განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340100118002491373
საქმე #1ბ/1430-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ო-------------–---–ის
ადვოკატის: ლ--–-------–-–---–ის
მსჯავრდებულის: ლ-----------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ლ-----------–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #2----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ლ----------------------------–--–----------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 23 ნოემბერს, შუადღის საათებში, ლ----------------------------–--–----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ლ-----------–---–მა, არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–---------–--ს დაბადებული ნ------------–---–ის და 2----–-–------------ს დაბადებული ე-–----------–---–ის თანდასწრებით, მეუღლეს - ე-–---------–--------ას სახის არეში გაარტყა ხელი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ–----------ში მცხოვრები ლ-----------–---–ი და ე-–---------–--------ა 18 წელია იმყოფებიან ქორწინებაში. 2014 წლიდან ლ-----------–---–ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ლ-----------–---–ი, თავისი ოჯახის წევრების: მეუღლის - ე-–---------–--------ას და მამის - თ-------------–---–ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების - 1--------- წელს დაბადებული ნ------------–---–ის და 0--------- წელს დაბადებული ე-–----------–---–ის თანდასწრებით, სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ლახავდა მათ პატივს და ღირსებას. ლ-----------–---–ის მხრიდან მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულთა ფსიქიკურ ტანჯვას.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის შემოდგომაზე, ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ–----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ლ-----------–---–მა, უმწეო მდგომარეობაში მყოფ, ავადმყოფ, მძინარე მამას - თ-------------–---–ს სანთებელა დაადო სახეზე და განზრახ დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც მოტეხა ორი კბილი, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 აპრილს, საღამოს საათებში, ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ–----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ლ-----------–---–მა საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილების - 1--------- წელს დაბადებული ნ------------–---–ის და 0--------- წელს დაბადებული ე-–----------–---–ის თანდასწრებით, მეუღლეს - ე-–---------–--------ას ესროლა წიგნი, რომელიც მას მოხვდა სახის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის აპრილის შუა რიცხვებში, ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ–----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ლ-----------–---–მა არასრულწლოვანი შვილების - 1--------- წელს დაბადებული ნ------------–---–ის და 0--------- წელს დაბადებული ე-–----------–---–ის თანდასწრებით, დედას - ნ------------–---–ს ყელის არეში მოუჭირა ხელი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენით:
ლ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 (სამი) წელი.
ლ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 (სამი) წელი.
ლ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 (სამი) წელი.
ლ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 (სამი) წელი.
ლ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ------------–---–ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 (სამი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, ლ-----------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 (სამი) წელი.
ლ-----------–---–ი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 26 აპრილის 17:10 საათიდან 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო-------------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას ლ-----------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით. კერძოდ, პროკურორმა მოითხოვა, - მსჯავრდებულმა ლ-----------–---–მა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი მოიხადოს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ლ-----------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლ-----------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, აგრეთვე, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულების და მოწმეების - ე-–---------–--------ას, ი---------–--------ას, მ--------–--------ას ჩვენებების, მ--–--------–--------ას, ა-----------–--–---–ის, პ-------------–---–ის, გ---------------------ის, მ--–---------------–---–ის, დ-------------ის, მ-----–--------–---–ის, მ---–-----------–--ის, ნ------------–---–ის, ე-–----------–---–ის, ნ------------–---–ის, თ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმების, სასამართლოში ლ-----------–---–ის მიერ დანაშაულების აღიარების, სტომატოლოგის ცნობის, სამედიცინო ისტორიის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ-----------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ლ-----------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, უსამართლო და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული, ძალადობრივი დანაშაულის ხუთი ეპიზოდი, ჩადენილი ოჯახის წევრების მიმართ. ამასთან, მსჯავრდებული არ არის შერიგებული დაზარალებულებთან და არსებობს მათ შორის ახალი კონფლიქტის რისკი. მსჯავრდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დანაშაულის აღიარებას. მსჯავრდებულისთვის დანიშნული ასეთი მსუბუქი სასჯელი, შესაძლოა, პირიქით, წამახალისებელიც გახდეს როგორც მისთვის, ასევე სხვა პირთათვის. (იხ. სააპელაციო საჩივარი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ლ-----------–---–ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტები აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე, რომ ლ-----------–---–ის მიერ ჩადენილია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული, განზრახი ძალადობრივი ქმედებები ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ – ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს ლ-----------–---–ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ნიშნებს, ურომლისოდაც ზემოხსენებული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულები სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებებს სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, სასჯელის დანიშვნისას აღნიშნულ გარემოებებზე მითითება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და სააპელაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული. სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარე, აგრეთვე, გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული ლმობიერი სასჯელი არათუ ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, არამედ ის წამახალისებელი იქნება თვითონ დამნაშავისთვის ან სხვა პირებისთვის ახალი დანაშაულის ჩასადენად. აღნიშნულ მოსაზრებას სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება. სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია, ზოგადად სასჯელი როგორ შეიძლება გახდეს წამახალისებელი სხვა დანაშაულის ჩასადენად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ლ-----------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, პენიტენციურ დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ლ-----------–---–ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელების პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში პროკურორის სააპელაციო საჩივრის განხილვისას ლ-----------–---–მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, იგი არ არის ნასამართლევი. ამასთან, ლ-----------–---–მა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ მთელ რიგ გარემოებებს, კერძოდ, დაზარალებულები შერიგებული არიან მსჯავრდებულთან და აგრძელებენ ერთ ოჯახად ცხოვრებას, დანაშაულის ჩადენიდან დღემდე მსჯავრდებულის მხრიდან ოჯახის წევრების ან ვინმეს მიმართ რაიმე ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ლ-----------–---–ი დასაქმებულია და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ჰყავს მოხუცი მშობლები და მცირეწლოვანი შვილები, ლ-----------–---–მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებების დიდი ნაწილი, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ასევე, სასჯელის დანიშვნისას, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ-----------–---–ს „ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა, გართულებული ალკოჰოლიზაციით, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა).“ აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯავრდებულმა სააპელაციო პალატის სხდომაზე განაცხადა, რომ იგი აღარ ეტანება ალკოჰოლურ სასმელებს და საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ დაიწყო მკურნალობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ლ-----------–---–ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენი ლ-----------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ-----------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენი ლ-----------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ლ-----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი;
ლ-----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი;
ლ-----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი;
ლ-----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი;
ლ-----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, ლ-----------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;
ლ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 26 აპრილიდან 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
პირობით მსჯავრდებულ ლ-----------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ლ-----------–---–ს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე