განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2019
საქმის ნომერი
330100118002589922
ინსტანცია
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/1336-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - თ---------------–--ის,ადვოკატ - მ--–--------–------–---–ის,მსჯავრდებულ - მ-------------ის მონაწილეობით,ქ. თბილისის ისანი სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მ-----------–-----------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------რს, პ/№0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ---------------------------–------–------------ი; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

მ-------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მორტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (60 ეპიზოდი).

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 08 ოქტომბერს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N38 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 6.65 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 270 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2017 წლის 18 ოქტომბერს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N90 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 5 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 250 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2017 წლის 21 ოქტომბერს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N111 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 5 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 250 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2017 წლის 29 ოქტომბერს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N-------- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულებები და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 5,6 და 5.18 გრამიანი ოქროს ბეჭდები. აღნიშული ხელშეკრულებების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 470 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2017 წლის 30 ოქტომბერს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N-------- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულებები და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 6 და 5.74 გრამიანი ოქროს ბეჭდები. აღნიშული ხელშეკრულებების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 740 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2017 წლის 06 ნოემბერს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N---, N------------------------------------------ ყალბი სალომბარდე ხელშეკრულებები, რომლებშიც ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 5----------------------------------- გრამიანი ოქროს ბეჭდები. აღნიშული ხელშეკრულებების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 3370 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2017 წლის 12 ნოემბერს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N358 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 4.8 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 350 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2017 წლის 17 ნოემბერს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N--- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 6.4 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 400 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2017 წლის 20 ნოემბერს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N3-- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 2.3 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 200 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2017 წლის 22 ნოემბერს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N402 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 3.54 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 220 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2017 წლის 28 ნოემბერს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N415 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 4.9 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 380 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2017 წლის 29 ნოემბერს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N420 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 4.62 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 230 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2017 წლის 30 ნოემბერს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N423, N------------ ყალბი სალომბარდე ხელშეკრულებები, რომლებშიც ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 8----------------- გრამიანი ოქროს ბეჭდები. აღნიშული ხელშეკრულებების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 785 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2017 წლის 06 დეკემბერს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N442 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 6.92 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 320 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2017 წლის 11 დეკემბერს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N--- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 6 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 200 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2017 წლის 15 დეკემბერს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N--- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 3 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 140 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2017 წლის 18 დეკემბერს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N--- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 7.44 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 350 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2017 წლის 22 დეკემბერს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N--- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 4.16 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 250 ლარს, რითაც შპს „------“ მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2017 წლის 24 დეკემბერს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N495 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 4 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 200 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2017 წლის 26 დეკემბერს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N503/N499 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულებები და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 6.12 და 8.38 გრამიანი ოქროს ბეჭდები. აღნიშული ხელშეკრულებების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 680 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2017 წლის 29 დეკემბერს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N5------- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულებები და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 3.87 და 5.8 გრამიანი ოქროს ბეჭდები. აღნიშული ხელშეკრულებების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 530 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2017 წლის 30 დეკემბერს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N522, N523 და N520 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულებები და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 7.25 გრამიანი ოქროს ყელსაბამი, 14.03 გრამიანი ოქროს სამაჯური და 14.03 გრამიანი ოქროს სამაჯური. აღნიშული ხელშეკრულებების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 1130 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 01 იანვარს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N530 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 6.57 გრამიანი ოქროს ბეჭედი და საყურე. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 300 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 07 იანვარს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N522 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 6.53 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 300 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 13 იანვარს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N572 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 4.57 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 230 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 17 იანვარს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N589 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 3.56 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 200 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 20 იანვარს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N600 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 5 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 280 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 22 იანვარს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N6------- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულებები და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 6.5 და 4 გრამიანი ოქროს ბეჭდები. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 500 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 26 იანვარს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N6-- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 2.2 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 80 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 28 იანვარს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N616 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 8.2 გრამიანი ოქროს ყელსაბამი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 250 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 02 თებერვალს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N632, N633 და N634 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულებები და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 5.57, 2.85, 5.6 გრამიანი ოქროს ბეჭდები და საყურე. აღნიშული ხელშეკრულებების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 620 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 05 თებერვალს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N641 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 5.18 გრამიანი ოქროს ყელსაბამი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 250 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 06 თებერვალს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N647 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 5.49 გრამიანი ოქროს ყელსაბამი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 260 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 09 თებერვალს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N651 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 6.38 გრამიანი ოქროს ყელსაბამი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 300 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 12 თებერვალს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N6------- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულებები და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 4.63 და 4 გრამიანი ოქროს ბეჭდები და საყურე. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 440 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 13 თებერვალს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N--- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 5.8 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 270 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 16 თებერვალს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N6-- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 4.79 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 250 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 17 თებერვალს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N6-- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 6.18 გრამიანი ოქროს საყურეები და ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 260 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 19 თებერვალს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N6-- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 2.5 გრამიანი ოქროს საყურეები. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 120 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 20 თებერვალს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N693 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 4 გრამიანი ოქროს საყურეები. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 180 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 21 თებერვალს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N702 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 4.98 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 350 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 25 თებერვალს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N7------- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულებები და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 3 და 3.6 გრამიანი ოქროს საყურეები. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 300 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 26 თებერვალს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N7-- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 2.8 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 140 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 01 მარტს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N724/N725 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულებები და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 2.46 და 4 გრამიანი ოქროს ბეჭდები. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 300 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 02 მარტს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N--- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 4 გრამიანი ოქროს საყურეები. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 200 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 03 მარტს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N730 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 3.5 გრამიანი ოქროს საყურეები. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 150 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 06 მარტს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N--- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 8 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 350 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 07 მარტს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N-------- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულებები და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 4.5 და 5.5 გრამიანი ოქროს საყურეები. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 450 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 12 მარტს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N762 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 4.8 გრამიანი ოქროს საყურეები. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 230 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 13 მარტს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N765 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 3 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 150 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 14 მარტს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N7-- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 4.3 გრამიანი ოქროს საყურეები. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 200 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 15 მარტს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N7-- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 4 გრამიანი ოქროს საყურეები. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 160 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 17 მარტს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N7------- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულებები და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 7 გრამიანი ოქროს ბეჭედი და 3.3 გრამიანი ოქროს საყურეები. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 350 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 18 მარტს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N7-- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 4.5 გრამიანი ოქროს ბეჭდები. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 200 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 19 მარტს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N7------- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულებები და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც ოქროს ბეჭდები. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 450 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 22 მარტს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N8------- ყალბი სალომბარდე ხელშეკრულებები და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 6.3 გრამიანი ოქროს ბეჭედი და 5 გრამიანი ოქროს საყურეები. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 550 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 23 მარტს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N825 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 5.3 გრამიანი ოქროს საყურეები. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 250 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 26 მარტს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N825 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 4.3 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 180 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 27 მარტს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N861 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 4 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 180 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 28 მარტს, ქ-------–--–-------------–-----------------------------ლი, კ------------ის მიმდებრე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------“ ელექტრო-ტექნიკისა და ძვირფასეულობის ლომბარდის ოპერატორმა - მ-------------ემ შეადგინა N864 ყალბი სალომბარდე ხელშეკრულება და ე.წ ბიჟუტერია დააფიქსირა, როგორც 5 გრამიანი ოქროს ბეჭედი. აღნიშული ხელშეკრულების საფუძველზე, მ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 230 ლარს, რითაც შპს „------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით:

 

მ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

მ-------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. კერძოდ,პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ სახეზეა განგრძობადი დანაშაული, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაგრძობადია ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზით კი, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულის ქმედებები ნამდვილად ერთიანი მიზნით და საერთო განზრახვითაა ჩადენილი, რაც დადასტურდა მის მიერ სასამართლოში დაფიქსირებული პოზიციითა და წინასწარ გამოძიებისას მიცემული ჩვენებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ---------------–--ემ, რომელმაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, ნაცვლად განგრძობადი დანაშაულისა, მ-------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შეფასება როგორც დანაშაულთა ერთობლიობა და მის მიმართ უფრო მკაცრი სახის სასჯელის გამოყენება.

 

აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში ის გარემოებები, რომ მ-------------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედებები ხორციელდებოდა ხელახლა აღმოცენებული განზრახვით, რაზეც მეტყველებს ქმედებებს შორის არსებული დროის შუალედები. კერძოდ, თითოეული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების შემდეგ ბრალდებული გეგმავდა ახალი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც აფორმებდა სხვადასხვა ხელშეკრულებებს და სხვადასხვა ბიჟუტერიის ღირებულების დაფიქსირება ხდებოდა განსხვავებული თანხებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მ-------------ე ახორციელებდა თაღლითურად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით, მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პერიოდულად, ხელახლა აღმოცენებული განზრახვის საფუძველზე, რისთვისაც ხელახალ ძალისხმევას წევდა, რათა შეედგინა ახალი ყალბი ხელშეკრულება ახალ ნივთზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ-------------ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები წარმოადგენს დანაშაულთა ერთობლიობას, თაღლითური დანაშაულის შემადგენლობის სხვადასხვა ეპიზოდებს, რომლებსაც უნდა მიეცეთ დამოუკიდებელი შეფასება და არ შეიძლება განხილული იქნეს, როგორც განგრძობადი დანაშაული.

 

ბარლდების მხარე მიუთითებს, რომ ვინაიდან განგრძობადი დანაშაული თავისი არსით წარმოადგენს ერთიან დანაშაულს, განსხვავებით დანაშაულთა ერთობლიობისაგან, კვალიფიკაციის განსაზღვრისას სავალდებულო ხდება ერთიანი, ჯამური ზიანის დადგენა, რაც მოცემულ შემთხვევაში აღწევს 23 275 (ოცდასამიათას ორასსამოცდათხუთმეტ) ლარს. თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლომ, მიიჩნია რა ჩადენილი ქმედებები ერთიან განგრძობად დანაშაულად, მას ზიანის ნაწილში მისცა არა დიდი ოდენობის, არამედ მნიშვნელოვანი ზიანის სამართელბრივი შეფასება, რაც წინააღმდეგობაში მოდის განგრძობადი დანაშაულის არსთან და უგულვებელყოფს მისგან გამომდინარე არსებული სასჯელის დანიშვნის სამართლებრივ რეგულაციას. ამასთან, პროკურორი უთითებს გარემოებაზეც, რომ სასამართლომ მსჯავრდბეულის მიმართ გამოიყენა ისეთი სასჯელის სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნვეყლოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, რის გამოც აუცილებელია შედარებით მკაცრი სასჯელის გამოყენება.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თ---------------–--ემ მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია ბრალდების მხარის მიერ მხოლოდ მ-------------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბარლდების 60 ეპიზოდის, არა განგრძობადი სახის დანაშაულად, არამედ დანაშაულთა ერთობლიობად მიჩნევის და მისთვის ადეკვატური სასჯელის დანიშვნის ნაწილში. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მ-------------ის მიერ შპს „------“ კუთვნილი ქონების დაუფლებასთან დაკავშირებით, არის კანონიერი და დასაბუთებული. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები და დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები არც მსჯავრდებულს გაუხდია სადავოდ.

 

მ-------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ზ--------–-–-----------------–-------------------------–---–----------------------------------–---–------------------–------------–--–---–---–------------------------------–---–----–--------–--------------------–---–------------------–---–----------------------------------–-----–-ას გამოკითხვის ოქმებით; ამოღების ოქმებით და მის საფუძველზე ამოღებული სალომბარდე ხელშეკრულებებით თანდართულ ნივთებთან ერთად; 2018 წლის 25 ივნისის სასაქონლო და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით; გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება მ-------------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების დაკვალიფიცირებას როგორც ერთიანი, განგრძობადი დანაშაული, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განგრძობადია ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას. განგრძობადი დანაშაულის შემადგენელი ქმედებები ჩადენილია წყვეტილად, ანუ ისინი დროში არიან განცალკევებულნი, მაგრამ მათ შორის არ უნდა იყოს დროის ხანგრძლივი შუალედები, ვინაიდან ძნელი არ აღმოჩნდეს ნამოქმედარის ერთიან დანაშაულად განხილვა. ამასთან, განგრძობადი დანაშაული ერთი მოტივით არის განპირობებული, ერთი მიზნის მიღწევას ემსახურება და დანაშაულის ჩასადენად არსებულ ერთიან განზრახვას აქვს უწყვეტი ხასიათი თითოეულ ქმედებასთან მიმართებაში.

 

განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულ მ-------------ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ შპს „------“ მატერიალური ქონების არაერთჯერადად მისაკუთრების დროს მ-------------ე მოქმედებდა სწორედ ერთიანი მიზნითა და განზრახვით. მისი გამოკითხვის ოქმის თანახმად, მას შემდეგ რაც ლომბარდში მარტო დარჩა სამუშაოდ, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, კარგად აკვირდებოდა ლომბარდის მუშაობის სპეციფიკას და შეატყო, რომ შესაძლებელი იყო ყალბი ხელშეკრულების შედგენა, ამ ხელშეკრულების საფუძველზე ნივთის დალომბარდება და აღებული თანხის პირადი მიზნებისათვის გამოყენება. ამდენად, მ-------------ეს სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშვა შპს „------“ ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ერთიანი მიზანი და განზრახვა, რაც არაერთჯერადი მოქმედებით განახორციელა. თავად ჩადენილ ქმედებათა რაოდენობიდან და მათ შორის არსებული ინტერვალებიდან გამომდინარე კი, დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროის მონაკვეთიც არ წარმოადგენს ვრცელ პერიოდს. ბრალდებულის განმარტებით, მუშაობის პროცესში მიხვდა, რომ შესაძლებელი იყო ქონების მის მიერ შემუშავებული ხერხით დაუფლება და მისი პირადი საჭიროებისამებრ განკარგვა, რაც სავსებით საკმარისია იმის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ იგი მოქმედებდა ერთიანი მიზნითა და ერთიანი განზრახვით. ხოლო განზრახვის კონკრეტიზებულობას მოცემულ შემთხვევაში არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. კერძოდ, არ არის სავალდებულო, ქმედების ჩადენამდე იქნეს განსაზღვრული კონკრეტულად რა გზებით განკარგავს დამნაშავე დაუფლებულ ქონებას. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ მარიამ კვჭიძის მიზანს წარმოადგენდა, პირადი სარგებლობისათვის დაუფლებოდა შპს „------“ კუთვნილ მატერიალურ ქონებას და თითოეული მისი ქმედება მიმართული იყო ამ მიზნისაკენ.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს, რომ მ-------------ის მიერ თითოეული ქმედების ჩადენისას დაირღვა განზრახვის უწყვეტობა და მას ყოველ ჯერზე კონკრეტული საჭიროებების წარმოშობისას უჩნდებოდა ქონების დაუფლების ინდივიდუალური განზრახვა. იგი ზემოაღნიშნულ ქმედებებს ჩადიოდა მისი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, რომლის სისრულეში მოყვანის გზებზეც ანალიზი თავიდანვე ჰქონდა გაკეთებული. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ მ-------------ე ყოველ ჯერზე ხელახალ ძალისხმევას წევდა, რათა შეედგინა ახალი ყალბი ხელშეკრულება ახალ ნივთზე, აღნიშნული არ მიუთითებს ერთიანი განზრახვის არარსებობაზე, ვიანიდან განგრძობადი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი ნაწილ-ნაწილ ახდენს ერთი დანაშაულის შემადგენლობის რეალიზაციას და ბუნებრივია, რომ თითოეულ შემთხვევაში სახეზე გვექნება სხვადასხვა ქმედებებში გამოვლენილი მისი აქტიური მოქმედება.

 

ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მ-------------ის მიერ ჩადენილი ქმედებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, როგორც ერთიანი განგრძობადი დანაშაულით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ განგრძობადი დანაშაული თავისი არსით წარმოადგენს ერთიან დანაშაულს და კვალიფიკაციის განსაზღვრისას სავალდებულოა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის შეჯამება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა და მ-------------ის მიერ ჩადენილ ქმედებას ზიანის ნაწილში არ მიეცა დიდი ოდენობის სამართლებრივი შეფასება, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. განსახილველ შემთხვევაში კი ვინაიდან მ-------------ის მიმართ ბრალდება წარდეგნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სააპელაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, გასცდეს ბრალდების ფარგლებს. თუმცა, პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის პოზიციას, რომ აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის განგრძობადი დანაშაულის არსთან და უგულვებელყოფს მისგან გამომდინარე არსებული სასჯელის დანიშვნის სამართლებრივ რეგულაციას, ვინაიდან სასამართლო არ არის შეზღუდული პირისათვის ბრალად წარდგენილ ქმედებას მისცეს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია იმ პირობებში, როდესაც იგი არ აუარესებს თავად ბრალდებულის მდგომარეობას.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს მსჯავრდებულ მ-------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელზეც და განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება - აანაზღაუროს ზიანი, შეურიდგეს დაზარალებულს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს ზემოთ აღნიშნული შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მ-------------ის ოჯახურ (ყავს ერთი წლის შვილი) და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას; მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას და სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდეგნილი მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევას, რითიც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; ასევე იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარემ სააპელაციო სასამრთლოს სხდომაზე განაცხადა, მ-------------ე ამჟამად დასაქმებულია და გამოთქვამს მზადყოფნას - გარკვეული პერიოდულობით აანაზღაუროს დაზარალებულისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრებულს დაუნიშნა სამართლიანი და ადეკვეტური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი მ-------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი;

 

მ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

მ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულები:

 

89 ხელშეკრულება და 89 პაკეტში მოთავსებული ნივთები, დალუქული სახით, რომელიც ინახება ისანი-სამგორორის სამმართველოს პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

მოწმეების მო-----------–-------------------–----------------------–---–-------------------------------ის ხელწერის და ხელმოწერის ნიმუშები, რომელიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთებთან ერთად ამოღებული კოლბა, რომელიც ინახება ისანი-სამგორორის სამმართველოს პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე