განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002559688
საქმე №1ბ/121-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
15 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ზ---------–--ე (პირადი ნომერი: №1----------), დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ქ------------------------------–-------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------------------------------–---------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ---------–--ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ-----------------–--ემ და ითხოვეს მსჯავრდებულის გამართლება დაზარალებულ მ----------–--ის ეპიზოდში და სასჯელის შემსუბუქებას.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-------------–-–---–მა წარმოადგინა შესაგებელი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის ნოემბრის თვიდან, ზ---------–--ე მეუღლეს - თ--------------–---–ს, ნასვამ მდგომარეობაში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც თ--------------–---–ი მუდმივად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ზ---------–--ე თ--------------–---–ს ასევე სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც დაზარალებული ყოველ ჯერზე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. 2018 წლის მარტის თვეში, ქ. თბილისში, დ-----------------------------–--------------------------ში, ზ---------–--ემ, არასრულწლოვანი შვილების - ლ---- და მ----------–--ეების თვალწინ, თ--------------–---–ს სიცოცხლის მოსპობის მუქარასთან ერთად ყელზე მოუჭირა ხელი, რის გამოც დაზარალებულს შეეკრა სუნთქვა და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის ნოემბრის თვიდან, ზ---------–--ე მეუღლეს - თ--------------–---–ს, ნასვამ მდგომარეობაში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც თ--------------–---–ი მუდმივად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ზ---------–--ე თ--------------–---–ს ასევე სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც დაზარალებული ყოველ ჯერზე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. 2018 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. თბილისში, დ-----------------------------–--------------------------ში, ნასვამმა ზ---------–--ემ თ--------------–---–ს სიცოცხლის მოსპობის მუქარასთან ერთად ყელზე მოუჭირა ხელი, რის გამოც დაზარალებულს შეეკრა სუნთქვა და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ზ---------–--ემ დაზარალებულს სახეზე დაადო ბალიში და დააწვა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტკივილი სახის არეში, ამის შემდეგ კი რამდენჯერმე მიარტყმევინა თავი კედელზე, რის შედეგადაც თ--------------–---–მა განიცადა ტკივილი თავის არეში.
2017 წლის ნოემბრის თვიდან, ზ---------–--ე მეუღლეს - თ--------------–---–ს, ნასვამ მდგომარეობაში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც თ--------------–---–ს ყოველ ჯერზე უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 2018 წლის მარტის თვეში და 2018 წლის 17 ივნისს, ქ. თბილისში, დ-----------------------------–--------------------------ში, ზ---------–--ე მოკვლით დაემუქრა მეუღლეს თ--------------–---–ს, რაც დაზარალებულმა, მეუღლის მხრიდან განხორციელებული სისტემატური ფიზიკური ძალადობის, ასევე იმწუთიერი ძალადობის გათვალისწინებით, აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2017 წლის ნოემბრის თვიდან, ზ---------–--ე არასრულწლოვან შვილს - მ----------–--ეს ნასვამ მდგომარეობაში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც მ----------–--ე მუდმივად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. 2017 წლის 30 დეკემბერს, ქ. თბილისში, დ-----------------------------–--------------------------ში, ზ---------–--ემ, არასრულწლოვან შვილს - მ----------–--ეს მარჯვენა თვალის არეში დაარტყა მუშტი, ასევე ძლიერად მოჰკიდა ხელი და შეანჯღრია, რის შედეგადაც მ----------–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა და მიიღო დაზიანება თვალისა და სხეულის სხვადასხვა არეში.
2017 წლის ნოემბრის თვიდან, ზ---------–--ე არასრულწლოვან შვილს - მ----------–--ეს ნასვამ მდგომარეობაში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც მ----------–--ე მუდმივად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. 2018 წლის 5 თებერვალს, ქ. თბილისში, დ-----------------------------–--------------------------ში, ზ---------–--ემ, რამდენჯერმე დაარტყა არასრულწლოვან შვილს - მ----------–--ეს, რის შედეგადაც მ----------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები სახის არეში.
2017 წლის ნოემბრის თვიდან, ზ---------–--ე არასრულწლოვან შვილს - მ----------–--ეს ნასვამ მდგომარეობაში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და დასახიჩრებით, რის გამოც მ----------–--ეს ყოველ ჯერზე უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 2018 წლის 5 თებერვალს, ქ. თბილისში, დ-----------------------------–--------------------------ში, ზ---------–--ე, ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობასთან ერთად, მოკვლით დაემუქრა არასრულწლოვან შვილს - მ----------–--ეს, რაც დაზარალებულმა, მამის მხრიდან მასსა და დედამისზე განხორციელებული სისტემატური ფიზიკური ძალადობის, ასევე იმწუთიერი ძალადობის გათვალისწინებით, აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია შემდეგი:
დაზარალებულმა თ--------------–---–მა განმარტა, რომ როდესაც მისი მეუღლე - ზ---------–--ე იყო ნასვამი, ის ხდებოდა აგრესიული როგორც მისი, ასევე შვილების მიმართ. 2018 წლის მარტის თვეში ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ზ---------–--ემ მას ყელზე მოუჭირა ხელი, რითაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ზ---------–--ე მას ასევე ემუქრებოდა მოკვლით. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ მისი არასრულწლოვანი შვილები - მ------- და ლ---- ხ--–-----ი. 2018 წლის 17 ივნისს, მას ზ---------–--ემ, რომელიც იყო მთვრალი, კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე ემუქრებოდა მოკვლით, კერძოდ ზ---------–--ემ ხელი მოუჭირა ყელზე, სახეზე დაადო ბალიში და აწვებოდა, ხოლო შემდეგ თავი მიარტყმევინა რამდენჯერმე კედელზე, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შედეგად იგი ასევე განიცდიდა ძლიერ ტანჯვას. ძალადობასთან ერთად ზ---------–--ე მას ასევე დაემუქრა მოკვლით, რაც მან ბოლო დროს მისი მეუღლის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის გათვალისწინებით აღიქვა რეალურად. მისივე განმარტებით, ზ---------–--ეს, როდესაც ის იყო მთვრალი კონფლიქტი ჰქონდა არა მხოლოდ მასთან, არამედ მის შვილთან - მ----------–--ესთან. იყო რამდენიმე შემთხვევა, კერძოდ, 2017 წლის 30 დეკემბერს, ზ---------–--ე იწევდა მ-------ს მიმართ მხოლოდ იმიტომ, რომ მან (მ----------–--ე) ძილის წინ ტანსაცმელი არ გაიძრო. ის ამ დროს შუაში ჩადგა, თუმცა ზ---------–--ის ხელი მ------ს მოხვდა თვალის არეში, ხოლო 2018 წლის 5 თებერვალს ზ---------–--ე ასევე იწევდა მ-------ს მიმართ იმის გამო, რომ ზ---------–--ის ნათესავები ცუდად მოიხსენია. იგი ამ შემთხვევაშიც ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას.
არასრულწლოვანი მოწმის მ----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის ცხოვრობდა დედასთან, მამასთან და ძმასთან ერთად. მამასთან თავიდან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, მაგრამ როცა მამამ სმა დაიწყო, ის გახდა ძალიან აგრესიული. მშობლებს ხშირად მოსდიოდათ კამათი. 2017 წლის 30 დეკემბერს, ის ცემა მამამ იმის გამო, თუ რატომ არ გაიხადა ზედა და არ დაემორჩილა მას. ზ---------–--ემ მას თმები მოქაჩა, მაისური ჩამოახია და თვალში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც განიცადა როგორც ფიზიკური ტკივილი, ასევე მორალური ტანჯვა. ასევე მამამ ის ცემა 2018 წლის 5 თებერვალს, როდესაც მამა დედის მშობლებს ცუდად მოიხსენიებდა ის გამოესარჩლა დედას და მამამ საპასუხოდ ის წიხლებით ცემა და დაემუქრა მას ფანჯრიდან გადაგდებით, ასევე დაემუქრა, რომ ფეხებით დაკიდებდა. მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, მუქარა კი აღიქვა რეალურად. ზ---------–--ე ხშირად იმეორებდა, რომ რახან ბინის ქირას იხდიდა და არჩენდა მათ, ისინი უნდა დამორჩილებოდნენ და ყველაფერი ისე ყოფილიყო როგორც მას სურდა. მისივე განმარტებით, ის და მისი ძმა შეესწრნენ ჩხუბს მშობლებს შორის. მან და მისმა ძმამ გაიგონეს სასადილო ოთახიდან მტვრევის ხმა და დედის კივილი, რა დროსაც დედა გამოვიდა სამზარეულოდან და თქვა, რომ ზ---------–--ე მას ახრჩობდა.
გარდა აღნიშნულისა ზ---------–--ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმეების: გ---------------–--ის, გ----------------ის, მ------ ქ-------ის, ა------------ის, ი-------------ს, ფ----------–-----–---–-ს, ს----------------–---–ის, თ---------–---, თ-------------–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, ამოღების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ბრალდებულმა ზ---------–--ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას არასოდეს უძალადია მეუღლეზე, ისევე როგორც არ დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით. მისივე განმარტებით, მას ასევე არასდროს უძალადია მის შვილებზე და დამუქრებია მათ.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ---------–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მ----------–--ის ეპიზოდში მსჯავრდებულ ზ---------–--ის გამართლების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მ----------–--ის მიმართ მას არ განუხორციელებია ძალადობა, რომ მას თვალში თითი შემთხვევით მოხვდა და არავითარ ცემას არ ჰქონია ადგილი, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, კერძოდ, დაზარალებულ მ----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ზ---------–--ე 2017 წლის 30 დეკემბერს მამამ ცემა, მხოლოდ იმის გამო რომ არ გაიხადა მაისური და ისე დაწვა დასაძინებლად, მოქაჩა თმები, მაისური ჩამოახია და თვალში ჩაარტყა ხელი, რის შედეგადაც განიცადა, როგორც ფიზიკური ტკივილი, ასევე მორალური ტანჯვა. ასევე 2018 წლის 5 თებერვალს, მამამ ცემა წიხლებით და დაემუქრა ფანჯრიდან გადაგდებით, ასევე დაემუქრა რომ ფეხებით დაკიდებდა. მ----------–--ის ჩვენება შესაბამისობაშია დაზარალებულ თ--------------–---–ის ჩვენებასთან, რითაც დადგენილია, რომ მსჯავრდებული ზ---------–--ე ძალადობდა არამარტო მასზე, არამედ მათ მცირეწლოვან შვილზე მ----------–--ეზეც. მისი ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 30 დეკემბერს ზ---------–--ე იწევდა მხოლოდ იმიტომ, რომ ძილის წინ ტანსაცმელი არ გაიძრო. ასევე 2018 წლის 5 თებერვლს ზ---------–--ე იწევდა მ------ზე, მისი ნათესავების დაცვის გამო.
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ზ---------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ---------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
ზ---------–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის ჩადენა გენდერეული დისკრიმინაციის ნიშნით.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ---------–--ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და შეამცირებს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი, ზ---------–--ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ლეპტოპი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ---------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ-----------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ზ---------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ზ---------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
ზ---------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 18 ივნისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ლეპტოპი დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. თეთრაული