განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2018
საქმის ნომერი
330210016001395319
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/893-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ანა გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე, ეკატერინე ცისკარიძე

სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - შპს „მ--------- ხ----–--–--ას სახელობის ბ--–---ა საერთაშორისო ს------------ო სკოლა ჩ-------- 2---“;

წარმომადგენელი - თ-------–-–-------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარეი – ნ------- კ-------–---ი;

წარმომადგენელი - გ------------–---–ი;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ნ------- კ-------–---ის სარჩელი შპს "მ--------- ხ----–--–--ას სახელობის ბ--–---ა საერთაშორისო ს------------ო სკოლა ჩ-------- 2----ის" მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა. შპს "მ--------- ხ----–--–--ას სახელობის ბ--–---ა საერთაშორისო ს------------ო სკოლა ჩ-------- 2----ს" დაეკისრა 86 000 აშშ დოლარის გადახდა ნ------- კ-------–---ის სასარგებლოდ. ნ------- კ-------–---ის სარჩელი შპს „მ--------- ხ----–--–--ას სახელობის ბ--–---ა საერთაშორისო ს------------ო სკოლა ჩ-------- 2----ის“ მიმართ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. შპს „მ--------- ხ----–--–--ას სახელობის ბ--–---ა საერთაშორისო ს------------ო სკოლა ჩ-------- 2---“ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია, რომელიც 2--- წლის 12 ივლისს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ იქნა დარეგისტრირებული.

 

2.2. წესდების შესაბამისად, მოპასუხე კომპანიის საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 10 000 ლარის ოდენობით.

 

2.3. საზოგადოება დაფუძნებულია 13 პარტნიორის წილობრივი მონაწილეობით. შესაბამისად თითოეული პარტნიორის წილი განისაზღვრა შემდეგნაირად:

- მ--------- ხ----–--–--ა - 15% - 1500 ლარი;

- გ------ი ხ----–--–--ა - 15% - 1500 ლარი;

- მ-----ა ხ----–--–--ა - 15% - 1500 ლარი;

- თ---------- ლ-----ე - 5% - 500 ლარი;

- ზ---- ლ-----ე - 4% - 400 ლარი;

- ლ-–-------ა - 5% - 500 ლარი;

- ი-----------ა - 4% - 400 ლარი;

- მ--------------------ი - 9% - 900 ლარი;

- მ--–---------–--–-–---–ი - 9% - 900 ლარი;

- მ-----–---------ა - 5% - 500 ლარი;

- ქ-----------–---ე - 5% - 500 ლარი;

- რ-----------ე - 5% - 500 ლარი;

- ა-----------–---ა - 4% - 400 ლარი.

 

2.5. შპს „მ--------- ხ----–--–--ას სახელობის ბ--–---ა საერთაშორისო ს------------ო სკოლა ჩ-------- 2---“-ის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას 2008-2009 წლებში ახორციელებდა თ-----------ა.

 

2.6. ნ------- კ-------–---მა 2013 წლის 10 მაისს მიმართა შპს „მ--------- ხ----–--–--ას სახელობის ბ--–---ა საერთაშორისო ს------------ო სკოლა ჩ-------- 2---“-ს ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, თუმცა, უშედეგოდ.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.7. შპს „მ--------- ხ----–--–--ას სახელობის ბ--–---ა საერთაშორისო ს------------ო სკოლა ჩ-------- 2---“-ის პარტნიორმა ნ------- კ-------–---მა 2008 წლის 6 ივნისს კომპანიას გადასცა 86 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ნ------- კ-------–---ის მხრიდან საზოგადოებისათვის 86 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულება - სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლითაც დგინდება ნ------- კ-------–---ის მხრიდან კომპანიაში თანხის შეტანა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება და მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტების საფუძველზე მოახდინა შედავება, რაც ვერ გახდება წერილობითი მტკიცებულებით დადასტურებული ფაქტის გამაბათილებელი.

 

2.8. ნ------- კ-------–---ის მიერ 2008 წლის 6 ივნისს თანხის გადაცემა შპს „მ--------- ხ----–--–--ას სახელობის ბ--–---ა საერთაშორისო ს------------ო სკოლა ჩ-------- 2----ისათვის“ განხორციელდა სესხის სახით. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმ საფუძვლის განსაზღვრა, რაც გახდა თანხის გადაცემის წინაპირობა, კერძოდ, მოსარჩელე მხარე აპელირებს, რომ მისი მხრიდან თანხის გადაცემა განხორციელდა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისად ითხოვს მის დაბრუნებას, თავის მხრივ, მოპასუხე პარტნიორის მხრიდან თანხის კომპანიისათვის გადაცემას მოიაზრებს, როგორც განხორციელებულ შენატანს და უსაფუძვლოდ მიიჩნევს მისი დაბრუნების თაობაზე მოთხოვნას. მოპასუხის პოზიციას ამყარებს საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერი, რომელშიც აღნიშნულია თანხის მიღება, როგორც „პარტნიორის შემონატანი“.

 

თანხის გადაცემის სამართლებრივი საფუძვლის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა ურთიერთკავშირი ადასტურებს, რომ ნ------- კ-------–---მა 86 000 აშშ დოლარი კომპანიას გადასცა სესხის სახით, კერძოდ, მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტები: საზოგადოების საწესდებო კაპიტალი, 06.06.2008 წლის შემდგომ არ გაზრდილა და როგორც თანხის მიღებამდე შეადგენს - 10 000 ლარს; ნ------- კ-------–---ის წილი, როგორც თანხის გადაცემამდე, ასევე მას შემდეგ განისაზღვრება 5%-ით და მისი წილობრივი მონაწილეობა არ გაზრდილა. თანხის მიღების შემდგომ ასევე არ შეცვლილა პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობა.

 

ამდენად, აღნიშნული ფაქტები იძლევა დასკვნის საბაბს, რომ თანხის გადაცემა განხორციელდა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე და პარტნიორს შენატანის სახით კომპანიისათვის თანხა არ გადაუცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენატანის გახორციელება აისახებოდა მის წილობრივ მონაწილეობაზე საწარმოს მონაცემებში. იმ გარემოებას, რომ ნ------- კ-------–---მა სესხის სახით გადასცა კომპანიას თანხა, ამყრებს ასევე მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ, მოწმე თ-----------ამ, რომელიც თანხის მიღებისას ახორციელებდა საწარმოს დირექტორობას, განმარტა, რომ კომპანია იმ პერიოდში იმყოფებოდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, კერძოდ ვერ ახორციელებდა კრედიტების, კომუნალური გადასახადებისა და ხელფასების გაცემას, რის გამოც, მისმა პარტნიორმა კომპანიის გადარჩენის მიზნით სესხის სახით გადასცა თანხა, რომელიც მთლიანად მოხმარდა ვადამოსულ ვალდებულებებს. შეთანხმების შესაბამისად თანხა ნ------- კ-------–---ს განსაზღვრული ვადით კომპანიისათვის არ გადაუცია და საზოგადოება ვალდებული იყო სესხი დაებრუნებინა გამსესხებლისათვის, როგორც კი გარკვეულ შემოსავალს მიიღებდა ან ამას გამსესხებელი მოითხოვდა. მოწმის განმარტებით, მისი დირექტორობის პერიოდში თანხა ნ------- კ-------–---ისათვის არ დაბრუნებულა. მოწმე ლია გეჯაძემ, რომელიც კომპანიის ბუღალტერი იყო სადავო პეროდში განმარტა, რომ მისი მხრიდან სალაროს შემოსავლის ორდერში აღნიშნული იქნა „პარტნიორის შემონატანი“, რაშიც იგულისხმა ის, რომ პარტნიორმა სესხის სახით გადასცა თანხა კომპანიას, ხოლო ბუღალტრულად აღნიშნული თანხა მითითებული იქნა, როგორც სესხი. მოწმის განმარტებით, იმ პერიოდში სხვა პარტნიორებს კომპანიაში თანხა არ შეუტანიათ მათი წილის შესაბამისად.

 

ამდენად, დადგენილი ფაქტები და მოწმეთა ჩვენებები ამყარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას მისი მხრიდან თანხის სესხით სახის გადაცემასთან მიმართებით, რაც კომპანიის პარტნიორს ანიჭებს მისი უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. უნდა განიმარტოს, რომ სკ-ს 24-ე მუხლის საფუძველზე კომპანია დამოუკიდებელი სუბიექტია და იგი მისი პარტნიორის მიმართ ისევე აგებს პასუხს, როგორც სხვა ნებისმიერი ქმედუნარიანი პირი.

 

2.9. ნ------- კ-------–---ის მოთხოვნა შპს „მ--------- ხ----–--–--ას სახელობის ბ--–---ა საერთაშორისო ს------------ო სკოლა ჩ-------- 2---“-ის მიმართ სესხის სახით გადაცემული თანხის დაბრუნების თაობაზე არ არის ხანდაზმული.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიას თანხა გადასცა განუსაზღვრელი ვადით, ამასთან დადგენილია, რომ კრედიტორმა მოვალეს შესრულება მოსთხოვა 2013 წლის 10 მაისს. ნ------- კ-------–---მა თავდაპირველად სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ--------- ხ----–--–--ას სახელობის ბ--–---ა საერთაშორისო ს------------ო სკოლა ჩ-------- 2---“-ის მიმართ 2006 წლის 20 აპრილს, ანუ მოთხოვნის ხანდაზმულობის სამ წლიან ვადაში, აღნიშნული სარჩელი სასამართლოს მიერ არ იქნა მიღებული, ხოლო განსახილველი სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 14 ივნისს. ამდენად, მოპასუხის მტკიცება ხანდაზმულობასთან მიმართებით უსაფუძვლოა. მოთხოვნა არ არის ხანდაზმული და მისი განხორციელება არ არის დამოკიდებული მოვალის ნებაზე, კერძოდ მოსარჩელემ თავდაპირველად სარჩელი აღძრა ხანდაზმულობის 3 წლიან ვადაში, რომლის მიღებაზეც მას სასასამართლოს მიერ უარი ეთქვა, ამასთან, კონკრეტული სარჩელი მოსარჩელის მიერ აღძრულია უარის თქმის შემდგომ 6 თვიან ვადაში.

 

სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის მტკიცებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით, მით უფრო კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულება, რომლის განხორციელებაც სსკ-ს 365-ე მუხლის საფუძველზე, დამოკიდებულია მოსარჩელის ნებაზე. ამასთან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით ხანდაზმულობის ვადა იწყება არა გარიგების დადების, არამედ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნა წარმოიშობა, მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის ახსნა-განმარტების შესაბამისად მისი მითხოვნა წარმოიშვა 2013 წლის 10 მაისს, ხოლო სარჩელით სასამართლოს მომართა თავდაპირველად 2016 წლის აპრილში, ხოლო შემდგომ ივნისში, ამდენად მისი მოთხოვნა არ არის ხანდაზმულო და არ არსებობს ამ საფუძვლით სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.

 

სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ასევე მიუთითოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ხანდაზმულობა არის მოპასუხის შესაგებელი, რომელზე მითითებაც მოპასუხის ვალდებულებაა შესაბამის ეტაპზე, რაც კონკრეტულ შემთხევაში მოპასუხის მხრიდან მოსამზადებელ ეტაპზე არ განხორციელებულა. თუმცა სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, მიუხედავად პროცესუალური თვალსაზრისით შედავების განხორციელების დასაშვებობისა, კონკრეტული სარჩელი არ არის ხანდაზმული.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.10. დადგენილია, რომ ნ------- კ-------–---მა შპს „მ--------- ხ----–--–--ას სახელობის ბ--–---ა საერთაშორისო ს------------ო სკოლა ჩ-------- 2---“-ს 2008 წლის 6 ივნისს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა 86 000 აშშ დოლარი განუსაზღვრელი ვადით.

2.11. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიამ სესხის სახით მიიღო თანხა, რომელიც მისი მხრიდან გამსესხებლისათვის არ დაბრუნებულა. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს თანხა დაუბრუნოს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო თუ ვადა არაა განსაზღვრული მაშინ კრედიტორის მოთხოვნის შესაბამისად. კონკრეტულ შემთხვევაში ნ------- კ-------–---ი 2013 წლიდან ითხოვს თანხის დაბრუნებას, თუმცა შპს „მ--------- ხ----–--–--ას სახელობის ბ--–---ა საერთაშორისო ს------------ო სკოლა ჩ-------- 2---“ არ ასრულებს მისი მხრიდან ნაკისრ თანხის დაბრუნების ვალდებულებას, რისი მოთხოვნის უფლებაც გამსესხებლს, კონკრეტულ შემთხვევაში, ნ------- კ-------–---ს გააჩნია.

2.12. კონკრეტულ შემთხვევაში, ნ------- კ-------–---მა შპს „მ--------- ხ----–--–--ას სახელობის ბ--–---ა საერთაშორისო ს------------ო სკოლა ჩ-------- 2---“-ს მიმართა 2013 წლის 10 მაისს, ხოლო სარჩელით სასამართლოს თავდაპირველად მომართა 2016 წლის 20 აპრილსა და კონკრეტული სარჩელი წარმოდგენილია 2016 წლის 14 ივნისს. კონკრეტულ შემთხვევაში, ნ------- კ-------–---მა სასამართლოს მომართა მოთხოვნის წარმოშობიდან 3 წლიან ხანდაზმულობის ვადაში. კერძოდ, თავდაპირველი სარჩელი, რომელიც მიღებაზე უარის საფუძვლით დაუბრუნდა მოსარჩელეს შემოვიდა 2016 წლის 20 აპრილს, ხოლო განსახილველი სარჩელი შემოსულია სამოქალაქო კოდექსით დადგენილ 6 თვიან ვადაში, რაც უსაფუძვლოს ხდის მხარის მითითებას ხანდაზმულობასთან მიმართებით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ნ------- კ-------–---ის სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. საქმეში წარმოდგენილია სალაროს შემოსავლის ორდერი, რომელშიც აღნიშნულია თანხის მიღება, როგორც პარტნიორის შემონატანი და არა როგორც სესხი. ამდენად, მოპასუხეს არ უნდა დაკისრებოდა თანხის გადახდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. წინამდებარე განჩინებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენს რა სახის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა შპს „მ--------- ხ----–--–--ას სახელობის ბ--–---ა საერთაშორისო ს------------ო სკოლა ჩ-------- 2----სა“ და ნ------- კ-------–---ს შორის და აღნიშნულის შესაბამისად, არის თუ არა სახეზე მოპასუხისათვის 86 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიება და შესაბამისი წინაპირობების განხორციელების დადგენა მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასებისათვის, აღნიშნული კი სასამართლოს პრეროგატივაა. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: # ას-1529-1443-2012, # ას-973-1208-04; # ას-664-635-2016), ასევე, სუსგ საქმე N737-689-2017, 11.04.2018).

 

უპირველესად, მიზანშეწონილია სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობა, კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე, თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება გადაიდოს.

 

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დაწყების შემდეგ ე.ი. მთავარ სხდომაზე დაუშვებელია ისეთი შუამდგომლობებისა თუ განცხადებების აღძვრა, რომლებიც არ ყოფილა დაყენებული მოსამზადებელ სტადიაზე არასაპატიო მიზეზით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი სადავო არ გაუხდია საქმის წინასწარი მომზადების სტადიაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სადავოდ არ გაუხდია სარჩელის ხანდაზმულობა, რაც გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას იმსჯელოს მასზე.

 

რაც შეეხება მხარეებს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას, მოსარჩელე მიუთითებს, რომ თანხის გადაცემა განხორციელდა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მოპასუხე განმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა პარტნიორის მიერ განხორციელებულ შენატანს. პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სახელდობრ: ნ------- კ-------–---ის მიერ 2008 წლის 6 ივნისს თანხის გადაცემა შპს „მ--------- ხ----–--–--ას სახელობის ბ--–---ა საერთაშორისო ს------------ო სკოლა ჩ-------- 2---“-ისათვის განხორციელდა სესხის სახით. აღნიშნულზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ საზოგადოების საწესდებო კაპიტალი, 06.06.2008 წლის შემდგომ არ გაზრდილა და როგორც თანხის მიღებამდე შეადგენს - 10 000 ლარს; ნ------- კ-------–---ის წილი, როგორც თანხის გადაცემამდე, ასევე მას შემდეგ განისაზღვრება 5%-ით და არც მისი წილობრივი მონაწილეობა არ გაზრდილა. ასევე, საქმეში წარმოდგენილი, მოწმის ჩვენებით (მოწმე თ-----------ა, რომელიც თანხის მიღებისას ახორციელებდა საწარმოს დირექტორის ფუნქციას), ირკვევა, რომ კომპანია იმ პერიოდში იმყოფებოდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, ვერ ახორციელებდა კრედიტების, კომუნალური გადასახადებისა და ხელფასების გაცემას, რის გამოც, მოსარჩელისაგან ისესხეს სადავო თანხა. მოწმე ლია გეჯაძემ, რომელიც კომპანიის ბუღალტერი იყო სადავო პეროდში აღნიშნა, რომ მისი მხრიდან სალაროს შემოსავლის ორდერში აღნიშნული იქნა „პარტნიორის შემონატანი“, რაშიც იგულისხმა ის, რომ პარტნიორმა სესხის სახით გადასცა თანხა კომპანიას, ხოლო ბუღალტრულად აღნიშნული თანხა მითითებული იქნა, როგორც სესხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები მოითხოვენ გამოკვლევას სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით, გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად კი, სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის დასადგენად კანონმდებელი მოსარჩელის მტკიცების ტვირთს გარკვეულწილად აძლიერებს. სასესხო ურთიერთობაში თანხის სესხად გადაცემის ფაქტის მტკიცების ტვირთი თანხის გამცემის - მოსარჩელის მხარეზეა, რომელმაც, გარდა თავისი განმარტებისა, სხვა მტკიცებულებით დამაჯერებლად უნდა დაადასტუროს სესხის ხელშეკრულების დადება.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის ნორმატიული აღწერილობით განსაზღვრულია რომელი კომპონენტების არსებობის შემთხვევაშია სახეზე სასესხო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რაც გამორიცხავს სამართლებრივ კვალიფიკაციაში ცდომილებას. ამავე, ნორმით განსაზღვრულია მტკიცების საგანი ანუ, იმ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სადავო ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის უნდა არსებობდეს და თავის მხრივ, წარმოგვიდგება, როგორც სამართალურთიერთობის კვალიფიკაციის პირველი ეტაპი. ამ დროს მხარეები იზღუდებიან არა თავად გარიგების ფორმის, არამედ მტკიცებითი საშუალებების არჩევანში. სამართალურთიერთობის კვალიფიკაციის მომდევნო ეტაპზე კი, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი იმგვარად, რომ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია (გამსესხებელს), ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი კი, მსესხებელს. ამ საპროცესო ვალდებულებების სწორი განაწილება წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის მონაწილეთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და მართლწესრიგის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის წინაპირობას. პალატა ასევე მიუთითებს, რომ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას წარმოადგენს, ანუ ის დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. შესაბამისად, მარტოოდენ, სესხის შესახებ შეთანხმება (არსებით პირობებზე შეთანხმება) ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგანაც სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და იურიდიული ძალის აუცილებელი პირობაა ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლისთვის რეალურად (ფიზიკურად) გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, მხარემ უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოებაც.

 

აღსანიშნავია, რომ ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი). სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეების მიერ ნაკისრი უფლება-მოვალეობების ანალიზი ცხადყოფს, რომ სესხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება, ხოლო თანხის გადახდის მსესხებელს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

თანხის გადახდის თაობაზე მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებული წესის თანახმად უნდა მოხდეს. დასახელებული მუხლი, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სამოქალაქო კოდექსის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ იგი მოვალისათვის დისპოზიციურ, ხოლო კრედიტორისათვის იმპერატიულ ხასიათს ატარებს, კერძოდ: დისპოზიციურობა გამოიხატება იმ ფაქტში, რომ მოვალე, როგორც გონივრულად და წინდახედულად მოაზროვნე სუბიექტი, რომელიც იმ შემთხვევაში თუ, მხარეები გადახდის წესზე არ შეთანხმებულან ფულადი ვალდებულების შესრულების ფორმად ნაღდ ანგარიშსწორებას აირჩევს, მას შეუძლია კრედიტორს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს, რა დროსაც, კრედიტორი ვალდებულია გასცეს დასახელებული დოკუმენტი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა წარმოედგინა უნაღდო ან ნაღდი ანაგარიშწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები), რაც მის მიერ არ განხორცილებულა, შესაბამისად, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა ნ------- კ-------–---ის სასარგებლოდ 86 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.რუსთავის მერიას უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს "მ--------- ხ----–--–--ას სახელობის ბ--–---ა საეთაშორისო ს------------ო სკოლა ჩ-------- 2---"-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ანა გოგიშვილი

 

მოსამართლეები ხათუნა არევაძე

 

ეკატერინე ცისკარიძე