განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100116002546220
საქმე #1ბ/880-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მურმან ისაევმა
გ------- სვანიძის და ნანა გიგიტაშვილის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლების: გ------- გ-------–---–-ს,ზ------ წ-------–-ს და გ------- ზ-----–---–ის
ადვოკატების: ლ---- კ-------ის და გ---- ბ---------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, შ------------–---------–-----------------------–---------------------ის პროკურორ ს--–---- ჩ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ი-----–- ი-------–-–---–ის (მონაწილეობის გარეშე), დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი: 5----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებული და ფქტობრივად მცხოვრები: გ-----ს რაიონის, სოფერ მ-----------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით; საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით (3 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით (3 ეპიზოდი).
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ი-----–- ი-------–-–---–ს ბრალი დაედო საწარმოში სპეციალური უფლებამოსილების გამოყენებაში ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 02 ივნისს სს „ლ-------- ბ----ს“ აგენტმა (მ---–-------------------ა) ი-----–- ი-------–-–---–მა გ-----ს რაიონის სოფელ მ-----------ში მდებარე ამავე ბ----ს სერვისცენტრში, სს „ლ-------- ბ----ს“ კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, მ-----–- გ---–---–---–ის სახელზე, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, გააკეთა 18-თვიანი საპენსიო სესხი და 3-თვიანი სოციალური დახმარების ავანსი, სულ 1 305 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა ი-----–- ი--------–-–---–მა გამოიყენა პირადი მიზნებისთვის. ამ ქმედებით მ-----–- გ---–---–---–სა და სს „ლ-------- ბ---ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, ამავე დროს შეილახა სს „ლ-------- ბ----ს“ ავტორიტეტი და რეპუტაცია;
2015 წლის 29 იანვარს ი-----–- ი-------–-–---–მა გ-----ს რაიონის სოფელ მ-----------ში სს „ლ-------- ბ----ს“ კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, ნ----- დ--–---–---–ის სახელზე, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ გააკეთა 25-თვიანი საპენსიო სესხი. მან თანხის ნაწილით გადაფარა ნ----- დ--–---–---–ის სახელზე არსებული 18-თვიანი სესხი, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 729 ლარის და 62 თეთრის ოდენობით პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. ნ----- დ--–---–---–ის სახელით შედგენილი ყალბი პენსიის ავანსის ხელშეკრულება და სალაროს გასავლის ორდერი კი წარადგინა სს „ლ-------- ბ---ში“. ი-----–- ი-------–-–---–ის ქმედებით ნ----- დ--–---–---–სა და სს „ლ-------- ბ---ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. ამავე დროს შეილახა სს „ლ-------- ბ----ს“ ავტორიტეტი და რეპუტაცია;
2014 წლის 13 ოქტომბერს ა-–---------- კ-------–---–მა ი-----–-ს ი-------–-–---–ს სთხოვა მისი საპენსიო ანგარიშიდან 1 050 ლარი გადაეტანა ანაბრის ანგარიშზე. ი-----–- ი-------–-–---–მა მოიპოვა ა-–---------- კ-------–---–ის ნდობა, მოტყუებით მოაწერინა ხელი სალაროს გასავლის ორდერებზე, თითქოს მისი თანხა გადაჰქონდა ანაბრის ანგარიშზე. ანაბარზე თანხის გადატანის ნაცვლად, ი-----–- ი-------–-–---–ი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ა-–---------- კ-------–---–ის კუთვნილ 1 050 ლარს;
მანვე 2015 წლის 30 იანვრიდან 23 თებერვლამდე, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, გ-----ს რაიონის სოფელ მ-----------ში მდებარე სს ,,ლ-------- ბ----ს” სერვისცენტრში ა-–---------- კ-------–---–ის საანაბრე ანგარიშიდან, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ გამოიტანა 604 ლარი და 61 თეთრი, რასაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა. აღნიშნულის შემდეგ ი-----–- ი-------–-–---–მა 2015 წლის 30 იანვრით, 5 თებერვლითა და 23 თებერვლით დათარიღებული გაყალბებული სალაროს გასავლის ორდერები წარადგინა სს „ლ-------- ბ---ში“; საბოლოოდ, ი-----–- ი--------––--ლი თაღლითურად დაეუფლა ა-–---------- კ-------–---–ის კუთვნილ 1 654 ლარსა და 61 თეთრს. ი-----–- ი-------–-–---–ის ქმედებებით ა-–---------- კ-------–---–სა და სს „ლ-------- ბ---ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. ამავე დროს შეილახა სს „ლ-------- ბ----ს“ ავტორიტეტი და რეპუტაცია;
2013 წლის 18 თებერვლიდან 16 მაისამდე, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, გ-----ს რაიონის სოფელ მ-----------ში მდებარე სს „ლ-------- ბ----ს“ ბ----ს სერვისცენტრში, ამავე ბ----ს კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ ი-----–- ი-------–-–---–მა თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, გ------- ს--------–---–ის სახელზე, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ 2013 წლის 18 თებერვალს გააკეთა 4-თვიანი საპენსიო სესხი და აღებული 281 ლარი და 57 თეთრი გამოიყენა პირადი მიზნებისთვის; მანვე 2013 წლის 15 მარტს გააკეთა 5-თვიანი საპენსიო სესხი, თანხის ნაწილით გადაფარა გ------- ს--------–---–ის სახელზე არსებული 4-თვიანი სესხი, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 172 ლარის და 83 თეთრის ოდენობით პირადი მიზნებისთვის გამოიყენა; 2013 წლის 8 აპრილს ი-----–- ი-------–-–---–მა გააკეთა 18-თვიანი საპენსიო სესხი, თანხის ნაწილით გადაფარა გ------- ს--------–---–ის სახელზე არსებული 5-თვიანი სესხი, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 337 ლარის და 57 თეთრის ოდენობით პირადი მიზნებისთვის გამოიყენა; მანვე 2013 წლის 16 მაისს გააკეთა 36-თვიანი საპენსიო სესხი, თანხის ნაწილით გადაფარა გ------- ს--------–---–ის სახელზე არსებული 18-თვიანი სესხი, ხოლო დარჩენილი ნაწილი 179 ლარის და 68 თეთრის ოდენობით პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. საბოლოოდ, ი-----–- ი-------–-–---–ი დაეუფლა გ------- ს--------–---–ის სახელით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გაკეთებული სესხის თანხას - 971,65 ლარის ოდენობით. გ------- ს--------–---–ის სახელით გაყალბებული პენსიის ავანსის ხელშეკრულებები და სალაროს გასავლის ორდერები ბრალდებულმა წარადგინა სს „ლ-------- ბ---ში“. ი-----–- ი-------–-–---–ის ქმედებით გ------- ს--------–---–სა და სს „ლ-------- ბ---ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. ამასთან, შეილახა სს „ლ-------- ბ----ს“ ავტორიტეტი და რეპუტაცია.
გ-----ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენით ი-----–- ი-------–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში (2014 წლის 2 ივნისის, მ-----–- გ---–---–---–თან დაკავშირებული ეპიზოდი);
ი-----–- ი-------–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა 2014 წლის 13 ოქტომბერს ა-–---------- კ-------–---–ის კუთვნილი 1050 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდების ეპიზოდში;
ი-----–- ი-------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 220-ე მუხლით (ბრალდების ორი ეპიზოდი), სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ბრალდების სამი ეპიზოდი), სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით (ნ----- დ--–---–---–თან დაკავშირებული ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით (გ------- ს--------–---–თან დაკავშირებული ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ----- დ--–---–---–თან დაკავშირებული ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გ------- ს--------–---–თან დაკავშირებული ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ა-–---------- კ-------–---–თან დაკავშირებული ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 30 იანვრიდან 23 თებერვლამდე ა-–---------- კ-------–---–ის კუთვნილი 604,61 ლარის დაუფლების ეპიზოდი) - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ი-----–- ი-------–-–---–ს საბოლოოდ მიესაჯა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ი-----–- ი-------–-–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების დღიდან;
პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ------------–---------–-----------------------–---------------------ის პროკურორ ს--–---- ჩ------ემ.
აპელანტმა მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმება გამამართლებელი განაჩენის ნაწილში და მის ნაცვლად სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, რადგან მიაჩნია, რომ 2014 წლის 2 ივნისის (მ-----–- გ---–---–---–თან დაკავშირებული) და 2014 წლის 13 ოქტომბრის (ა-–---------- კ-------–---–ის კუთვნილი 1050 ლარის თაღლითურად დაუფლების ნაწილი) ეპიზოდებთან მიმართებით ი-----–- ი-------–-–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან აპელანტის არგუმენტებით საქმეზე სასამართლოში წარდგენილ იქნა მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ი-----–- ი-------–-–---–ის ბრალეულობა მისთვის წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდთან მიმართებით. გარდა ამისა, ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ ი-----–- ი-------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის დასაბუთებული და კანონიერი, თუმცა არასამართლიანი და შესაბამისად მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, რადგან სასჯელის დანიშვნისასა სასამართლოს მიერ სრულად არ იქნა მხედველობაში მიღებული მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემდგომი ქცევა და დაზარალებულების პოზიცია.
დაცვის მხარემ მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან მან კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილები, რომლითაც ი-----–- ი-------–-–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და მოითხოვა ამ ნაწილებში განაჩენის უცვლელად დატოვება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ------------–---------–-----------------------–---------------------ის პროკურორ ს--–---- ჩ------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გ-----ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს.
პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
მოცემული შემთხვევაში სააპელაციო საჩივარში დაფიქსრირებული და აპელანტის მიერ სასამართლო სხდომებზე გაჟღერებული პოზიციებით ნათელია, რომ ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა პირველი ინსტანციის განაჩენის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეეხება 2014 წლის 2 ივნისის (მ-----–- გ---–---–---–თან დაკავშირებულ) და 2014 წლის 13 ოქტომბრის (ა-–---------- კ-------–---–ის კუთვნილ 1050 ლარის თაღლითურად დაუფლების) ეპიზოდებთან მიმართებით ი-----–- ი-------–-–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, ხოლო აღნიშნული ეპიზოდებში მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობისთვის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ-----–- გ---–---–---–მა განმარტა, რომ 2014 წელს ი-----–- ი-------–-–---–ს, მისივე თხოვნით, დაუტოვა საპენსიო ბარათი და დაახლოებით 2 წლის მანძილზე გ-----ს რაიონის სოფელ მ-----------ში, ი-----–- ი-------–-–---–ის დედის - ქ------- ი-------–-–---–ის მაღაზიაში მდებარე ,,ლ-------- ბ----ს” სერვისცენტრში, ი-----–- ი-------–-–---–თან იღებდა პენსიას და სოციალურ დახმარებას. მოგვიანებით, ამავე სოფლის ,,ი------–--------––ი“ შეიტყო, რომ მისი საპენსიო და სოციალური დახმარების ანგარიშებიდან სესხი იყო გამოტანილი, თუმცა მას საპენსიო სესხი და სოციალური ავანსი არასდროს აუღია, ხელიც არაფერზე, მათ შორის - არც სესხის ხელშეკრულებაზე - მოუწერია. ამასთან, იგი არ გაუფრთხილებია ი-----–- ი-------–-–---–ს მისი სახელით სესხის აღების თაობაზე. დღეის მდგომარეობით მას ბ---- არ სთხოვს სესხის თანხის ანაზღაურებას, თანხა აღებული აქვს და ამ მხრივ იგი არ დაზარალებულა.
2014 წლის 2 ივნისის ,,სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულების“ მიხედვით, ,,ლ-------- ბ----ს” გ-----ს ფ--–---–-------------–----რში გაფორმდა ხელშეკრულება ბ---სა და კლიენტ მ-----–- გ---–---–---–ს შორის 18-თვიანი ავანსის გაცემის შესახებ, ავანსის ძირითადი თანხა - 1125 ლარი (ყოველთვიურად დასაფარი თანხის ოდენობა პირველი სამი თვის განმავლობაში - 150 ლარი, მომდევნო თვეებში - 75 ლარი, ფინანსური ვალდებულების სრულ დაფარვამდე). ხელშეკრულებაზე ფიქსირდება ბ----ს წარმომადგენლისა და კლიენტის ხელმოწერები.
საბ---ო ანგარიშის ამონაწერითა და ,,ლ-------- ბ----ს” გასავლის ორდერის მიხედვით, 2014 წლის 2 ივნისს მ-----–- გ---–---–---–ის პირადი ანგარიშიდან გატანილია 1125 ლარი. ორდერზე ფიქსირდება მიმღებისა და მოლარე-ოპერატორის ხელმოწერები.
მ-----–- გ---–---–---–ის საბ---ო ამონაწერისა და გასავლის ორდერის მიხედვით, 2015 წლის 22 იანვარს მისი პირადი ანგარიშიდან სოციალური ავანსის სახით გატანილია 163,80 ლარი (16,20 ლარი მომსახურების საკომისიო). ორდერზე ფიქსირდება მიმღების - მ-----–- გ---–---–---–ისა და მოლარე-ოპერატორის ხელმოწერები. ტრანზაქცია შესრულებულია გ-----ს №-----------–-------დან.
2015 წლის 27 აპრილის გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, იმის დადგენა, თუ ვის მიერ არის შესრულებული ხელმოწერები მ-----–- გ---–---–---–ის სახელზე 2015 წლის 22 იანვრის გასავლის ორდერზე, 2015 წლის 22 იანვრის პენსიის ავანსის ხელშეკრულებაზე, 2014 წლის 2 ივნისის გასავლის ორდერზე და 2014 წლის 2 ივნისის პენსიის ავანსის ხელშეკრულებაზე, შეუძლებელია გრაფიკული მასალის სიმცირის გამო. აღნიშნული დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა ქ------- ჭ-----------მ.
დაზარალებულ ა-–---------- კ-------–---–ის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნებული ჩვენებების მიხედვით, მან ი-----–- ი-------–-–---–ს საპენსიო ანგარიშიდან 1 050 ლარი გადაატანინა ანაბარ ,,პ------------” ანგარიშზე. ი-----–- ი-------–-–---–მა ,,რაღაც ქვითრებზე“ მოაწერინა ხელი (კარგად არ დაკვირვებია) და როგორც განუმარტა, მისი საპენსიო ანგარიშიდან ანაბარ ,,პ------------” ანგარიშზე გადარიცხა 1050 ლარი. სექტემბერში გადაწყვიტა თანხის გამოტანა, მაგრამ შეიტყო, რომ მისი ანგარიშიდან თანხა გატანილი იყო, თუმცა ამის შესახებ არაფერი იცოდა.
ა-–---------- კ-------–---–ის საპენსიო ანგარიშის ამონაწერებიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 11 ოქტომბერს ანგარიშზე ჩაირიცხა 1 050 ლარი, ხოლო 13 ოქტომბერს, №-----------–-------დან მოხდა ბარათიდან თანხის განაღდება სამჯერ - 400 ლარის, 400 ლარისა და 250 ლარის ოდენობით.
,,ლ-------- ბ----ს” გასავლის ორდერების მიხედვით, ა-–---------- კ-------–---–ის საპენსიო ანგარიშიდან 2014 წლის 13 ოქტომბერს ბარათიდან განაღდებულია 400 ლარი, 400 ლარი და 250 ლარი. გასავლის ორდერებზე ფიქსირდება თანხის მიმღების - ა-–---------- კ-------–---–ისა და მოლარე-ოპერატორის ხელმოწერები. ტრანზაქციები შესრულებულია ,,ლ-------- ბ----ს” გ-----ს ფილიალის №-----------–-------დან.
2016 წლის 8 აპრილის გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა-–---------- კ-------–---–ის საპენსიო ანგარიშის 2014 წლის 13 ოქტომბრის გასავლის ორდერებზე ა-–---------- კ-------–---–ის ხელმოწერა შესრულებულია ა-–---------- კ-------–---–ის მიერ.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა ქ------- ჭ-----------მ.
მოცემული და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებამდე პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილში არსებულ ჩანაწერზე, სადაც მითითებულია, რომ ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
ამასთანავე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებით პალატა თვლის, რომ 2014 წლის 2 ივნისის (მ-----–- გ---–---–---–თან დაკავშირებულ) და 2014 წლის 13 ოქტომბრის (ა-–---------- კ-------–---–ის კუთვნილ 1050 ლარის თაღლითურად დაუფლების) ეპიზოდებთან მიმართებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებები (რომლებიც ცალ-ცალკე დამოუკიდებელ ეპიზოდებთან მიმართებით გადმოსცემენ ინფორმაციას), რომელთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციების ნამდვილობა არ არის დადასტურებული პირდაპირი ხასიათის მქონე სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც რომელიც დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით დაარწმუნებდა ობიექტურ პირს მითითებული ეპიზოდებში ი-----–- ი-------–-–---–ის ბრალეულობას.
ამასთან, სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად.
გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით და ანალიზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვის გამომრიცხავად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის თვალსაზრისით, ურთიერთშეთანხმებულად დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ი-----–- ი-------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით (2014 წლის 2 ივნისის, მ-----–- გ---–---–---–თან დაკავშირებული ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული და 2014 წლის 13 ოქტომბერს ა-–---------- კ-------–---–ის კუთვნილი 1050 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტი, შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან იგი არ არის დადასტურებული უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამასთანავე, ი-----–- ი-------–-–---–ის მიმართ ბრალდების სხვა ეპიზოდებთან მიმართებით წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რა დროსაც მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები დანარჩენ ეპიზოდებთან მიმართებით თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. პალატა უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესუალური გარანტიები) და მტკიცებულებების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას.
პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის ქცევას მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდეგ და ასევე იმას, რომ მსჯავრდებულის მიერ განხორცილებულია რამდენიმე დანაშაულებრივი ქმედება, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, შესაბამისად, პალატა თვლის, რომ ი-----–- ი-------–-–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არის თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესებს.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ შ------------–---------–-----------------------–---------------------ის პროკურორ ს--–---- ჩ------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გ-----ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენი ი-----–- ი-------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ------------–---------–-----------------------–---------------------ის პროკურორ ს--–---- ჩ------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
გ-----ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენი ი-----–- ი-------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად;
ი-----–- ი-------–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში (2014 წლის 2 ივნისის, მ-----–- გ---–---–---–თან დაკავშირებული ეპიზოდი);
ი-----–- ი-------–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს 2014 წლის 13 ოქტომბერს ა-–---------- კ-------–---–ის კუთვნილი 1050 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდების ეპიზოდში;
ი-----–- ი-------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით (ბრალდების ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ბრალდების სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით (ნ----- დ--–---–---–თან დაკავშირებული ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით (გ------- ს--------–---–თან დაკავშირებული ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ----- დ--–---–---–თან დაკავშირებული ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გ------- ს--------–---–თან დაკავშირებული ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ა-–---------- კ-------–---–თან დაკავშირებული ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 30 იანვრიდან 23 თებერვლამდე ა-–---------- კ-------–---–ის კუთვნილი 604,61 ლარის დაუფლების ეპიზოდი) - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და ი-----–- ი-------–-–---–ს საბოლოოდ განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ი-----–- ი-------–-–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების დღიდან;
ნივთმტკიცება:
გასავლის ორდერები და სესხის ხელშეკრულებები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მურმან ისაევი