განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002699734
საქმე №1ბ/1687-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ - ლა–----------–--ის
ადვოკატ - და--------------–--ას
მსჯავრდებულ - ზა----–-----–-ას
მონაწილეობით,ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლა–----------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზა-----–-----–-ას მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი: 4----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. თბილისი, წ-------–--------------------------; ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------------------------------ში, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111- 120 მუხლით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენით:
ზა----–-----–-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
ზა----–-----–-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
ზა----–-----–-ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზა----–-----–-ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
ზა----–-----–-ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
1) ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2) ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3) ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 14 აპრილს, საღამოს საათებში, დაახლოებით 19:00 საათზე ქ. თბილისი ვ---------–------------------------------------------------------ში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზა----–-----–-ამ საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ას----------------ას, კერძოდ მუშტები და წიხლები დაარტყა თავისა და ტანის არეში, რის შედეგადაც ას----------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის აგვისტოს თვის დასაწყისში, დაახლოებით 1-2 აგვისტოს საღამოს, დაახლოებით 18:00 საათზე ქ. თბილისში, კ--–------------------ის მიმდებარედ არსებულ მაღაზიაში ზა----–-----–-ამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ას----------------ას, კერძოდ იდაყვი ჩაარტყა ტუჩების არეში, რის შედეგადაც ას----------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 08 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე ქ. თბილისი ვ---------–-------------------------------ე კორპუსის მიმდებარედ არსებულ შპს „---------------ს პურის ქარხნის ტერიტორიაზე ზა----–-----–-ამ დანის გამოყენებით მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ას----------------ას მარცხენა მხრისა და კისრის არეში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები, რამაც გამოიწვია ას----------------ას ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლა–----------–--ემ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ზა----–-----–-ასათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უსამართლო და აშკარად ლმობიერი, რადგან დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და მსჯავრდებულის პიროვნებას. ისეთი ძალადობრივი დანაშაულისთვის, როგორიცაა ოჯახში ჩადენილი ძალადობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული მსგავსი მსუბუქი სასჯელი და შემდგომ უკვე მისი ძალაში დატოვება ქმნის მომეტებულ საფრთხეს, რომ მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთვის და მან კვლავ განახორციელოს, ძალადობრივი დანაშაული, მით უმეტეს, რომ ამის საფრთხე ოჯახური ძალადობის ბუნებიდან გამომდინარე ყოველთვის არსებობს. ამდენად, მსჯავრდებულს შესაძლებელია გაუჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი, სასჯელის მიზნების მისაღწევად აუცილებელია გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი სასჯელი.
გასათვალისწინებელია ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკა და მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროება, წარსულში ზა----–-----–-ა ნასამართლევია განზრახი ხასიათის სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, მას გაეწია კანონით გათვალისწინებული შეღავათი, თუმცა უშედეგოდ, ვერ მოხერხდა მისი რესოციალიზაცია და დღევანდელი მოცემულობით იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი საკუთარი მეუღლის მიმართ განხორციელებული არაერთი ძალადობრივი ქმედებების ჩადენისათვის. გასათვალისწინებელია ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და აგრეთვე ბრალდებულის პიროვნება, ზა----–-----–-ამ საკუთარ მეუღლეს რამოდენიმეჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა კისრის არეში და რომ არა იქ შემსწრე პირები, რომლებმაც ხელი შეუშალეს ბრალდებულს ჩანაფიქრის განხორციელებაში - შესაძლოა ყოველივე დაზარალებულისათვის უფრო მძიმე შედეგით დასრულებულიყო. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გაბრაზებულმა ზა----–-----–-ამ იმისათვის, რომ ეცემა და სხეულის დაზიანება მიეყენებინა დაზარალებულისათვის, წინასწარ გამიზნულად სამსახურიდან წამოიღო დანა და აღნიშნული დანის გამოყენებით რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა დაზარალებულს, რის გამოც დაზარალებული მოთავსებულ იქნა საავადმყოფოში, გაუკეთდა გადაუდებელი ოპერაცია და დღეის მდგომარეობითაც გადის მკურნალობით - სარეაბილიტაციო კურსს.
აპელანტს მიაჩნია, რომ თუ მსჯავრდებულს შეუძლია ასეთი მცირე მიზეზის გამო ასე მოექცეს ადამიანს და უფრო მეტიც საკუთარ მეუღლეს, იგი საშიშროებას წარმოადგენს არამარტო დაზარალებულისათვის არამედ საზოგადოებისათვის, რის გამოც აუცილებელია მისი ხანგრძლივი დროით იზოლაცია.
მსჯავრდებული ზა----–-----–-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი და--------------–--ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებლებით არ დაეთანხმნენ საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისასა ბრალდების მხარე დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
დაცვის მხარე არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ას----------------ას გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: რე-------------–---–ის, სპ------------------ის, კო-------–---–ის, თა------------ის, სა------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული დანა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
პალატა აღნიშნავს, რომ ზა----–-----–-ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ მთვრალ მდგომარებაში, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება. ასევე ის გარემოება, რომ მან მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. პალატა ასევე ითვალისწინებს ზა----–-----–-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათს, ხერხს, სპეციფიკას /დანის გამოყენებით მარცხენა მხრისა და კისრის არეში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები, მუშტები და წიხლები დაარტყა თავის სახისა და ტანის არეში/ საზოგადოებრივ საშიშროებას და მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლა–----------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ზა----–-----–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.
ზა----–-----–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.
ზა----–-----–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზა----–-----–-ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ზა----–-----–-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ზა----–-----–-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 08 აგვისტოს 21:55 საათიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ა-----------------ს სისხლის ნიმუში, ზა----–-----–-ას ნერწყვის ნიმუში და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანის პირი და დანის ტარი განადგურდეს.
ა-----------------ს ტანსაცმელი, ზა----–-----–-ას ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან ნდობით აღჭურვილ პირს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე