განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/1189-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - თ-----------ას,მსჯავრდებულ - ა------–-–---–ის მონაწილეობით,ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ-----------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ა-------------–--------–----–-–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–--------–-----------------------------------–ი); დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თექვსმეტი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივლისის განაჩენით:
ა------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის დეკემბრის, ა-–-------------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის აგვისტოს და 2016 წლის ივნისის, ანა ბარნაბიშვილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის იანვრის, მ------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის აგვისტოს, ე-–-----------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის აგვისტოს, ე--------------------–იძის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის აგვისტოს, თ-------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის სექტემბრის, ს----------------–--ას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის სექტემბრის, ნ--------------–-–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის სექტემბრის, ნ--------------–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის სექტემბრის, ე------------------ას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის სექტემბრის, ქ--------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის ოქტომბრის, მ----------–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის ოქტომბრის, თ---------–-–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის დეკემბრის, ბ--–---------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის დეკემბრის, ზ------------------–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის იანვრის, თ--------------–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ა------–-–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის დეკემბრის, ა-–-------------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმამ 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თხუთმეტი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები, თითოეული ეპიზოდისთვის ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ა------–-–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (თექვსმეტი ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ა------–-–---–მა განიზრახა, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა სხვის ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის იანვარში, სოციალური ქსელის საშუალებით, დაუკავშირდა თავის ნათესავს - მ------------–---–ს და გამოართვა მის სახელზე ,,საქართველოს ბანკში’’ არსებულ ანგარიშზე G--------------------- გახსნილი სტუდენტური პლასტიკური ბარათის ნომერი და პირადი ნომერი, ასევე ამ ანგარიშზე ჩაართვევინა ინტერნეტ-ბანკის მომსახურება და გამოართვა მისი მომხმარებლის სახელისა და პაროლის შესახებ ინფორმაცია, რომ თითქოს მისთვის უნდა გადმოერიცხათ ფულადი თანხა. მას შემდეგ, რაც ა------–-–---–მა მოიპოვა წვდომა მ------------–---–ის ინტერნეტ-ბანკსა და პირად მონაცემებზე, მოტყუებით, მ------------–---–ის ნაცვლად და მისი მონაცემების წარდგენის გზით, 2016 წლის 08 ნოემბრიდან - 21 დეკემბრამდე დროის პერიოდში, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან: შპს ,,ფრენდლი ფაინენს ჯორჯიადან“, შპს ,,სოჰო გრუპიდან“, შპს ,,ტიოდან“, შპს ,,ტვინოდან“, შ---------------------იდან“, შპს ,,ემას კრედიტიდან“, შპს ,,მანი მენიდან“, შპს ,,მისტერ ლოუნჯიდან“ და შპს ,,უნივერსალ სერვისიდან“, სესხის სახით აიღო საერთო ჯამში 5 650 (ხუთიათას ექვსასორმოცდაათი) ლარი, რომელიც ჩაირიცხა მ------------–---–ის საბანკო ანგარიშზე, საიდანაც ა------–-–---–მა სწრაფი გზავნილის სისტემა ,,ელვას’’ საშუალებით, თავის სახელზე გადარიცხა ხსენებული თანხები, ასევე თანხის ნაწილი მოტყუებით ბანკომატიდან გამოატანინა მ------------–---–ს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
2016 წლის სექტემბერში, ა------–-–---–მა განიზრახა, მოტყუებით დაუფლებოდა შპს ,,----–--ს“ კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2016 წლის 26 სექტემბერს, ა------–-–---–მა მისი ნაცნობის - ნ--------------–--ის სახელითა და მისივე პირადი მონაცემების გამოყენებით, თაღლითური გზით გააფორმა სესხის ელექტრონული ხელშეკრულება საკრედიტო კომპანია შპს ,,----–--სთან“ და აიღო სესხი 1 500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედებით შპს ,,----–--ს“ მიადგა 1 500 (ათასხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ა------–-–---–მა განიზრახა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა სხვის კუთვნილ ფულად თანხას, ამ მიზნით, 2016 წლის 21 დეკემბერს, იგი დაუკავშირდა მარიამ მოდუს და გამოართვა მისი ნათესავის - ბ--–---------ს, პირადი მონაცემები და მის სახელზე სს ,,საქართველოს ბანკში’’ გახსნილი ანგარიშის ნომერი, რომ თითქოს მისთვის მოვალეს უნდა გადმოერიცხა ფულადი თანხა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
2016 წლის 21 დეკემბერს, ა------–-–---–მა მოტყუებით, ბ--–---------ს ნაცვლად და მისი მონაცემების წარდგენის გზით, შპს ,,----–--ს“ ინტერნეტ-გვერდზე (,,s-------’’) შეავსო სესხის განაცხადი, რომელიც დამტკიცდა და ბ--–---------ს საბანკო ანგარიშზე იმავე დღეს ჩაერიცხა 2 000 (ორიათასი) ლარი, რომელიც ამ უკანასკნელმა ა------–-–---–ის თხოვნით, თითქოს ეს იყო მისი მოვალის მიერ გამოგზავნილი თანხა, გადარიცხა მ------------–---–ის სახელზე ,,საქართველოს ბანკში’’ გახსნილ ანგარიშის ნომერზე, რის შემდეგაც მ------------–---–მა გზავნილის სახით გადაურიცხა ა------–-–---–ს, რომელმაც თავისი პირადობის მოწმობით გამოიტანა თბილისში, რ---------–------------------ში მდებარე ,,-----------–---------ს’’ ბანკომატიდან და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
2016 წლის 31 აგვისტოს, ა------–-–---–ი დაუკავშირდა მეგობარ თ-------------–---–ს და იმ მოტივით, თითქოსდა აპირებდა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობის ვალის დაბრუნებას, რაც უნდა დაერიცხა თ-------------–---–ის საბანკო ანგარიშზე, ამ უკანასკნელს გამოართვა მისივე პირადი მონაცემები. იმავე დღეს, თ-------------–---–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, ა------–-–---–მა ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე, მისგან მალულად, ინტერნეტის საშუალებით, 1 500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობის სასესხო განაცხადი გააკეთა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს ,,----–--ში“, რის შედეგადაც თ-------------–---–ის სახელზე დამტკიცდა სესხი. აღნიშნული სესხის თანხიდან ა------–-–---–მა თ-------------–---–ს მოტყუებით გადაარიცხინა 900 (ცხრაასი) ლარი საკუთარ ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი 600 (ექვსასი) ლარი, თითქოსდა ვალის დაფარვის მიზნით, დატოვა თ-------------–---–ის პირად ანგარიშზე. ა------–-–---–ის ქმედებით თ-------------–---–ს მიადგა 1 500 (ათასხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2016 წლის 09 სექტემბერს, ა------–-–---–ი იმ მოტივით, თითქოსდა მისთვის მოვალეს ანგარიშზე უნდა დაერიცხა ფულადი თანხა, დაუკავშირდა მეგობარ ქ--------------ეს და გამოართვა მისივე პირადი მონაცემები. იმავე დღეს, ქ--------------ის პირადი მონაცემების გამოყენებით, ა------–-–---–მა ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე და მისგან მალულად ინტერნეტის საშუალებით, სესხის აღების მიზნით შეავსო ინტერნეტ განაცხადი ,,s-------’’-ზე. სესხის დამტკიცების შემდეგ, 2016 წლის 09 სექტემბერს, სესხის თანხა 1 500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით დაირიცხა ქ--------------ის კუთვნილ ,,თიბისი ბანკის’’ ანგარიშზე. აღნიშნული სესხის თანხა, ა------–-–---–მა ქ--------------ეს მოტყუებით ჩაარიცხინა სს ,,თიბისი ბანკში’’ არსებულ თავის პირად ანგარიშზე, რითაც ქ--------------ეს მიადგა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2016 წლის 15 დეკემბერს, ა------–-–---–ი დაუკავშირდა მეგობარ ზ------------------–--ეს და იმ მოტივით, თითქოსდა აპირებდა 300 (სამასი) ლარის ოდენობის ვალის დაბრუნებას, რაც უნდა დაერიცხა ზ------------------–--ის საბანკო ანგარიშზე, ამ უკანასკნელს გამოართვა მისი პირადი მონაცემები. 2016 წლის 16 დეკემბერს, ზ------------------–--ის პირადი მონაცემების გამოყენებით, ა------–-–---–მა ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე და მისგან მალულად ინტერნეტის საშუალებით, 1 300 (ათას სამასი) ლარის ოდენობის სასესხო განაცხადი გააკეთა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს ,,----–--ში“, რის შედეგადაც ზ------------------–--ეს მოტყუებით გადაარიცხინა 1 000 (ათასი) ლარი საკუთარ ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი 300 (სამასი) ლარი, თითქოსდა ვალის დაფარვის მიზნით, დატოვა ზ------------------–--ის პირად ანგარიშზე. ა------–-–---–ის ქმედებით, ზ------------------–--ეს მიადგა 1 300 (ათას სამასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2016 წლის 31 დეკემბერს, ა------–-–---–ი იმ მოტივით, თითქოსდა მისთვის მოვალეს ანგარიშზე უნდა დაერიცხა ფულადი თანხა, დაუკავშირდა ახლობელ ოლღა ლაზარიშვილს და გამოართვა მისი მეუღლის - ა-–-------------------ის პირადი მონაცემები. იმავე დღეს, ა------–-–---–მა ა-–-------------------ის პირადი მონაცემების გამოყენებით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე და მისგან მალულად ინტერნეტის საშუალებით, გააკეთა სასესხო განაცხადი შპს ,,----–--ში“, სადაც ა-–-------------------ის სახელზე დამტკიცდა ონლაინ სესხი 1 500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული სესხის თანხა, რომელიც დაირიცხა ა-–-------------------ის საბანკო ანგარიშზე, ა------–-–---–მა მოტყუებით ჩაარიცხინა მას სს ,,თიბისი ბანკში’’ არსებულ თავის პირად ანგარიშზე, რითაც ა-–-------------------ეს მიადგა 1 500 (ათასხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2017 წლის 16 იანვარს, ა------–-–---–ი იმ მოტივით, თითქოსდა მისთვის მოვალეს ანგარიშზე უნდა დაერიცხა ფულადი თანხა, დაუკავშირდა მეგობარ თინათინ გოგოლაძეს და გამოართვა მისივე პირადი მონაცემები. 2017 წლის 17 იანვარს, ა------–-–---–მა თინათინ გოგოლაძის პირადი მონაცემების გამოყენებით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე და მისგან მალულად ინტერნეტის საშუალებით, გააკეთა სასესხო განაცხადი შპს ,,----–--ში“, სადაც თინათინ გოგოლაძის სახელზე დამტკიცდა ონლაინ სესხი 800 (რვაასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული სესხის თანხას, რომელიც დაირიცხა თინათინ გოგოლაძის საბანკო ანგარიშზე, ა------–-–---–ი დაეუფლა მოტყუებით, თინათინ გოგოლაძის ნდობის ბოროტად გამოყენებით, კერძოდ, ამ უკანასკნელმა თბილისში, იუსტიციის სახლში, თავად გადასცა ა------–-–---–ს ანგარიშზე დარიცხული 800 (რვაასი) ლარი, რითაც შპს ,,----–--ს“ და თინათინ გოგოლაძეს მიადგათ 800 (რვაასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2016 წლის სექტემბერში, ა------–-–---–მა განიზრახა, მოტყუებით დაუფლებოდა შპს ,,----–--ს“ კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, მისი ნაცნობის - ე------------------ას პირადი ნომრის 4---------- მითითებით, რომელიც წინასწარ მისთვის ცნობილი იყო, ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით, სს ,,საქართველოს ბანკში’’ არსებული ანგარიშის ნომერი №G--------------------- შეიტყო და 2016 წლის 17 სექტემბერს, მისი საცხოვრებელი ბინიდან (თბილისში, კ-------–-------–----------ს, N---------------------), კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით, ე------------------ას მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,----–--ს“ ვებგვერდზე რეგისტრაცია გაიარა, სადაც მოტყუებით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება გააფორმა და იმავე დღეს, სესხის თანხა 1 500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით, ე------------------ას ზემოხსენებულ ანგარიშზე დაირიცხა. ა------–-–---–ი მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, ე------------------ა დაარწმუნა, რომ თითქოს თავის მეგობარს, ვინმე ზურას ჰქონდა მისი ვალი 1 500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით, რომელმაც მისი თხოვნით ე------------------ას სახელზე დაურიცხა და სთხოვა თანხის გამოტანა. ყოველივე აღნიშნული ე------------------ამ ირწმუნა და იმავე დღეს, თ---–--–------–-------------------ში არსებულ, სს ,,-----------–---------ს’’ ბანკომატიდან გამოიტანა ფულადი თანხა 1 500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით და გადასცა ა------–-–---–ს, რაც შემდგომ ამ უკანასკნელმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით, დაზარალებულ შპს ,,----–--ს“ მიადგა 1 500 (ათასხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ა------–-–---–მა განიზრახა, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა სხვის ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 28 ოქტომბერს, სოციალური ქსელის საშუალებით, დაუკავშირდა თ---------–-–---–ს და გამოართვა პირადი მონაცემები და მის სახელზე ,,თიბისი ბანკში’’ გახსნილი ანგარიშის ნომერი - G---------------------, რომ თითქოს მისთვის ყოფილ მეგობარ ბიჭს უნდა გადმოერიცხა ვალის თანხა 1 500 (ათასხუთასი) ლარი. 2016 წლის 29 ოქტომბერს, ა------–-–---–მა მოტყუებით, თ---------–-–---–ის ნაცვლად და მისი მონაცემების წარდგენის გზით, შპს ,,ონლაინ ფაინენსის’’ ინტერნეტ-გვერდზე (,,s-------’’) შეავსო სესხის განაცხადი, რომელიც დამტკიცდა და თ---------–-–---–ს საბანკო ანგარიშზე იმავე დღეს ჩაერიცხა 1 500 (ათასხუთასი) ლარი. ამ უკანასკნელმა ა------–-–---–ის თხოვნით, თითქოს ეს იყო მისი მეგობრის მიერ გამოგზავნილი ფულადი თანხა, გადაურიცხა ა------–-–---–ს მის ანგარიშის ნომერზე G---------------------. იმავე დღეს, ა------–-–---–მა ხსენებული ფული გადარიცხა ,,თიბისი ბანკში’’ თავის სახელზე გახსნილ მეორე ანგარიშზე: G---------------------, რის შემდეგაც, 2016 წლის 29 ოქტომბერს, თანხის ნაწილი - 1 245 (ათასორას ორმოცდახუთი) ლარი გაანაღდა თბილისში, ჭ--------------------ში მდებარე ბანკომატის საშუალებით და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, ხოლო დარჩენილი ნაწილი გადარიცხა სხვადასხვა ინტერნეტ-სერვისზე და თავადვე დახარჯა.
2016 წლის ოქტომბერში, ა------–-–---–ი დაუკავშირდა თავის ახლობელს - მ----------–ს და სთხოვა ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მისთვის გამოეტანა სესხი, რომელსაც შემდგომ ა------–-–---–ი დაფარავდა, ამ მიზნით, ,,თიბისი ბანკში’’ თავისი კუთვნილი მონაცემებით გაეხსნა ინტერნეტ-ბანკი. ვინაიდან, მ----------–ი ა------–-–---–ს ენდობოდა, დათანხმდა და 2016 წლის ოქტომბერში, ა------–-–---–ის თხოვნით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ფრენდლი ფაინენსიდან’’ თავისი სახელით გამოიტანა სესხი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო თანხა გადაურიცხა ა------–-–---–ს, რომელმაც მ----------–ი დაარწმუნა, თითქოსდა მ.ქარელის სახელით აღებული სესხი დაფარა და ამ გზით მისი ნდობა კიდევ მეტად გააღრმავა.
2016 წლის 21 ოქტომბრიდან - 26 ოქტომბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ა------–-–---–მა მ----------–ის ინტერნეტ-ბანკის და პირადი მონაცემების გამოყენებით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე და მისგან მალულად ინტერნეტის საშუალებით, სასესხო განაცხადი გააკეთა სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, კერძოდ: შპს ,,ემას კრედიტში’’ 300 (სამასი) ლარის ოდენობით, შ---------------------ში’’ 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, შპს ,,ტვინოში’’ 200 (ორასი) ლარის ოდენობით, შ--------------–-’’ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, შპს ,,ონლაინ კრედიტში’’ 300 (სამასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე, შპს ,,სოჰო გრუპში’’ 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რის შედეგადაც მ----------–ის სახელზე დამტკიცდა სესხები. აღნიშნული სესხის თანხები ა------–-–---–ს გადაჰქონდა საკუთარ ანგარიშზე, რითაც მან მ----------–ს მიაყენა 1 450 (ათასოთხას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ა------–-–---–მა იმ მიზნით, რომ ვითომდა საბანკო ანგარიშზე მისთვის უნდა გადმოერიცხათ ფულადი თანხა, 2015 წლის აგვისტოში, ანა ბარნაბიშვილს გამოართვა მისი პირადი მონაცემები. ა------–-–---–მა, ანა ბარნაბიშვილის პირადი მონაცემების გამოყენებით, თბილისში, კეკელიძის №1-ის ბინა №50-ში განთავსებული მისი კუთვნილი კომპიუტერიდან, ელექტრონული გზით აიღო სესხები - 2015 წლის 08 აგვისტოს 450 (ოთხასორმოცდაათი) ლარი შპს ,,კაპიდან“ (), 2016 წლის 08 ივნისს 500 (ხუთასი) ლარი შპს ,,----–--დან“ (იგივე შპს ,,ო--–------------------ნ’’ https://s-------/ ), 2016 წლის 11 ივნისს 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარი შპს ,,4 ფინანსიდან“ (), 2016 წლის 14 ივნისს 100 (ასი) ლარი შპს ,,4 ფინანსიდან“ (), 2016 წლის 14 ივნისს 200 (ორასი) ლარი შპს ,,ტვინოდან“ (). აღნიშნული ფულადი თანხები ჩაირიცხა ანა ბარნაბიშვილის კუთვნილ სს ,,-----------–---------ს’’ ანგარიშზე №G---------------------, საიდანაც ფულადი თანხის გარკვეული ნაწილი ანა ბარნაბიშვილმა გადასცა ხელზე, ხოლო ნაწილი გადაურიცხა სახელფასო ანგარიშიდან ა------–-–---–ს, ვინაიდან მისივე განმარტების საფუძველზე ეგონა, რომ ის იყო ა------–-–---–ის კუთვნილი თანხა. ამდენად, ა------–-–---–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სხვის კუთვნილ ფულად თანხებს, რითაც შ----------’’, შპს ,,----–--ს’’ (იგივე შპს ,,----–----------------’’), შპს ,,4-----------’, შპს ,,---------------------------–---–- მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ა------–-–---–მა, იმ მიზნით, რომ ვითომდა, საბანკო ანგარიშზე მისთვის უნდა გადმოერიცხათ ფულადი თანხა, 2016 წლის აგვისტოში, ე-–-----------ეს გამოართვა მისი პირადი მონაცემები. ა------–-–---–მა, ე-–-----------ის პირადი მონაცემების გამოყენებით, თბილისში, კეკელიძის №1-ის ბინა №50-ში განთავსებული, მისი კუთვნილი კომპიუტერიდან 2016 წლის 25 აგვისტოს, ელექტრონული გზით აიღო სესხი 1 300 (ათას სამასი) ლარის ოდენობით შპს ,,----–--დან“ (იგივე შპს ,,ო--–------------------ნ’’ https://s-------/ ), რაც ჩაირიცხა ე-–-----------ის კუთვნილ სს ,,-----------–---------ს’’ ანგარიშზე GE68BG0000000309134900, საიდანაც ფულადი თანხა ე-–-----------ემ ,,-----------–---------ს’’ ელვა გზავნილის საშუალებით, გადაურიცხა ა------–-–---–ს, ვინაიდან ა------–-–---–ის განმარტების საფუძველზე, ეგონა, რომ ის იყო ა----–-–---–-ს კუთვნილი თანხა. ამდენად, ეს უკანასკნელი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სხვის კუთვნილ ფულად თანხას, რითაც დაზარალებულებს: ე-–-----------ეს და შპს ,,----–--ს“ (იგივე შპს ,,----–----------------’’) მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ა------–-–---–მა, იმ მიზნით, რომ ვითომდა, საბანკო ანგარიშზე მისთვის უნდა გადმოერიცხათ ფულადი თანხა, 2016 წლის სექტემბერში, ს----------------–--ას გამოართვა მისი პირადი მონაცემები. ა------–-–---–მა ს----------------–--ას პირადი მონაცემების გამოყენებით, თბილისში, კეკელიძის №1-ის ბინა №50-ში განთავსებული, მისი კუთვნილი კომპიუტერიდან 2016 წლის 21 სექტემბერს, ელექტრონული გზით აიღო სესხი 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით შპს ,,----–--დან“ (იგივე შპს ,,ო--–------------------ნ’’ https://s-------/ ), რაც ჩაირიცხა ს----------------–--ას კუთვნილ სს ,,-----------–---------ს’’ ანგარიშზე №G---------------------, საიდანაც ფულადი თანხა ს----------------–--ამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საშუალებით, გადაურიცხა ა------–-–---–ს, ვინაიდან ა----–-–---–-ს განმარტების საფუძველზე ეგონა, რომ ის იყო ამ უკანასკნელის კუთვნილი თანხა. ამდენად, ა------–-–---–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სხვის ფულად თანხას, რითაც შპს ,,----–--ს’’ (იგივე შპს ,,----–----------------’’) და ს----------------–--ას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ა------–-–---–მა, იმ მიზნით, რომ ვითომდა, საბანკო ანგარიშზე მისთვის უნდა გადმოერიცხათ ფულადი თანხა, 2016 წლის აგვისტოში, ე--------------------–იძეს გამოართვა მისი პირადი მონაცემები. ა------–-–---–მა, ე--------------------–იძის პირადი მონაცემების გამოყენებით, თბილისში, კეკელიძის №1-ის ბინა №50-ში განთავსებული, მისი კუთვნილი კომპიუტერიდან 2016 წლის 27 აგვისტოს, ელექტრონული გზით აიღო სესხი 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით შპს ,,----–--დან“ (იგივე შპს ,,ო--–------------------ნ“ https://s-------/ ), რაც ჩაირიცხა ე--------------------–იძის კუთვნილ სს ,,თიბისი ბანკის’’ ანგარიშზე №G---------------------, საიდანაც ფულადი თანხა ე--------------------–იძემ, ინტერნეტ-ბანკის საშუალებით, გადაურიცხა ა------–-–---–ს, ვინაიდან ა----–-–---–-ს განმარტების საფუძველზე ეგონა, რომ ის იყო ამ უკანასკნელის კუთვნილი ფულადი თანხა. ამდენად, ა------–-–---–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სხვის ფულად თანხას, რითაც შპს ,,----–--ს’’ (იგივე შპს ,,----–----------------’’) და ე--------------------–იძეს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ა------–-–---–მა, იმ მიზნით, რომ ვითომდა, საბანკო ანგარიშზე მისთვის უნდა გადმოერიცხათ ფულადი თანხა, 2016 წლის სექტემბერში, ნ--------------–-–---–ს გამოართვა მისი პირადი მონაცემები. ა------–-–---–მა, ნ--------------–-–---–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, თბილისში, კეკელიძის №1-ის ბინა №50-ში განთავსებული, მისი კუთვნილი კომპიუტერიდან 2016 წლის 19 სექტემბერს, ელექტრონული გზით აიღო სესხი 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით შპს ,,----–--დან“ (იგივე შპს ,,ო--–------------------ნ“ https://s-------/ ), რაც ჩაირიცხა ნ--------------–-–---–ის კუთვნილ სს ,,თიბისი ბანკის’’ ანგარიშზე №G---------------------, საიდანაც ფულადი თანხა ნ--------------–-–---–მა თავად გამოიტანა და გადასცა ა------–-–---–ს, ვინაიდან ა----–-–---–-ს განმარტების საფუძველზე ეგონა, რომ ის იყო ამ უკანასკნელის კუთვნილი თანხა. ამდენად, ა------–-–---–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სხვის ფულად თანხას, რითაც შპს ,,----–--ს’’ (იგივე შპს ,,----–----------------’’) და ნ--------------–-–---–ს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ-----------ამ და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის დამძიმების კუთხით.
ბრალდების მხარის მითითებით, სასამართლოს განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, თუმცა სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი და აშკარად ლმობიერია; დანიშნული სასჯელი არ გამომდინარეობს დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან და სპეციფიკიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ა------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას, რადგან ასეთი მსუბუქი სასჯელის პირობებში, ვერ მოხდება სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თ-----------ამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა ა------–-–---–მა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ-----------ას საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. ა------–-–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: მ----------–ის, გიორგი გაზაკაშვილის, ე------------------ას, მ------------–---–ის, დარეჯან მეტრეველის, ნანი ჭიკაძის, თ---------–-–---–ის, ნ--------------–--ის, ნ--------------–-–---–ის, ე--------------------–იძის, ს----------------–--ას, დავით გაბრიჭიძის, კახა მორჩილაძის, აზა მაღრაძის, ანა ბარნაბიშვილის, ე-–-----------ის, ავთანდილ ჩაჩანიძის, ბ--–---------ს, მარიამ მოდუს, თ-------------–---–ის, გელა გაგნიძის, ნათია კოხოძის, სოფიო ბედუკაძის, ქეთევან ჯაფარიძის, ზვიად ტყეშელაშვილის, ქ--------------ის, ზ------------------–--ის, ოლღა ლაზიშვილის, ა-–-------------------ის, თ--------------–--ის, ბრალდებულ ა------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით; მ----------–ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი ინფორმაციით; ს--------------------------------------–-----------------------–-------------–--------–---------–--------–--------------------–---------------------–------------------–---------------–----------–-----------–------------------ნ“ გამოთხოვილი ინფორმაციებით; საბანკო ამონაწერების, ე------------------ას, ქ--------------ის და თ--------------–--ის „ფეისბუქის“ გვერდების, თ---------–-–---–ის სოციალური ქსელის გვერდის, IP მისამართების საძიებო გვერდის, კომპიუტერის და დოკუმენტების დათვალიერების ოქმებით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; სესხის გაცემის ხელშეკრულებებით და საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თექვსმეტი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშულის ჩადენას.
პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან, შვიდ წლამდე.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ, აუცილებელია კონკრეტული ქმედებისათვის სანქციის განსაზღვრა. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა, სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და ა------–-–---–ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების და მის ქმედების შემდგომი ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, პალატა მიიჩნევს, რომ ა------–-–---–ის მიმართ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადექვატურობის პრინციპის დაცვით, სამართლიანობისა და სასჯელის მიზნების განხორციელების უზრუნველსაყოფად, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ა------–-–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; მტკიცებულებები არ გაუხდია სადავოდ; აქვს ზიანის ანაზღაურების სურვილი; არ არის ნასამართლევი; არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
შესაბამისად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის დეკემბრის, ა-–-------------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის აგვისტოს და 2016 წლის ივნისის, ანა ბარნაბიშვილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის იანვრის, მ------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის აგვისტოს, ე-–-----------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის აგვისტოს, ე--------------------–იძის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის აგვისტოს, თ-------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის სექტემბრის, ს----------------–--ას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის სექტემბრის, ნ--------------–-–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის სექტემბრის, ნ--------------–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის სექტემბრის, ე------------------ას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის სექტემბრის, ქ--------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის ოქტომბრის, მ----------–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის ოქტომბრის, თ---------–-–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის დეკემბრის, ბ--–---------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის დეკემბრის, ზ------------------–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის იანვრის, თ--------------–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ა------–-–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის დეკემბრის, ა-–-------------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმამ 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თხუთმეტი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები, თითოეული ეპიზოდისთვის ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 03 აპრილის, 06 აპრილის, 12 აპრილის, 03 მაისის, 08 ივნისის, 29 ივნისის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 ივლისის და 31 ოქტომბრის განჩინებებით, ა------–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ა------–-–---–ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სამსახურს მსჯავრდებულის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
სს „საქართველოს ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ ელექტრონულ დისკზე, რაც ჩაკერებულია საქმეში, ასევე სს „საქართველოს ბანკის“ ბანკომატის ფოტომასალა, მოთავსებული ერთ CD დისკზე; სს „სილქნეტიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ ლაზერულ დისკზე და ერთი ელექტრონული დისკი, რომლებიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე