განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100117002143869
საქმე №1/ბ-1368-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 თებერვალი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ-------------–---–ის,მსჯავრდებულ: მ------------–---ის,ადვოკატ: ე-–-----------–--–ის,თარჯიმან: ზ---------------ას
მონაწილეობით,მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------------–--------–----ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------- საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ დაოჯახებულის, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და მცხოვრების: მ--------–--------------------–-------–--–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: მ------------–---ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ასევე, რომ ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 13 სექტემბერს დაახლოებით 19:00 საათზე მ--------–------------------------–-------–--ში მ------------–---მა ა-–-------–---ის მაღაზიის წინ, ხელებით სცემა თავისი სიძე ს-----------------ი, რომელმაც ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ცემის ფაქტს შეესწრო ს-----------------ის არასრულწლოვანი შვილი 20---–-–----------- დაბადებული რ-----–----------ი.
2017 წლის 13 სექტემბერს დაახლოებით 19:00 საათზე მა-------–--------------------–-------–--ში ა-–--------------ის მაღაზიის წინ მ------------–---მა სცემა კ------------------ა, რის შედეგადაც ადგილიდან წავიდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა და მუშტი დაარტყა სახის არეში იქვე მყოფ ა-–--------------ს. ფიზიკური დაზიანების შედეგად კ------------------მა და ა-–--------------მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი. არ დაემორჩილა მის მოთხოვნას დაბრუნებულიყო შინ მეზობლისგან, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას - აგინებდა, მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენით მ------------–---ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
მ------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
მ------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ------------–---ს განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
მ------------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აგრეთვე, ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 13 სექტემბერს დაახლოებით 19:00 საათზე მ--------–------------------------–-------–--ში მ------------–---მა ა-–-------–---ის მაღაზიის წინ, ხელებით სცემა თავისი სიძე ს-----------------ი, რომელმაც ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 13 სექტემბერს დაახლოებით 19:00 საათზე მა-------–----------------------–-------–--ში ა-–--------------ის მაღაზიის წინ მ------------–---მა სცემა კ------------------ა, რის შედეგადაც ადგილიდან წავიდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა და მუშტი დაარტყა სახის არეში იქვე მყოფ ა-–--------------ს. ფიზიკური დაზიანების შედეგად კ------------------მა და ა-–--------------მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ მ------------–---ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დანიშნული ლმობიერი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნების განხოციელებას, ვინაიდან მ------------–---მა ძალადობა განახორციელა მთლიანობაში სამი პირის მიმართ. ამასთან მის მიმართ წარსულში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი ოჯახში ჩადენილი დანაშაულის გამო.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება მ------------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის ფაქტი.
აღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას პალატას საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები აძლევს, კერძოდ:
მ------------–---ის განმარტებით, მან განახორციელა ძალადობა ოჯახის წევრის სიძის, ს-------------------ის მიმართ, თუმცა აღნიშნულ ფაქტს არ შესწრებია ს-----------------ის არასრულწლოვანი შვილი რ-----–----------ი. მან ასევე განმარტა, რომ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და იმის გამო, რომ სიძემ მის ქალიშვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ვერ შეიკავა თავი. მ------------–---მა კ------------------ას და ა-–--------------ის მიმართ ცემის და სხვაგვარი ძალადობის ჩადენის ნაწილში, თავი სრულად სცნო დამნაშავედ და სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ.
მოწმე რ-----–----------მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი ი--–---------------ი, რომლის ჩვენებითაც ირკვევა რომ საქმეზე მის მიერ ჩატარებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დანიშნული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა და დაკითხული იქნა მოწმეები. მოწმის განმარტებით მან საქმეზე გამოკითხა მ-----------–---ის შვილი გ---–-------–----, რომელმაც გამოკითხვისას მიუთითა რომ არის მ------------–---ის შვილი. ი-–---------------ს ის დეტალები, თუ რაზე ისაუბრეს გამოკითხვისას მოწმეებმა არ ახსოვს.
სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.ამდენად, მ------------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ალმაზ მამედოვის კ------------------ას, ს-----------------ის, ა-------–-----------ას, ტ----------------ის, ა-------–----ს, ი-–---------------ის, ე-------------------ის, ა--------------------------------, ს--------------------ს გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 22 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სამედიცინო დოკუმენტაციით, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის N00------- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის N00-------- დასკვნით.
სააპელაციო პალატა აგრეთვე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, იმის თაობაზე, რომ დადასტურებულად არ იქნა მიჩნეული ს-----------------ის შვილის რ-----–----------ის ყოფნა, მ------------–---ის მიერ, სიძის - ს-----------------ის მიმართ განახორციელებული ძალადობის დროს, ვინაიდან რ-----–----------მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ოჯახის წევრის მ------------–---ის მიმართ ჩვენების მიცემაზე, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა რ-----–----------ის შემთხვევის ადგილზე ყოფნაში საქმის მასალების თანახმად არ გამოვლენილა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ მ------------–---ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, ის, რომ მ------------–---ი შერიგებულია დაზარალებულებთან და მათ არ გააჩნიათ პრეტენზია მის მიმართ, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ მ------------–-----თვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ მ------------–---ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ამასთან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათი, უკვე შესრულებული აქვს, ამიტომ მისთვის, დანიშნული სასჯელის შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
მ------------–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
მ------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
მ------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ------------–---ს განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
მ------------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გირაოს სახით მ-------------–---ის (პ------------------------------- მიერ გადახდილი 2000(ორი ათასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი