განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2019
საქმის ნომერი
120210017002195543
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120210017002195543

საქმე №2ბ/3603-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 იანვარი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

დიანა ბერეკაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა

სხდომის მდივანი: ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) – გ------ ე-----–--ე

წარმომადგენელი - კ--------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ა-------- მ----–----–------ის მ-----

წარმომადგენელი - გ---------------ე

 

მესამე პირი - სსიპ ა-------- მ----–----–------ის ს------– ა---------ის ს-------- ს----–ა

წარმომადგენლები - ქ--------------–-–---–ი, გ------------–--–-–---–ი

 

დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ა---––---------------–ი სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება სრულად

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 1991 წლის 1 ნოემბერს ა-------- რაიონის ს------– ვ------- ს---------–--ს გამგებელს ტ-------- დ---------ეს და მოქალაქე გ------ ე-----–--ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, გ------ ე-----–--ემ მის საკუთრებაში არსებული ყ---–--------ს შენობა განუსაზღვრელი ვადით გადასცა ვ------- ს---------–--ს ს------– ა---------ის ს----–ისათვის.

 

2. 1991 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულების თანახმად, ა-------- რაიონის ს------– ვ------------------–------------–ი ტ-------- დ---------ე და გ------ ე-----–--ე შეთანხმდნენ, რომ გ------ ე-----–--ე იხდიდა 4200 მანეთს დაწყებითი ს----–ის შესყიდვაზე, ს---------–-- გადასცემდა დაწყებით ს----–ას, ხოლო გ------ ე-----–--ე თავის საკუთრებაში არსებულ ყ---–--------ს შენობას გადასცემდა განუსაზღვრელი ვადით ვ------- ს---------–--ს ს------– ა---------ის ს----–ისთვის.

 

3. 1991 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულების თანახმად, ა-------- რაიონის ს------– ვ------- ს---------–-- ჩაიბარებდა ყ---–--------ს შენობას განუსაზღვრელი ვადით სანამ ს------– ა---------ის ს----–ა იარსებებდა. თუ საჭირო აღარ იქნებოდა ს----–ისთვის, იმ შემთხვევაში გადაეცემოდა მეპატრონეს გ------ ე-----–--ეს.

 

4. გ------ ე-----–--ის საკუთრებაში რეგისტრირებულია ა-------- რაიონის ს------– ა----------ში მდებარე, საკადასტრო კოდი N 6-----------, 5741 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით ( N 1 შენობა-ნაგებობა 456.6------------–--------------------------------–-------------------------------–--------------------------).

 

5. ს-------- რეესტრში გ------ ე-----–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი N 6-----------), მდებარე ა-------- რაიონის ს------– ა----------ში, დაზუსტებული ფართობი 5741 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით ( N 1 შენობა-ნაგებობა 456.6------------–--------------------------------–-------------------------------–--------------------------), მოსარგებლის არსებობის ვადით რეგისტრირებულია სსიპ ა-------- მ----–----–------ის ს------– ა---------ის ს-------- ს----–ა. საფუძველი: 1991 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულება, 1991 წლის 1 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტი).

 

6. დღეის მდგომარეობით სსიპ ა-------- მ----–----–------ის ს------– ა---------ის ს-------- ს----–ა კვლავ ფუნქციონირებს.

7. 2017 წლის 01 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოდან განსჯადობის წესების დაცვით ა---––---------------– სასამართლოში გადაგზავნილი იქნა გ------ ე-----–--ის სარჩელი მოპასუხე ა-------- მ----–----–------ის მ------ მიმართ. მოსარჩელემ ითხოვა შეწყდეს ა-------- რაიონის ს------– ვ------------------–------------–ს ტ-------- დ---------ესა და გ------ ე-----–--ეს შორის 1991 წლის 1 ნოემბერს დადებული ხელშეკრულება უძრავი ქონების (ს.კ. 6-----------) სარგებლობაში გადაცემის შესახებ; ა---––---------------–ი სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განჩინებით აღნიშნულ სამოქალაქო საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმული იქნა სსიპ ა-------- მ----–----–------ის ს------– ა---------ის ს-------- ს----–ა.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

8. მოსარჩელის განმარტებით, 1991 წელს ა-------- რაიონის ს------– ვ------------------–------------–მა ტ-------- დ---------ემ სთხოვა მოქალაქე გ------ ე-----–--ეს, რომ დახმარება გაეწია სოფლისათვის და მის საკუთრებაში არსებული ყ---–--------ს შენობა დაეთმო სოფლის ს----–ისათვის, რაზედაც მხარეები იმავდროულად 1991 წლის 1 ნოემბერს შეთანხმდნენ შემდეგზე: გ------ ე-----–--ე თავის საკუთრებაში მყოფ ყ---–--------ს შენობას გადასცემდა სარგებლობისათვის განუსაზღვრელი ვადით ს------– ვ------- ს---------–--ს ს------– ა---------ის ს----–ისათვის, ხოლო ს---------–-- გადასცემდა გ------ ე-----–--ეს დაწყებითი ს----–ის ძველ ამორტიზირებულ შენობას დამატებით 4200 მანეთის გადახდის სანაცვლოდ. 1991 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულების თანახმად, თუ რაიმე შეუთანხმებლობას ექნებოდა ადგილი მხარეებს შორის, გ------ ე-----–--ეს უფლება ეძლეოდა არსებულ ხელშეკრულებაში ჩასმული მოტივიზაციით იმავდროულად შეეწყვიტა აღნიშნული ხელშეკრულება. 1991 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულება არის არასრულფასოვანი და ხანდაზმული, რომელიც საჭიროებს განახლებას სხვადასხვა ახლად გამოვლენილი გაუთვალისწინებელი ფაქტობრივი გარემოებების და პირობების დაზუსტების თვალსაზრისით. ამჟამად აღნიშნული ხელშეკრულების მეორე მხარე, თუ ვინ უნდა იყოს გაურკვეველია და არსებულ ვითარებაში ყველა პოტენციური მხარე აცხადებს უსაფუძვლოდ პრეტენზიას. მიმდინარე პერიოდში 1991 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულების მხარეებს შორის არაერთხელ წარმოიშვა რეალურად შეუთანხმებლობა, რომელიც უკვე დღეის მდგომარეობით სისტემატიურ ხასიათს ატარებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული უძრავი ქონება, სადაც ს----–ის შენობაა განთავსებული, არ არის სათანადო დონეზე დაცული და იზოლირებული, აგრეთვე არ აქვს ე.წ. „დამცავი ღობე" და ა.შ. შესაბამისად გ------ ე-----–--ე კატეგორიულად მოითხოვს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებისგან, როგორც აღნიშნული 1991 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულების შეწყვეტას, ასევე იმავდროულად შესაბამისი სარგებლობის უფლების გაუქმებას, თუმცა მისი არაერთი ოფიციალური ზეპირი თუ წერილობითი მოთხოვნისა არის დიდი გაურკვევლობა და წინააღმდეგობების სრული კასკადი, რაც იმაში გამოიხატება, რომ ფიზიკურად ყველა სათანადო დაწესებულება გაურბის შესაბამის ვალდებულებას, სახეზე სახეზეა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების დარღვევა, ამიტომაც იძულებულია, რომ მიმართოს სასამართლოს და აღნიშნული საკითხი ობიექტურად გადაწყვიტოს სასამართლომ.

მოპასუხის შესაგებელი:

 

9. მოპასუხე ა-------- მ----–----–------ის მ------ წარმომადგენელმა გ---------------ემ საქმის სასამართლო განხილვის დროს ცნო სარჩელი.

მესამე პირის პოზიცია

 

10. მესამე პირის სსიპ ა-------- მ----–----–------ის ს------– ა---------ის ს-------- ს----–ის წარმომადგენლებმა ქ--------------–-–---–მა და გ------------–--–-–---–მა საქმის სასამართლო განხილვის დროს არ ცნეს სარჩელი.

 

11. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით გ------ ე-----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. (იხ გადაწყვეტილება ტომი 1. ს.ფ. 162)

 

12. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ------ ე-----–--ემ, რომლითაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ფაქტობრივად არასწორად შეაფასა და დაადგინა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების არსებული რეალური მდგომარეობა, კერძოდ ის, რომ რეალობაში არ არის შემოსაზღვრული შენობა-ნაგებობა სათანადო დონეზე და ყოველდღიურად ხორციელდება ისედაც ამორტიზირებული ხანდაზმული შენობის დაზიანება. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მიერ კომპენენტური ორგანოების დასაბუთებული პასუხები, სადაც აღნიშნულია რეალური ვითარება. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ის ფაქტი, რომ ს------– ა---------ის ს-------- ს----–ის მოქმედებები იყო კეთილსინდისიერი და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტალური ცნობები რეალობას ასახავდა, კერძოდ სახეზეა მხარეთა შორის არსებული შეუთანხმებლობის არსებობის ყურადღების მიღმა დატოვება.

 

2. აპელანტი აღნიშნავს, რომ მოპასუხე ა-------- მ----–----–------ის მ----- სარჩელის გაცნობისთანავე ცნობს სარჩელს, თუმცა სასამართლო სისტემატურად ცდილობდა მოპასუხე მხარეზე ზეგავლენის მოხდენას, რაც გამოიხატა მოსამზადებელ ეტაპზე საქმეში მესამე პირად ჩაერთო ს------– ა---------ის ს-------- ს----–ა. საგულისხმოა მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტში აღმოჩენილი მოპასუხე მხარის წარმომადგენლის სარჩელის ცნობის უფლებამოსილების არ ქონის ფაქტი, რაც პროცესზე მიზანმიმართულად არ გამახვილდა. სახეზეა მოუწესრიგებელი 1991 წლის ხელშეკრულება, სადაც გასაწერია მთელი რიგი კანონიერი საკითხები არსებულ რეალურ ვითარებაზე მორგებული სტანდარტული თვალსაზრისით, რომლის ორივე ხელშემკვრელი მხარე ადასტურებს აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტას სასამართლოს გზით.

სამოტივაციო ნაწილი

 

13. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება და სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემოწმებამდე თვლის, რომ იმსჯელოს რამდენად დასაშვებია სარჩელი, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს შეწყდეს ა-------- რაიონის ს------– ვ------------------–------------–ს ტ-------- დ---------ესა და გ------ ე-----–--ეს შორის 1991 წლის 1 ნოემბერს დადებული ხელშეკრულება უძრავი ქონების (ს.კ. 6-----------) სარგებლობაში გადაცემის შესახებ;

 

14. პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად დადგენილად მიიჩნევს წინამდებარე განჩინების 1-6 პუნტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან მხარეებს ისინი სადავოდ არ გაუხდიათ. ამასთან, სააპელაციო პალატა დამატებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

14.1. გ------- ე-----–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე: ა-------- რაიონი, ს------–ი ა----------ი, ს/კოდი: 6-----------, მოსარგებლედ 2016 წლის 12 დეკემბრიდან რეგისტრირებულია სსიპ ა-------- მ----–----–------ის ს------–ი ა---------ის ს-------- ს----–ა. (ს.ფ. 59-60, ტომი 1)

14.2. 2004 წლიდან მოხდა ს----–ების გამოყოფა ა-------- მ----–----–------იდან, სსიპ ა-------- მ----–----–------ის ს------–ი ა---------ის ს-------- ს----–ა წარმოადგენს ს-------- სამართლის იურიდიულ პირს და დაქვემდებარებულია გ------–------------–------------------------თან(ტომი 1, ს.ფ.28, მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტება, იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 23.01.2019 წლის სხდომის ოქმი).

14.3. ა-------- რაიონის, ს------–ი ა----------ში, ს/კოდი: 6-----------, მდებარე უძრავი ქონების გადასახადის გადამხდელია მოსარჩელე გ------ ე-----–--ე. (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმები)

14.4. წარმოდგენილი სარჩელის იურიდიულ ინტერესად მოსარჩელე უთითებს უძრავი ქონების დაბრუნებას და სსიპ ა-------- მ----–----–------ის ს------–ი ა---------ის ს-------- ს----–ის გამოსახლებას.(იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 23.01.2019 წლის სხდომის ოქმი)

 

15. სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით პალატა განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: # ას-437-409-17 29.09.17, #-ას 916—857-17 12.09.17, #ას-302-285-17, 16.06.17, #ას-244-232-17 19.05,17 #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.)

 

16. პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებას საქმეზე #ას-272-259-2016, სადაც აღნიშნულია, რომ სარჩელის მოთხოვნათა მიხედვით შესაძლებელია მათი შემდეგი კლასიფიკაცია: მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი -მოთხოვნა გულისხმობს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დაკისრებას ოსარჩელის სასარგებლოდ. 2. აღიარებითი სარჩელი - რომელიც აღძრულია უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. 3. გარდაქმნითი სარჩელი - მოთხოვნა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლა-შეწყვეტისაკენ. იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას.აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლებისდაცვას. სსსკ-ის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. სუსგ # ას- 125-121-2016, 21.04.2016წ.; ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. გადაწყვეტილების 55-56 პუნქტები).

 

17. პალატა განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფას (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი არ იყო დასაშვები, რადგანაც ის არ პასუხობდა სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს. ამ ნორმის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა ყოფილიყო აღინიშნული სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი („სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა... შდრ.სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.).

 

18. პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, შეწყდეს ა-------- რაიონის ს------– ვ------------------–------------–ს ტ-------- დ---------ესა და გ------ ე-----–--ეს შორის 1991 წლის 1 ნოემბერს დადებული ხელშეკრულება უძრავი ქონების (ს.კ. 6-----------) სარგებლობაში გადაცემის შესახებ, მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დგინდება, რომ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს უძრავი ქონების გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან სსიპ ა-------- მ----–----–------ის ს------–ი ა---------ის ს-------- ს----–ის გამოსახლება. (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი) ასეთ ვითარებაში მოსარჩელეს შეუძლია აღძრას მიკუთვნებითი სარჩელი სსიპ ა-------- მ----–----–------ის ს------–ი ა---------ის ს-------- ს----–ის გამოსახლებისა და უძრავი ნივთის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამასთან, აღნიშნული მოთხოვნის მიმართ სათანადო მოპასუხეს და არა მესამე პირს წარმოადგენს სსიპ ა-------- მ----–----–------ის ს------–ი ა---------ის ს-------- ს----–ა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ავალდებულებს გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი (მოპასუხე), რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს, რათა დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან კავშირი არ გააჩნია. (სუსგ ას-825-791-2016)

ამდენად, პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად ვინაიდან უძრავი ქონების გამონთავისუფლებაზე ვალდებულ პირს წარმოადგენს სსიპ ა-------- მ----–----–------ის ს------–ი ა---------ის ს-------- ს----–ა, რომელიც იმ შემთხვევაში თუკი მოსარჩელე აღძრავს ახალ სარჩელს საქმეში ჩართული უნდა იქნეს მოპასუხედ და არა მესამე პირად.

 

19. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის და მე-4 მუხლის, თანახმად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება. პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს უფლება, რის დასაცავადაც იგი მიმართავს სასამართლოს, ხოლო, თუ არ არსებობს უფლება, არც იმის საშიშროებაა, რომ იგი დაირღვევა. სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლოსათვის ცნობილი უნდა იყოს, თუ კონკრეტულად რომელი მატერიალური უფლების დაცვის თაობაზე იქნა აღძრული სარჩელი. სარჩელში ნათლად და გარკვევით უნდა იყოს მითითებული სარჩელის საგანი, ანუ მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოპასუხისადმი. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მატერიალური მოთხოვნა _ დავის საგანი, რამაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ასახვა უნდა ჰპოვოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, შეუძლებელია სარჩელის საფუძვლიანობის სრულყოფილად შემოწმება, რაც გამორიცხავს სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

სარჩელის უფლება თავის თავში ორ კომპონენტს მოიცავს: სარჩელის აღძვრასა და სარჩელის დაკმაყოფილებას. სარჩელის აღძვრის უფლება, რომელსაც ხშირად სარჩელის პროცესუალურ უფლებას უწოდებენ, არის პირის უფლება, მოითხოვოს სასამართლოსაგან დავის განხილვა და მისი დადგენილი პროცედურის შესაბამისად გადაწყვეტა. სარჩელის შეტანის გზით პირი იცავს თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება კი იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია. პალატა განმარატვს რომ მოსარჩელის მიერ ჩამოყალიბებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, იმ სახითაც სარჩელია აღძრული „შეწყდეს ა-------- რაიონის ს------– ვ------------------–------------–ს ტ-------- დ---------ესა და გ------ ე-----–--ეს შორის 1991 წლის 1 ნოემბერს დადებული ხელშეკრულება უძრავი ქონების (ს.კ. 6-----------) სარგებლობაში გადაცემის შესახებ“, მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი და მიზანი მიღწეული ვერ იქნება, მოსარჩელეს ვერ აღუდგება ჩამორთმეული ფართზე მფლობელობა, ხოლო გადაწყვეტილება იქცევა აღსრულებელ გადაწყვეტილებად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეში - აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადის ნომერი: 4-------), მიუთითებს რომ სინამდვილეში, ხალხისათვის, საზოგადოებისათვის მთავარია, არა თავისთავად აღებული კანონები, სხვა იურიდიული დოკუმენტები, ამ იურიდიულ დოკუმენტებში არსებული ნორმები და არც ვალდებულებების, აკრძალვების ჯამი, არამედ ის გადამწყვეტი გარემოებები, რასაც იურიდიულად, რეალურად აძლევენ ეს ნორმები. სასამართლო შეგვახსენებს, რომ მე-6 (§1) მუხლი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებული საჩივარი (იხ. Golder c. Royaume-Uni , 21 février 1975, §§ 28-36, série A no 18). სასამართლოსათვის საჩივრის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. (შესაბამისად მოხდება მოსარჩელის პრეტენზიების და იურიდიული ინტერესების დაკმაყოფილება) საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა კონვენციით უზრუნველყოფილია მართალმსაჯულების განხორციელებითა და სასამართლო ხელმისაწვდომობის გზით დარღვეული უფლებების აღდგენა, სადავო უფლების დადგენა და რეალიზაცია, თუმცა ამისათვის მოსარჩელემ კონკრეტულად უნდა მიუთითოს რაში მდგომარეობს ამ უფლების ხელყოფა, და ჩამოაყალიბოს სასარჩელო მოთხოვნა იმგვარად რომ საფუძვლიანობის შემთხვევაში იძლეოდეს აღსრულების ან/და მოსარჩელის რეალურ იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილების საშუალებას და დარღვეული/სადავო უფლებებში აღდენის შესაძლებლობას, რასაც, მოცემულ შემთხვევაში ამ სახით წარმოდგენილი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ადგილი ვერ ექნება.

 

20. ამასთან პალატა ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (შდრ. სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017).

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი სააპელაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც შესაძლებელია მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა გამოსახლებისა და უძრავი ქონების გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემასთან დაკავშირებით, სახეზეა სარჩელის განუხილველად დატოვების წინაპირობები. აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა სრულად იწვევს სარჩელისა და მხარეების ტრანფორმირებას, რაც შეუძლებელს გახდის წარმოდგენილი სარჩელის განხილვას და მოსარჩელისათვის იურიდიული შედეგის მიღწევას. მართალია სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბება მოსარჩელის დისპოზიციური უფლებაა (სსსკ-ის მე-3 მუხლი) და სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში სასამართლო არ ახდენს სარჩელის მოთხოვნის ტრანსფორმირებას, თუმცა, სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავას სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და ამდენად, სწორად დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა სარჩელის წარმატებულობის ერთ-ერთ განმაპირობებელ გარემოებად მიიჩნევა. (სუსგ ას-457-439-2016)

 

21. სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს სსსკ-ის 372-ე მუხლით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაჰბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა, ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (შდრ.სუსგ Nას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი; №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). (სუსგ #ას-91-91-2018).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ გ------ ე-----–--ის სარჩელი მოპასუხე ა-------- მ----–----–------ის მ------ და მესამე პირის სსსიპ ა-------- მ----–----–------ის ს------– ა---------ის ს-------- ს----–ის მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი.

 

22. საპროცესო ხარჯები: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება.

 

სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 187-ე, 394-ე, 414-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

13. გ------ ე-----–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

14. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.

 

15. გ------ ე-----–--ის სარჩელი დარჩეს განუხილველი.

 

16. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივრის წარდგენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) მეშვეობით 12 დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

 

ბესარიონ ტაბაღუა