განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100117002236945
საქმე №1ბ/1180-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ზუ------–------ს
მსჯავრდებულის: ზუ-------------ს
მონაწილეობით,საქართველოს მთავარი პროკუ---ტურის გენერალური ინსპექციის პროკურორის ზუ------–------ს და მსჯავრდებულ ზუ-------------ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ზუ-------------ს მიმართ - დ----------–-------–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------- ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ------–-------------------------–------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------------------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით ზუ-------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასმართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 აგვისტოს განაჩენით, ზუ-------------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე.
ზუ------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით.
მსჯავრდებულ ზუ-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 14 ნოემბრიდან.
ზუ-------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისის განაჩენით, ზუ------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა)წლის ვადით, საიდანაც 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 5(ხუთი)წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6(ექვსი)წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განაჩენით, იგი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 12(თორმეტი)წლით, 1(ერთი)თვით და 13(ცამეტი)დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 7(შვიდი)წლით, 1(ერთი)თვით და 13(ცამეტი)დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 5(ხუთი)წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6(ექვსი)წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ზუ-------------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 2(ორი)წლით, 4(ოთხი)თვით და 13(ცამეტი)დღით თავისუფლების აღკვეთა, 1(ერთი)წელი და 3(სამი)თვე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი)წელი და 3(სამი)თვე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებასა და 2010 წლის 5 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება და ზუ--------------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისისა და 2010 წლის 5 ნოემბრის განაჩენებით, საბოლოო სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილებით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განაჩენით (ამნისტიის გათვალისწინებით) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისის განაჩენით (ამნისტიის გათვალისწინებით) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი)წლის და 3(სამი)თვის ვადით, რაც იმ მომენტისთვის მოხდილი ჰქონდა.
მიუხედავად აღნიშნულისა, ზუ-------------მ კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული, კერძოდ, 2014 წლის სექტემბერში, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ იქნა ტა-----–----------ი. აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა რა ზუ-------------სთვის, სხვა პირებთან ერთად განიზრახა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა დიდი ოდენობით ფულად თანხას. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ტა-----–----------ის დაკავებიდან რამდენიმე დღეში ზუ-------------, გა-------------------ის და ის-–-------------ის მეშვეობით, ტა-----–----------ის მამას, ნუ-----------------ს და ძმას, ტო--------------ს გაეცნო, როგორც პროკუ---ტურის მუშაკი და საპროცესო შეთანხმების გაფორმების გზით, აღნიშნული პირების მეშვეობით დაპირდა დახმარებას ტა-----–----------ის პატიმრობიდან გათავისუფლებაში. სანაცვლოდ საქართველოს პროკუ---ტურის მაღალი თანამდებობის პირებისათვის ქრთამის სახით გადასაცემად მოითხოვა თანხა 10.000(ათიათასი)აშშ დოლარი, ხოლო ვითომდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას მოსალოდნელი ჯარიმის გადასახდელად - 10 000(ათი ათასი)ლარი. ტა-----–----------ის ძმამ, ტო--------------მა ზემოაღნიშნული თანხები 2014 წლის სექტემბრისა და დეკემბრის თვეებში, სრულად გადასცა ზუ-------------ს, გა-------------------ის და ის-–-------------ის მეშვეობით და თანდასწრებით, რასაც იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვა პირებთან ერთად. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ტო--------------ს მიადგა 10.000(ათიათასი)ლარის და 10.000(ათიათასი)აშშ დოლარის ექვივალენტი 17.489(ჩვიდმეტი ათას ოთხას ოთხმოცდაცხრა)ლარის ზიანი. საერთო ჯამში ზიანის ოდენობამ შეადგინა 27.489(ოცდაშვიდი ათას ოთახს ოთხმოცდაცხრა)ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც მსჯავრდებულმა ზუ-------------მ, ასევე, საქართველოს მთავარი პროკუ---ტურის პროკურორმა ზუ------–------მ.
მსჯავრდებულმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებული ზუ-------------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მის მიმართ სასჯელის მაქსიმალუ---დ მკაცრი სახის და ზომის გამოყენება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აპელანტის - მსჯავრდებულის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, ვინაიდან იგი არ ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს მიერ არ უნდა მომხდარიყო მოწმეების ის-–-------------ის და გა-------------------ის ჩვენებების გაზიარება, ვინაიდან ისინი არიან საქმის შედეგით დაინტერესებული პირები. ასევე, იმ პირობებში, როდესაც დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების მიმართ არ არსებობს დანაშაულის ჩადენისათვის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, დაუშვებელია პირს მსჯავრი დადებოდა ჯგუფური დანაშაულის ჩადენაში. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლოს განაჩენი ეყრდნობა იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომელთა ნაწილი დაინტერესებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაბრუნებით, ხოლო მათი ნაწილი არ წარმოადგენენ პირდაპირი ხასიათის მოწმეებს. რაც შეეხება საქმეზე წარმოდგენილ ფარულ ჩანაწერებს, ისინი მოპოვებულია საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით. ასევე, განაჩენში არასწორად არის ასახული მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულის მიერ გაჟღერებული ის სტრესული მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებოდა ბრალდებულის ოჯახი მოწმე გა-------------------ისა და დაზარალებულის ოჯახის მხრიდან.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მოცემულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის არ გამომდინარეობს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ტო--------------მა განაცხადა, რომ 2014 წლის სექტემბრის თვეში დააკავეს მისი ძმა - ტა-----–----------ი. მისთვის ადვოკატის აყვანის მიზნით, მოწმე დაუკავშირდა ოჯახის ნაცნობს - გა-------------------ს და სთხოვა დახმარება. ისინი მარნეულში მდებარე ერთ-ერთ კაფეში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ტო--------------ისა და გა-------------------ის გარდა, იყვნენ ნუ-----------------------------ები, ის-–--------------ი და ასევე ზუ-------------, რომელიც მაშინ გაიცნო. შეხვედრისას გა-------------------ს ჰკითხა, თუ როგორი ადვოკატი იყო ფა--------------ი, რომელიც ადრე თავად გაზ-------ს უწევდა დახმარებას. მოგვიანებით გა-------------------მა მათ უთხრა, რომ ზუ-------------ს ბიძაშვილი იყო მთავარი პროკურორის მოადგილე, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო ტა-----–----------ის საქმე. ამასთან, ზუ------------- შეპირდა, რომ მას შეეძლო დახმარებოდა ამ საქმის მოგვარებში. მეორე დღეს, მათთან მივიდა გა-------------------ი და უთხრა, რომ ტა-----–----------ის ციხიდან გამოსაყვანად სჭირდებოდათ 10.000 აშშ დოლარი და 10.000 ლარი. ამ დროს ზუ------------- და ის-–--------------ი გა-------------------ს ელოდებოდნენ ავტომანქანაში. მან უთხრა, რომ იგი არ იცნობდა ზუ---ს, რის გამოც გაზ-------მა განუმარტა, რომ თვითონ იქნებოდა პასუხისმგებელი. მოწმის განმარტებით, მან გა-------------------ს ნაწილ-ნაწილ გადასცა ზუ-------------ს მიერ მოთხოვნილი თანხა. თანხის აღებისას სახლში გაზ-------ი იყო შესული, ხოლო ზუ------------- და ის-–-------------ი გარეთ იყვნენ. ისინი იძლეოდნენ დაპირებებს, რომ მალე გაანთავისუფლებდნენ ტა-----–ს, თუმცა საბოლოდ მას 10 წელი მიესაჯა. ამის შემდეგ ურჩიეს, რომ ჯობდა სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულიყო გადაწყვეტილება და მერე გაანთავისუფლებდნენ. ზუ-------------მ და გა-------------------მა, ტა-----–----------ს შვიდჯერ გამოუცვალეს ადვოკატი, მაგრამ იგი მაინც ვერ გამოვიდა ციხიდან და მისჯილი 10 წელი დარჩა უცვლელი. მოწმემ უჩვენა, რომ გა-------------------ის თქმით, ზუ------------- მოუტანდა ფულს და ამ გზით დაუბრუნებდა, მაგრამ მისგან წაღებული 10.000 აშშ დოლარი და 10.000 ლარი არ დაუბრუნებიათ. მოწმემ ასევე დაადასტუ---, რომ ვინაიდან ბოლომდე არ ენდობოდა ამ ხალხს, როდესაც ხვდებოდა, ტელეფონის საშუალებით იწერდა საუბარს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნუ-----------------მა განაცხადა, რომ დაახლოებით 3 წლის და 7 თვის წინ დააკავეს მისი შვილი ტა-----–----------ი. რის შემდეგაც ოჯახმა მისთვის კარგი ადვოკატის აყვანის მიზნით, მიმართა მისი დიდი ხნის ნაცნობს გა-------------------ს. შეხვედრა შედგა მარნეულში მდებარე ერთ-ერთ ჩაიხანაში, რომელსაც ესწრებოდნენ მოწმე, მისი შვილები - ტო--------------------------ები, ზუ-------------, გა-------------------ი და ის-–-------------ი. შეხვედრისას ისაუბრეს ადვოკატზე, ფა--------------ზე. ასევე, გაზ------- ნა-------მა მათ უთხრა, რომ ზუ-------------ს ნათესავი იყო მთავარი პროკურორის მოადგილე, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო ტა-----–----------ის საქმე და 10 000 აშშ დოლარისა და 10 000 ლარის სანაცვლოდ, ამ უკანასკნელს შეეძლო ტა-----–----------ის ციხიდან გამოყვანა 3 თვეში. მოწმის ოჯახმა ეტაპობრივად გადასცა მოთხოვნილი თანხა გა-------------------ს, რომელიც მათთან ყოველთვის ზუ-------------სთან და ის-–-------------თან ერთად მიდიოდა. თანხის გადაცემას ესწრებოდნენ მოწმის ოჯახის წევრებიც. ზუ------------- შეხვედრების დროს პირდაპირ ეუბნებოდა მას, რომ გაათავისუფლებდა მის შვილს. საბოლოოდ, ტა-----–----------ის ციხიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა და ზუ-------------მ, გა-------------------მა და ის-–-------------მა მიისაკუთრეს მისი ოჯახის თანხები.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა - ნა-----------------–---------------------–-----------------ამ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ტა-----–ი მა-------მა განაცხადა, რომ 2014 წლის 18 სექტემბერს დაკავებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ზუ------------- გაიცნო თავის სასამართლო სხდომებზე, სადაც იგი ის-–-------------თან ერთად მიდიოდა. როდესაც იგი ტელეფონის საშუალებით ციხიდან თავის ოჯახის წევრებს უკავშირდებოდა, მათ უთხრეს, რომ ზუ-------------, პირი რომელიც მის სასამართლო სხდომებზე დადიოდა, თავისი ბიძაშვილის დახმარებით აგვარებდა პროკუ---ტუ---სთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს. მოწმემ დაადასტუ---, რომ მის დაცვას ახორციელებდა არაერთი ადვოკატი, რომლებიც ზუ--------------მ დააკავშირა მასთან, თუმცა საბოლოოდ მისი საქმე სახაზინო ადვოკატმა დაამთავრა. მისი პირველი ადვოკატი ფა--------------ი მოქმედებდა ისე, როგორც ზუ------------- არიგებდა მის ძმას. ტა-----–ი მა-------ის განმარტებით, მისთვის ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით, მისი ოჯახის წევრებმა გა-------------------ს გადასცეს ფულადი თანხა 10.000 აშშ დოლარი პროკუ---ტურის თანამშრომლისათვის და 10 000 ლარი საპროცესო შეთანხმებისათვის, რასაც ასევე ესწრებოდა ზუ-------------. მანვე დაადასტუ---, რომ ტელეფონით არაერთხელ ესაუბრა ზუ-------------ს, განსაკუთრებით, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს, რა დროსაც ეუბნებოდა, რომ სააპელაციო სასამართლოში უფრო იაფი დაჯდებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. მისთვის ზუ-------------ს თანხა არ მოუთხოვია, მაგრამ მათი საუბრებიდან ნათელი იყო, რომ ზუ------------- უშუალოდ მონაწილეობდა საქმის მოგვარებაში და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ შეღავათსაც იღებდა. საქმის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობის დროს, გა-------------------მა სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ მას გაათავისუფლებდნენ მომდევნო დღის 12:00 საათზე. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით თავად დაუკავშირდა ზუ-------------ს, რომელმაც დაუდასტუ---, რომ მომდევნო დღეს ყველაფერი დასრულდებოდა და მას გაათავისუფლებდნენ, თუმცა მასთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა.
აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით ნათლად დასტურდება, რომ ტა-----–----------ისათვის საპროცესო შეთანხმების საკითხები უნდა მოეგვარებინა სწორედ ზუ-------------ს. მან განუცხადა ტა-----–----------ის ოჯახის წევრებს, რომ მთავარი პროკურორის მოადგილე იყო მისი ახლო ნათესავი, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო ტა-----–----------ის სისხლის სამართლის საქმე. მოწმეთა განმარტებით, აღნიშნულ საქმეში მთავარი როლი ზუ-------------ს ჰქონდა დაკისრებული. იგი პირადად იძლეოდა დაპირებებს როგორც ტა-----–----------თან, ასევე მისი ოჯახის წევრებთან, რომ საპროცესო შეთანხმებას აუცილებლად მიაღწევდნენ და ტა-----–----------ი მალე გარეთ გამოვიდოდა. ასევე, გა-------------------ისათვის ფულადი თანხის გადაცემისას, ზუ------------- ყოველთვის თან ახლდა მას და გარეთ ავტომობილში ელოდებოდა. აშკარაა, რომ ტა-----–----------ის ოჯახის წევრები დახმარებას ელოდნენ ზუ-------------სგან, რადგან მთავარ პროკუ---ტუ---ში მას ჰყავდა სათანადო ნაცნობები. რაც შეეხება ფულადი თანხის პირადად გა-------------------ისათვის გადაცემას, აღნიშნული სრულებით არ მიუთითებს ზუ-------------ს უდანაშაულობაზე დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგოდ, მოტყუებით დაუფლებაში, ვინაიდან მოწმეებმა ფულადი თანხის გა-------------------ისათავის გადაცემის ერთადერთ მიზეზად მიუთითეს ამ უკანასკნელთან ახლობლობა და მისდამი უფრო მეტი ნდობის არსებობა.
პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს აღნიშნული პირების მიერ სასამართლოსათვის მოწოდებული ინფორმაციის ნამდვილობაში, ვინაიდან ისინი დამაჯერებლად და წინააღმდეგობების გარეშე და პირდაპირ აღწერენ ზუ-------------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების დეტალებს, რაც სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გამყარებულია სასამართლოს სხდომაზე დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით და საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გა-------------------მა განაცხადა, რომ ტა-----–----------ის ოჯახთან აკავშირებს დიდი ხნის ნაცნობობა. დაახლოებით 2014 წელს, ტა-----–----------ისთვის ადვოკატის მოძებნაში დახმარების მიზნით, მას დაუკავშირდნენ ტო---- და ნუ-----------------ები და შეხვედრა სთხოვეს. შეხვედრა შედგა, მარნეულში არსებულ ერთ-ერთ კაფეში, რომელსაც მოწმის გარდა ესწრებოდნენ: ტო----, ნუ-----------------------------ები, ასევე ის-–-------------ი და ზუ-------------. მოწმეს მოსთხოვეს ადვოკატ ფა--------------ის ნომერი, რაზედაც მან უპასუხა, რომ ნომერი სახლში ეწერა, როდესაც დაბრუნდებოდა ნახავდა და სახლიდან დაურეკავდა. საუბრისას მათ ზუ-------------მ უთხრა, რომ პროკუ---ტუ---ში ჰყავდა ხალხი და 10 000 აშშ დოლარის და 10 000 ლარის სანაცვლოდ, შეეძლო ტა-----–----------ის ციხიდან გამოყვანა ოთხ თვეში. ამის შემდეგ, მოწმემ ნაწილ-ნაწილ გამოართვა ტა-----–----------ის ძმას - ტო----ს თანხა ხსენებული ოდენობით და უკლებლივ გადასცა ზუ-------------ს. მოწმემ დაადასტუ---, რომ მა-------ების ოჯახში ვიზიტისას, თანხას თავად ართმევდა ტო--------------ს, თუმცა ზუ------------- და ის-–-------------ი ყოველთვის თან ახლდა მას და ავტომანქანაში ელოდებოდნენ. საბოლოოდ ზუ----მა დანაპირები ვერ შეასრულა. მოწმის განმარტებით, მან არაერთხელ უთხრა ზუ-------------ს, რომ თუ ვერ აკეთებდა საქმეს, დაებრუნებინა მისთვის გადაცემული ფული, რაზეც ეს უკანასკნელი უმტკიცებდათ, რომ ტა-----–----------ი რამდენიმე დღეში დატოვებდა ციხეს. მას თანხა არ დაუბრუნებია. მოწმის განმარტებით, ის ის-–-------------თან და ზუ-------------სთან ერთად დადიოდა პროკუ---ტუ---ში. ზუ------------- შედიოდა შიგნით, თუმცა იქიდან გამოსული ხან არაფერს ამბობდა, ხან კი არწმუნებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. საქმე ზუ----ს უნდა მოეგვარებინა, ვინაიდან მას ჰყავდა სათანადო ნაცნობები და როგორც ამბობდა, თვითონაც პროკურორის მრჩეველი იყო. ტო--------------ისგან აღებულ ფულსაც ზუ----ი ხარჯავდა. ასევე, ტა-----–----------ს სააპელაციო სასამართლოში ზუ----მა აუყვანა ადვოკატი.
აღნიშნული მოწმის ჩვენებასთან სრულ შესაბამისობაშია მოწმე ის-–-------------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოწმეები გა-------------------ი და ის-–-------------ი არიან თანამზრახველები ზუ-------------ს მიერ ჩადენილ ქმედებაში, პალატამ სიღრმისეულად შეისწავლა და შეაფასა მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება, ჩვენების მიცემის დრო, მოტივი, ჩვენების სანდოობა, მის მიმართ შესაძლო ზეწოლის არარსებობა და მიიჩნია, რომ სასამართლოს მათ გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი არ გააჩნია.
რაც შეეხება დანაშუალის ჩადენას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, აღნიშნულთან დაკავშირებით ამომწუ---ვი მსჯელობა იქონია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება.
მსჯავრდებულ ზუ-------------ს მიერ ტა-----–----------ის საქმით დაინტერესება და მისი აქტიური როლი მა-------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას განვითარებულ მოვლენებში დადასტურებულია ასევე იმ პირთა ჩვენებებით, ვინც სამართლებრივ დახმარებას უწევდნენ ტა-----–----------ს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ფა--------------მა განაცხადა, რომ იგი იცავდა ტა-----–----------ის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში. 2015 წელს, მას დაუკავშირდა ტა-----–----------ის ძმა - ტო--------------ი და უთხრა, რომ მასთან შეხვედრა უნდოდა მის ახლობელ იურისტს - ზუ-------------ს. პირველი ინსტანციის სასამართლოში, ზუ------------- ტა-----–----------ის ნათესავებთან ერთად მიდიოდა და ყველა პროცესს ესწრებოდა. ამასთან, ზუ------------- მიდიოდა მასზე ადრე, პროცესის დასრულების შემდეგ კი, რჩებოდა მისი წასვლის შემდეგაც. ზუ-------------მ მას რამდენჯერმე სთხოვა პროკუ---ტურის სახელზე, საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით განცხადების დაწერა, თუმცა თავად პასუხობდა, რომ დანაშაულის აღიარების გარეშე შეუძლებელი იყო მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ტა-----–----------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემდეგ, მას დაურეკეს ზუ-------------მ და ტო--------------მა და მოითხოვეს მისი აცილება. თუმცა საქმიდან საბოლოო ჩამოცილებამდე, ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, მოწმემ დაწერა სააპელაციო საჩივარი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ვ--–-----------------------------–-----------–-----------–--–------–-----–------------------------–-–---- განაცხადეს, რომ ისინი ეწევიან საადვოკატო საქმიანობას და 2015-2016 წლებში სხვადასხვა პერიოდში იცავდნენ მსჯავრდებულ ტა-----–----------ის ინტერესებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მათ დაადასტურეს, რომ ტა-----–----------ის საქმით დაინტერესებული იყო ზუ-------------, იგი აქტიუ---დ იყო ჩართული ამ პროცესში და როგორც მათთვის ზუ-------------საგან იყო ცნობილი, საქმეზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.
მოწმეთა ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია და გამყარებულია ასევე სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებთან.
მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმით, დგინდება, რომ მასში მოთავსებულია 6 ჩანაწერი. მათგან ჩანაწერი 0-------------------–-----------------------–-------------------------------–-----------------------ით. დათვალიერების ოქმში მოცემული ინფორმაციით, აღნიშნული ჩანაწერები ტო--------------მა შექმნა მასზე მითითებულ თარიღებზე გაცილებით ადრე. თარიღებს შორის ამგვარი სხვაობა ტო--------------ის განმარტებით, განპირობებულია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თავდაპირველად ეს ჩანაწერები სხვა ტელეფონში ჰქონდა გაკეთებული, მეორე მობილურ ტელეფონში მისი გადატანის შემდეგ კი, ჩანაწერებში მითითებულ თარიღებად მიეთითა მობილურ ტელეფონში მათი გადატანის თარიღი ჩანაწერი 005-ის თანახმად, ზუ------------- პირდება ტო--------------ს, რომ საქმეს გააკეთებს, წინააღმდეგ შემთხვევაში - ფულს დაუბრუნებს. „ტო----ი: მეც მაგას ფული რომ ვთხოვე, მეუბნება ზუ---ს მივეცი ყველაფერიო. ზუ---მ უნდა დამიბრუნოს და მე შენ დაგიბრუნებო. - ზუ----ი: თუ ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ, ასეც უნდა თქვას. ის მართალია. „პაძელნიკების“ სამზარეულოში რა ხდება, არავინ უნდა იცოდეს, შიგნით „პაძელნიკებში“ იმ მდგომარეობამდე რომ მიდის (არ ასრულებს აზრს) არ გამოდის კარგად, არაკაცუ---დ. რასაც არ უნდა აკეთებდნენ „პაძელნიკები“, მარჯვენა თუ მარცხენა საქმეებით, მათ „კუხნაში“ რა ხდება გარედან შემყურესთვის. (გაურკვეველია). არ არის პრობლემა ტო----, გეუბნები.“ ჩანაწერი 007-ის თანახმად, ზუ------------- ახსენებს ვინმე ხა------ს და პირდება ტო--------------ს, რომ თუ მის ძმას - ტა-----–----------ს, არ გამოუშვებენ ციხიდან 2-3 დღეში, ის სრულად დააბრუნებს მისთვის გადაცემულ ფულად თანხას. აღნიშნულ პირებს შორის საუბარი გრძელდება ჩანაწერი 008-ში. „ტო----ი: ზუ---, დღეს შენ ამბობ გამოვაო, ხვალ ღმერთმა არ ქნას, ღმერთმა ქნას რომ გამოვიდეს, უბრალოდ ვამბობ ღმერთმა არ ქნას არ გამოვიდეს, ხვალ რომელ საათზე მაძლევ ჩემს ფულს? - ზუ----ი: ყველაზე უკიდურეს ვარიანტში 12 საათზე.“ დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურეს მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებლმა ეკ-----–--------მ და თარჯიმანმა ამ-----ნ მა-------მა.
ფონოსკოპიური ექსპერტიზის №------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ აუდიოჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნებათ. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადავო ფონოგრამებში (--------------------------- მონაწილე დიქტორი მამაკაცის ხმა და მეტყველება და „ზუ-------------ს ხმის ნიმუშის” ფონოგრამიდან ზუ-------------ს ხმა და მეტყველება ერთმანეთის იდენტურია. ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის შინაარსობრივი მხარე სრულად შეესაბამება მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციას, რომელიც ასახულია დათვალიერების ოქმში. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა ე------------–-–---–---------–---------–--------
ფარული აუდიოჩანაწერის/ვიდეოჩანაწერის ოქმებით, რომელიც ერთ შემთხვევაში განხორციელებულია ტო--------------ს, დედამისს და გა-------------------ს შორის, ხოლო მეორე შემთხვევაში - ტო--------------ს, დედამისს და ის-–-------------ს შორის, ცალსახად დასტურდება, რომ ტო--------------მა გაზ------- ნა-------ს გადასცა ფულადი თანხა ზუ-------------ზე გადასაცემად.
პალატა ვერ დაეთანხება დაცვის მხარის აპელირებას ფარული ჩანაწერების კანონის დარღვევით მოპოვების თაობაზე და განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის სრული დაცვით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სასამართლოს მიერ კანონიერად ცნობის საფუძველზე და ადგილი არ ჰქონია საპროცესო ნორმების მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მათ გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს შექმნიდა.
პალატა მიიჩნეევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ზუ-------------ს მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
ამდენად, მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც მისი დაკმაყოფილების და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
2. აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, 2014 წლის სექტემბრიდან 2014 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდში ზუ------------- წარმოადგენდა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევ პირს. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ზუ-------------სათვის წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციის მცდარობის დასაბუთებისას მიუთითა, რომ ზუ------------- 2010 წლის 5 ნოემბერს გასამართლებული იქნა იმ დანაშაულისათვის, რომელიც მას ჩადენილი არ ჰქონდა 2010 წლის 12 ივლისის განაჩენის გამოტანის შემდეგ და შესაბამისად იგი არ მიიჩნია ორჯერ ნასამართლევ პირად. აპელანტი მიუთითებს, რომ აღნიშნული მსჯელობით სასამართლო არასწორად განმარტავს კანონმდებლის მიერ დადგენილი ნორმის შინაარსს. სასამართლოს მსჯელობის გათვალისწინებით უნდა მივიჩნიოთ, რომ პირის ბრალდებისათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სავალდებულოა პირი ნასამართლევი იყოს არაერთგზის. აღნიშნული ჭეშმარიტების შემთხვევაში საკანონმდებლო აქტში ნაცვლად სიტყვებისა: „იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის“, იქნებოდა სიტყვები: „იმის მიერ, ვინც არაერთგზის იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის“. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ზუ-------------სათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე არის უკანონო და უნდა შეიცვალოს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული კვალიფიკაციით. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, იგი ორჯერ არის ნასამართლევი ანალოგიური შინაარსის დანაშაულისათვის და დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ბრალად წარდგენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალუ---დ მკაცრი სახე და ზომა.
პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზუ-------------ს მიმართ ფორმალუ---დ ნამდვილად არსებობს ორი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლებიც წინ უსწრებს ახალი დანაშაულის ჩადენის ფაქტს. თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს განაჩენით, პირველი ინსტანციის სასამართლოს ორი განაჩენის არსებობისას, ზუ-------------ს სასჯელი დაენიშნა არა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განაჩენთან ერთობლიობით, არამედ ამავე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შესაბამისად - დანაშაულთა ერთობლიობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილში მითითებული საფუძვლის არსებობისას, კერძოდ იმ შემთხვევაში, როდესაც განაჩენის გამოტანის შემდეგ დგინდება, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, სასამართლო ვალდებულია სასჯელი უპირობოდ დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვროს. აღნიშნული ნორმის მიღებით, კანონმდებელმა დააწესა გარკვეული შეღავათი იმ პირების მიმართ, ვინც რამდენიმე დანაშაული პირველი ქმედებისათვის განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. პალატა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოძიების ან სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას არ ხდება საქმეთა გაერთიანება, მსჯავრდებული არ შეიძლება აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში სხვა, იმ პირებთან შედარებით, რომელთა მიმართაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებისათვის გამოძიება დაწყებული იქნა ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, ან საქმის მასალები გაერთიანდა, განხილული იქნა ერთ წარმოებად და დადგა მხოლოდ ერთი გამატყუნებელი განაჩენი.
ამდენად, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ზუ-------------მ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისის და 2010 წლის 5 ნოემბრის განაჩენით გათვალისწინებული ქმედებები ჩაიდინა მის მიმართ პირველი განაჩენის გამოტანამდე - 2010 წლის 12 ივლისამდე, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს განაჩენით, მისთვის სასჯელის დანიშვნა მოხდა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად - დანაშაულთა ერთობლიობით, მსჯავრდებული ზუ------------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“, არამედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის - თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, არაერთგზის.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზუ-------------ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების ნაწილში, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიემებელი გარემოებები, მათ შორის ისინიც, რაზეც მიუთითებს ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში და სასჯელის სახით მას განუსაზღვრა სამართლიანი, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მისი მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და ხასიათის პროპორციული სასჯელი. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილშიც უნდა დარჩეს უცვლელად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ზუ-------------ს და საქართველოს მთავარი პროკუ---ტურის პროკურორის ზუ------–------ს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასმართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 აგვისტოს განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს მთავარი პროკუ---ტურის გენერალური ინსპექციის პროკურორის ზუ------–------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ზუ-------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასმართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად;
4. ზუ-------------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე.
ზუ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.ზუ-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 14 ნოემბრიდან.
6.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ზუ-------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
7.ნივთიერი მტკიცებულებები:
- 2 (ორი) ცალი მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
- 8 (რვა) ცალი დალუქული პაკეტი, მასში მოთავსებული დისკებით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი