განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.01.2019
საქმის ნომერი
330210116001659265
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210116001659265

საქმე №2ბ/2723-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

24 იანვარი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი

მოსამართლეები: ლევან გვარამია

გელა ქირია

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

აპელანტი - გ------------–-----ე

წარმომადგენ--–- - ა-----–------–-–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - მ------------–-–---–ი

წარმომადგენ--–- - დ-------------ი

დავის საგანი - სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მ-----ის გადაწყვეტილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

გ------------–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. ლ--–-----–--ე გარდაიცვალა 20----–-–------------ს. მას პირველი, მეორე და მესამე რიგის მემკვიდრეები არ დარჩენია.

 

2.2. ლ--–-----–--ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს: უძრავი ქონება. მდებარე მდებარე: 1. ქ-------–---, დ--------------, ი---------–---------, ბ-------, საკადასტრო კოდი N0----------------------; 2. ქ-------–---, დ--------------, ი---------–------------, ა--------------–----------, საკადასტრო კოდი N0----------------------.

 

2.3. 2--- წლის 2-------------ს ნ-----–- ს--–--ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც, ნ-----–- ს--–--ემ, როგორც მამკვიდრებლის ლ--–-----–--ის მეოთხე რიგის მემკვიდრემ (მამიდამ), საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით სრულად მიიღო 2----–-–------------------დაცვლილი ლ--–-----–--ის სამკვიდრო ქონება. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ნ-----–- ს--–--ე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონებების, მდებარე: 1. ქ-------–---, დ--------------, ი---------–---------, ბ------- (საკადასტრო კოდი N0----------------------); 2. ქ-------–---, დ--------------, ი---------–------------, ა--------------–---------- (საკადასტრო კოდი N0----------------------) მესაკუთრედ.

 

2.4. 2----–-–----- ს-------ერს ნ-----–- ს--–--ემ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, მდებარე: 1. ქ-------–---, დ--------------, ი---------–---------, ბ------- (საკადასტრო კოდი N0----------------------); 2. ქ-------–---, დ--------------, ი---------–------------, ა--------------–---------- (საკადასტრო კოდი N0----------------------) უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა თავის შვილს, მ------------–-–---–ს. აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მ------------–-–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონებები, მდებარე: 1. ქ-------–---, დ--------------, ი---------–---------, ბ------- (საკადასტრო კოდი N0----------------------); 2. ქ-------–---, დ--------------, ი---------–------------, ა--------------–---------- (საკადასტრო კოდი N0----------------------).

 

2.5. თ---–----------–--------------------------------------–----- მიხედვით, ნ-----–- ს--–--ე დაიბადა 1----–-–------------ს. მშობლები მამა - დ--------------- ს--–--ე, დედა - ს--------------–--------–- ს--–--ე. ნ-----–- ს--–--ე გარდაიცვალა 2--- წლის 08 ნ--------ს.

 

2.6. ნოტარიუს ლ-----------ის მიერ მოსარჩელე გ------------–-----ის მიმართ 2--- წლის 20 დ--------ს გაცემული იქნა ცნობა, რომლითაც ამ უკანასკნელს ეცნობა,რომ 2----–-–-----------------ს გაცემულია სამკვიდრო მოწმობა (სარეგისტრაციო ნომრით N1--------). აღნიშნული სამკვიდრო მოწმობა გაიცა სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. სამკვიდრო მოწმობის გაცემის მომენტისათვის ნოტარიუსისათვის არ იყო ცნობილი სხვა მემკვიდრეთა არსებობის შესახებ.

 

2.7. მოსარჩელე გ------------–-----ე (დაბადებული 1----–-–-------------ს) წარმოადგენს ი-----–ი ბ---–-----ისა და ნ--------–-----ის შვილს. ი-----–ი ბ---–-----ე და ნ-----------ე (ქორწინების შემდგომი გვარი ,,ბ---–-----ე) ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1----–-–---------------–---ან.

 

2.8. სახელმწიფო სერვისების განვითარების თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 1--------- წელს გაცემული ცნობით, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, დაბადების განმეორებითი მოწმობა არ გაიცა, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ მოხერხდა განცხადებაზე უფლებამოსილი პირის დადგენა.

 

2.9. ს--- ს----------–--------------–----------------–----------------–--------–------------------–-----–------------- 1-------- წლების სააქტო ჩანაწერებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი ნ--–-------–--------–---------ის დაბადების შესახებ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია შ--–-ა ს--–--ის და ნ--–- ი------ის ქორწინების აქტის ჩანაწერის ასლი (ა-------, რ----------------–--------–-------------------ს ს/ს მიერ 1---------წ). სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიძებნა ინფორმაცია ნ--–- ი------ის (შ---------, დაბ. 0---------წ.) დაბადების შესახებ. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა არ არის სრულყოფილი, ვინაიდან, შეიქმნა 2--- წელს, ხოლო აღნიშნულ დრომდე არსებული აქტის ჩანაწერების დიგიტალიზაცია მიმდინარეობს ეტაპობრივად.

 

2.10. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში დაცული ქ-----–-------------–------------------ წლების სააქტო ჩანაწერებში არ აღმოჩნდა მონაცემები ნ--–-------–--------–---------ის დაბადების შესახებ.

 

2.11. 2--- წლის 29 ს---------ს ლ--–-----–--ის მიერ გაცემული იქნა მინდობილობა ი-----–ი ბ---–-----ის სახელზე, რომლითაც ამ უკანასკნელს მინდობილობის გამცემმა მიანიჭა უფლებამოსილება მფლობელობაში არსებულ (მიწის ნაკვეთის) ავტოფარეხის ლ--–-----–--ის სახელზე დასაკანონებლად;

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.12. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რაც მოსარჩელე გ------------–-----ის მამკვიდრებელ ლ--–-----–--ესთან ნათესაური კავშირის არსებობას დაადასტურებდა. მოსარჩელე მხარის განმ-----ებით, იგი წარმოადგენს ლ--–-----–--ის დედის, ნ--–- ი------ის ძმას, ბიძას. თუმცა მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო ვერც საკუთარი და ვერც სასამართლოს მიერ მისი შუამდგომლობის საფუძველზე გამოთხოვილ მტკიცებულებათა საფუძველზე, ნათესაური კავშირის დადასტურება. გ------------–-----ისათვის ლ--–-----–--ის სამკვიდროს მიღების უფლების მისანიჭებლად აუცილებელია, დადგინდეს გ------------–-----ესა და ლ--–-----–--ეს შორის ნათესაური კავშირის არსებობა. მოსარჩელე მხარის მიერ მოცემული საქმის განხილვის მიმდინარეობისას, მოძიებული და წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება გ------------–-----ის ნათესაური კავშირი მამკვიდრებლის ლ--–-----–--ის დედის ნ--–- ი------ესთან, რაც გახდებოდა საფუძველი, მოსარჩელისათვის მემკვიდრეობითი-სამართლებრივი საფუძვლით ლ--–-----–--ის დანაშთი ქონებიდან კუთვნილი წილის მოთხოვნისა.

 

სასამართლომ განმ-----ა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებასთან მიმართებით, წარმოადგინა ფოტოსურათები და ასევე, მიუთითა მოწმე ი-----–ი ბ---–-----ის ჩვენებაზე. სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ფოტოსურათებზე ასახულ პირთა იდენტიფიცირება და ასეთის დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული არ არის საკმარისი პირთა შორის ნათესაური კავშირის დასადგენად. მოსარჩელის მოთხოვნით საქმეზე დაკითხული იქნა მოწმე ი-----–ი ბ---–-----ე, რომელიც არის მოსარჩელე გ------------–-----ის ძმის, ვ------- ბ---–-----ის შვილი. ი-----–ი ბ---–-----ე თავის ჩვენებაში ადასტურებს, რომ ლ--–-----–--ეს და გ------------–-----ეს შორის არსებობდა ნათესაური კავშირი, კერძოდ, გ------------–-----ე არის ლ--–-----–--ის დედის ნ--–- ი------ის ძმა, თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის ნათესაური კავშირის დადგენა არ შეიძლება მოხდეს მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით. სათანადო მტკიცებულება, ნ--–- ი------ის დაბადების მოწმობა, რომელში ასახული მონაცემების მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა მისი გ------------–-----ესთან ნათესაური კავშირის (და-ძმა) დადგენა, როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

2.13. მოსარჩელე გ------------–-----ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. იგი 0----------–-–---------------- წლამდე პერიოდისათვის გადიოდა ამბულატორიულ მკურნალობას შპს ,,ს----------–----------------------–------------------–---–-----ში". პაციენტის გასინჯვის ფურცელზე მითითებულია, რომ პაციენტს აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია, კოგნიტური დისფუნქცია. იგი მითითებულ პერიოდში დღემდე გადის მედიკამენტოზურ მკურნალობას. მოწმე ი-----–ი ბ---–-----ის ჩვენებიდან გამომდინარე, გ------------–-----ეს ლ--–-----–--ის გარდაცვალების დროისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, შეზღუდული ჰქონდა აზროვნების უნარი და უჭირდა გადაადგილება. თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ი-----–ი ბ---–-----ემ ნახა თავისი ბიძა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესი იყო.

 

2.14. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე გ------------–-----ემ მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობის გამო ვერ შესძლო ნების გამოვლენა ლ--–-----–--ის სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სადავო სამკვიდრო გახნის დროისათვის, 2--- წლის 17 მ-----ის მდგომარეობით, კონკრეტულად რა დიაგნოზი ჰქონა დასმული მოსარჩელე მხარეს. საქმეს არ ერთვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მოსარჩელე გ------------–-----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც კონკრეტულ პერიოდში, მამკვიდრებლის გარდაცვალებისათვის მოსარჩელე მხარის ფიზიკურ, გონებრივ მდგომარეობაზე მიუთითებდა, რაც აშკარა გავლენას მოახდენდა მისი ნების ნათლად და გარკვევით გამოვლენაზე.

 

2.15. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება მამკვიდრებელ ლ--–-----–--ესა და მოპასუხე მ------------–-–---–ს შორის 2----–-–----- ს-------რის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებად მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან არ გამოიკვეთა გარიგების თუნდაც ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა, რაც გარიგების ნეგატიური, კანონსაწინააღმდეგო ან ამორალური შედეგის დადგომისკენ იქნებოდა მიმართული.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.16. მოსარჩელე მხარემ მოითხოვა გ------------–-----ეს გაუგრძელდეს 2--- წლის 17 მ-----ს გარდაცვლილი ლ--–-----–--ის სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი ვადა, ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2----–-–----- ს-------ერს ნ-----–- ს--–--ესა და მ------------–-–---–ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და გ------------–-----ე ცნობილ იქნეს უძრავი ქონებების, მდებარე მისამართზე ქ-------–---, დ--------------, ი---------–---------, ბ-------, საკადასტრო კოდი N0----------------------, და ქ-------–---, დ--------------, ი---------–------------, ა--------------–----------, საკადასტრო კოდი N0----------------------, 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

 

დადგენილია, რომ ლ--–-----–--ე გარდაიცვალა 2--- წლის 17 მ-----ს. მას პირველი, მეორე და მესამე რიგის მემკვიდრეები არ დარჩენია. მოსარჩელე მხარის მითითებით, იგი წარმოადგენს მამკვიდრებლის ლ--–-----–--ის დედის, ნ--–- ი------ის ძმას (დედით ერთნი).

 

მამკვიდრებლის ლ--–-----–--ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა: უძრავი ქონება მდებარე მდებარე: 1. ქ-------–---, დ--------------, ი---------–---------, ბ-------, საკადასტრო კოდი N0----------------------; 2. ქ-------–---, დ--------------, ი---------–------------, ა--------------–----------, საკადასტრო კოდი N0----------------------.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2--- წლის 2-------------ს ნ-----–- ს--–--ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც, ნ-----–- ს--–--ემ, როგორც მამკვიდრებლის ლ--–-----–--ის მეოთხე რიგის მემკვიდრემ (მამიდამ), საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით სრულად მიიღო 2----–-–------------------დაცვლილი ლ--–-----–--ის სამკვიდრო ქონება. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ნ-----–- ს--–--ე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონებების, მდებარე: 1. ქ-------–---, დ--------------, ი---------–---------, ბ------- (საკადასტრო კოდი N0----------------------). 2. ქ-------–---, დ--------------, ი---------–------------, ა--------------–---------- (საკადასტრო კოდი N0----------------------) მესაკუთრედ.

 

ნოტარიუს ლ-----------ის მიერ 2--- წლის 20 დ--------ს გაცემული იქნა ცნობა, რომლითაც გ------------–-----ეს ეცნობა, რომ 2----–-–-----------------ს გაცემულია სამკვიდრო მოწმობა (სარეგისტრაციო ნომრით N1--------). აღნიშნული სამკვიდრო მოწმობა გაიცა სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. სამკვიდრო მოწმობის გაცემის მომენტისათვის ნოტარიუსისათვის არ იყო ცნობილი სხვა მემკვიდრეთა არსებობის შესახებ.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე გ------------–-----ეს მამკვიდრებლის, ლ--–-----–--ის გარდაცვალების შემდეგ, არ მიუმართავს სანოტარო ორგანოსათვის მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით, იგი არც ფაქტობრივად დაუფლებია სამკვიდროს დადგენილ ვადაში. მოსარჩელე მხარის მითითებით, იგი სამკვიდრო მოწმობის მიმღები პირის ნ-----–- ს--–--ის (რომელიც იყო მამკვიდრებლის მამიდა) მსგავსად წარმოადგენს ლ--–-----–--ის (მამკვიდრებლის) მეოთხე რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს (ბიძას) და მასაც, ნ-----–- ს--–--ესთან ერთად ეკუთვნის სადავო სამკვიდრო ქონების თანაბარი წილი. სარჩელის მიხედვით, გ------------–-----ემ ჯანმრთელობის მდგომაროებიდან გამომდინარე (ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვა) ვერ შესძლო სამკვიდროს გახსნიდან კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში სამკვიდროს მისაღებად შესაბამისი ნების გამოვლენა. მოსარჩელე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, საპატიო მიზეზზე დაყრდნობით მოითხოვს მამკვიდრებელი ლ--–-----–--ის დანაშთი სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელებას.

 

განსახილველი ნორმა პირდაპირ არ უთითებს თუ რა საპატიო მიზეზი შეიძლება გახდეს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელების საფუძველი, მაგრამ ამ ნორმის მიზნებიდან გამომდინარე სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაშვების საპატიო მიზეზად უნდა მიჩნეულ იქნეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც წარმოადგენენ კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადაში სამკვიდროს მიღების დამაბრკოლებელ გარემოებებს, რომლებიც თავისთავად გამორიცხავენ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელებას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტის ფარგლებში, აუცილებელია დადგინდეს მოსარჩელე გ------------–-----ის ნათესაური კავშირი მამკვიდრებელ ლ--–-----–--ესთან. თავად მოსარჩელის განმ-----ებით, იგი წარმოადგენს ლ--–-----–--ის დედის, ნ--–- ი------ის ძმას (დედის მხრიდან). საქმეში წარმოდგენილია გ------------–-----ის დაბადების მოწმობა, რომლის მიხედვითაც, გ------------–-----ის მშობლებს წარმოადგენენ მამა - ი-----–ი ბ---–-----ე და დედა ნ--------–-----ე. საქმეში არსებული ქორწინების მოწმობით, ი-----–ი ბ---–-----ე და ნ--------–-----ე (ქორწინებამდელი გვარი ,,ი------ე“) დაქორწინდნენ 1----–-–----------------–ს. გ------------–-----ესა და ნ--–- ი------ესა და ასევე, ნ--–- ი------ესა და მამკვიდრებელ ლ--–-----–--ეს შორის ნათესაური კავშირის დამდგენი დოკუმენტები (ნ--–- ი------ის დაბადების მოწმობა, ლ--–-----–--ის დაბადების მოწმობა) საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ს--- ს----------–--------------–----------------–----------------–--------–------------------–-----–------------- 1---, 1--- წლების სააქტო ჩანაწერებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი ნ--–-------–--------–---------ის დაბადების შესახებ;

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია შ--–-ა ს--–--ის და ნ--–- ი------ის ქორწინების აქტის ჩანაწერის ასლი (ა-------, რ----------------–--------–-------------------ს ს/ს მიერ 1---------წ.). სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიძებნა ინფორმაცია ნ--–- ი------ის (შ---------, დაბ. 0---------წ.) დაბადების შესახებ.

 

საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში დაცული ქ-----–-------------–------------------ წლების სააქტო ჩანაწერებში, ასევე, არ აღმოჩნდა მონაცემები ნ--–-------–--------–---------ის დაბადების შესახებ.

 

მეორე ნაწილით, სასამართლო განიხილავს საქმეებს პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ. საქმეში არსებული მასალებიდან არ ირკვევა, რომ მოსარჩელე გ------------–-----ეს სასამართლოსათვის მიმართული ჰქონდეს პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ მოთხოვნით. ამასთან, მოცემული დავის განხილვის ფარგლებშიც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ვერ დგინდება მოსარჩელე გ------------–-----ესა და მამკვიდრებელ ლ--–-----–--ეს შორის ნათესაური კავშირის არსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოსარჩელე გ------------–-----ის მამკვიდრებელ ლ--–-----–--ესთან ნათესაური კავშირის არსებობას დაადასტურებდა. მოსარჩელე მხარის განმ-----ებით, იგი წარმოადგენს ლ--–-----–--ის დედის, ნ--–- ი------ის ძმას, ბიძას (დედის მხრიდან). თუმცა მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო ვერც საკუთარი და ვერც სასამართლოს მიერ მისი შუამდგომლობის საფუძველზე გამოთხოვილ მტკიცებულებათა საფუძველზე, ნათესაური კავშირის დადასტურება. გ------------–-----ისათვის ლ--–-----–--ის სამკვიდროს მიღების უფლების მისანიჭებლად აუცილებელია, დადგინდეს გ------------–-----ესა და ლ--–-----–--ეს შორის ნათესაური კავშირი, რაც გახდებოდა საფუძველი, მოსარჩელისათვის მემკვიდრეობითი-სამართლებრივი საფუძვლით ლ--–-----–--ის დანაშთი ქონებიდან კუთვნილი წილის მოთხოვნისა, თუმცა ზემოთ როგორც აღინიშნა ნათესაური კავშირის დამდგენი დოკუმენტები (ნ--–- ი------ის დაბადების მოწმობა, ლ--–-----–--ის დაბადების მოწმობა) საქმეს არ ერთვის.

 

სასამართლომ განმ-----ა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებასთან მიმართებით, წარმოადგინა ფოტოსურათები და ასევე, მიუთითებს მოწმე ი-----–ი ბ---–-----ის ჩვენებაზე. სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ფოტოსურათებზე ასახულ პირთა იდენტიფიცირება და ასეთის დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული არ არის საკმარისი პირთა შორის ნათესაური კავშირის დასადგენად. მოსარჩელის მოთხოვნით საქმეზე დაკითხული იქნა მოწმე ი-----–ი ბ---–-----ე, რომელიც არის მოსარჩელე გ------------–-----ის ძმის, ვ------- ბ---–-----ის შვილი. ი-----–ი ბ---–-----ე თავის ჩვენებაში ადასტურებს, რომ ლ--–-----–--ე და გ------------–-----ეს შორის არსებობდა ნათესაური კავშირი, კერძოდ, გ------------–-----ე არის ლ--–-----–--ის დედის ნ--–- ი------ის ძმა, თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის ნათესაური კავშირის დადგენა არ შეიძლება მოხდეს მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით. სათანადო მტკიცებულება, ნ--–- ი------ის დაბადების მოწმობა, რომელში ასახული მონაცემების მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა მისი გ------------–-----ესთან ნათესაური კავშირის (და-ძმა) დადგენა, საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, კანონისმიერი მემკვიდრეობითი უფლების მხარისათვის მისანიჭებლად აუცილებელი ფაქტობრივი გარემოება - მემკვიდრის მამკვიდრებელთან ნათესაური კავშირი არ დადასტურდა, რის გამოც სასამართლო მოსარჩელე მხარეს ვერ მიიჩნევს მემკვიდრეობითი უფლების მქონე სუბიექტად მამკვიდრებლის ლ--–-----–--ის დანაშთ ქონებასთან მიმართებით.

 

სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი ანალიზის შედეგად, ვერ დადგინდა ის გარემოება, რომ მოსარჩელე გ------------–-----ემ მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობის გამო ვერ შესძლო ნების გამოვლენა ლ--–-----–--ის სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სადავო სამკვიდროს გახსნის დროისათვის, 2--- წლის 17 მ-----ის მდგომარეობით, კონკრეტულად რა დიაგნოზი ჰქონა დასმული მოსარჩელე მხარეს. საქმეს არ ერთვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მოსარჩელე გ------------–-----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც კონკრეტულ პერიოდში, მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის მოსარჩელე მხარის ფიზიკურ, გონებრივ მდგომარეობაზე მიუთითებდა.

 

მოსარჩელე მხარე მოითხოვს ასევე ნ-----–- ს--–--ესა და მოპასუხე მ------------–-–---–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობას და აღნიშნული უძრავი ქონებების თანამესაკუთრედ აღიარებას.

 

დადგენილია, რომ 2----–-–----- ს-------ერს ნ-----–- ს--–--ემ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, მდებარე: 1. ქ-------–---, დ--------------, ი---------–---------, ბ------- (საკადასტრო კოდი N0----------------------); 2. ქ-------–---, დ--------------, ი---------–------------, ა--------------–---------- (საკადასტრო კოდი N0----------------------) უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა თავის შვილს, მ------------–-–---–ს და ეს უკანასკნ--–- აღირიცხა უძრავი ნივთების მესაკუთრედ.

 

ჩუქების ხელშეკრულება განეკუთვნება ცალმხრივად მავალდებულებელ გარიგებათა რიცხვს და თავისი შინაარსით საკუთრების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ჩუქების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების პირველივე მუხლი მიუთითებს, რომ იგი მიმართულია ქონებაზე დასაჩუქრებულის საკუთრების უფლების წარმოშობისაკენ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობის შემოწმებისას განხილული უნდა იქნას მიმართული იყო თუ არა იგი იმ სამართლებრივი შედეგებისაკენ, რაც ჩუქების ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენს.

 

სასამართლომ განმ-----ა, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების კანონიერებას, რის მიხედვითაც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულების დადებისას, მჩუქებელი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგო, ამორალური განზრახვით, რამაც გამოიწვა მესამე პირის უფლების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს ქონების განკარგვის შესაბამისობა საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ (ზნეობრივ) სტანდარტებთან. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი გამოყოფს სამი სახის ფასეულობას, რომელთა დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას: დადგენილი წესი და აკრძალვა, საჯარო წესრიგი და ზნეობის ნორმები. დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, როდესაც იგი არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს, ზნეობის შესაბამისი გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სოციალური სამართლიანობის პრინციპს. ამ საკითხის კვლევისას შემოწმების საგანი არის არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებაში, არამედ გარიგების შინაარსის მიმართება ზნეობასთან. გარიგების მოტივის ამორალურობა ასევე შეიძლება გახდეს მთლიანი გარიგების ამორალურად მიჩნევის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მჩუქებელმა ნ-----–- ს--–--ემ თავის სიცოცხლეში თავისუფალი ნების გამოვლენით, განკარგა საკუთრებაში არსებული ქონება და ჩუქებით გადასცა მ------------–-–---–ს, რომელიც დღეის მდგომარეობით წარმოადგენს ამ ქონების მესაკუთრეს. რაიმე მართლსაწინააღმდეგო განზრახვა, ამორალური ქცევა არ დგინდება ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე. განსახილველი დავის ფარგლებში, დადგინდა, რომ მოსარჩელე გ------------–-----ეს, რომლის მამკვიდრებელთან ნათესაური კავშირის დამდგენი სათანადო დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი, უფლება არ აქვს მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით მოითხოვს ლ--–-----–--ის დანაშთი ქონებიდან წილი, თუმცა სასამართლო აღნიშნავს იმასაც, რომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებით, არ გამოიკვეთა აწ გარდაცვლილ ნ-----–- ს--–--ესა და მოპასუხე მ------------–-–---–ს შორის 2----–-–----- ს-------ერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების, როგორც სოციალური სამართლიანობის პრინციპთან საწინააღმდეგო, ზნეობის შეუსაბამო გარიგების არსებობის ფაქტი. ამდენად, არ არსებობს, აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯიბრებისა და შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ------------–-----ის სარჩელი მოპასუხე მ------------–-–---–ის მიმართ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელების, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ნათესაური კავშირის არარსებობა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ--–-----–--ის მეოთხე რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს გ------------–-----ე. ამდენად ნათესაური კავშირი მემკვიდრესა და მამკვიდრებელს შორის მიჩნეულ უნდა იქნეს უდავოდ. ამასთან, მოსარჩელემ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის პროცესში წარადგინა გ------------–-----ის მკურნალი ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ მას სადავო პერიოდში აღენიშნებოდა ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით გამოწვეული, როგორც მოტორული ასევე კოგნიტური ფუნქციების დარღვევა. შესაბამისად, გ------------–-----ემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო სამკვიდროს მიღება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. წინამდებარე განჩინებით, პალატა უპირველეს ყოვლისა, მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს არსებობს თუ არა ნათესაური კავშირი მამკვიდრებელსა და გ------------–-----ეს შორის, რასთან დაკავშირებითაც, განმ-----ავს შემდეგს:

 

მოსარჩელემ განმ-----ა, რომ იგი წარმოადგენს ლ--–-----–--ის დედის, ნ--–- ი------ის ძმას. საქმეში წარმოდგენილია გ------------–-----ის დაბადების მოწმობა, რომლის მიხედვითაც, გ------------–-----ის მშობლებს წარმოადგენენ მამა - ი-----–ი ბ---–-----ე და დედა ნ--------–-----ე. საქმეში არსებული ქორწინების მოწმობით, ი-----–ი ბ---–-----ე და ნ--------–-----ე (ქორწინებამდელი გვარი ,,ი------ე“) დაქორწინდნენ 1----–-–----------------–ს. საქმეში წარმოდგენილია გ------------–-----ესა და ნ--–- ი------ეს ასევე, ნ--–- ი------ესა და მამკვიდრებელ ლ--–-----–--ეს შორის ნათესაური კავშირის დამდგენი დოკუმენტები (იხ. ტ.2; ს.ფ 26-37). ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გ------------–-----ე წარმოადგენს ნ--–- ი------ის ბიძას, ე.ი მისი მეოთხე რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს.

 

4.2. რაც შეეხება დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებს, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად უთხრა უარი მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: სამკვიდროს მიღება წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზოგადად გარიგების ნიშან-თვისებები იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რაც სამკვიდროს მიღების შესახებ გარიგებისთვისაა დამახასიათებელი. მამკვიდრებლის გარდაცვალებისას სამკვიდროს მიღება მემკვიდრისათვის იმპერატიულ მოთხოვნას არ წარმოადგენს (გამონაკლისია, სახელმწიფო) და იგი მემკვიდრის ნებაზე დამოკიდებული აქტია.

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო ქონების ფლობა ან მართვა. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან (ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად). ამდენად, სამკვიდროს მიღების ფაქტს, განსახილველი ნორმის თანახმად, გააჩნია უკუძალა, ე.ი, მემკვიდრემ, რომელმაც მიიღო სამკვიდრო ქონება, ითვლება მის მესაკუთრედ სამკვიდროს გახსნის დღიდან და შესაბამისად, სამკვიდრო ქონების მოცულობა განისაზღვრება სამკვიდროს გახსნის დღეს არსებული ქონებით. შესაბამისად, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვს თვეში სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით ან ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ მემკვიდრეს სამკვიდრო უკვე მიღებული აქვს და მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ნორმაში მითითებული დათქმა საპატიო მიზეზის თაობაზე წარმოადგენს შეფასების საკითხს და მოსარჩელის ვალდებულებაა მიუთითოს იმგვარ სარწმუნო გარემოებებზე, რომელთა ანალიზითაც სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ მემკვიდრეს არ ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა, დადგენილ ვადაში მიემართა ნოტარიუსისათვის ან უშუალოდ დაუფლებოდა სამკვიდროს, რამდენადაც სამკვიდროს მიღება, იურიდიული თვალსაზრისით, როგორც ზემოთ აღინიშნა, წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას და სამართლებრივი შედეგის მისაღწევად მხოლოდ ნების არსებობა არ არის საკმარისი, რამდენადაც ნება შინაგანი, სუბიექტური კომპონენტია და იურიდიული ძალის მატარებელი მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც დასრულდება მისი ობიექტურად შეცნობადად გამოხატვის პროცესი. სარჩელის თანახმად, სამკვიდროს მიღების ვადის საპატიოდ გაშვებას გ------------–-----ე უკავშირებს ავადმყოფობის ფაქტს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმ-----ებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დადასტურება იმისა, რომ მან ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სამკვიდროს დადგენილ ვადაში მიღება და ამდენად, გაშვებული ვადა საპატიოა. სადავო ფაქტის დადასტურება ვერ განხორციელდება სარჩელზე დართული მტკიცებულებებით (პაციენტის სამედიცინო ბარათით, პაციენტის გასინჯვის ფურცლით, ჯანმრთელობის გამოკვლევის დოკუმენტაციით და რეცეპტებით), უკეთუ აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად არ ადგენს მოსარჩელის იმგვარ უუნარობას, რაც ხელს შეუშლიდა სამკვიდროს მისაღებად სავალდებულო პროცედურების განხორციელებაში. მტკიცების ტვირთი იმისა, რომ გ------------–-----ეს არ შეეძლო დადგენილ ვადაში კანონით დადგენილი რომელიმე ფორმით მემკვიდრეობის მიღება, როგორც უკვე აღინიშნა, აპელანტს ეკისრებოდა. მას უნდა წარმოედგინა სადავო ფაქტის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. ვინაიდან, გ------------–-----ე არ იქნა მიჩნეულ ლ--–-----–--ის მემკვიდრედ, აღნიშნული ასევე გამორიცხავს 2----–-–----- ს-------რის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისადმი მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობას და შესაბამისად, დასახელებული შემდგომი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მ-----ის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა

 

1. გ------------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მ-----ის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი

 

მოსამართლეები ლევან გვარამია

 

გელა ქირია