განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №180100118002673513
საქმე №1-------18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნ-------------–---–ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: გ-----------------–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ--–-----------------------–--–---------.
ადვოკატი: ქ------------–-----ე.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) თვის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) თვის ვადით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ნოემბერის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმების კუთხით. აპელანტი თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ: დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რომელიც საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ასევე სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული, რომ გ-----------------–---–ის მიმირთ წარსულშიც გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი. აპელანტს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზანი ვერ იქნება მიღწეული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელით და მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი.
სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, რითაც მსჯავრდებულმა გ-----------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ქ------------–-----ემ მხარი არ დაუჭირეს პროკურორის სააპელაციო საჩივარს.
დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ-----------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. აპელანტების მოსაზრებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ნოემბერის განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, რადგან დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას. სასამართლო მხოლოდ ფორმალურად მსჯელობს გ-----------------–---–ის შემამსუბუქებელ გარემოებებზე, თუმცა სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა და დაუნიშნა სანქციით გათვალისწინებულ მაქსიმალურ სასჯელთან მიახლოებული სასჯელი. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ 2015 წელს გაცემული შემაკავებელი ორდერი არ შეიძლება გათვალისწინებული იქნეს სასჯელის დანიშვნის დროს. გ-----------------–---–ის სოციალური და ოჯახური მდგომარეობის, ასევე იმის გათვალისწნებით, რომ დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია უნდა გავრცელდეს კანონით გათვალიწინებული შეღავათები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა გ-----------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ქ------------–-----ემ, მხარი დაუჭირეს საქმეში წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს სასჯელის შემსუბუქება.
სასამართლომ დაადგინა:
გ-----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 28 აგვისტოს, დილის საათებში, დ--–---ის რაიონის სოფელ ც--------ში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ-----------------–---–მა ყოფილ მეუღლეს ლ--–-------–-–---–ს, იმის გამო, რომ უარს ეუბნებოდა შერიგებაზე, განაწყენებულმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ლ--–-------–-–---–ი გაერიდა და ჩაიკეტა თავის ოთახში, მაგრამ გ-----------------–---–მა ოთახის კარებზე დაარტყა ფეხი, რის გამოც ლ--–-------–-–---–ი იძულებული გახდა გაეღო კარი. ამის შემდეგ გ-----------------–---–მა კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამასთან ყოფილ მეუღლეს სახისა და თავის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, რა დროსაც ლ--–-------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 28 აგვისტოს, დილის საათებში, დ--–---ის რაიონის სოფელ ც--------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ-----------------–---–მა ყოფილ მეუღლეს ლ--–-------–-–---–ს, იმის გამო რომ არ ურიგდებოდა, ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ, ყელში მოუჭირა ხელები, ახრჩობდა და დაემუქრა რომ მოკლავდა, ვინაიდან გ-----------------–---–ი გამოირჩეოდა აგრესიით, ლ--–-------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ-----------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ლ--–-------–-–---–ის, მოწმეების: გ-----------–------ის, ი------------–---–ის და ნ-----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 28 აგვისტოს ნარკოლოგიური შემოწმების №------- დასკვნით, 2018 წლის 28 აგვისტოს ალკოტესტით შემოწმების ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 31 აგვისტოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით, 2015 წლის 02 ნოემბრის №------ შემაკავებელი ორდერით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ-----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით. მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-----------------–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და შეურიგდა მას.
გ-----------------–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგეს ქმედების ჩადენა მთვრალ მდგომარეობაში.
გ-----------------–---–ის მიმართ მუქარის ბრალდებასთან მიმართებით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგეს ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. ასევე, იმ გარემოებას, რომ გ-----------------–---–მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის (2018 წლის 28 აგვისტოს მოქმედი რედაქცია) თანახმად წარმოადგენს დამაძიმებელ გარემობას.
პალატა მსჯავრდებულ გ-----------------–---–ისთვის მიმართ დანიშნული სასჯელის თანაზომიერების შეფასებისას ყურადღებას გაამახვიებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს (სტამბოლის კონვენციის) კონვენციის 45-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთას.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი გ-----------------–---–ს სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი გ-----------------–---–ს სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
პალატა აღნიშნავს, რომ გ-----------------–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ხელი შუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებული, ხოლო მის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა მთვრალ მდგომარეობაში, ასევე, მუქარის ბრალდებასთან მიმართებით ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას მიაჩნია, რომ გ-----------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ყოფილი მეუღლის, ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე. პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ-----------------–---–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის, ასევე გ-----------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ქ------------–-----ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ნოემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ქ------------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ-----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, გამოსაცდელ ვადად კი დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 01 (ერთი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და გამოყენების უფლებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, გამოსაცდელ ვადად კი დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გ-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) თვის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, გამოსაცდელ ვადად კი დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 01 (ერთი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და გამოყენების უფლებები.
აღნიშნული უფლებების შეზღუდვის ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.
გ-----------------–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გ-----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 აგვისტოს 15:20 საათიდან.
გ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო სანდოძე