განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.01.2019
საქმის ნომერი
050210118002261153
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050210118002261153

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე 2/ბ-844-18 წ 16 იანვარი 2019 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი(მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - ო----- ჯა–-, მ--- იმ---ე (ბ------ იმ---ის უფლებამონაცვლე) დ----- კუ------ე შპს ,,მ-----------------------------–----------------------- მ------ ხა-------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის დაზუსტებული მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება ან მოპასუხეთათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ 8354,48 ლარის გადახდის დაკისრება, ამასთან, ამ თანხის გადახდევინების მიზნით, მ--- იმ---ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს, მხოლოდ ს/კ 2----------- უძრავი ქონების რეალიზაციით ამოღებული თანხებით.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 07 ივლისს, შპს ,,მ-----------------------------–--------------------''-სა და მოპასუხეებს: ო----- ჯ-–-, თ------ გო-----–---–ს, ბ------ იმ---ეს შორის გაფორმდა გრაფიკული სესხისა და თავდებობის N 4------ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ო----- ჯა–--ე, 5 თვის ვადით, 2.46% საშუალო საპროცენტო განაკვეთით გაიცა 11 000 (თერთმეტი ათასი) ლარი.

ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიური გადასახდელი თანხა შეადგენდა 2470.90 ლარს.

ხელშეკრულების საფუძველზე, თავდებმა პირებმა, თ------ გო-----–---–მა და ბ------ იმ---ემ, ო----- ჯა–--ან ერთად, შპს ,,მ-----------------------------–---------------------''-ის წინაშე, სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

2016 წლის 8 ივლისს, მსესხებელის მიერ, დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც, მოპასუხეთა დავალ--ნებამ შეადგინა 12354.48 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 11000 ლარი, ხოლო სარგებელი - 1354.48 ლარი.

 

მოპასუხის პოზიცია: მოპასუხეებმა, ო----- ჯა–-ა და თ------ გო-----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და დააფიქსირეს, რომ ლარის კურსის ვარდნის გამო წარმოშობილი ეკონომიური კრიზისის გამო, ვერ განახორციელეს ვალდებულების შესრულება, ამიტომ მოითხოვდნენ ვალის რესტრუქტურიზაციას. ამასთან ო----- ჯა–-ს მხრიდან სესხის ძირი თანხიდან-11000 ლარიდან გადახდილ-- 4000 ლარი, რაც ამცირებს სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალ--ნების ოდენობას.

 

მოპასუხის უფლებამონაცვლის პოზიცია: საქმის მომზადების ეტაპზე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განჩინებით, მოპასუხე ბ------ იმ---ის გარდაცვალების გამო, მის უფლებამონაცვლედ ჩაბმულმა მ--- იმ---ემ უარი განაცხადა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ბ------ იმ---ის დარჩენილი დავალ--ნება მისი გარდაცვალების დროისათვის აღემატებოდა დანა–-- ქონებას.

გარდა ამისა, აწ გარდაცვლილის ქონება უკვე გასხვისებული აქვს, რითაც გასტუმრებული იქნა სხვა ვალები.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. შპს ,,მ-----------------------------–---------------------''-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. მოპასუხეებს: ო----- ჯ-–-, თ------ გო-----–---–ს, ბ------ იმ---ის უფლებამონაცვლე მ--- იმ---ეს, შპს ,,მ-----------------------------–---------------------''-ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ, 2016 წლის 7 ივლისის სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალ--ნების - 12 354.48 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 11 000 ლარი, პროცენტი - 1354.48 ლარი; 3. მოპასუხეებს: ო----- ჯ-–-, თ------ გო-----–---–ს, ბ------ იმ---ის უფლებამონაცვლეს მ--- იმ---ეს, შპს ,,მ-----------------------------–---------------------''-ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროს, მოსარჩელის მიერ, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 371 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი - 50 ლარის ანაზღაურება; 4. გადაწყვეტილება მიქცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2016 წლის 07 ივლისს, შპს ,,მ-----------------------------–--------------------''-სა და მოპასუხეებს: ო----- ჯ-–-, თ------ გო-----–---–ს, ბ------ იმ---ეს შორის გაფორმდა გრაფიკული სესხისა და თავდებობის N4------ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ო----- ჯა–--ე, 5 თვის ვადით, 2.46% საშუალო საპროცენტო განაკვეთით გაიცა 11 000 (თერთმეტი ათასი) ლარი. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა განისაზღვრა 2470.90 ლარი; ხელშეკრულების მიხედვით, თ------ გო-----–---–მა და ბ------ იმ---ემ, შპს ,,მ-----------------------------–--------------------''-ის წინაშე, ო----- ჯა–--ან ერთად, სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. 2.2. მიუხედავად მოსარჩელის მხრიდან, გაფრთხილებისა და მოთხოვნის წარდგენისა, 2016 წლის 07 ივლისის N4------ გრაფიკული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება ო----- ჯა–-ს მიერ დარღვეულ--. მის მიერ სესხის დაფარვის ფაქტს ადგილი საერთოდ არ ჰქონია, რის გამოც, მოსარჩელემ, საკრედიტო ურთიერთობა ცალმხრივად შეწყვიტა. 2.3. 2016 წლის 07 ივლისის N4------ გრაფიკული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,მ-----------------------------–--------------------''-ის მიმართ წარმოშობილი დავალ--ნება შეადგენს 12 354.48 ლარს, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 11 000 ლარი, ხოლო სარგებელი - 1354.48 ლარი. 2.4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განჩინებით, მოპასუხის, ბ------ იმ---ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მისი მეუღლე - მ--- იმ---ე. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 400-ე, 405-ე, 463-464-ე, 867-868-ე, 873-ე, 891-892-ე, 895-ე, 898-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებულ-- სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება. განსახილველ შემთხვევა–- სადავოა, 2016 წლის 07 ივლისის N4------ გრაფიკული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალ--ნების ოდენობა, ასევე ძირითადი მოვალის, ო----- ჯა–-ს მიერ თანხის ნაწილის- 4000 ლარის გადახდის ფაქტი და თავდების, ბ------ იმ---ის უფლებამონაცვლის (მემკვიდრე) პასუხისმგებლობის ფარგლები. 2.6. დავალ--ნების ოდენობის, ასევე ძირითადი მოვალის, ო----- ჯა–-ს მიერ თანხის ნაწილის-4000 ლარის გადახდის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულ-- შეჯიბრებითობის პრინციპზე. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელ--. 2.7. მოქმედი კანონმდებლობა ფულადი ვალდებულების შესრულების მიმართ ითვალისწინებს მტკიცების განსხვავებულ სტანდარტს, კერძოდ: სკ-ის 429-ე და 431-ე მუხლების მიხედვით, ფულადი ვალდებულების შესრულების მთლ--ნად, ან ნაწილობრივ მიღება უნდა დადასტურდეს მოვალის მოთხოვნით, კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტით. მოვალეს, შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად, შეუძლ-- მოითხოვოს სავალო დოკუმენტის დაბრუნება ან გაუქმება. ასეთი დოკუმენტის გაცემის შეუძლებლობის შემთხვევა–-, მოვალეს უფლება აქვს, მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილ--. შეჯიბრებითობის პრინციპიდან და მატერიალური ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, მოპასუხის მიერ მითითებული სადავო გარემოება, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვეში ო----- ჯ-–- 4000 ლარი გადახდილი აქვს, მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტების საფუძველზე არ არის სარწმუნო და საკმარისი და გაზიარებული ვერ იქნება. 2.8. იმის გათვალისწინებით, რომ კრედიტორის გაფრთხილების მიუხედავად, მსესხებლის მიერ გადახდა არ მომხდარა, მოსარჩელე უფლებამოსილ--, შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს დავალ--ნების სრულად დაფარვა, რაც განსახილველ შემთხვევა–- შეადგენს, ძირი თანხის სახით 11000 ლარს და პროცენტს -1354.48 ლარს. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი მოვალის, ო----- ჯა–-ს მიმართ ამ თანხების დაკისრების თაობაზე საფუძვლ--ნია და უნდა დაკმაყოფილდეს; 2.9. მოსარჩელეს მოთხოვნაზე, თავდები პირებისათვის სოლიდარულად დავალ--ნების დაკისრების თაობაზე სასამართლომ განმარტა: განსახილველ შემთხვევა–- დადგენილ--, რომ 2016 წლის 07 ივლისის გრაფიკული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეებმა, თ------ გო-----–---–მა და ბ------ იმ---ემ, ო----- ჯა–--ან ერთად შპს ,,მ-----------------------------–--------------------''-ის წინაშე, სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. ამდენად, ბანკსა და თავდებ პირებს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე, 895-ე და 898-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რაც წარმოადგენს საკმარის საფუძველს, თ------ გო-----–---–ისათვის და ბ------ იმ---ის უფლებამონაცვლის (მემკვიდრე) მ--- იმ---ისათვის სოლიდარულად პასუხისმგებლობის დაკისრებისას. შესაბამისად, შპს ,,მ-----------------------------–--------------------''-ის სასარჩელო მოთხოვნა, თავდები პირებისათვის სოლიდარულად სარჩელით მოთხოვნილი თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლ--ნია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა პოზიციას მასზედ, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვეში, ო----- ჯა–-ს მხრიდან განხორციელდა N 4------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალ--ნების თანხის ნაწილის-4000 ლარის გადახდა, რაც არასწორია. მიუხედავად მათი შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა, საკრედიტო ორგანიზაციამ უარი განაცხადა ამონაწერის წარმოდგენაზე და მხოლოდ ზეპირად განმარტა, რომ 2016 წლის ოქტომბერში გადახდილი 4000 ლარით დაიფარა 2016 წლის 07 ივლისის N4------ გრაფიკულ სესხამდე არსებული დავალ--ნება, რაც პრაქტიკულად გამორიცხულ-- 3.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სსკ-ის 1484-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლ--ნად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში, თითოეულის წილის პროპორციულად. რადგან, ბ------ იმ---ის გარდაცვალების შემდეგ, კრედიტორთათვის გადახდილი თანხები აღემატება მიღებული სამკვიდრო ქონების საერთო ღირებულებას, ბ------ იმ---ის მემკვიდრე არ უნდა გამხდარიყო შპს „მ-----------------------------–---------------------“-ის მოვალე და მ--- იმ---ე ამოღებული უნდა ყოფილიყო მოვალეთა სიიდან.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლ-- გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლ--ნად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მა–-ნ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევა–-, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს „მ-----------------------------–---------------------“-ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.4 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.5-2.9 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართება–- არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 400-ე, 405-ე, 463-464-ე, 867-868-ე, 873-ე, 891-892-ე, 895-ე, 898-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევა–-, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, 2016 წლის 07 ივლისის N4------ გრაფიკული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალ--ნების დაფარვის მიზნით, ძირითადი მოვალის, ო----- ჯა–-ს მიერ გადახდილი იქნა, თუ არა თანხის ნაწილი- 4000 ლარი, ასევე, თავდების, ბ------ იმ---ის სამკვიდრო აქტივიდან გამომდინარე, მისი უფლებამონაცვლე (მემკვიდრე) პასუხისმგებელ--, თუ არა შპს „მ-----------------------------–---------------------“-ის წინაშე, ო----- ჯა–-ს მთლ--ნი ვალის გადახდაზე (პასუხისმგებლობის ფარგლები). 4.4. სადავო საკითხის გარკვევის მიზნით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლ--ნი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელ--. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას აღნიშნული სტანდარტის გამოყენება დამოკიდებულ-- იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსზე, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განისაზღვრება ის ფაქტები, რომლებიც თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს. 4.5. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 4.6. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრება–- გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. მითითებული მატერიალური ნორმის (სკ-ის 623-ე მუხლი) და სსკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე, წინამდებარე შემთხვევა–-, სესხის ნაწილის კრედიტორისათვის დაბრუნების (გადახდის) ფაქტის მტკიცება, მსესხებლის (მოვალე) ვალდებულებაა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სკ-ის 429-ე და 430-ე მუხლების შესაბამისად, პირველი ინსტრანციის სასამართლომ სწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, სწორად დაადგინა, რომ მოვალემ (მოპასუხე) სათანადო მტკიცებულების წარდგენით ვერ დაადასტურა თანხის ნაწილის-4000 ლარის გადახდის ფაქტი, მით უფრო, როდესაც, მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ასეთ შემთხვევა–-, სარჩელით მოთხოვნილი თანხის სრული ოდენობით ო----- ჯა–-სათვის დაკისრების თაობაზე დასაბუთებულ--. 4.7. რაც შეეხება თავდები პირის, ბ------ იმ---ის მემკვიდრის სააპელაციო პრეტენზიას არასაკმარისი სამკვიდრო აქტივის გამო, თანხის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის შემცირების თაობაზე პალატა განმარტავს: სამოქალაქო კოდექსის 1484.1 და 1485-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლ--ნად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. მემკვიდრემ უნდა დაამტკიცოს, რომ მამკვიდრებლის ვალები აღემატება სამკვიდროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამკვიდრო აღწერილი იყო ნოტარიუსის მიერ. 4.8. საქმეში განთავსებული მტკიცებულებით, ოზურგეთის რაიონული სასამართლოსათვის გაგზავნილი სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის წერილით ირკვევა, რომ ნოტარიუს ლ-- რა--–---–ის მიერ, 2016 წლის 14 ნოემბერს გარდაცვლილი ბ------ იმ---ის კანონიერ მემკვიდრეზე-მ--- იმ---ეზე (პ/ნ 2-----------, მცხ. ლ-------------------–---–---------), 2017 წლის 18 მაისს გაცემულ-- სამკვიდრო მოწმობა, რეესტრი N 1--------, ინდივიდუალური N 6-------------, ასევე 2017 წლის 11 ივლისს გაცემულ-- სამკვიდრო მოწმობა, რეესტრი N 1--------, ინდივიდუალური N 4------------- (იხ.ს.ფ.118-119). 4.9. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით დამტკიცებული, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების შესახებ ინსტრუქციის 91-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა უნდა შედგეს საჯარო აქტის ფორმით. დასაშვებია რამდენიმე სამკვიდრო მოწმობის გაცემა იმ შემთხვევა–-, თუკი მომდევნო სამკვიდრო მოწმობა უნდა გაიცეს მემკვიდრის მიერ იმ ქონების მიღების შესახებ, რომელიც არ იყო შეტანილი ადრე გაცემულ სამკვიდრო მოწმობა–- და რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას (უძრავი ქონება, წილები/აქციები სამეწარმეო საზოგადოებებში, ავტოტრანსპორტი და სხვა). იმ შემთხვევა–-, თუ სამკვიდროში შედის რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონება/უფლებები, სამკვიდრო მოწმობა–- უნდა მიეთითოს ამ ქონების მახასიათებლები და დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება ამ ქონების უფლებრივი მდგომარეობა (სამკვიდრო მასა–- არსებობის ფაქტი და სხვა გარემოებები). ყველა შემთხვევა–-, მიუხედავად იმისა, სამკვიდრო მოწმობა გაიცა თუ არა კონკრეტული ქონების/უფლებების მიღების დასტურად, სამკვიდრო მოწმობა–- უნდა მიეთითოს, სამკვიდრო მასის რა ნაწილი (მთლ--ნად, თუ მისი ნაწილი) მიიღო მემკვიდრემ. თუკი მემკვიდრე რამდენიმეა, უნდა მიეთითოს თითოეულმა მათგანმა სამკვიდრო მასის რა ნაწილი მიიღო მემკვიდრეობით. 4.10. პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული მატერიალური ნორმის (სკ-ის1484.1 და 1485-ე მუხლი) და სსკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე, წინამდებარე შემთხვევა–-, იმ ფაქტის მტკიცება, რომ მამკვიდრებლის ვალები აღემატება მიღებულ სამკვიდროს, მემკვიდრის ვალდებულებაა. გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამკვიდრო ნოტარიუსის მიერ იყო აღწერილი. ვინაიდან მ--- იმ---ემ, სასამართლოს არ წარმოუდგინა სამკვიდრო მოწმობა, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა სამკვიდრო აქტივი და მისი ღირებულება, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას დაედგინა, რომ მამკვიდრებლის ვალები აღემატებოდა სამკვიდროს, რაც გახდებოდა საფუძველი კრედიტორის- შპს „მ-----------------------------–---------------------“-ის მიმართ მისი პაასუხისმგებლობის შემცირებისა, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ დაძლ-- თავისი მტკიცების ტვირთი, რაც გამორიცხავს მითითებული საფუძვლით სააპელაციო მოთხოვნის გაზიარებას. 4.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს რის გამოც შპს „მ-----------------------------–---------------------“-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებეული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველ--.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლ-- საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მა–-ნ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-500 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ო----- ჯა–-ს და მ--- იმ---ის (ბ------ იმ---ის უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილ--.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადა–- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილ-- განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულ-- განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევა–- გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელ--;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე