განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001268570
საქმე №1ბ/411-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძემ
ეკატერინე ობოლაძის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლების - კო----------ას, მა--------------ის
ადვოკატების - ვა----------–----ის, და---------–----ის
მსჯავრდებულების - თო-------------------ის, შა-–---------ის
გამართლებულ - დე---------–------–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულების: თო-------------------ისა და შა-–---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვა----------–----ის და ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორ კო----------ას სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
თო-------------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 1--------- პირადი ნომერი: 0----------, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, ზ. ფ------------–-–-–-–---–-- ქუჩა, კორპუსი №---, ბინა №--, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 27,156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
დე---------–------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 0- ი------ პირადი ნომერი: 0----------, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრაციის მისამართის გარეშე, ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, ს------------------, კორპუსი №1, ბინა №--, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 27,156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
შა-–---------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 01 ი-------, პირადი ნომერი: 0----------, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრაციის მისამართის გარეშე, ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, ა-------- დასახლება, კორპუსი №-, ბინა №--, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 27,156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 მარტის განაჩენით:
დე---------–------–---–ი საქართველოს სსკ-ის 27,156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
თო-------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 27,156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
შა-–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 27,156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თო-------------------ეს და დე---------–------–---–ს ბრალი დაედოთ მასზედ, რომ ჩაიდინეს ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის გამო და მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად და ძალადობის მუქარით, ხოლო შა-–---------ეს ბრალი დაედო მასზედ, რომ ჩაიდინა ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის გამო და მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად, ძალადობით და ძალადობის მუქარით.
რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 12 ი-------, დაახლოებით 2040 საათზე, ქ. თბილისში, კ----- ა-------- ქუჩა N2--ში მდებარე რესტორან ,,ჭ-–------–-“ იმყოფებოდნენ თო-------------------ე, შა-–---------ე და დე---------–------–---–ი, რომლებმაც იცნეს იმავე რესტორანში მყოფი ტელეკომპანია ,,ტ-----–--“ ჟურნალისტები: ირ---–----------–იძე, ლე-----------ე, ნი-----------–---–ი და ჟურნალ ,,ტ-----–--“ ყოფილი ჟურნალისტი ავ--------–--------ე. იმის გამო, რომ მათთვის მიუღებელი იყო აღნიშნული ტელეკომპანია „ტ-----–--“ ჟურნალისტების მიერ შექმნილი გადაცემები რელიგიურ თემებზე, გამოხატული აზრი და შეხედულებები მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიმართებაში, ჯგუფურად განიზრახეს განეხორციელებინათ მათი დევნა შეუწყნარებლობის მოტივით. ისინი მივიდნენ მაგიდასთან მსხდომ ზემოაღნიშნულ ჟურნალისტებთან და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა სწორედ მათ მიერ რელიგიასთან დაკავშირებით გამოხატული განსხვავებული აზრისა და ზოგადად მათი პროფესიული საქმიანობის გამო. კერძოდ, შა-–---------ემ ავ--------–--------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ჯერ ხელი ჰკრა მარჯვენა მხარზე, შემდეგ ორჯერ დარტყა ფეხი ტანის არეში, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დე---------–------–---–მა, თო-------------------ემ და შა-–---------ემ მათ დაურღვიეს მყუდროება, არ მისცეს მშვიდად ყოფნის საშუალება, რამდენიმე წუთის განმავლობაში ესროდნენ ჭურჭელს, გამოხატავდნენ აგრესიას, იმავდროულად, ემუქრებოდნენ ცემითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით. ასევე უთხრეს, რომ შემდგომშიც მათი მხრიდან გამოხატული აზრისა თუ სიტყვის გამო, ნებისმიერ ადგილას დახვდებოდნენ და სცემდნენ. შესაბამისად, მათი ქმედებით დაირღვა ირ---–----------–იძის, ლე-----------ის, ავ--------–--------ისა და ნი-----------–---–ის კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლება.
შა-–---------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის გამო და მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად, ძალადობით და ძალადობის მუქარით.
თო-------------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ ჩაიდინა ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის გამო და მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად და ძალადობის მუქარით.
დე---------–------–---–ი კი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2016 წლის 12 ი-------, დაახლოებით 2040 საათზე, თბილისში, კ----- ა-------- ქუჩა N2--ში მდებარე რესტორან ,,ჭ-–------–-“ იმყოფებოდნენ ან--------------ე, დე---------–------–---–ი, შა-–---------ე და თო-------------------ე. ამ უკანაკნელმა იცნო იმავე რესტორანში მყოფი ტელეკომპანია ,,ტ-----–--“ ჟურნალისტები: ირ---–----------–იძე და ლე-----------ე, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ მეგობრებთან ნი-----------–---–თან და ჟურნალ ,,ტ-----–--“ ყოფილ ჟურნალისტ ავ--------–--------ესთან ერთად. იმის გამო, რომ თო-------------------ისთვის მიუღებელი იყო აღნიშნული ჟურნალისტების გადაცემები რელიგიურ თემებზე, მათ მიერ გამოხატული აზრი და შეხედულებები მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიმართებაში, თო-------------------ე, დე---------–------–---–ი და შა-–---------ე მივიდნენ მაგიდასთან მსხდომ ზემოაღნიშნულ ჟურნალისტებთან და თო-------------------ემ მიაყენა სიტყვიერი, ხოლო შა-–---------ემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა სწორედ მათ მიერ რელიგიასთან დაკავშირებით გამოხატული განსხვავებული აზრისა და ზოგადად მათი პროფესიული საქმიანობის გამო. კერძოდ, შა-–---------ემ ავ--------–--------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ხელი ჰკრა მარჯვენა მხარზე, შემდეგ დაარტყა ფეხი ტანის არეში, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. თო-------------------ემ და შა-–---------ემ მათ დაურღვიეს მყუდროება, არ მისცეს მშვიდად ყოფნის საშუალება, გამოხატავდნენ აგრესიას, იმავდროულად, ემუქრებოდნენ ცემითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით. ასევე უთხრეს, რომ შემდგომშიც მათი მხრიდან გამოხატული აზრისა თუ სიტყვის გამო, ნებისმიერ ადგილას დახვდებოდნენ და სცემდნენ. მათი ქმედებით დაირღვა ირ---–----------–იძის, ლე-----------ის, ავ--------–--------ისა და ნი-----------–---–ის კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლება.
სასამართლომ ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დე---------–------–---–ის მიერ ადამიანის დევნას - სიტყვის, აზრის გამო და მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების: თო-------------------ისა და შა-–---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვა----------–----ემ და ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორმა კო----------ამ.
მსჯავრდებულების: თო-------------------ის და შა-–---------ის ადვოკატმა ვა----------–----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენის გაუქმება გამამტყუნებელ ნაწილში და თო-------------------ისა და შა-–---------ის გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი შა-–---------ისა და თო-------------------ის მიმართ უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, მსჯავრდებულთა ბრალეულობას; განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; იგნორირებულია საქმეში არსებული მტკიცებულებები და ფაქტები; მტკიცებულებათა ერთობლიობა არ ადასტურებს თო-------------------ისა და შა-–---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, კერძოდ:
2016 წლის 12 ი------- თო-------------------ე, შა-–---------ე, ან-------------ძე და დე---------–------–---–ი იმყოფებოდნენ რესტორან „ჭ-–------–-“. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ გადაწყვიტეს დაეტოვებინათ რესტორანი, გადაიხადეს, რესტორნის მომსახურების საფასური და ადგნენ კიდეც სუფრიდან, ბრალდებულების წასვალამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე, იმავე რესტორანში შევიდნენ და გვერდით მაგიდასთან დასხდნენ ტელეკომპანია „ტ-----–--“ ჟურნალისტები: ლე-----------ე, ირ---–----------–იძე, ნი-----------–---–ი და ავ--------–--------ე. თო-------------------ემ იცნო მხოლოდ ირ---–----------–იძე და ლე-----------ე, რაც შეეხება ნი-----------–---–ს და ავ--------–--------ეს, მათი პიროვნებისა და საქმიანობის შესახებ თ--------------ეს არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა. თო-------------------ე, ისე, რომ არაფერი უთქვამს თავისი თანხმლები პირებისთვის, გაემართა იმ მაგიდისკენ, რომელთანაც ზემოთ დასახელებული ჟურნალისტები ისხდნენ. აღნიშნულ მაგიდასთან ჯერ მივიდა თო-------------------ე და მას მიჰყვნენ რამდენიმე წამში დე---------–------–---–ი და შა-–---------ე. მისვლის შემდეგ თო-------------------ემ ისარგებლა რა მისთვის კანონით და კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, აზრი გამოთქვა ლე-----------ის და ირ---–----------–იძის სატელევიზიო გადაცემაზე და მოუწოდა მათ, რომ ნუ იქნებოდნენ რადიკალურად განწყობილი ეკლესიის მაღალი იერარქიის პირების და ზოგადად საწინააღმდეგო აზრის მიმართ. აღნიშნული მიმართვა განკუთვნილი იყო, მხოლოდ ლე-----------ის და ირ---–----------–იძის მიმართ, ვინაიდან, თო-------------------ე საერთოდ არ იცნობდა ავ--------–--------ესა და ნი-----------–---–ს და არც ის იცოდა თუ რას საქმიანობდნენ ისინი, შესაბამისად ნ---------–---–- და ა---------- არც გამხდარან მათი მიმართვის ადრესატები.
რაც შეეხება დე---------–------–---–ს და შა-–---------ეს, ისინი ზემოთ დასახელებულ ჟურნალისტებს არ იცნობდნენ და შესაბამისად, მათი მხრიდან საერთოდ არ მომხდარა კომუნიკაციის დამყარება ჟურნალისტებთან.
თო-------------------ის მიმართვის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ ჟურნალისტებს გამოევლინათ თმენა და ტოლერანტულად შეხვედროდნენ გამოთქმულ აზრსა და მოწოდებას, ისინი გახდნენ აგრესიულები. ერთი-ერთი მათგანი - ავ--------–--------ე, ადგა ფეხზე მის გვერდით მდგომ თო-------------------ეს შეაგინა დედის მისამართით და მოუღერა ხელი დასარტყმელად. თ--------------ე მიხვდა რა, რომ ა---------- მას დარტყმას უპირებდა, ხელის მკერდზე მიწოლით გაწია იგი თავის საწინააღმდეგო მიმართულებით. ეს უკანასკნელი კი იქვე მდგომ სკამს წამოედო და წაიქცა ამავე სკამზე. თუმცა მას შემდეგ, რაც მათ შორის ჩადგნენ როგორც მისი მეგობრები, ასევე დანარჩენი ჟურნალისტები და თ--------------ისთვის საფრთხე მოიხსნა, ამ უკანასკნელს არც, კი უცდია, რომ რაიმე ფიზიკურ დაპირისპირებაში შესულიყო ავ--------–--------ესთან ან დანარჩენ ჟურნალისტებთან. ამის შემდეგ, ისე, რომ არავითარ იძულებას და ზეწოლას, ბრალდებულთა მიმართ ადგილი არ ჰქონია, რესტორნის თანამშრომლის ირ---–----------ის პირველივე მოწოდებისთანავე, ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, დატოვეს რესტორანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ კონფლიქტის დაწყების მიზეზი იყო არა დაზარალებულთა ჟურნალისტური საქმიანობა, არამედ ის შეურაცხყოფა, რომელიც მიაყენა ავ--------–--------ემ თო-------------------ეს და ასევე ის საფრთხე, რომელიც მოდიოდა აგრესიულად განწყობილი ავ--------–--------ის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კი დავუჯერებთ დაზარალებულთა პოზიციას და კონფლიქტის დაწყების მიზეზად დაზარალებულთა ჟურნალისტურ საქმიანობას ჩავთვლით, ხოლო კონფლიქტის დამწყებად ბრალდებულებს, მაშინ პასუხგაუცემელი რჩება ერთი შეკითხვა, რატომ შევიდნენ კონფლიქტში მაინც და მაინც ავ--------–--------ესთან და არა სხვა დაზარალებულთან მით უმეტეს, რომ არცერთ ბრალდებულს არც ავ--------–--------ის და არც მისი საქმიანობის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ ჰქონიათ.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ არა დასტურდება რომ მსჯავრდებულებს ჰქონდათ წინასწარი განზრახვა. არც დაზარალებულებმა იცოდნენ, რომ ისინი 2016 წლის 12 ი------- წავიდოდნენ რესტორან „ჭ-–------–-“. შესაბამისად, შეუძლებელია ბრალდებულებს წინასწარ დაეგეგმათ დაზარალებულებთან შეხვედრა და მათთან კონფლიქტი.
აპელანტი ასვევ აღნიშნავს, რომ დაზარალებულთა ჩვენებები წინააღმდეგობაშია სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან, კერძოდ: დაზარალებულმა ნი-----------–---–მა - სასამართლოში მიცემულ ჩვენებებში აღწერა, რომ მათგან ორი მეტრის დაშორებით მდგომი სამი ბრალდებული ესროდა დაზარალებულებს თეფშებს და ჭიქებს, თუმცა ერთიც არ მოხვედრია მას და მის მეგობრებს. ამასთან, რესტორნის პერსონალის ჩვენებით, და საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ დაზიანებული იყო მხოლოდ ერთი თეფში და საფერფლე, ხოლო რომელი მაგიდის კუთვნილება იყო ეს ნივთები, ეს არ დგინდება. თუკი სამი პირი ისროდა თეფშებს, მაშინ როგორ მოხდა, რომ მხოლოდ ერთი თეფში გატყდა ან როგორ არ მოხვდა არც ერთ დაზარალებულს. ნი-----------–---–მა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულები მხოლოდ მაშინ გავიდნენ, რესტორნის ტერიტორიიდან, როდესაც პოლიცია და დაცვა მოვიდა რესტორან „ჭ-–------–-“, სინამდვილეში კი როგორც მოწმეთა ჩვენებებითა და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეომასალით ჩანს, ბრალდებულები დაემორჩილნენ რესტორნის მენეჯერის ირ---–----------ის პირველივე მოწოდებას და დატოვეს რესტორანი პოლიციის ან დაცვის სამსახურის მოსვლამდე. რაც შეეხება ავ--------–--------ეს, იგი თავის სამივე ჩვენებებში წინააღმდეგობრივად აღწერს და კონკრეტულად ვერ უთითებს, რომელმა ბრალდებულმა და როგორ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. ვერც ერთი დაზარალებული ვერ ხსნის რატომ მოხდა დაპირისპირება მხოლოდ ავ--------–--------ესთან. ირ---–----------–იძე ერთის მხრივ, თავგამოდებით ამტკიცებს, რომ იგი და დანარჩენი ჟურნალისტებიც გახდნენ სამივე ბრალდებულის მხრიდან დევნის მსხვერპლნი, მეორეს მხრივ კი, თავის ჩვენებაში თ--------------ეს პასუხობს, რომ შა-–---------ის გარდა ვინ დაარტყა ავ--------–--------ეს არ იცის, მისი ძირს დაცემის შემდეგ სამივე ბრალდებულს ჰქონდა დარტყმის სურვილი, მაგრამ შუაში ჩამდგარ ქალბატონს პატივი სცეს და არ დარტყეს. ამ პასუხით, აშკარაა, რომ ბრალდებულთა მხრიდან არათუ აგრესია არ გამოვლენილა ჟურნალისტების მიმართ, არამედ პატივისცემაც კი გამოამჟღავნეს.
აპელანტის აზრით, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ საქმეში არსებულ წინააღმდეგობებით აღსავსე დაზარალებულთა ჩვენებებს, რომელთა ჩვენებებიც არც ერთი სხვა მოწმის ჩვენებებით არ დასტურდება.
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორმა კო----------ამ, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და დე---------–------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 27,156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი დე---------–------–---–ის მიმართ არის დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლოს მხრიდან არასწორად მოხდა ფაქტობრივი გარემოებების, მოწმეთა ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების შეფასება. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა ის გარემოება, რომ დე---------–------–---–ი თო-------------------ესთან და შა-–---------ესთან ერთად მივიდა დაზარალებულების მაგიდასთან, თუმცა მხოლოდ თო-------------------ის და შა-–---------ის ქმედებებმა დაურღვიეს დაზარალებულებს მყუდროება, არ მისცეს მშვიდად ყოფნის საშუალება, ასევე მხოლოდ ისინი დაემუქრნენ ცემით და ფიზიკური ანგარიშსწორებით, რითაც დაარღვიეს ირ---–----------–იძის, ლე-----------ის, ავ--------–--------ის და ნი-----------–---–ის სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დაზარალებული, ასევე ბრალდებულებთან თანმხლები ქალბატონი და რესტორნის თანამშრომლები მიუთითებენ, რომ დე---------–------–---–იც იმყოფებოდა კონკრეტულ მომენტში სხვა ბრალდებულებთან ერთად დაზარალებულების მაგიდასთან, სასამართლომ არ მიიჩნია საკმარისად ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ამ უკანასკნელის ბრალდების დასადასტურებლად.
აპელანტის აზრით, დე---------–------–---–ის ბრალეულობა დასტურდება სასამართლოში დაკითხული ირ---–----------–იძის ჩვენებით, რომლის თანახმად დგინდება, რომ ჯერ კიდევ უშუალოდ კონფლიქტის დაწყებამდე, მაშინ როდესაც, ბრალდებულები თავის მაგიდასთან ისხდნენ, სამივე მათგანის მანერით და ტუჩების მოძრაობით ხვდებოდა, რომ მათი მისამართით იგინებოდნენ. აღნიშნულის შემდეგ, დე---------–------–---–ი, თო-------------------ესთან და შა-–---------ესთან ერთად მივიდა დაზარალებულების მაგიდასთან, რა დროსაც დე---------–------–---–ი, ისევე როგორც თო-------------------ე და შა-–---------ე დაზარალებულებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მათ მიერ ტელევიზიით, რელიგიაზე გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით. მისივე სიტყვებით, მთელი კონფლიქტის განმავლობაში ისმოდა სამივე ბრალდებულის მხრიდან გინება და მუქარა, ხოლო ბრალდებულების თანმხლები ქალბატონი და რესტორნის მომსახურე პერსონალი ცდილობდნენ მათ დაწყნარებას. ლე-----------ემ სასამართლოს წინაშე ასევე დაადასტურა, რომ სამივე ბრალდებული იღებდა კონფლიქტში მონაწილეობას ოთხივეს მიმართ, ისინი ისროდნენ თეფშებს და სხვადასხვა ნივთებს და იგინებოდნენ მათი მისამართით. აღსანიშნავია, რომ მოწმის ჩვენების მიხედვით, გასვლისას, დე---------–------–---–ი მოუწოდებდა რესტორანში მყოფ პირებს არ დაერეკათ პოლიციაში. ნი-----------–---–მა განმარტა, რომ სამივე ბრალდებული მივიდა მათთან და სამივე მათგანმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. პირველი მივიდა თო-------------------ე, რომელმაც მათ მიმართა: „თქვენ ხართ ტ-----–-- რუპორები, ლუკმა როგორ არ გეჩხირებათ ყელში, თქვენ ხართ ეკლესიის მტრები.“ სწორედ მას აყვა დანარჩენი ორი ბრალდებული (დე---------–------–---–ი და შა-–---------ე). ავ--------–--------ეს დაარტყა შა-–---------ემ, თუმცა მისივე ჩვენებით ირკვევა, რომ დანარჩენი ორი ბრალდებულიც იქნევდა ფეხებს. ასევე, სამივე მათგანი ისროდა თეფშებს და ჭიქებს მათი მიმართულებით. ავ--------–--------ემაც, ანალოგიურად დაადასტურა, რომ სამივე ბრალდებული აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ. რესტორან „ჭ-–------ის“ თანამშრომელი ასევე ადასტურებს, რომ N15-ე მაგიდასთან მსხდომმა ახალგაზრდა მამაკაცებმა (ყველა მათგანი) გადაულაპარაკეს N12-ე მაგიდასთან მსხდომ პირებს ანუ დაზარალებულებს. რესტორან „ჭ-–------ის“ კიდევ ერთმა თანამშრომელმა დაადასტურა, რომ ჩხუბისას მხოლოდ ბრალდებულების მხრიდან იყო რეპლიკები დაზარალებულების მისამართით. ბრალდებულებთან ერთად N15-ე მაგიდასთან მყოფმა ან--------------ემ სასამართლოში განაცხადა, რომ ბრალდებულები (მათ შორის დე---------–------–---–ი), ერთად მივიდნენ დაზარალებულების მაგიდასთან, გადაცემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად.
აპელანტის აზრით, ერთადერთი განსხვავებას, რამაც სასამართლოს უბიძგა თო-------------------ის და დე---------–------–---–ის ქმედებები შეეფასებინა სხვადასხვაგვარად, წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დაზარალებულებმა შეძლეს იმ სიტყვების აღდგენა, რითიც თო-------------------ემ უშუალოდ მათ მიმართა, ხოლო დე---------–------–---–ის შემთხვევაში ზოგადად განაცხადეს, რომ ეს უკანასკნელი მათ ემუქრებოდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამ გარემოებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ თო-------------------ე იყო პირველი ვინც საუბარი წამოიწყო, ლოგიკურად, ვიდრე სხვა პირებიც ჩაერთვებოდნენ ამ კონფლიქტში, ეს ყველაფერი იყო უფრო ადვილად აღქმადი და დასამახსოვრებელი. ხოლო მას შემდეგ, რაც მაგიდასთან მისული პირების რაოდენობა გაიზარდა, ამავდროულად სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურში, არ არის გასაკვირი, რომ დაზარალებულებმა, რომელთა მისამართითაც იმ მომენტში ხორციელდებოდა აგრესია, ზუსტად ვერ დაიმახსოვრეს და გადმოსცეს მათი მისამართით ნათქვამი სიტყვები. ამ გარემოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, ბრალდებულების თანხმლები ან--------------ის ჩვენება, რომელმაც განაცხადა, რომ ბიჭები (მათ შორის დე---------–------–---–ი) გაემართნენ დაზარალებულების მიმართულებით საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად.
აღსანიშნავია, რომ დევნა როგორც ასეთი არ არის შემოფარგლული მხოლოდ ფიზიკური ანდა სიტყვიერი გამოხატულების ფორმით, იგი შესაძლებელია გამოვლინდეს ქცევითაც, რომელიც უშუალოდ ფიზიკურ ძალადობას არ მოიცავს. ბრალდებულები დაზარალებულების მაგიდასთან მივიდნენ იმგვარად, რომ დაზარალებულებისთვის მათი მისვლა აღქმულ იქნა ჯგუფურ მისვლასთან, ბრალდებულების მიზანიც სწორედ ის იყო რომ მათ საკუთარი ქცევით და სიტყვებით გამოეხატათ უარყოფითი პოზიცია ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით და მიეყენებინათ შეურაცხყოფა.
აპელანტის აზრით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, ქმნიან არამხოლოდ ეჭვებს და ვარაუდებს, არამედ ადასტურებენ, რომ დე---------–------–---–იც ჩართული იყო დაზარალებულების მიმართ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში და მის განზრახვასაც წარმოადგენდა დაზარალებულების დევნა მათი პროფესიული საქმიანობისას რელიგიასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების გამო. დე---------–------–---–ის ქმედება დანაშაულის ჩადენისას გამოიხატა კომპლექსურ ქმედებებში, მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და მუქარაში დაზარალებულების მისამართით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტებმა მხარი დაუჭირეს თავის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს.
დაცვის მხარემ მხარი არ დაუჭირა პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას თო-------------------ის და შა-–---------ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ასევე ბრალდების მხარის პოზიციას დე---------–------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, რადგან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი სრულიად გამორიცხავს ამ მოსაზრებათა საფუძვლიანობას.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად საქმეს იხილავს სააპელაციო საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში.
პალატა თავდაპირველად იმსჯელებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე და შესაბამისად მიუთითებს იმ გარემოებებზე, თუ რატომ არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება დე---------–------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 27,156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
აპელანტი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად აპელირებს დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებზე და აღნიშნავს, რომ მათ მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ დე---------–------–---–ი, თო-------------------ესთან და შა-–---------ესთან ერთად მივიდა დაზარალებულების მაგიდასთან, რა დროსაც დე---------–------–---–ი, ისევე როგორც თო-------------------ე და შა-–---------ე, დაზარალებულებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მათ მიერ ტელევიზიით, რელიგიაზე გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით. მთელი კონფლიქტის განმავლობაში ისმოდა სამივე ბრალდებულის მხრიდან გინება და მუქარა.
აპელანტის პოზიციას პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას, რომ მართალია დაზარალებულებიც და მოწმეებიც ზოგადად აფიქსირებენ რომ მე-15 მაგიდასთან მყოფი სამი ახალგაზრდა მამაკაცი /თო-------------------ე, დე---------–------–---–ი და შა-–---------ე/ მივიდა მე-12 მაგიდასთან და მათ შორის იყო დაძაბული სიტუაცია, რადგან ახალგაზრდები მე-12 მაგიდის წევრებს ეუბნებოდნენ, რომ ისინი ეწეოდნენ ანტიქრისტიანულ კამპანიას და პატრიარქს უდიერად მოიხსენიებდნენ, მაგრამ კონკრეტულად თუ რაში გამოიხატა დე---------–------–---–ის მხრიდან დევნა ვერცერთი დაზარალებული და მოწმე ვერ მიუთითებს. დაზარალებულები დეტალურად აღწერენ თო-------------------ის და შა-–---------ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, თუმცა კონკრეტულად ვერ განმარტავენ, რაში გამოიხატებოდა დე---------–------–---–ის ქმედება, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ირ---–----------–იძემ განმარტა, რომ 2010 წლიდან მუშაობს ტელეკომპანია ,,ტ-----–-–-“, არის პოლიტიკური გადაცემების წამყვანი. იმ პირებს, ვისთანაც კონფლიქტი მოუხდათ, პირადად არ იცნობს და მათთან შემთხვევამდე არანაირი შეხება არ ჰქონია. 2016 წლის 12 ი------- მეგობრებთან: ნი-----------–---–თან, ავ--------–--------ესთან და ლე-----------ესთან ერთად იმყოფებოდა რესტორან ,,ჭ-–------–-“. მათი მაგიდიდან 2-3 მეტრის მოშორებით ისხდნენ ახალგაზრდები ქალბატონთან ერთად. მოწმემ აღნიშნა, რომ მან შეამჩნია ამ ახალგაზრდების დაჟინებული და აგრესიული მზერა და უსიამოვნო - საფრთხის შეგრძნება გაუჩნდა. სამივე მათგანის მანერით და ტუჩების მოძრაობით ხვდებოდა, რომ მათი მისამართით იგინებოდნენ. შემდეგ თო-------------------ე მივიდა მათ მაგიდასთან და უთხრა: ,,თქვენ ხართ ტ-----–-- რუპორები, როგორ ბედავთ საერთოდ, რომ აქ სხედხართ და როგორ გადაგდით ლუკმა”. უსიამოვნო საუბარი გრძელდებოდა დაახლოებით 5 წუთს, ყველანი ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას და მათ დამშვიდებას, თუმცა ახალგაზრდები უფრო დიდ აგრესიას გამოხატავდნენ. ჯერ მათი მაგიდიდან დაიწყეს თეფშების დალეწვა, შემდეგ კი სხვა მაგიდებიდან ესროდნენ თეფშებს და ჭიქებს. ავ--------–--------ეს შა-–---------ემ ჩაარტყა მხარში, რის გამოც ეს უკანასკნელი სკამებსა და მაგიდას შორის ჩავარდა. იმავე პიროვნებამ ფეხიც ჩაარტყა. დანარჩენებიც ცდილობდნენ იგივე გაემეორებინათ, თუმცა თავად არ აძლევდა ამის საშუალებას, ნი-----------–---–თან ერთად ჩადგა შუაში და ერთად მოახერხეს, თავდამსხმელი გაშორებოდა ავ--------–--------ეს. მთელი კონფლიქტის განმავლობაში ისმოდა ახალგაზრდების მხრიდან გინება და მუქარა. რესტორნის დაცვა მოგვიანებით მივიდა. ერთ-ერთი იმ პირთაგანი მიმართავდა რესტორნის პერსონალს, არ გამოეძახათ პოლიცია. ახალგაზრდები იქ მყოფთ ეუბნებოდნენ, რომ ირ---–----------–იძე და მისი თანმხლები პირები იყვნენ ეკლესიის მტრები, თან მათ მოუწოდებდნენ, გარეთ გაჰყოლოდნენ და გაეგრძელებინათ საუბარი. ლე-----------ემ რესტორნის თანამშრომლებს სთხოვა პოლიციაში დაერეკათ.
აღნიშნული ასევე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას ლე-----------ემ. მან ასევე აღნიშნა, რომ მაგიდასთან მისვლამდე გაიგო გინების ხმა, თუმცა ყურადღება არ მიაქცია. 10-15 წუთის შემდეგ მათ მაგიდასთან მივიდნენ ახალგაზრდები, უწოდეს - ,,ტ-----–--“ რუპორები და ჰკითხეს ქუჩაში როგორ გადიოდნენ, მაშინ როცა მათ დააჭერინეს ბიჭები და რელიგიას არცხვენდნენ. ავ--------–--------ეს წამოდგომისას შა-–---------ემ გაურკვეველი მიზეზის გამო დაარტყა, ა---------–- წაიქცა და დაეცა ლ------ გატყდა სკამი და მას კიდევ ერთხელ ჩაარტყა წიხლი შა-–---------ემ. სამივე ახალგაზრდა იღებდა ჩხუბში მონაწილეობას ოთხივეს მიმართ. მათ აშველებდნენ, თუმცა თავდამსხმელები ისვროდნენ თეფშებს და სხვადასხვა ნივთებს, აგინებდნენ. ზუსტად ვერ დაადასტურებს სამივე ისროდა თუ არა, მაგრამ, ერთი თეფში ლე-----------ეს მოხვდა ხელში, ნამსხვრევები კი ნი-----------–---–ს. რესტორნის პერსონალმა გაიყვანა ახალგაზრდები, რომლებიც მოუწოდებდნენ შეკრებილ საზოგადოებას არ დახმარებოდნენ დაზარალებულებს, რადგან ისინი იყვნენ ეკლესიის შემარცხვენლები და მტრები. მოწმემ განმარტა, რომ გასვლისას დე---------–------–---–ი მოუწოდებდა იქ მყოფთ არ დაერეკათ პოლიციაში, ხოლო დაზარალებულებს უთხრეს, რომ გარეთ ელოდებოდნენ და სადაც ნახავდნენ იქ გაუსწორდებოდნენ.
აღნიშნული დაადასტურა ასევე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნი-----------–---–მაც და განმარტა, რომ მათთან ახლოს, ხელმარცხნივ ისხდნენ ახალგაზრდები გოგონასთან ერთად. დაახლოებით 20 წუთში სამივე ახალგაზრდა მივიდა მათთან და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც შემდეგ მოჰყვა ფიზიკური შეურაცხყოფაც, კერძოდ, ესროდნენ თეფშებს და ჭიქებს, ააყირავეს მათი მაგიდა. პირველი მივიდა თო-------------------ე და მიმართა სიტყვებით: ,,თქვენ ხართ ტ-----–-- რუპორები, ლუკმა როგორ არ გეჩხირებათ ყელში, თქვენ ხართ ეკლესიის მტრები”. სწორედ მას აყვა დანარჩენი ორი ახალგაზრდაც. მათი თანმხლები გოგონა არანაირი მონაწილეობას არ იღებდა არც სიტყვიერ და არც ფიზიკურ დაპირისპირებაში. ლ----- და ი-----–-- მიმართეს: ,,თქვენ მიეცით ჩვენება სასამართლოში ბიჭების წინააღმდეგ”. შა-–---------ემ ავ--------–--------ეს დაარტყა ხელი, რის გამოც ეს უკანასკნელი დაეცა ძირს - მაგიდასა და სკამებს შორის. მანვე, დარტყა ფეხი. დანარჩენი ორიც იქნევდა ფეხებს. სამივე მათგანი ისროდა თეფშებს და ჭიქებს მათი მიმართულებით. თავად არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუღია. მხოლოდ ა---------–-- მიიღო ფიზიკური დაზიანება. მას და მის მეგობრებს თეფშების ნატეხები ჰქონდათ თმაში. დაცვის თანამშრომლების მისვლამდე რესტორნის თანამშრომლები ცდილობდნენ ახალგაზრდების შეჩერებას. ისინი დაცვის თანამშრომლებს ეუბნებოდნენ, რომ არ გამოეძახათ პოლიცია, დაზარალებულებს კი მოუწოდებდნენ გასულიყვნენ გარეთ და ქუჩაში გაეგრძელებინათ საუბარი.
მოწმის სახით დაკითხვისას კი ავ--------–--------ემ განმარტა, რომ გვერდით მაგიდასთან მსხდომი სამი ახალგაზრდა მივიდა მათ მაგიდასთან და თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მის სამ მეგობარს, რის გამოც ის ფეხზე წამოდგა, იკითხა, რა ხდებოდა და სთხოვა მათ დაბრუნებულიყვნენ თავიანთ მაგიდასთან. სწორედ ამის შემდეგ მასაც მიაყენეს შეურაცხყოფა, ემუქრებოდნენ, ეუბნებოდნენ, რომ ნახავდნენ, რაც მოუვიდოდათ. ერთ-ერთ მათგანთან - მამაკაცთან ღია ფერის თმით (თო-------------------ე), საუბრისას მარჯვენა უკანა მხრიდან მოხვდა მუშტი, შემდეგ წიხლი, რის შედეგადაც დაეცა, დაუვარდა სათვალე და ხედავდა მხოლოდ სილუეტებს. ვინ დარტყა, არ დაუნახავს. განიცადა ფიზიკური ტკივილი, თუმცა სერიოზული დაზიანება არ ქონდა. სახეები არ ახსოვს, ესაუბრებოდა, წითურწვერიანი მამაკაცი, მისგან დარტყმა არ მიუღია.
რაც შეეხება სასამართლოში დაკითხულ მოწმეებს: თა---–-------ას, მა---------------–---ს, ირ---–----------ეს, ირ---–--------–-–---–ს, ქე-----------------ეს, ისინი ადასტურებენ ზოგადად დაპირისპირების ფაქტს, თუმცა არცერთი მათგანი მიუთითებს კონკრეტულად დე---------–------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.
შესაბამისად, პალატის აზრით, დაზარალებულებმა და მოწმეებმა ვერ მიუთითეს დე---------–------–---–ის მიერ განხორციელებულ რაიმე კონკრეტულ ქმედებაზე, მისგან გაგონილ რაიმე კონკრეტულ მუქარაზე, რაც პალატას დაარწმუნებდა, რომ დე---------–------–---–მა პირდაპირ განზრახვით განახორციელა ადამიანის დევნა.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თო-------------------ე იყო პირველი ვინც საუბარი წამოიწყო, ხოლო მას შემდეგ, რაც მაგიდასთან მისული პირების რაოდენობა გაიზარდა, ამავდროულად სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურში, არ არის გასაკვირი, რომ დაზარალებულებმა, რომელთა მისამართითაც იმ მომენტში ხორციელდებოდა აგრესია, ზუსტად ვერ დაიმახსოვრეს და გადმოსცეს მათი მისამართით ნათქვამი სიტყვები. პალატა აპელანტის მოსაზრებას ვერ დაეთანხმება, ვინაიდან ერთადერთი რასაც დაზარალებულები ცალსახად მიუთითებენ დე---------–------–---–ზე, არის ის გარემოება, რომ იგი მოუწოდებდა იქ მყოფ პირებს არ გამოეძახათ პოლიცია. შესაბამისად თუ მათ შეძლეს დაეფიქსირებინათ დე---------–------–---–ის აღნიშნული სიტყვები, ისინი შეძლებდნენ დაეფიქსირებინათ მის მიერ ნათქვამ სხვა სიტყვებსაც ასეთის არსებობის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა რომ ადგილი ჰქონდა ჯგუფურ ქმედებას, არ შეიძლება ერთ მხარეს მყოფ ყველა პირს ჩადენილი ქმედებისათვის კოლექტიურად შეერაცხოთ ბრალი. შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას, რომ დე---------–------–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 27,156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
რაც შეეხება მსჯავრდებულების: თო-------------------ის და შა-–---------ის ინტერესების დამცველის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულთა მიერ მათზე ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მათ მიმართ დადგენილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი, პალატა არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულებმა: ირ---–----------–იძემ, ლე-----------ემ, ნი-----------–---–მა და ავ--------–--------ემ სასამართლოში დაკითხვისას ცალსახად დაადასტურეს, რომ თო-------------------ემ ძალადობის მუქარით, ხოლო, შა-–---------ემ ძალადობით და ძალადობის მუქარით, მათ მიაყენეს შეურაცხყოფა, აღნიშნულის საფუძველი კი იყო მათი საქმიანობა, კერძოდ, დაზარალებულ ირ---–----------–იძემ დაადასტურა, რომ თო-------------------ე მივიდა მათ მაგიდასთან და უთხრა: ,,თქვენ ხართ ტ-----–-- რუპორები, როგორ ბედავთ საერთოდ, რომ აქ სხედხართ და როგორ გადაგდით ლუკმა”. მიუხედავად მათი მცდელობისა, რომ სიტუაცია განემუხტათ, შა-–---------ემ ავ--------–--------ეს ჩაარტყა მხარში, რის გამოც ეს უკანასკნელი სკამებსა და მაგიდას შორის ჩავარდა, ხოლო შემდეგ ფეხიც ჩაარტყა. მისივე ჩვენებით, ტელეკომპანია ,,ტაბულა’’ იცავს რელიგიურ უმცირესობებს და მათთვის უცხო არ არის სხვადასხვა ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან აგრესია მათი საქმიანობის გამო. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა დაზარალებულმა ლე-----------ემ და დამატებით განმარტა, რომ გასროლილი ერთი თეფში მას მოხვდა ხელში, ნამსხვრევები კი - ნი-----------–---–ს. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდები იქ შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდებდნენ არ დახმარებოდნენ დაზარალებულებს, რადგან ისინი ეკლესიის შემარცხვენლები და მტრები იყვნენ. აღნიშნული დაადასტურა ასევე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნი-----------–---–მაც. მოწმემ აღნიშნა, მათ მაგიდასთან პირველი მივიდა თო-------------------ე და მიმართა სიტყვებით: ,,თქვენ ხართ ტ-----–-- რუპორები, ლუკმა როგორ არ გეჩხირებათ ყელში, თქვენ ხართ ეკლესიის მტრები”. სწორედ მას აყვა დანარჩენი ორი ახალგაზრდაც. ხოლო, ლ----- და ი-----–-- უთხრეს: ,,თქვენ მიეცით ჩვენება სასამართლოში ბიჭების წინააღმდეგ”. ამასთან, შა-–---------ემ ავ--------–--------ეს დაარტყა ხელი, რის გამოც ეს უკანასკნელი დაეცა ძირს - მაგიდასა და სკამებს შორის. მანვე, დარტყა ფეხი. დანარჩენი ორიც იქნევდა ფეხებს. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას ავ--------–--------ემ, რომელმაც განმარტა, რომ ახალგაზრდებმა თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მის სამ მეგობარს, რის გამოც ის ფეხზე წამოდგა, იკითხა, რა ხდებოდა და სთხოვა მათ დაბრუნებულიყვნენ თავიანთ მაგიდასთან. სწორედ ამის შემდეგ მასაც მიაყენეს შეურაცხყოფა, ემუქრებოდნენ, ეუბნებოდნენ, რომ ნახავდნენ, რაც მოუვიდოდათ. ერთ-ერთ მათგანთან მამაკაცთან საუბრისას, რომელსაც ჰქონდა ღია ფერის თმა (თო-------------------ე), მარჯვნივ, უკანა მხრიდან მოხვდა მუშტი, შემდეგ წიხლი, რის შედეგადაც დაეცა, დაუვარდა სათვალე და ხედავდა მხოლოდ სილუეტებს.
ის გარემოება, რომ სწორედ ჟურნალისტების სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მოხდა კონფლიქტი, დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას ირ---–--------–-–---–მაც, რომლის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს რესტორან ,,ჭ-–------–-“. შემთხვევის დღეს დაინახა ორი მაგიდის სტუმრების დაპირისპირება, შემდეგ გაირკვა, რომ დაზარალებულები იყვნენ ჟურნალისტები. კონფლიქტისას გაიგო, რომ ჩხუბის მიზეზი იყო ერთ-ერთ გადაცემა, რომელშიც საუბარი იყო ტრადიციების უარყოფაზე, რელიგიის, ეკლესიის, სარწმუნოების, ქრისტიანობის და პატრიარქის შეურაცხყოფაზე. დარბაზში მისვლისას დაინახა ძირს დაგდებული მამაკაცი, რომელსაც აყენებდა რამდენიმე ადამიანი. რამდენიმე კი ცდილობა მეორე ჯგუფის შეკავებას. თო-------------------ე აკეთებდა რეპლიკებს, რომ ჟურნალისტები იყვნენ რელიგიის შეურაცხმყოფლები, მოუწოდებდა ხალხს არ დახმარებოდნენ მათ. ბრალდებულები იძახდნენ, არ გამოეძახათ პოლიცია. მოწმემ განმარტა, რომ უშუალოდ ჩხუბს და კონკრეტულ სიტყვიერ შეურაცხყოფას არ შესწრებია, არ იცის, ვინ წააქცია ავ--------–--------ე, ან რატომ. გაიგო მხოლოდ ჭურჭლის მტვრევის ხმა. მისივე განმარტებით ახალგაზრდებმა თავად შეწყვიტეს ჩხუბი და მათ მიმართ პროპორციული ზომები გამოყენებული არ ყოფილა. ჩხუბისას მხოლოდ მათი მხრიდან იყო რეპლიკები, ხოლო დაზარალებულები ძირს დავარდნილის წამოყენებას ცდილობდნენ.
აღნიშნული ასევე დასტურდება მოწმე ქრ------------------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, რომლის თანახმად დადგენილია, რომ მუშაობს თბილისში, კ----- ა-------- ქ. N2--ში მდებარე რესტორან ,,ჭ-–------–-’’ მიმტანად. 2016 წლის 12 ი------- დაახლოებით 2000 საათზე, რესტორანში შევიდა სამი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი ქალბატონი, ისინი იყვნენ ტელეკომპანია ,,ტ-----–--’’ ჟურნალისტები და არაერთხელ იყვნენ ნამყოფი რესტორანში. ერთ-ერთი გვარად იყო ს-------- დასხდნენ N12 მაგიდასთან. N15 მაგიდასთან ისხდნენ სამი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი ახალგაზრდა გოგონა, რომლებმაც N12 მაგიდის სტუმრების შესვლის შემდეგ დახურეს ანგარიში. რაღაც დროის შემდეგ დაინახა, რომ N15 მაგიდის წევრი ბიჭები მისული იყვნენ N12 მაგიდასთან და მათ შორის იყო დაძაბული სიტუაცია, კერძოდ N15 მაგიდის წევრები N12 მაგიდის წევრებს ეუბნებოდნენ, რომ ისინი ეწეოდნენ ანტიქრისტიანულ კამპანიას, გმობდნენ ქართულ ეკლესიას და პატრიარქს მოიხსენიებდნენ ცუდად. აღნიშნულის დანახვაზე ქრ------------------ე მაშინვე წავიდა ბარის მხარეს, რათა საგანგაშო ღილაკით გამოეძახა პოლიცია, რა დროსაც ბარმენმა ირ---–--------–-–---–მა უთხრა, რომ უკვე გამოძახებული იყო დაცვის სამსახური. თავის მხრივ სტუმარი - ს------- ამ დროს იმყოფებოდა ბართან. აღნიშნულის შემდეგ რესტორნის მენეჯერმა ირ---–----------ემ და ბარმენმა ირ---–--------–-–---–მა გამოიყვანეს ერთ-ერთი N15 მაგიდის წევრი, რომელსაც გაყვნენ მასთან მყოფი ორი მამაკაცი და ქალბატონი, გავიდნენ გარეთ და სიტუაცია განიმუხტა. N12 მაგიდის წევრებს არავითარი სხეულის დაზიანება არ აღენიშნებოდათ. გადაადგილებული იყო სკამები და მაგიდები. მაგიდას და ერთ სკამს დაზიანებული ჰქონდა ფეხი და იატაკზე ეყარა თეფშის ნატეხები. კონფლიქტში მონაწილე პირის ცემის ფაქტი ან წაქცეული რომელიმე წევრი არ დაუნახავს. N15 მაგიდის ერთ-ერთი წევრი, რომელიც გვერდით გამოიყვანეს რესტორნის მენეჯერმა და ბარმენმა, გასვლის დროს, რესტორანში მყოფ პირებს ეუბნებოდა, რომ დაზარალებულები ეკლესიაზე ცუდად საუბრობდნენ, რის გამოც არ უნდა ყოფილიყვნენ რესტორანში და არ დახმარებოდნენ მათ, ასევე მოუწოდებდნენ იქ მყოფთ, მათ დასახმარებლად არ გამოეძახათ პოლიცია.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ან--------------ემ განმარტა, რომ 2016 წლის 12 ი------- იმყოფებოდა რესტორან ,,ჭ-–------–-“ თო-------------------ესთან, დე---------–------–---–თან და შა-–---------ესთან ერთად. გასვლას აპირებდნენ, როცა რესტორანში შევიდა 4 პიროვნება, ერთი გოგო და სამი ბიჭი. მათგან ორს იცნობდნენ ტელევიზია - ,,ტ-----–-----“, ერთ-ერთი იყო ლე-----------ე. მისი თანმხლები პირები ერთად მივიდნენ მათთან გადაცემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად. გამორჩეულად ინიციატორი თორნიკე არ იყო. მისთვის უცნობია, რა აზრი უნდა დაეფიქსირებინათ, თუმცა რადგან დაზარალებულებს ახლდათ ქალბატონიც, შეურაცხყოფას არ მიაყენებდნენ და მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობასთან დაკავშირებით თავის აზრს ეტყოდნენ, რომ არ იყო კარგი მათი უარყოფითი გამოსვლები ეკლესიასთან, პატრიარქთან დაკავშირებით. ბიჭებს სხვა არავითარი ნეგატიური დამოკიდებულება არ გააჩნდათ. მათ მისვლას მოყვა დაზარალებულების მხრიდან აგრესია. თო-------------------ემ დაუფიქსირა თავისი აზრი, რა დროსაც სათვალიანი პიროვნება წამოხტა და დედის მისამართით შეიგინა. მანვე, ხელი აიქნია, ისე, რომ ვერ გაარკვიეს ჟესტიკულაცია გააკეთა, თუ დარტყმას აპირებდა, რის გამოც თ--------- ხელი კრა, თითქოს დაასწრო და აიცილა დარტყმა. სათვალიანმა პიროვნებამ თავი ვერ შეიკავა და ძირს დავარდა. ამ დროს მოხდა პატარა შეკამათება თ---------- და დაცემულ პიროვნებას შორის. ყველა ერთმანეთს მიესია და აშველებდნენ, მათ შორის შუაში ჩადგნენ შ--–-- და დ--------. არ დაუნახავს შა-–---------ის მხრიდან დარტყმის ფაქტი, თუმცა შეიძლება გაშველებისას ვიღაცას წიხლი მოხვედროდა. გამიზნულად არავინ არავის ურტყამდა. მოწმემ განმარტა, რომ არცერთი მხარის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ჩხუბს და ის ბიჭებთან ერთად წავიდა. დაზარალებული არავინ იყო. ბიჭები ჩადგნენ შუაში და გამოიყვანეს, რომ არაფერი მომხდარიყო და სიტუაცია აღარ დაძაბულიყო. ჭურჭელი ერთმანეთისთვის არ უსვრიათ, გადმოვარდა და დაიმსხვრა. შეურაცხყოფას არ აყენებდნენ ერთმანეთს.
მოწმის ჩვენებას, რომ თო-------------------ეს და შა-–---------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მუქარას და ძალადობას პალატა არ ზიარებს, ვინაიდან აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის არა მარტო დაზარალებულთა, არამედ სხვა, ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებებთან.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებს იცნობდა მხოლოდ თო-------------------ე, ხოლო დე---------–------–---–ი და შა-–---------ე მათ არ იცნობდნენ, შესაბამისად მათ არ შეიძლება რაიმე წინასაწარი შეთანხმება ჰქონოდათ. რაც გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან იმ ფაქტს, რომ მაგიდასთან მისვლის დროს შა-–---------ემ და დე---------–------–---–მა იცოდნენ იქ მყოფი პიროვნებების სამსახურებრივი საქმიანობის შესახებ, თავად თო-------------------ეც ადასტურებს, პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული მისი ჩვენებით დადგენილია, რომ მან მეგობრებს უთხრა, თუ ვინ იყვნენ გვერდით მაგიდასთან მსხდომი პირები და გადაწყვიტა მათთვის დაეფიქსირებინა მისი თავისუფალი აზრი - პროტესტი. მოწმე ან--------------ის განმარტებით, კი ის თავადაც იცნობდა გვერდით მაგიდასთან მყოფი პირებიდან ორს ტელევიზია - ,,ტ-----–-----“, მისი თანმხლები პირები კი ერთად მივიდნენ მათთან გადაცემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ წინასწარ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია, პალატა ითვალისწინებს, შემდეგს: საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, ვინაიდან დადგენილია, რომ თო-------------------ე და შა-–---------ე ერთდროულად, აგრესიულად, მუქარით, გამოხატავდნენ თავის მოსაზრებებს. ამასთან, შა-–---------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას.
დაცვის მხარე ასევე აღნიშნავს, რომ ახალგაზრდების მიზანი იყო მხოლოდ თავისი პოზიციის დაფიქსირება, რის უფლებაც მათ ჰქონდათ. პალატა აღნიშნავს, რომ რათქმაუნდა თავისი პოზიციის დაფიქსირების უფლება აქვს ყველა ადამიანს, სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეების თუ მიზნების გამო, რომელიც, თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, მაგრამ ბუნებრივია, არა ასეთი ფორმით და სახით, რასაც ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში. როცა დაზარალებულებს, მუქარითა და ძალადობით სთხოვდნენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობისას გამოხატული მოსაზრებების შეცვლას, ანუ სახეზეა კონკრეტული პირის მიერ კონკრეტული ადამიანის /ადამიანების/ მიმართ გამოთქმული მუქარა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დანაშაული ფორმალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება და ქმედების დევნად შეფასებისათვის საკმარისია ერთჯერადად განხორციელებული მოქმედება.
ქმედების სამართლებრივი შეფასებისას, პალატა მხედველობაში იღებს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. დევნა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა გზით. ამასთან არ არის სავალდებულო, რომ დაზარალებულის დევნას რაიმე არასასურველი შედეგი მოჰყვეს. აღნიშნული დანაშაული ფორმალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულია დევნის განხორციელების მომენტიდან. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დანაშაული მხოლოდ პირდაპირ განზრახვას გულისხმობს, ვინაიდან დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს დაზარალებულის მიმართ დევნის განხორციელება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად - ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით, ხოლო, მე-17 მუხლის თანახმად - აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ დაზარალებულების მიერ აღწერილი მოვლენები რესტორნის პერსონალის ჩვენებებთან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, ვიდეო სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული ჩანაწერებთან და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობით ადასტურებს თო-------------------ის და შა-–---------ის მიერ განხორციელებულ კონკრეტული ქმედებებს, რაც იძლევა საქართველოს სსკ-ის 27,156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას - დევნას სიტყვის, აზრის გამო და პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად, ძალადობით და ძალადობის მუქარით.
რაც შეეხება მსჯავრდებულებისათვის დანიშნულ სასჯელს პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-9-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების: თო-------------------ის და შა-–---------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27,156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების: თო-------------------ისა და შა-–---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვა----------–----ის და ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორ კო----------ას სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
დე---------–------–---–ი (პN0----------) საქართველოს სსკ-ის 27,156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
დე---------–------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია.
დე---------–------–---–ის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
განემარტოს გამართლებულს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
თო-------------------ე (პN0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 27,156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.000 (სამიათასი) ლარის ოდენობით საელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თო-------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია.
თო-------------------ის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
შა-–---------ე (პN0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 27,156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.000(სამი ათასი) ლარის ოდენობით საელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
შა-–---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია.
შა-–---------ის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: 01 ცალი DVD-R დისკი, რომელზეც აღბეჭდილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, ასევე თა---–-------ას მიერ წარმოდგენილი CD-R დისკი, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თითის კვლები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე