განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1/ბ-1025-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
ლ---- თევზაძე
ნინო სოლომნიშვილის, ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ა----------–---–ის,ადვოკატ - ნ-----------–---–ის,მსჯავრდებულ - ლ---------–-----–--ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ლ---------–-----–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ლ---------------------------–-----–--ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ------–-------------------------------------------------–------------------–------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის განაჩენით:
ლ---------–-----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 საფუძველზე, ახლადდანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 06 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელი - 05 (ხუთი) წლით და 03 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ლ---------–-----–--ეს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
ლ---------–-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 ოქტომბრიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ
ლ---------–-----–--ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 მაისის განაჩენით, ლ---------–-----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 7 წელი ჩაეთვალა პირობით, 8 წლის გამოსაცდელი ვადით.
2017 წლის 21 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ------–------------------------------------------------------ში მდებარე თ-----------ს საცხოვრებელ სახლში ყაჩაღური თავდასხმის მიზნით მივიდა მისი ნაცნობი ლ---------–-----–--ე, რომელსაც თ-----------მ კარი გაუღო და შეიპატიჟა. შესვლისთანავე ლ---------–-----–--ემ შეაგინა თ-----------ს და მუშტი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაეცა იატაკზე, წაქცეულს წიხლებს ურტყავდა ლ---------–-----–--ე და ამავდროულად ძალადობის გამოყენების მუქარით სთხოვდა ფულს და ძვირფასეულობას. ლ---------–-----–--ემ დანით ფარდას მოაჭრა ორი ნაჭერი, რომლითაც ხელები და ფეხები შეუბოჭა თანაზ ინაძეს, შემდეგ დანა მიადო ყელზე, კვლავ მოსთხოვა ფული და ოქრო, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. თ-----------მ უთხრა, რომ ფული და ოქრო არ გააჩნდა, რის გამოც ლ---------–-----–--ე გავიდა გვერდზე, ხელსაწყოების გამოყენებით დაამტვრია ძვირადღირებული დაკეტილი კარადა, სადაც ეძებდა ძვირფასეულობას, თუმცა კარადაში შეღწევის გზით ვერაფერი აღმოაჩინა. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა თ-----------ს სახელზე გაცემულ „ლიბერთი ბანკი“-ს პლასტიკურ ბარათს, თანხას 4 (ოთხი) ლარის ოდენობით, „სამსუნგი“-ს ფირმის მობილურ ტელეფონს, ვერცხლისფერ ქანდაკებას წარწერით „R----------------“-ის სახელწოდების სუნამოს ფლაკონს, ასევე თ-----------ს ნათესავის - რ------------–--ის კუთვნილ „HP“-ის ფირმის ლეპტოპს, ანდროიდის სატენის კაბელს და ე.წ „ჯოესტიკს“. აღნიშნული ქმედებით თ-----------ს მიადგა მორალური, ფიზიკური და 839 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ხოლო რ------------–--ეს მიადგა 635 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ---------–-----–--ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განააჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
დაცვის მხარის განმარტებით, განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო. პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მოხდა მტკიცებულებების სათანადო შეფასება, ობიექტურად არ იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა ვერ დადგინდა ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ-----------მ განაცხადა, რომ ბრალდებული ლ---------–-----–--ე არის მისი მეზობელი და იცნობს ბავშვობიდან. ლ----ი ხშირად მიდიოდა მასთან სახლში, თუმცა შემთხვევამდე დაახლოებით ორი თვის განმავლობაში არ ყოფილა. მისგან ფული არასოდეს უსესხებია. 2017 წლის 21 ოქტომბერს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მივიდა ლ---------–-----–--ე და უთხრა, რომ მასთან ქონდა საქმე. იგი შეიპატიჟა თავის ოთახში, სადაც შესვლისთანავე ლ---------–-----–--ემ მუშტი დაარტყა ცხვირში. ამასთან კითხა, თუ სად ჰქონდა ოქრო. ლ----ს ხელში ეჭირა სამზარეულოს დანა, რომელსაც კისერზე ადებდა. შემდეგ ე.წ „ლოჯში“ ჩამოხსნა ფარდა, დანით გაჭრა, შეუკრა ხელ-ფეხი და აყენებდა როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ, ფეხებს ურტყამდა სხეულზე. ამასთანავე კვლავ ითხოვდა ფულს და ოქროს. წინააღმდეგობა ვერ გაუწია, ძალიან არ შეშინებია, თუმცა ფიქრობს, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, შესაძლოა თავდამსხმელს მოეკლა კიდეც. ამის შემდგომ ლ---------–-----–--ემ სამზარეულოდან გამოიტანა „ნაჯახი“, „ჩაქუჩი“, „ქლიბები“ და დააპირა მისაღებ ოთახში მდგარი „დესეუს“ გატეხვა. „დესეუს“ კარები იყო ჩაკეტილი, რომელიც ლ---------–-----–--ემ ვერ გააღო, რის გამოც ხელებით, ფეხებით და „ნაჯახით“ ურტყამდა ძლიერად. „დესეუს“ დაზიანებისას ლ----მა გაიჭრა მარჯვენა ხელის თითი, შემდეგ ჩამოგლიჯა მისი (თ-----------ს) ლურჯი პერანგი და ხელი შეიხვია. გასვლისას თუ რა ეჭირა ხელში, ვერ დაინახა, ამ დროს ცივ „მეტლახზე“ ეგდო ნაცემი, მაგრამ როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, ბინიდან წაღებული იყო მისი მობილური, მაჯის საათი, საპენსიო პლასტიკური ბარათი, ხურდები და ნათესავის ლეპტოპი. ვინაიდან ლ----მა მობილური წაიღო და სახლის ტელეფონიც არ მუშაობდა, პოლიციაში დასარეკად გავიდა მეზობელ მ---------ან, სთხოვა ტელეფონი და ამასთანავე მოუყვა მომხდარის შესახებ. პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რ------------–--ემ განაცხადა, რომ ლ---- ს--–-----–--ეს არ იცნობს. 2017 წელს უნივერსიტეტიში ჩაბარების შემდეგ ცხოვრობდა დედამისის დეიდაშვილის მეუღლესთან - თ-----------სთან. ამ უკანასკნელის სახლში ინახებოდა მისი (რ------------–--ის) პირადი ნივთები: „HP“-ს მოდელის ნოუთბუქი, თეთრი ანდროიდის სატენი და ჯოესტიკი. შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა, ვინაიდან რამდენიმე დღე გაატარა სხვა ნათესავთან. 2017 წლის 22 ოქტომბერს დაუკავშრდა თ----------- და კითხა, ქონდა თუ არა დატოვებული მის სახლში რაიმე ნივთი, რაზედაც უპასუხა, რომ მისაღებ ოთახში დატოვებული ქონდა ზემოდხსენებული ნივთები. თ-----------მ უამბო, რომ ვინმე ლ----იმ მასზე განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, თავდამსხმელს წაუღია მისი კუთვნილი ნივთები, ასევე თ-----------ს საპენსიო პლასტიკური ბარათი, ქანდაკება და სუნამოს კოლოფი. მოწმემ დაადასტურა, რომ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ გამომძიებელმა წარუდგინა დალუქული ლეპტოპი. მან ამოიცნო თავისი ლეპტოპი, რომელიც იყო შავი ფერის, შიდა, მარცხენა მხარეს გახუნებული მაუსით და ასევე კამერის სტიკერით. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მას მიადგა 635 ლარის ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-------------–--ემ განაცხადა, რომ ბრალდებულ ლ---------–-----–--ეს იცნობს ბავშვობიდან. შემთხვევის დღეს საღამოს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც კარზე გაიგო ზარის ხმა, გააღო კარი და დაინახა მეზობელი თ-----------. იგი იყო გაღიზიანებული, სახე და პერანგი ჰქონდა სველი, ნერვიულობდა და ასევე ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი. თ-----------მ სთხოვა ტელეფონი, 112-ში დარეკვის შემდეგ კი უამბო, რომ მასთან სახლში მისული იყო ლ---------–-----–--ე, რომელიც სთხოვდა ოქროს და ფულს. ვაინაიდან ფული და ოქრო არ ქონდა, ლ---------–-----–--ეს უცემია იგი, ფარდით გუკოჭავს და დანითაც დამუქრებია. როგორც მისთვის შემდგომ გახდა ცნობილი, ლ---------–-----–--ეს წაღებული ქონდა თ-----------ს პირადი ნივთები. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ თ-----------სთან ცხოვრობს მისი მეუღლის ნათესავი - სტუდენტი ბიჭი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ------------–--–--ლმა განაცხადა, რომ მუშაობს გლდანში, ხ------–---–------------ში მდებარე ლომბარდში, მოლარე ოპერატორის თანამდებობაზე. 2017 წლის ოქტომბრის თვეში მისმა ნაცნობმა ლ---------–-----–--ემ მიუტანა შავი ფერის „HP“-ის ფირმის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ლეპტოპი, რომელიც არ დაიტოვა დაზიანებების გამო. ლომბარდში ნივთის ჩაბარებისას ჩამბარებლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ითხოვენ, მაგრამ ვინაიდან ლ---------–-----–--ის მიერ მიტანილი ლეპტოპი არ ჩაიბარა, შესაბამისად, არც პირადობის მოწმობა მოუთხოვია მისთვის. ლომბარდიდან გასვლისას ლ---------–-----–--ესთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, წარუდგინეს სამსახუებრივი მოწმობები და ჩაატარეს ჩხრეკა, რის შედეგადაც მისგან ამოიღეს ხსენებული ლეპტოპი, ხოლო ლ---------–-----–--ე დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ-------------–---–მა დაადასტურა მის მიერ შედგენილი პატაკის სისწორე და განაცხადა, რომ 2017 წლის 22 ოქტომბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თ-----------სთან მომხდარი ყაჩაღობის შედეგად წაღებული „HP“-ს მოდელის ლეპტოპი თან უნდა ჰქონოდა ლ---------–-----–--ეს. იგი იმ მომენტში იმყოფებოდა გ-–----–----------–---–-ს ქუჩაზე და ლომბარდში აპირებდა ლეპტოპის ჩაბარებას. მოწმემ აღნიშნული ინფორმაცია პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. როგორც მისთვის ცნობილია, ლ---------–-----–--ე მისმა თანამშრომლებმა დააკავეს მის მიერ მითითებულ ადგილას და ამოღებული იქნა ხსენებული ლეპტოპი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------------–---–-ა განაცხადა, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მისმა თანამშრომელმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ლ---------–-----–--ე იმყოფებოდა გ-–----–----------–---–-ს ქუჩაზე და აპირებდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთების ლომბარდში ჩაბარებას. თანამშრომლებთან - ი-----–--------–---–თან და რ--------------თან ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე. ადგილზე მისვლისას, ლომბარდის წინ დახვდათ ლ---- საულქველიძე, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული ლეპტოპით. გამომძიებელმა შესთავაზა, რომ ნებაყოფლობით წარმოედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რაზეც ლ---------–-----–--ემ უარი განაცხადა. ამის შემდეგ მას გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების თაობაზე და ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ლ---------–-----–--ისგან ამოღებულ იქნა შავი ფერის ლეპტოპი, საათის სამაჯური და სუნამოს ფლაკონი. ამოღებული ნივთები დაილუქა და აღნიშნულის შემდეგ იგი დააკავებული იქნა ბრალდებულის სახით. ოქმებზე და ლუქებზე ლ---------–-----–--ემ ხელი არ მოაწერა გაურკვეველი მიზეზით. მას დაკავებისას მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითზე აღენიშნებოდა დაზიანება, რომელიც ქონდა შეხვეული.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა რ--------------მა და ი-----–--------–---–მა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ლ---------–-----–--ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ თ-----------ს იცნობს დიდი ხანია და მასთან სტუმრად ხშირად მიდიოდა. 2017 წლის 21 ოქტომბერს, საღამოს მივიდა თ--------ნ და მისთხოვა სესხის სახით მიცმეული 200 ლარის დაბრუნება. თამაზმა 50 ლარი მისცა და უთხრა: ახლა წადი აქედან, ჩემი სახლით სარგებლობ და სხვა რა ფული გინდაო. აღნიშნულზე გაღიზიანდა, ამ დროს დაინახა შავი ფერის „HP“-ს ნოუთბუქი, აიღო და თამაზს უთხრა, რომ ვალის სანაცვლოდ მას ლომბარდში ჩააბარებდა, ხოლო თავად გამოეტანა როცა სურვილი ექნებოდა. თამაზიმ უთხრა - რაც გინდა ის ქენიო და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მან თავი ვერ შიკავა და თამაზის ხელი ჰკრა, რა დროსაც ეს უკანასკნელი სავარძელზე დაეცა, თავად კი წაიღო ლეპტოპი და დატოვა თამაზის ბინა. ლ---------–-----–--ის განმარტებით, თ-----------მ დაზიანება შესაძლოა ხელის კვრის დროს მიიღო, მისი მხრიდან ცემას ადგილი არ ქონია. ბინაში შესვლისას დაინახა დაყრილი ნივთები, რაზეც თ-----------მ უთხრა, რომ ყავდა ხელოსანი და აღნიშნულიდან გამომდინარე ბინა იყო დასალაგებელი. ლ---------–-----–--ემ ასევე დაადასტურა, რომ თ-----------ს კუთვნილ ბინაში ყოფნის დროს თითი მოყვა კარებში, რის გამოც გამოიყენა იქ არსებული პერანგი და თითი გადაიხვია. გარდა ლეპტოპისა, თ-----------ს ბინიდან არაფერი წაუღია, ხოლო მისი ბინიდან ამოღებული ნივთები, რომელიც თ-----------ს ეკუთვნოდა, პოლიციელების მიერ იქნა „ჩ-----ული“.
2017 წლის 22 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში, ნ----------------------------------ში. შესასვლელიდან მარცხენა მხარეს თ------------ს საძინებელ ოთახში იატაკზე ნანახი იქნა მომწვანო ფერის ტარიანი სამზარელულოს დანა და ლურჯი ფერის ნაჭერი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. საწოლზე არის ფარდის მონაჭრელი. თ-----------ს საძინებელი ოთახის მოპირდაპირედ შესასვლელ ოთახში იატაკზე არის ფარდის მონაგლეჯი და მოწითალო ფერის ლაქები. ასევე სამზარეულო ოთახის მოპირდაპირედ იატაკზე დევს ფარდა და თეთრი ფერის ქსოვილი. ბინის შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს არის მისაღები ოთახი. მის შესასვლელში იატაკზე განთავსებულია მაკრატელი მოწითალო ფერის ლაქებით. მის მოპირდაპირე მხარეს არის გასაშლელი ვერცხლისფერი დანა და კარადის საკეტი. იატაკზე ასევე არის ხისტარიანი ჩაქუჩი და მცირე ზომის საკვნეტი. ასევე ოთახში ნანახი იქნა დიდი ზომის ქლიბი, ბრტყელტუჩა, ე.წ. „სამტვრევი“, სამზარეულოს ნაჯახი და სახრახნისი. კარებიდან მარცხენა მხარეს განთავსებულია ხის კარადა, რომელსაც აქვს სამი განყოფილება, თითო განყოფილებაზე საკეტებით. კარადას მოტეხილი აქვს წინა მარცხენა ფეხი და გადახრილია. სამივე საკეტის ირგვლივ კარადა არის დაზიანებული და ამომტვრეული აქვს ხის ფრაგმენტები, რომლებიც მიმოფანტულია კარადის ირგვლივ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, კინოლოგების და ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა სუნის და ხელის კვლები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურეს გამომძიებელმა თორნიკე კობაიძემ და ექსპერტებმა გ------------------მ, რ------------–-–---–მა.
2017 წლის 22 ოქტომბრის პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ლ---------–-----–--ის პირადი ჩხრეკისას მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის პოლითილენის პარკი, ოქროსფერი ლათინური წარწერით „V-----------------------N“-ი, რომელშიც მოთავსებულია შავი ფერის „HP“-ის ფირმის ლეპტოპი, რომელსაც კვების ბლოკის ადგილას შიდა მხარეს აქვს საიდენთიფიკაციო აღნიშვნები ლათინური ასოებით და ციფრებით ორ ცალ შტრიხკოდთან ერთად, სადაც აღნიშნულია „------------------------------------------------------------------------------“. პოლითილენის პარკში ასევე მოთავსებულია 1 ცალი ვერცხლისფერი მეტალის საათის სამაჯური, რომელსაც შესაკრავზე აქვს ლათინური წარწერა (ტვიფარი) „ORIENT“ და 1 ცალი გამჭირვალე ფერის სუნამოს მინის ბოთლი ე.წ ფლაკონი თავსახურის გარეშე ლათინური წარწერით „GENTLE, EUA DE TOILETTE, 60ml“.
2017 წლის 22 ოქტომბრის ბინის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ლ---------–-----–--ის მეუღლის - ი-------–-–---–ის თანხმობით გაჩხრეკილი იქნა ქ. თბილისში, ნ-------------------------ში მდებარე ლ---------–-----–--ის საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც, ლ---------–-----–--ის საცხოვრებელი ბინაში საძინებელ ოთახში, ტანსაცმლის კარადის ქვედა უჯრიდან ამოღებულ იქნა „ლიბერთი ბანკი“-ს პლასტიკური ბარათი, რომელზეც მითითებულია მფლობელის სახელი და გვარი ლათინური წარწერით „I------------“. ბარათზე ასევე აღნიშნულია „VISA ELECTRON“ და ბარათის ნომერია 4---------------, მოქმედების ვადა 0----. ამავე უჯრიდან ამოღებულ იქნა მცირე ზომის ვერცხლისფერი ქანდაკება სადგამით, რომელზეც მიწებებულია ოქროსფერი წარწერა „RHODES“. ბინის ჩხრეკის ოქმის სისწორე და კანონიერება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს გამომძიებლებმა ი-----–--------–---–მა, აკაკი ბრეგვაძემ, ევგენი დანელიამ და დავით ჩიკვილაძემ.
2017 წლის 22 ოქტომბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-3 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის ი-----–--------–---–ის მიერ მოწმე რ------------–--ის მონაწილეობით გახსნილი და დათვალიერებული იქნა „HP“-ის ფირმის ლეპტოპი, რომელსაც აქვს ე.წ მაუსი და რომელსაც მარცხენა ღილაკი აქვს ცვეთისგან გათეთრებული. მონიტორის მარჯვენა მხარეს მიკრულია თეთრ, ლურჯ და შავ ფერებში გაფორმებული სტიკერი, რომელზეც გამოსახულია თეთრი და ცისფერში ჩასმული ვიდეო კამერის ფირმის ნახატი და წარწერა ლათინური ასოებით „HD WEBCAM HD VIDEO CONFERENCING“. რ------------–--ის განმარტებით, აღნიშნული ლეპტოპი არის მისი საკუთრება.
2017 წლის 22 ოქტომბრის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 22 ოქტომბერს, შსს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების გამომძიებელმა ზ-------------–---–მა ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ექსპერტ დ----------------ას მიერ, ლ-----–-----–-----გან აღებულ იქნა სუნის ნიმუში.
2017 წლის 22 ოქტომბრის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 22 ოქტომბერს, შსს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების გამომძიებელმა ზ-------------–---–მა ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ექსპერტ ლ--–--------ას მიერ, ლ-----–-----–-----გან აღებულ იქნა სისხლის ნიმუში.
2017 წლის 22 ოქტომბრის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 22 ოქტომბერს, შსს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების გამომძიებელმა ზ-------------–---–მა ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ექსპერტის ნ--------------ის მიერ, ლ-----–-----–-----გან აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში.
2017 წლის 28 ოქტომბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი კვლები N--------- პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. კვალი №2 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ 1----–-–----------------ს დაბადებული ლ---------–-----–--ის მარცხენა ხელის ცერი თითის ანაბეჭდის, ხოლო კვალი №---------ის იდენტური დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა რაფაელ ლაზარეშვილმა.
2017 წლის 28 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოქალაქე თ-----------ს პირადი შემოწმებისას სხეულზე, მარცხენა თვალბუდის შიგნითა კუთხეში აღენიშნება სისხლაჟღენთი, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ხოლო ტანსაცმლის გახდაზე თ-----------მ უარი განაცხადა. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა თ----------------–---მ.
2017 წლის 30 ოქტომბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, ქ.-----–----------------------------------------------------ში თ-----------ზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ლ---------–-----–--ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ბ-----------------მ.
2017 წლის 17 ნოემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად: პაკეტში, წარწერით: „ლ.სულაქველიძის სისხლი“ მოთავსებული სისხლი (ობ.N29) მიეკუთვნება 0 (1) ჯგუფს; პაკეტში, წარწერით: ,,თ-----------ს სისხლი...“ მოთავსებული სისხლი (ობ.N30) მიეკუთვნება 0 (1) ჯგუფს; პაკეტში, წარწერით: ,,....ობ N2 მოყავისფრო-მოთეთრო ფერის ფარდა მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით...“ მოთავსებულ ფარდაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ-----------ს (ობ.N30); პაკეტში, წარწერით: ,,.... მოცისფრო ფერის მცირე ზომის ნაჭერი, მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით...“ მოთავსებულ ქსოვილის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ლ---------–-----–--ეს (ობ.N29); პაკეტში, წარწერით: ,,.... მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი დოლბანდზე...“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ-----------ს (ობ.N30); პაკეტში, წარწერით: ,,.... ობ.N6 1ც. მაკრატელი მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით და 1ც ტაფიდან საკვების ამოსაღები მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით...“ მოთავსებულ მაკრატელზე (ობ.N4) და მეტალის საგანზე (ობ.N6) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N4,6-ის და მეტალის საგნის სახელურზე არსებული ბიომასალის (ობ.N7) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---------–-----–--ეს (ობ.N29); პაკეტში, წარწერით: ,,....სამზარეულოს დანა მომწვანო ფერის ტარით, ამოღებული საძინებელ ოთახში იატაკიდან...“ მოთავსებული დანის პირზე (ობ.N8) და ტარზე (ობ.N9) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.N8-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და ლ---------–-----–--ის (ობ.N29) გენეტიკური პროფილი იდენტურია; პაკეტში, წარწერით: ,,.... ობ.N5 მოყავისფრო-მოთეთრო ფერის, სავარაუდოდ ფარდის ქსოვილის ფრაგმენტი...“ მოთავსებული ქსოვილის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N10) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N10-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და იდენტურია ობ.N9-ის პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილის. ობ.N10-ის პროფილის მინორული წილი და თ-----------ს (ობ.N30) გენეტიკური პროფილი იდენტურია. პაკეტში, წარწერით: ,,.... ანაწმენდები 6 ცალ ნიმუშად, აღებული ბინაში შესასვლელი კარის სხვადასხვა ზედაპირიდან...“ მოთავსებულ შესასვლელი კარის შიდა სახელურის ზედაპირიდან (ობ.N12) და ბინაში შესასვლელი კარის ურდულის ზედაპირიდან (ობ.N13) აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი იდენტურია თ-----------ს (ობ.N30); პაკეტში, წარწერით: ,,.... ობ.N7 საკეცი დანა, ამოღებული მისაღებ ოთახში იატაკიდან...“ მოთავსებულ დანაზე არსებული ბიომასალის (ობ.N14) შერეული გენეტიკურ პროფილში ვლინდება ლ---------–-----–--ისა (ობ.N29) და თ-----------ს (ობ.N30) გენეტიკური თანამონაწილეობა; პაკეტში, წარწერით: ,,.... ობ.N8 მცირე ზომის მკვნეტარა, 1 ცალი ჩაქუჩი...“ მოთავსებულ ჩაქუჩსა (ობ.N15) და მკვნეტარაზე (ობ.N16) არსებული ბიომასალის გენეტიკურ პროფილში ვლინდება ლ---------–-----–--ისა (ობ.N29) და თ-----------ს (ობ.N30) გენეტიკური თანამონაწილეობა; პაკეტში, წარწერით: ,,.... ობ.N11 შავი ფერის სამაჯური ჯვრის გამოსახულებით...“ მოთავსებულ სამაჯურზე არსებული ბიომასალის (ობ.N21) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ლ---------–-----–--ის (ობ.N29), ხოლო მეორე წილი თ-----------ს (ობ.N30) გენეტიკური პროფილის იდენტურია. პაკეტში, წარწერით: ,,.... ობ.N12 საშუალო ზომის ნაჯახი...“ მოთავსებული ნაჯახის პირზე (ობ.N22) და ტარზე (ობ.N23) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.N23-ის გენეტიკურ პროფილში ვლინდება ლ---------–-----–--ისა (ობ.N29) და თ-----------ს (ობ.N30) გენეტიკური თანამონაწილეობა; პაკეტში, წარწერით: ,,.... ობ.N13, ჩაქუჩი, ამოღებული მისაღებ ოთახში არსებული ნარდის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ჩაქუჩზე არსებული ბიომასალის (ობ.N24) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ-----------ს (ობ.N30). ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა შ-----------–-----ემ.
2017 წლის 22 ნოემბრის სასაქონლო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ კარადის სადგამ ფეხებს აღენიშნება დაზიანებები განცალკევების სახით, აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. კარადის კარებებს და კორპუსს აღენიშნება დაზიანება ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მჩეხავი თვისებების მქონე საგანთან კონტაქტის შედეგად. კარადის კარის მოპირკეთებას აღენიშნება დაზიანება განცალკევების და ტეხვის სახით, ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-----–----–------.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 მაისის განაჩენით, ლ---------–-----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2 ეპიზოდი) და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 07 (შვიდი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 08 (რვა) წლის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 06 თებერვლის განჩინებით, ლ---------–-----–--ეს 2011 წლის 17 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼ -ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 05 (ხუთი) წელი და 03 (სამი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 06 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ლ---------–-----–--ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა თ-----------მ საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად გადმოსცა 2017 წლის 21 ოქტომბერს საღამოს საათებში მასზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი; აღწერა, თუ როგორ და რა მიზნით მოხვდა ლ---------–-----–--ე მის ბინაში და დაწვრილებით ისაუბრა მისი მისამართით ფიზიკური ძალადობის, ხელ-ფეხის გაკოჭვის და დანის გამოყენებით მუქარის განხორციელების დეტალებზე. ასევე, თ-----------მ დეტალურად მოახსენა სასამართლოს ლ---------–-----–--ის მიერ სხვადასხვა ხელსაწყოებით კარადის დაზიანების ფაქტი და მისგან წაღებული ნივთების სრული ჩამონათვალი. მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ შეშინებია მასზე განხორციელებული თავდასხმისას, ლ---------–-----–--ეს წინააღმდეგობა მაინც ვერ გაუწია, ვინაიდან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ფიქრობს, რომ ლ----ს შესაძლოა მოეკლა კიდეც. აღნიშნული კი ნათლად ადასტურებს, რომ თ-----------ზე განხორციელებული თავდახსმისას ლ---------–-----–--ე მოქმედებდა როგორც ძალადობის გამოყენებით, ასევე ძალადობის გამოყენების მუქარით და დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად, ვინაიდან მოხდა მისი ნების დათრგუნვა - წინააღმდეგობა გაეწია თავდამსხმელისათვის. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის მოსაზრებას, რომ არ უნდა მომხდარიყო დაზარალებულის ჩვენების გაზიარება. დაცვის მხარის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული თ-----------ს ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძვლები.
დაზარალებულის ჩვენება სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გამყარებულია და სრულ თანხვედრაშია მოწმეების: რ------------–--ის და მ-------------–--ის ჩვენებებთან, რომლებიც თ-----------ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის იდენტურად აღწერენ მისგან ცნობილ, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების დეტალებს. მართალია რ------------–--ე და მ-------------–--ე არ წარმოადგენენ ფაქტის თვითმხილველ მოწმეებს, თუმცა პალატა აფასებს რა მათ ჩვენებებს საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, განმარტავს, რომ ისინი კიდევ უფრო განამტკიცებენ და მეტ დამაჯერებლობას სძენენ თ-----------ს ჩვენებას. ამასთან, იმ ფაქტს, რომ თ-----------ს მიმართ ფიზიკურ ძალადობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ადასტურებს მის სხეულზე არსებული დაზიანებაც. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ თ-----------ს მარცხენა თვალბუდის შიგნითა კუთხეში აღენიშნებოდა სისხლაჟღენთი, რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით განვითარებული და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ხოლო თ-----------ს მხრიდან ტანსაცმლის გახდაზე უარის თქმა, უპირობოდ არ მიუთითებს, რომ მას სხეულზე ნამდვილად არ ჰქონდა რაიმე სახის დაზიანება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ლ---------–-----–--ის მონაწილეობა დაზარალებულ თ-----------ზე განხორციელებულ ყაჩაღობაში დადასტურებულია სისხლის სასამართლის საქმეზე წარმოდგენილი არაერთი წერილობითი მტკიცებულების საერთო ანალიზის საფუძველზე, მათ შორის: 2017 წლის 22 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ბრალდებულის პირადი ჩხრეკისა და მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებით; ასევე, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვლიერების ოქმით, რომლის თანახმადაც, დაზარალებულმა რ------------–--ემ განახცადა, რომ ლ---------–-----–--ისაგან ამოღებული, მისთვის წარდგენილი ლეპტოპი, არის მისი საკუთრება. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ გაკეთებულ განმარტებას, რომ მოხდა დაზარალებულისაგან დაკარგული ნივთების ბრალდებულის ბინაში „ჩ-----ა“, განსახილველ საქმეში არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე ობიექტური გარემოება, ფაქტი ან მტკიცებულება. ასევე, არ არსებობს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა მოპოვებული მტკიცებულების კანონიერებას და სანდოობას ან დაადასტურებდა სამართალდამცავების მიერ ლ---------–-----–--ის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობას.
პატალა ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე წარმოდგენილ დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებზეც, რომელთა თანახმადაც, დაზარალებულ თ-----------ს ბინაში არსებული არაერთი ნივთიდან ამოღებული იქნა ლ---------–-----–ძის ხელის და ბიოლოგიური მასალის კვლები. პალატისათვის დამაჯერებელობას მოკლებულია დაცვის მხარის აპელირება, რომ თ------------ს კუთვნილ ისეთ ნივთებზე, როგორიცაა მაკრატელი, სადილის ასაღები ნიჩაბი, დანები, ე.წ. „მკვნეტარა“, ჩაქუჩი და ნაჯახი, ლ---------–-----–--ის გენეტიკური პროფილი დარჩენილიყო მასთან თუნდაც არაერთხელ სტუმრობის შედეგად. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ბინაში მყოფ კარადაზე არ აღმოჩნდა ლ---------–-----–--ის ხელის ან ბიოლოგიური მასალის კვალი, იმთავითვე არ მიუთითებს მის უდანაშაულობაზე. დაზარალებულ თ-----------ს ჩვენება ბრალდებულის მიერ მისი კუთვნილი კარადის (დესეუ) დაზიანების დეტალებთან დაკავშირებით სრულ თანხვედრაშია ტრასოლოგიურ ესქპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმადაც, კარადაზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, რაიმე მჩეხავი თვისებების მქონე და მკვრივ საგნებთან კონტაქტის შედეგად.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში ეჭვის ქვეშ აყენებს ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სანდოობას და განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში პაკეტის ნომერი, რომელშიც მოთავსებული იქნა ამოღებული სუნის კვლები, სხვადასხვა გვერდებზე მითითებულია განსხვავებულად. იმ პირობებში, როდესაც შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობის და სუნის ნიმუშების აღების კანონიერება დაადასტურეს ექსპერტებმა, ასევე, უზუსტობა დაფიქსირებულია ერთიდაიგივე დოკუმენტში, პალატას ნივთიერი მტკიცებულების გამოცვლასთან დაკავშირებით, ეჭვის არსებობის საფუძველი არ გააჩნია და მიიჩნევს, რომ პაკეტის სხვადასხვა ნომრების მითითება ოქმის სხავდასხვა გვერდებზე, წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკური ხასიათის უზუსტობას.
წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, დგინდება რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორიცელებისას ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას; მათი განხორციელებისას არ გამოვლენილა კანონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობა. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად, ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ. აღნიშნული ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზეც იქნა დადასტურებული მისი შემდგენი პირების მიერ და პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მათ სისწორესა და ობიექტურობაში. პოლიციის თანამშრომლების და ექსპერტების მიერ თანმიმდევრულად და შინაარსობრივად იდენტურად იქნა აღწერილი როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობა, ასევე ლ---------–-----–--ის პირადი ჩხრეკის, დაკავების და ბინის ჩხრეკის პროცედურები, ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების საპროცესო დამაგრება განხორციელებულია კანონის სრული დაცვით, ამოღებული ნივთიერებები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. საექსპერტო მასალების მომპოვებელი პირების ჩვენებებში, ასევე ექსპერტიზის დასკვნებსა და ექსპერტთა ჩვენებები სისწორეში ეჭვის შეტანის საფძველი პალატას არ გააჩნია.
რაც შეეხება თავად მსჯავრდებულის მიერ გაკეთებულ განმარტებს მისი თ-----------ს ბინაში ყოფნის და ლეპტოპის დაუფლების მიზეზებთან დაკავშირებით, პალატა თვლის, რომ აღნიშნული ინფორმაციის გაზიარების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ გაჟღერებული გარემოებები წინააღმდეგობაშია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან და ემსახურება მხოლოდ მისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობა იქონია თითოეული მტკიცებულების შინაარსზე და შეაფასა ისინი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, რის საფუძველზეც მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, ქმნიან იმ უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ დაზარალებულ თ-----------ს მიმართ ყაჩაღობის ლ---------–-----–--ის მიერ ჩადენის ფაქტს.
რაც შეეხბა ლ---------–-----–--ის მიერ ჩადენილი ქმედების დამაძიმებელ გარემოებებს, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 მაისის განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევი ლ---------–-----–--ე, თ-----------ზე განხორციელებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობსიათვის საშიში ძალადობისა და ძალადობის გამოყენების მუქარით დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ნივთებს, რა დროსაც სცადა ასევე საცავში - კარადაში შეღწევა მისი დაზიანების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც ლ---------–-----–ძეს წარედგინა ბრალი. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ---------–-----–--ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ---------–-----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ბრალდებულის პიროვნება, მის მიმართ არსებული სხვა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია) და განუსაზღვრა სამართლიანი, ჩადენილი დანაშაულის სიძიმისა და მისი პიროვნების შესაბამისი სასჯელი, რაც სრულიად უზრინველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავის რესოციალიზაცია და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება.
ამდენად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ლ---------–-----–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის განაჩენი;
ლ---------–-----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 საფუძველზე, ახლადანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 06 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელი - 05 (ხუთი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ლ---------–-----–--ეს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
ლ---------–-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 ოქტომბრიდან.
ლ---------–-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- ლ---------–-----–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პოლითილენის პარკი და მასში მოთავსებული ლეპტოპი, სუნამოს შუშა და საათის სამაჯური, რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს;
- ლ---------–-----–--ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული „ლიბერთი ბანკი“-ს პლასტიკური ბარათი და მცირე ზომის ქანდაკება, რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- ლ---------–-----–--ისგან აღებული სუნის ნიმუში, სისხლის ნიმუში და ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- თ-----------სგან აღებული სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული დაქტილოფირები რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; ხოლო დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები მოთავსებული 01 (ერთი) ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული მოყავისფრო ფარდის ფრაგმენტი დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული მოწითალო ლაქებით მოთეთრო-მოყავისფრო ფარდა დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული სამზარეულოს დანა მომწვანო ფერის ტარით დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული მოცისფრო ფერის მცირე ზომის ნაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული მოყავისფრო-მოთეთრო ფერის ფარდის ფრაგმენტი დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად დესაოდან აღებული ანაწმენდები დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად შესასვლელი კარიდან აღებული ანაწმენდები დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული მოწითალო ფერის ანაწმენდები საკონტროლო ნიმუშთან ერთად დალუქული სახით, რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული მაკრატელი მოწითალო ფერის ლაქებით და ნიჩაბი მოწითალო ფერის ლაქებით ერთად დალუქული სახით, რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული დასაკეცი დანა დალუქული სახით, რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული მცირე ზომის მკვნეტარა ერთ ცალ ჩაქუჩთან ერთად დალუქული სახით, რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული ქლიბი დალუქული სახით, რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული სახრახნისი, ხის სატეხი და ბრტყელტუჩა დალუქული სახით, რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული შავი ფერის სამაჯური ჯვრის გამოსახულებით დალუქული სახით, რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული საშუალო ზომის ნაჯახი დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული ჩაქუჩი დალუქული სახით, რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული საკეტი დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. კაპანაძე
მოსამართლეები: კ.მაჭავარიანი
ლ.თევზაძე