განაჩენი

სისხლის სამართლის 01.02.2019
საქმის ნომერი
330100118002603207
ინსტანცია
თარიღი
01.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002603207

საქმე №1ბ/1505-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ - ნა-----------–---–ის

ადვოკატ - არ---–----------ის

მსჯავრდებულ - ქა------–----–---ის

თარჯიმნების - ზა--------------ას, ას--------–--------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ქა------–----–---ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - არ---–----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ქა-------–----–---ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 5 მარტს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N2----------, რეგისტრირებულის მისამართზე: თ--–----------------------–----------–-, ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–------–--–-----------–-------------------–------------------------ში, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით:

 

ქა------–----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

ქა------–----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

ქა------–----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

ქა------–----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ქა------–----–---ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ქა------–----–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

1) ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

2) ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის ივნისის ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

3) ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

4) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

1) 2013 წლიდან რა-----–-------------ი და ქა------–----–---ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ ერთი საერთო შვილი, არასრულწლოვანი ელ----–----–---ი.

2018 წლის თებერვლის თვეში, დღის საათებში, თ---–--–----–--–-----------–------------------–-----------------------------ში ქა------–----–---მა მეუღლე - რა-----–-------------ს ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა, რის შემდეგაც ქა------–----–---მა რა-----–-------------ს სახის არეში სამჯერ დაარტყა მუშტი, აღინიშნულის შედეგად რა-----–-------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2) 2018 წლის ივნისის ბოლოს, დღის საათებში, თ---–--–----–--–-----------–------------------–----------------------------ში ქა------–----–---მა მეუღლე - რა-----–-------------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ: აგინებდა და ლანძღავდა, რის შემდეგაც ქა------–----–---მა რა-----–-------------ს სახისა და ტანის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც რა-----–-------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3) 2018 წლის 5 ივლისს, დღის საათებში, თ---–--–----–--–-----------–------------------–-----------------------------ში ქა------–----–---მა მეუღლე - რა-----–-------------ს, არასრულწლოვანი შვილის ელ----–----–---ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, ასევე ტანის არეში ურტყამდა ხელებსა და ფეხებს, რის შემდეგაც ქა------–----–---მა რა-----–-------------ი წააქცია, მოკიდა თმებში ხელი და იატაკზე მიათრევდა, ასევე ურტყამდა ფეხებს ტანის არეში, ყოველივე აღნიშნული გაგრძელდა დაახლოებით 10-15 წუთი, რა დროსაც რა-----–-------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

4) 2018 წლის 5 ივლისს, ფიზიკური ძალადობის დროს ქა------–----–---ი რა-----–-------------ს ემუქრებოდა მოკვლით, რა დროსაც რა-----–-------------ს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ქა-------–----–---მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა არ---–----------ემ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა მოწმეთა ჩვენებებს. ამასთან, სასამართლო საუბრობს გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე, რაც არასწორი და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ქა------–----–---ს საკუთარ მეუღლესთან კონფლიქტი მოუვიდა ეჭვიანობის ნიადაგზე. კონფლიქტის საფუძველი არ ყოფილა დისკრიმინაცია, ქალის დაქვემდებარების სურვილი, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობის ჩვენების სურვილი, ქალის მესაკუთრული დამოკიდებულება. სასამართლო ასევე დიდ ყურადღებას ამახვილებს ელ----------------ას გამოკითხვის ოქმებზე, რომელიც არის მიკერძოებული და დაინტერესებული ქა------–----–---ის დასჯით. მოსამართლემ ყურადღება არ გაამახვილა დაცვის მხარის მიერ წარდგენილ ნოტარიულ ცნობაზე, რომელზედაც დაზარალებული თავად სთხოვდა სასამართლოს, რომ არ დაეკისრებინათ მინიმალურ სასჯელზე მეტი ბრალდებულისთვის და ის ჯარიმით დასჯილიყო, ან/და პირობითი სასჯელის ქვეშ ყოფილიყო. ეს თავად მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ ქა------–----–---ი არ არის მოძალადე, არ არის მესაკუთრე და ის საკუთარ ცოლს არ ექცევა ისე, როგორც მონას, მის დაქვემდებარებაში მყოფს. ამასთან, დაზარალებული თავად ცდილობდა კომუნიკაცია დაემყარებინა დაცვის მხარესთან და დაცვის მხარის საშუალებით შერიგებოდა ბრალდებულს. დღეის მდგომარეობით მათ სურთ, რომ ისევ გააგრძელონ ერთად ცხოვრება და ერთობლივი ძალებით შეძლონ წინსვლა. სასამართლოს უნდა დაეცვა კონსტიტუციური დანაწესი და ხელი უნდა შეეწყო ოჯახის ერთიანობისთვის, კეთილდღეობისთვის. შერიგების ნოტარიულად დამოწმებული აქტი, სწორედ ორმხრივ ნებას ადასტურებდა, რომ შერიგებულიყო ეს ორი ეჭვიანობის ნიადაგზე ნაჩხუბარი ადამიანი ერთმანეთს. მსჯავრდებულმა სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები და ამ ქმედებით გამოუცხადა ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა ამაოდ, მისი ეს მიდგომა სასამართლომ არაფრად ჩააგდო. მსჯავრდებულს სურს სააპელაციო სასამართლოში დეტალური ჩვენება მისცეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე დაცვის მხარე, წარადგენს მტკიცებულებას, რომელმაც შესაძლოა არსებითი გარდატეხა მოახდინოს სისხლის სამართლის საქმეში. აღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტს აუცილებელად მიაჩნია საქმე განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენით და ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ ზუსტად შეაფასოს საქმის ვითარება, მოწმეები, რომელთა ჩვენებების ინტერპრეტაციაც მოხდა და რამაც ხელი შეუშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენასა და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას, ხელახლა უნდა დაიკითხონ.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისასა დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება.

 

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის სამი ეპიზოდის და მუქარის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ა-–--------------------ისა და ს--–----------–--–---–ის ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულების: რა-----–-------------ის და ელ----–----–---ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: ირ----------------ის, ელ----------------ას, ლა-–--------ას გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის დაკავების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სამედიცინო დოკუმენტაცია, რა-----–-------------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის და მისი დამცველის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატა აღნიშნავს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის’’ (სტამბულის კონვენცია) 45-ე მუხლის მიხედვით მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთასაც.

პალატა ითვალისწინებს, რომ ქა------–----–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ძალადობის მასშტაბი, ხერხი, დაზიანებების სიმრავლე და ხარისხი /მუშტები და წიხლები დაარტყა სახისა და ტანის არეში, დაზარალებულმა მიიღო არაერთი მოტეხილობა/, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება. ასევე ის გარემოება, რომ მან მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შერიგებული დაზარალებულთან.

პალატის აზრით, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და ქა------–----–---ის პიროვნების, გათვალისწინებით, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის საფუძველი არ არსებობს და შესაბამისად დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ქა------–----–---ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - არ---–----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ქა------–----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

ქა------–----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ქა------–----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ქა------–----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ქა------–----–---ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ივლისის განჩინებით ქა------–----–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 5 ივლისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, რა-----–-------------ის სისხლის ნიმუში - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რა-----–-------------ის ტანისამოსი - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე