განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100115726217
საქმე №1ბ/52-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
14 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნ-------------–---–-
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ი-----–----–-------- (პირადი ნომერი №6----------), დაბადებული 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ო---------------------------–---------–- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--–-----–-------------------------------–-------------------–------–-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი.
სასჯელი: განაჩენთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
ადვოკატი: ნ-----–-----–---–--------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი-----–----–-------მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-----–-----–---–-------მა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, ქ. თბილისის პროკურატურის სტაჟიორ ნ-------------–---–-ს მიერ, ზემდგომი პროკურორის ზ-------------ის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა მსჯავრდებულ ი-----–----–-------სა და სტაჟიორ-პროკურორ ნ-------------–---–ს შორის 2019 წლის 13 თებერვალს მიღწეული საპროცესო შეთანხმების ოქმები და შუამდგომლობა, რომელიც დაზუსტდა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე.
მხარეებმა ითხოვესწარმოდგენილი და დაზუსტებული შუამდგომლობის დამტკიცება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ი-----–----–-------- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 ნოემბრის განაჩენით, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6(ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, რომელიც არ აღსრულდა.
ი-----–----–-------- იყო რა, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევი პირი, 2013 წლის 15 თებერვალს, ქ. თბილისში ნარკოლოგიური შემოწმების №7----- დასკვნით, მას კვლავ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმის ჯგუფის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი.
საპროცესო შეთანხმების არსი:
წარმოდგენილი (დაზუსტებული) საპროცესო შეთანხმებით: ი-----–----–-------- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000(ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ და საბოლოოდ, ი-----–----–-------ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ი-----–----–-------ს - 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: თ-------------–---–ის, ზ-------------ის, მ-------------–-–---–ის, თ-----------------–---–ის, ექსპერტ თ--------------ის, 2013 წლის 15 თებერვლის ნარკოლოგიური ექსპერტიზის №7----- დასკვნით, 2009 წლის 3 ნოემბრის განაჩენით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ ი-----–----–--------ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
პალატამ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაზუსტებული შუამდგომლობა საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ი-----–----–-------- სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ.
შუამდგომლობა სასამართლოში წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით.
შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მათი დამტკიცების თაობაზე.
სამართლებრივი შეფასება:
პალატას მიაჩნია, რომ ი-----–----–-------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი (დაზუსტებული) საპროცესო შეთანხმება პროკურორ ნ-------------–---–სა და მსჯავრდებულ ი-----–----–-------ს შორის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ი-----–----–-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000(ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ და საბოლოოდ, ი-----–----–-------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ი-----–----–-------ს - 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ი-----–----–-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 11 დეკემბრიდან 2019 წლის 14 თებერვლის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, მსჯავრდებულ ი-----–----–--------ს მიმართ კონტროლი და დახმარება დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულს დაევალოს - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მოსამართლე: /მ. თეთრაული/