ გააჩნია საკუთარი შემოსავლის წყარო, სწორედ ფინანსური პრობლემების გამო მოუვიდა კონფლიქტი და აპელანტის მოსაზრებით, სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაც დაზარალებულებს მოუწევთ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის აღნიშნულ მოსაზრებას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტები აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე, რომ ჯ-------------ის მიერ ჩადენილია განზრახი ძალადობრივი ქმედებები ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების (პაპა-ბებიის) მიმართ, რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა მათზე, დანის გამოყენებით მიაყენა სხეულის დაზიანება პაპას, ასევე დანის გამოყენებით ემუქრებოდა ბებიას, შემდეგ ფიზიკურად იძალადა ბებიაზე – ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს ჯ-------------ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველის ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ნიშნებს, ურომლისოდაც ზემოხსენებული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულები სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებებს სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ჯ-------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ჯ-------------ის მიმართ საბოლოო სასჯელის სახედ ჯარიმის განსაზღვრის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. პალატა ყურადღებას გაამახვილებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებაზე, რომ ჯ-------------ისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდა დაზარალებულებს მოუწევთ. როგორც სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ აღნიშნა, მსჯავრდებულის მამას გააჩნია შემოსავლის წყარო, ასევე თვითონ ჯ-------------საც აქვს ხელობა, ეწევა სამღებრო სამუშაოებს, აპირებს მამასთან ერთად მუშაობას და ისინი ერთად უზრუნველყოფენ აღნიშნული ჯარიმის თანხის გადახდას. აგრეთვე, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის მთელ რიგ შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ჯ-------------მა სამართალწარმოების ყველა ეტაპზე თავი ცნო დამნაშავედ, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, ჯ-------------ი შერიგებულია დაზარალებულებთან და მათ არ გააჩნიათ არანაირი პრეტენზია შვილიშვილის მიმართ, საქმეში წარმოდგენილია სოფელ ყ--------–-ში მცხოვრებთა განცხადება, რომელშიც თანასოფლელები ჯ-------------ს დადებითად ახასიათებენ და მომხდარ ფაქტს შემთხვევითობად მიიჩნევენ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ დღემდე რაიმე ძალადობრივ ქმედებას ან ინციდენტს მსჯავრდებულის მხრიდან ვინმეს მიმართ ადგილი არ ჰქონია. აგრეთვე, ჯ-------------მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ჯ-------------ისთვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელებს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ჯ-------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ჯ-------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ჯ-------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ჯ-------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
ჯ-------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
ჯ-------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ჯ-------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა, თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის - ჯარიმის მოუხდელი ნაწილი და ჯ-------------ს, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
ჯ-------------ს, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 4 აგვისტოდან 2018 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით) შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ჯ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
ჯ-------------ის ტანსაცმელი, მაისური და მოკლე შარვალი, დალუქული ერთ ფუთად, თ-------------–---------–-ს ტანსაცმელი, დალუქული ერთ ფუთად, შ----------------------ს ტანსაცმელი, დალუქული ერთ ფუთად, ტელევიზორი და ავტომანქანა „ვ---------“, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული კენჭები, რომლებსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, დალუქული სამ ფუთად, ასევე ერთი ცალი ქვა, მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით, დალუქული ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, ლალუქული; ავტომანქანის გადამცემთა კოლოფის ბერკეტის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ნიმუშები, თ-------------–---------–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი დანა, დალუქული ორ ფუთად, ჯ-------------ის სისხლის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტში, თ-------------–---------–-ს სისხლის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტში, შ----------------------ს სისხლის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტში, განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე