განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160141318002635671
საქმე №1ბ/129-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნი--------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
რო-–------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: დმანისი, ს------–------------------–--ი, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენით რო-–------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
რო-–------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე, რო-–------------მა დმანისის რაიონის ს------–-----------------–--ში მდებარე თავიანთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, არასრულწლოვანი შვილების - რა--------------ისა და ის-–-------------ის თანდასწრებით, მეუღლეს - ვა--------------ას, იმის გამო, რომ ის სტუმრად იყო წასული თავის მშობლების სახლში, მუშტი დაარტყა ცხვირში, გაშლილი ხელი შემოარტყა სახეში და წაუჭირა ხელი ყელის არეში, რის გამოც ვა-------------ამ ყველა შემთხევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნი--------–---–მა და ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და რო-–------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უსამართლო და ზედმეტად ჰუმანური, რადგან სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი, მოტივი, გარემოებები, ბრალდებულის პიროვნება. ჩადენილი, დანაშაული თავისი ხასიათიდან გამომდინარე არის მომეტებული საფრთხის შემცველი. მსჯავრდებულმა წარმოშობილი უმნიშვნელო მიზეზის გამო მიაყენა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მსჯავრდებული არაფრად აგდებს საზოგოდოებაში დამკვიდრებულ ნორმალური ცხოვრების წესს, მიუთითებს მის ურყევ განზრახვას მცირე საბაბის გამო დააზიანოს ადამიანის ჯანმრთელობა და მიუთითებს მის ძალადობისკენ მიდრეკილებაზე. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ამ ყველაფერს შეესწრნენ არასრულწლოვანი შვილიშვილები, თუმცა მსჯავრდებული არც მათ მოერიდა. მართლმსაჯულების ინტერესების კონტექსტში პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. მსხვერპლები ვერ ახერხებენ თავიანთი პოზიციების ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ. სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ოჯახში ძალადობისა თუ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულების პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამნაშავის მიმართ ისეთი ჰუმანური სასჯელის დანიშვნა, როგორიც დაენიშნა რო-–------------ს, შესაძლოა მას ახალი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებდეს, რადგან მას ექნება დაუსჯელობის განცდა მის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის.
მსჯავრდებულ რო-–------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ხა---------------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით არ დაეთანხმა საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ვა-------------ას გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ნა-------–---------ის, სა--------------ას, ის-–------------ის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 12 სექტემბრის დათვალიერების ოქმი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2018 წლის 13 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
პალატა აღნიშნავს, რომ რო-–------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება. ასევე ის გარემოება, რომ მან მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შერიგებულია დაზარალებულთან, თანასოფლელების მიერ ხასიათდება დადებითად, ჰყავს მძიმედ ავადმყოფი დედა, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალია.
პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს დანაშაულის მიზნების მიღწევას. პალატას მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნი--------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
რო-–------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
რო-–------------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2018 წლის 12 სექტემბრიდან 2018 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
რო-–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე