განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001434387
საქმე #1/ბ-1052-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლევან თევზაძე
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და------------ე;
დაცვის მხარე:
ადვოკატები - ქა-----–------–----ე, ნო------–--–--ე;
მსჯავრდებული - ალ-------------------------ი, დაბადებული 19-- წლის 2-------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, დაოჯახებელი, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------------------.
მსჯავრდებული - ოლ----------------------–-–---–ი, დაბადებული 196- წლის 1----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, დაოჯახებელი, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული: ქ--–-------------–-------------------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--–-------------–----------–---------------.
ალ---------------ის ქმედების კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღებაში დახმარება);
2. საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი (სხვა საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი ჯგუფურად);
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივლისის განაჩენით:
ალ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.
ალ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ალ---------------ს განესაზღვრა ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.
ოლ---------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.
ოლ---------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ოლ---------–-–---–ს განესაზღვრა ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ალ---------------ისთვის და ოლ---------–-–---–ისთის უფრო მკაცრი სასჯელების დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ დანიშნული სასჯელები შეუსაბამოა დამნაშავეების პიროვნებასთან, ქმედების ხასიათთან და უგულებელყოფილია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მოთხოვნები. მართალია მსჯავრდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული და სადავოდ არ გახადეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მაგრამ ჩადენილი ქმედებების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა მხოლოდ მონანიება, არამედ ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია და კატეგორია, ასევე ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ხერხი და ობიექტური ვითარება. კერძოდ, ის ფაქტი, რომ ალ---------------მა და ოლ---------–-–---–მა წინასწარ შემუშავებული სქემის ფონზე სახელმწიფო ბიუჯეტს მოტყუებით მიაყენეს დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი, უკანონოდ მიღებული დღგ-ს თანხის ჩათვლით, სულ 139129 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულებს დაახლოებით ექვსი წელი ქონდათ იმისათვის, რომ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი აენაზღაურებინათ. დანიშნული სასჯელი ყოველთვის აღუსრულებელი იქნება იმ ფონზე, როდესაც ბრალდებულებად ყოფნის პერიოდშიც კი სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის შიშის ფაქტორის გათვალისწინებამაც არ განაპირობა მათი მხრიდან სახელმწიფოსთვის მიყენული ზიანის ანაზღაურება.
მსჯავრდებულ ალ---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა ალ---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. არის ხანდაზმული ასაკის, პენსიონერი, აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, წარსულში არ არის ნასამართლევი, დაავადებულია არაერთი მძიმე ავადმყოფობით.
მსჯავრდებულ ოლ---------–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან ოლ---------–-–---–მა გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიყენებული ზარალის ნაწილი - 20600 ლარი ანაზღაურებული აქვს და დანარჩენს ნაწილსაც ეტაპობრივად აანაზღაურებს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლომ დაადგინა:
2006 წლის 28 ივლისს რეგისტრირებულია შპს „ა-–-----“ (ს/ნ 2--------), რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს თხევადი აირის იმპორტი და რეალიზაცია. დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 01.10.2006 წელს. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორია ალ---------------ი (პ/ნ 5----------) — 100%-იანი წილით. შპს „ფ-----------------“ (ს/ნ 2--------) დაფუძნებულია 1996 წლის 31 მარტს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 26.08.2005 წელს. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს თხევადი აირის იმპორტი და რეალიზაცია. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან ნი---------------ი (პ/ნ 0----------) – 5-%-იანი წილი და და-----–---–-----ი (პ/ნ 0----------) - 5-%-იანი წილი. კომპანიის დირექტორია და-----–---–-----ი (პ/ნ 0----------).
2007 წლიდან შპს „ა-–-----“-ს (ს/ნ 2--------) და 2011 წლიდან შპს „ფ-----------------“-ს (ს/ნ 2--------) ფაქტობრივად მართავდა და ამ კომპანიების სახელით სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა ოლ---------–-–---–ი და მის მიერ იმპორტირებული თხევადი გაზის რეალიზაციიდან 1 ტონაზე 15-20 აშშ დოლარს უხდიდა კომპანიის დირექტორებს და დამფუძნებლებს და-----–---–-----ს და ალ---------------ს. ოლ---------–-–---–ი შპს „ა-–-----“-ს მეშვეობით იმპორტირებული თხევადი აირის რეალიზაციას ახდენდა სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დოკუმენტის გარეშე, რის შედეგადაც საქონლის იმპორტი შეძენისას მიღებული დღგ-ის ჩათვლები უფიქსირდებოდა დღგ-ის ზედმეტობაში.
ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლებისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რათა შპს „ფ-----------------“-ს სახელით იმპორტირებული საქონლის განბაჟების დროს ოლ---------–-–---–ს არ გადაეხადა ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადები, მან მის ფაქტობრივ მმართველობაში არსებული კომპანია შპს „ა-–-----ს“ სახელით, ალ---------------ის დახმარებით გამოწერა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომელთა საფუძველზე შპს „ფ-----------------“-მა ფიქტიური სასაქონლო ოპერაციების საფუძველზე მიიღო უკანონო დღგ-ის ჩათვლები და აღნიშნული დღგ-ის ჩათვლები კომპანიამ გადაიტანა ზედმეტობაში.
ზემოხსენებული მართლსაწინააღმდეგო გეგმის განხორციელებაში ოლ---------–-–---–ს აქტიურ დახმარებას უწევდა ალ---------------ი, რადგან სწორედ მის მიერ მითითებული ყალბი მონაცემების მიხედვით ბუღალტერი ქე------ ნა-------ძე ახდენდა საგადასახადო დოკუმენტაციის შედგენას და მიწოდებული ყალბი მონაცემების დოკუმენტაციაში ასახვას. აღნიშნული ქმედებით და საკუთარი სამეწარმეო სუბიექტის გამოყენებით ალ---------------ი დახმარებას უწევდა ოლ---------–-–---–ს, რითაც ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით შეცდომაში შეჰყავდა სახელმწიფო და ეუფლებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ თანხებს. ალ---------------ი უშუალოდ იყო ჩართული საქონლის განბაჟების პროცედურებში, თხევადი გაზის რეალიზაციის, გაყიდული საქონლის თანხების ამოღების და საგადასახადო დოკუმენტების შედგენის პროცესში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ალ---------------ის და ოლ---------–-–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ და------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
სააპელაციო პალატა სასჯელის განსაზღვრის დროს ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულებისთვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ხასიათი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამნაშავეთა პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიური პირობები, ყოფაქცევა ჩადენილი ქმედების შემდეგ. ამასთან, მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ ალ---------------მა და ოლ---------–-–---–მა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ ცნეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყვეს საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მათთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულების ალ---------------ის და ოლ---------–-–---–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს, პალატა ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის შემდეგ ზიანის ანაზღაურებისაკენ მსჯავრდებულების მისწრაფებას, იმ გარემოებას, რომ ოლ---------–-–---–მა ნაწილობრივ აანაზღაურა მიყენებული ზიანი, რაც დასტურდება სასამართლოში წარმოდგენილი გადახდის ქვითრით, ამასთან, გამოთქვა მზადყოფნა ეტაპობრივად ზიანის ანაზღაურების შესახებ. ასევე ითვალისწინებს, მსჯავრდებულ ალ---------------ის ასაკს (არის 68 წლის), მის ჯანმრთელობის მდგომარეობას (დაავადებულია შაქრიანის დიაბეტით, არის ინსულინდამოკიდებული; მასვე კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა: მარცხენა შუა ფოსოს არაქნოიდული კისტა, ქრონიკული დისჰემიური ლაკუნები. მსუბუქი კორტიკალური ატროფია. მარჯვენა ვერტებრული არტერიის ჰიპოპლაზია; მუცლის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფიის შედეგად დაუდგინდა: ღვიძლის დიფუზიური დაზიანების ნიშნები, ზომიერი პატომეგალიით. პროსტატის ადენომა - III სტ.ქრ, შეგუბებითი ცისტიტი. პათომორფოლოგიური გამოკვლევით - კეთილთვისებიანი კვანძოვანი ჯირკვლოვან-ცისტური ჰიპერპლაზია. ყოველივე არნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი სამედიცინო ცნობებით), ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები (წარსულში ნასამართლევი არ ყოფილან) არ გააჩნიათ და ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრული სასჯელები შეესაბამება, როგორც პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაცის პრინციპს, ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განაჩენით ალ---------------ს და ოლ---------–-–---–ს მსჯავრი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა) და ორივე მუხლით სრულიად კანონიერად დაენიშნათ ძირითადი სასჯელები ცალ-ცალკე, თუმცა პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით სასჯელის შემცირებაზე სასამართლომ იმსჯელა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპით საბოლოო ძირითადი სასჯელის განსაზღვრისას. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ უნდა გასწორდეს არნიშნული უზუსტობა და ალ---------------ს და ოლ---------–-–---–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით უნდა განესაზღვროთ ჯარიმა 25-00-25-00 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, უნდა შეუმცირდეთ 5-00 ლარით და შემდგომ განხორცილედეს შთანთქმის პრინციპი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ და------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განაჩენი ალ---------------ის და ოლ---------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ და------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივლისის განაჩენი ალ---------------ის და ოლ---------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ალ---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 25 000 (ოცდახუთი) ათასი ლარის ოდენობით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს და განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი) ათასი ლარის ოდენობით.
ალ---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი) ათასი ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ალ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი) ათასი ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ოლ---------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 25 000 (ოცდახუთი) ათასი ლარის ოდენობით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს და განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი) ათასი ლარის ოდენობით.
ოლ---------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ოლ---------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი) ათასი ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 მაისის განჩინებით, ალ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 20 000 ლარის უზრუნველსაყოფად, ვა----------------ს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართზე, მდებარე - თბილისი, დიღმის მასივი, მე-- კვარტალი, კორპუსი 1-- საკადასტრო კოდი 0----------------------, დადებული ყადაღა.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით, ოლ---------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 100 000 ლარის უზრუნველსაყოფად, ლე---------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ----------–----------–----------------, საკადასტრო კოდი 8------------ დადებული ყადაღა.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება: დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლევან თევზაძე