განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2019
საქმის ნომერი
330100118002503903
ინსტანცია
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002503903

საქმე 1-----19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მურმან ისაევმა

 

მსჯავრდებულ ი-----–- მ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ი-----–- თ------------ ძე მ-----–---–ის, (დაბადებული - 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–--------–-------------–----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები:---------–----------------------–---------------ში) მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----–- მ-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული; მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 3 ეპიზოდი

 

ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 4 მაისს, საღამოს საათებში, ნ-----–- ს-------ე იმყოფებოდა ქ. თ---–--–---–-----------------------------ში მდებარე მის კუთვნილ ს-–----–ი, რა დროსაც მას სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ; ყელის გამოჭრითა და ხსენებული საცხობის განადგურებით დაემუქრა ი-----–- მ-----–---–ი, ვინაიდან ნ-----–- ს-------ემ ამ უკანასკნელს არ მისცა ს-–----–ი სიგარეტის მოწევის უფლება. ნ-----–- ს-------ემ ი-----–- მ-----–---–ის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების რეალური შიში. აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 05, 06, 07 და 08 მაისს, საღამოს საათებში, ი-----–- მ-----–---–ი კვლავ მიდიოდა ქ. თ---–--–----–--------------------------------ში მდებარე ნ-----–- ს-------ის კუთვნილ ს-–----–ი და ზემოთაღნიშნული მიზეზით ნ-----–- ს-------ეს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და საცხობის განადგურებით. ნ-----–- ს-------ემ ი-----–- მ-----–---–ის თითოეული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მათი განხორციელების რეალური შიში.

 

2018 წლის 4 მაისს, საღამოს საათებში ი-----–- მ-----–---–ი იმყოფებოდა ქ. თ---–--–---–-----------------------------ში მდებარე ნ-----–- ს-------ის კუთვნილ ს-–----–ი, რა დროსაც იგი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ხსენებული საცხობის თანამშრომელს გ------- ყ------ს, ვინაიდან ამ უკანასკნელმა არ მისცა ს-–----–ი სიგარეტის მოწევის უფლება. გ------- ყ------მა ი-----–- მ-----–---–ის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 05, 06, 07 და 08 მაისს, საღამოს საათებში, ი-----–- მ-----–---–ი კვლავ მიდიოდა ქ. თ---–--–---–-----------------------------ში მდებარე ნ-----–- ს-------ის კუთვნილ ს-–----–ი და ზემოთაღნიშნული მიზეზით გ------- ყ------ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. გ------- ყ------მა ი-----–- მ-----–---–ის თითოეული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მათი განხორციელების რეალური შიში.

 

2018 წლის 14 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ნ-----–- ს-------ე იმყოფებოდა ქ. თ---–--–---–-----------------------------ში მდებარე მის კუთვნილ ს-–----–ი, რა დროსაც მას სიცოცხლის მოსპობით და ხსენებული საცხობის განადგურებით დაემუქრა ი-----–- მ-----–---–ი იმ მიზეზით, რომ ნ-----–- ს-------ემ ამ უკანასკნელს მიერ რამდენიმე დღით ადრე მუქარის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა პოლიციას. ნ-----–- ს-------ემ ი-----–- მ-----–---–ის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენით:

 

ი-----–- მ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 04 მაისის - ნ-----–- ს-------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 04 მაისის - გ------- ყ------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 მაისის - ნ-----–- ს-------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 მაისის - ნ-----–- ს-------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- მ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 500 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ი-----–- მ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ი-----–- მ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 მაისიდან.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი-----–- მ-----–---–მა, აპელანტის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, მისი პოზიციით განაჩენი არ არის სწორი, მას არ ჩაუდენია წესრიგის დარღვევა, ასევე უთითებს, რომ არის სოციალურად დაუცველი.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი ი-----–- მ-----–---–ის მიმართ, უნდა დარჩესუცვლელი,შემდეგგარემოებათაგამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი-----–- მ-----–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

დაზარალებულ ნ-----–- ს-------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ეწევა სა---------------------------------–---------–--–--------------–-------------–------ მაისის თვეში ს-–----–ი შევიდა იმ ეტაპისთვის მისთვის უცნობი პირი, როგორც გამოძიებით დადგინდა - ი-----–- მ-----–---–ი, რომელმაც აიღო გაზიანი სასმელი და შეუკვეთა შაურმა. შაურმის ფული გადაიხადა, თუმცა სასმელის ფული არ გადაუხდია. ბარმენმა - გ------- ყ------მა მოსთხოვა სასმელის თანხის გადახდა, რაზედაც უპასუხა, რომ არ გადაიხდიდა თანხას - ,,რა, პა------------- მოსულაო“ და მისივე განმარტებით, უბანში მუშაობა თუ უნდოდა, იქით უნდა გადაეხადა. აღნიშნულის შემდგომ, დაჯდა ბარში არსებულ ერთ-ერთ მაგიდასთან, მეორე სკამზე დაალაგა ფეხები და მიირთმევდა შაურმას, თან გ------- ყ------ს მოსთხოვა საფერფლე, რაზეც გ-------მ განუმარტა, რომ აღნიშნული იყო კვების ობიექტი, სადაც მოწევა არ შეიძლებოდა, დადიოდნენ კლიენტები და სთხოვა ნორმალურად დამჯდარიყო. გ------- ყ------ს კვლავ არაკორექტულად მიმართა საფერფლე ,,გამიჩითეო,“ რაზეც კვლავ უარი მიიღო. აღნიშნულზე ბრალდებული გაღიზიანდა, წამოხტა სკამიდან და მიმართა გ-------ს - ,,გამოდი ბიჭო გარეთ შენ“. მან გ------- ყ------ს უთხრა, რომ არ დაეტოვებინა სამუშაო ადგილი - ე.წ. „სალარო.“ ამ დროს კ----–- იყო კლიენტი სახელად „შ--–--,“ ხმაურზე წამოდგა და გაიყვანეს გარეთ, თუმცა იგინებოდა და იმუქრებოდა: ,,ობიექტს დაგინგრევთ, გაგინადგურებთო.“ ამის შემდეგ, ი-----–-მ მას მიმართა: ,,შენნაირი ა---------- ბევრი მინახავს, საბარგულით მიტარებია, ყელს გამოგჭრიო,“ ხოლო გ------- ყ------ს აგინებდა დედის მისამართით და მასაც ემუქრებოდა. ი-----–- მ-----–---–ის ყვირილი, მუქარა და ლანღვა-გინება გაგრძელდა დაახლოებით ნახევარ საათს, რის შემდეგ გაარიდეს ტერიტორიას. იმ დღესვე, არ დაწერა საჩივარი ვინაიდან უნდოდა უბანში მუშაობის გაგრძელება და თავი აარიდა კონფლიქტურ სიტუაციებს, თუმცა ი-----–- მ-----–---–ი კვლავ აგრესიულად და გამომწვევად იქცეოდა. ერთხელ იყო შემთხვევა, დროსაც ი-----–- მ-----–---–მა ისეთი მოძრაობა გააკეთა ვითომდა შეიარაღებული იყო და დაემუქრა, რომ თავის დანაპირებს აასრულებდა და არ ამუშავებდა უბანში. აღნიშნულის შემდეგ, იუ---------–----------------------------------- კლიენტი ჰყავდა - თ----- თ----------–--ე. ისინი ისხდნენ მაგიდასთან და საუბრობდნენ. სწორედ ამ დროს კ----–- შევიდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ი-----–- მ-----–---–ი და იგივე გაიმეორა. ის იძულებული გახდა მიემართა პოლიციისთვის, თუმცა პოლიციაზე მიმართვის შემდეგაც ბრალდებული ავიწროვებდა, ემუქრებოდა და აგრესიული იყო მის მიმართ. ი-----–- მ-----–---–ი რამდენიმე დღეში კვლავ მივიდა კ----–-, აგინა და საცხობის განადგურებითა და ყელის გამოჭრით დაემუქრა. იგი კვლავ მივიდა პოლიციის განყოფილებაში, განაცხადა მომხდარი ფაქტის შესახებ და დახმარება ითხოვა, რის შემდეგაც მოხდა ი. მ-----–---–ის დაკავება. დაზარალებულმა აჩვენა ისიც, რომ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული მუქარის გამო, ის იძულებული გახდა საცხობი დაეხურა, ვინაიდან მუქარა როგორც საცხობის განადგურების, ისე სიცოცხლის მოსპობის, რეალურად აღიქვა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შ--–-- კ-----–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ტ-------------–ად. შემთხვევის დღეს, 15:00 საათზე ქ. თბილისში, ც-----------------------------ში მდებარე კ----–- შევიდა საჭმელად. ცოტა ხანში კ----–- შევიდა ი-----–- მ-----–---–ი მეგობართან ერთად. შესვლისთანავე ი-----–-მ მაცივრის კარი გააღო, გამოიღო გაზიანი სასმელი და მიაწოდა თავის მეგობარს, რომელმაც გამოართვა და გავიდა გარეთ. ი-----–- მ-----–---–ი დაჯდა მაგიდასთან, შეუკვეთა შაურმა და გადაიხადა მხოლოდ შაურმის ფული. მოლარემ - გ------- ყ------მა მოსთხოვა სასმელის ფულის გადახდაც, რაზედაც ი-----–-მ უპასუხა სასმელი ,,პადაგრევიაო“. აღნიშნულზე, კაფის მეპატრონე ნ-----–- ს-------ე უთხრა - სად მაქვს გასაცემი საჩუქრებიო, რაზეც ი-----–- მ-----–---–მა დაიწყო ნ-----–- ს-------ის ლანძღვა-გინება, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და საცხობის დაწვით - „,არ გაგახარებ, არ გამუშავებ ამ ადგილზეო.“ ნ-----–- ს-------ეს შეეშინდა და აკანკალებდა. ი-----–- მ-----–---–ი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, აგინებდა და ლანძღავდა გ------- ყ------საც. ნ-----–- ს-------ემ და გ------- ყ------მა მოსთხოვეს ი-----–- მ-----–---–ს დაეტოვებინა კაფის ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახებდნენ პოლიციას, თუმცა ი-----–- მ-----–---–ი კვლავ განაგრძობდა ლანძღვა- გინებას, მუქარას და არ მიდიოდა საცხობიდან. აღნიშნულის შემდეგ, ჩამოჯდა მაგიდასთან და გ------- ყ------ს მოსთხოვა საფერფლის მიწოდება, რაზედაც გ-------მ უპასუხა, რომ კ----–- სიგარეტის მოწევა არ შეიძლებოდა. ამან ისევ გააღიზიანა ი-----–- მ-----–---–ი, გ-------ს დაუწყო გინება, მუქარა და სთხოვდა გარეთ გასულიყო. მოწმის განმარტებითვე, ბრალდებული იყო ძალიან აგრესიული და რომ არ ჩარეულიყვნენ, ალბათ მუქარას სისრულეში მოიყვანდა კიდეც.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ----- თ----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ-----–- ს-------ე უწევდა-------------------------------, რის გამოც ხშირად სტუმრობდა კაფეს. შემთხვევის დღეს ისხდნენ კ----–- მაგიდასთან და საუბრობდნენ, რა დროსაც მიუახლოვდა ი-----–- მ-----–---–ი, რომელსაც უნდოდა მათ მაგიდასთან დაჯდომა და დალევა. აღნიშნულზე, ნ-----–- ს-------ემ უპასუხა, რომ საქმეზე საუბრობდნენ და სთხოვა სხვა მაგიდასთან დამჯდარიყო. ი-----–- მ-----–---–ი გაღიზიანდა, ნ-----–- ს-------ეს აყენებდა შეურაცხყოფას, ემუქრებოდა, სკამს ხელი ჰკრა და ნ-----–-ს მიმართა -,,შენ ვინა ხარ გოგო, სახეს აგახევ“, ,,ახალი ჩამოსულები ხართ, კაფეს დაგილეწავთ“, „ამ კ----–- ვიცი, რომ არ გაქვთ კამერები.“ აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებული გავარდა გარეთ და იქიდან ემუქრებოდა დაზარალებულს - ,,გაგინადგურებ კ-------“. მოწმის განმარტებითვე, ბრალდებულის ქმედებების გამო ნ-----–- ს-------ეს შეეშინდა, ანერვიულდა და სახე დაეძაბა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე-–---- ი----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა კაფე ,--–--–-–----–------–-- პოზიციაზე. შემთხვევის დღეს იყო კ----–- დარბაზის შიგნით, რა დროსაც შემოესმა ჩხუბის და ლანძღვა-გინების ხმა. გამოვიდა გარეთ და დაინახა წვერიანი ბიჭი, როგორც გამოძიებით დადგინდა - ი-----–- მ-----–---–ი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა ნ-----–- ს-------ეს და ემუქრებოდა ,,სახეს ჩამოგიღებო.“ გ------- ყ------ს გარეთ გასვლას სთხოვდა, მაგრამ არ გაუშვა. სამჯერ გაიყვანეს გარეთ, თუმცა კვლავ ბრუნდებოდა, იგინებოდა და იმუქრებოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ------- გ----–--ას ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გ-–-----------–-----------------------–---–--------------------------–ის თანამდებობაზე. 2018 წლის 08 მაისს დაზარალებულ ნ-----–- ს-------ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, გამოკითხა მოწმეები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა ბრალდებული - ი-----–- მ-----–---–ი.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ზ---- ბ-----–-–---–მა.

 

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოწმის ჩვენებები არის თანმიმდევრული და ურთიერთშეთანხმებული, მათი ერთობლიობაში შეფასება და ანალიზი უტყუარად და პირდაპირ ადასტურებს რეალურად ი-----–- მ-----–---–ის მხრიდან მუქარის განხორციელების ფაქტს ჰქონდა ადგილი. მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ამდენად პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს იმის დასადასტურებლად, რომ დაზარალებულებს კონკრეტული მუქარის გამო გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში სასამართლოში წარმოდგენილია.

 

რაც შეეხება ი-----–- მ-----–---–ის ჩვენებას, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა - ი-----–- მ-----–---–მა ნაწილობრივ აღიარა მის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებები და განმარტა, რომ დაზარალებულის კუთვნილ კ----–- დადიოდა ძალიან ხშირად, მათ შორის მეგობრებთან ერთად. ერთ დღეს შევიდა კ----–- და შეიძინა შაურმა, რომლის ღირებულება გადაიხადა, ვერ გადაიხადა გაზიანი სასმელის თანხა, ვინაიდან არ ჰქონდა, თუმცა აპირებდა გადახდას. შემდეგ, მოწევასთან დაკავშირებით მოუვიდა დაზარალებულთან კონფლიქტი და აგინა, მაგრამ არ დამუქრებია. პირიქით, ნ-----–- ს-------ემ ცემა და რა სიტყვებს ეძახდა დაზარალებულს ზუსტად ვერ იხსენებს. ასევე, გ------- ყ------ს მოსთხოვა გარეთ გაჰყოლოდა, მაგრამ დასალაპარაკებლად და არა სხვა მიზნით.

 

სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული მსჯავრდებულის პოზიცია, კერძოდ, იცავდა წესრიგს და კანონი არ დაურღვევია, კაფის მეპატრონემ თავად სცემა ბრალდებული, შესაბამისად მოცემულ ვითარებაში თვლის, რომ ისჯება არასამართლიანად, ასევე ის არის სოციალაურდ დაუცველი რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. აპელანტის პოზიციას ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატა, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და წინააღმდეგობაშია დაზარალებულის და იმ მოწმეთა ჩვენებებთან, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველნი არიან. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–- მ-----–---–ის ჩვენება არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ მსჯავრდებულის მიერ გაცხადებული ინფორმაციები წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავის არიდების მცდელობას. პალატა თვლის, რომ მოწმეთა ჩვენებები შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა ი-----–- მ-----–---–მა ჩაიდინა მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (3 ეპიზოდი).

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ისეთ სუბიექტურ კრიტერიუმზე, როგორიც არის დაზარალებულის აღქმა და განმარტავს, რომ დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. თუ დაზარალებულს ასეთი შიში არ გასჩენია, მუქარა ზოგადად შიშის მომგვრელიც რომ ყოფილიყო, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა. მუქარის დროს ადამიანზე ხდება არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის შედეგების თვალნათელი დადასტურება, გარდა დაზარალებულის განცდისა, შეუძლებელია სხვა მტკიცებულებებით დადგინდეს, ვინაიდან ფსიქიკური ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკურ კვალს არ ტოვებს, თუმცა ზიანდება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დაბალი ფასი ჰქონდეს როგორც ფაქტის თვითმხილველი, ასევე დაზარალებულის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გადმომცემი მოწმეების ჩვენებებსაც კი, ვინაიდან ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია მსხვერპლის მიერ რეალობის სწორედ მისეული აღქმა.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით. მუქარა წარმოადგენს მატერიალურ (შედეგიან) დანაშაულს და ის დამთავრებულია მაშინ, როცა დაზარალებულს გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში არსებული გარემოებების შეფასებით, ი-----–- მ-----–---–ის ქმედებებზე დაკვირვება, ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანში (და არა ძალიან მშიშარა, ან პირიქით ძალიან გულადი) გააჩენდა მუქარის რეალურობის განცდას და ბუნებრივია მისი განხორციელების შიშს.

 

პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების თანახმად საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლო არ შეიძლება დუმდეს, ხშირად დამოკიდებულია მხარეთა მოქმედებებზე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეების მიერ წარდგენილ ყველა არგუმენტს შეეხოს, ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ სასამართლომ საქმის განხილვის პროცესში წარდგენილი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო არგუმენტები მიმოიხილოს და გამოთქვას თავისი მოსაზრება.

 

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ი-----–- მ-----–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ქ. მსჯავრდებულ ი-----–- მ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრს განაჩენი ი-----–- მ-----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

მსჯავრდებულ ი-----–- მ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებზე, ითქვას უარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი ი-----–- მ-----–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

ი-----–- მ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

 

- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 04 მაისის - ნ-----–- ს-------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

-საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 04 მაისის - გ------- ყ------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 მაისის - ნ-----–- ს-------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 მაისის - ნ-----–- ს-------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- მ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 500 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ი-----–- მ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ი-----–- მ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 მაისიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.#32ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), განჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში.

 

მოსამართლე: მურმან ისაევი