განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2019
საქმის ნომერი
010141319700072605
ინსტანცია
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010141319700072605-1აგ/-02-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ა------- ხ--–-–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენით:

 

ა------- ხ--–-–---–ი (პ/ნ 3----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გათვალისწინებით უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი 05 წელი ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 05 წელი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტი სასარგებლოდ;

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: 10 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა ან წარმომადგენლობის უფლება, 05 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენით:

 

ა------- ხ--–-–---–ი (პ/ნ 3----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად;

 

ა------- ხ--–-–---–ი ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნარკოტიკული საშუალების მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელ შეფარდებული პირის მიერ) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ა------- ხ--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ა------- ხ--–-–---–ის მიმართ გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის N1-395-15 განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე კვლავ ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელ სრულად დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის N1-395-15 განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და საბოლოოდ, ა------- ხ--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 05 წელი;

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: 15 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა ან წარმომადგენლობის უფლება, 10 წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 05 წლის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება,რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით:

 

მსჯავრდებულ ა------- ხ--–-–---–ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენით ძირითადი სასჯელის სახით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოუხდელი ნაწილი 200 საათი შეეცვალა ჯარიმით 2500 ლარით;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინებით:

 

,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ’’ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის მოქმედება გავრცელდა მსჯავრდებულ ა------- ხ--–-–---–ის მიმართ.

 

ცვლილება შევიდა როგორც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენში, ასევე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენში;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ა------- ხ--–-–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-7 ნაწილზე;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებული ა------- ხ--–-–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი;

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს N7455 შეტყობინების თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენით ძირითადი სასჯელის სახედ განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოუხდელი ნაწილი 200 საათი შეეცვალა ჯარიმით 2500 ლარით, აღნიშნული თანხა გადაუხდელია;

 

2019 წლის 10 იანვარს მსჯავრდებულმა ა------- ხ--–-–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ა------- ხ--–-–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული ა------- ხ--–-–---–ი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გათვალისწინებით უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი 05 წელი ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 05 წელი; საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტი სასარგებლოდ; მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენით ა------- ხ--–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად; ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ჩადენისათვის (ნარკოტიკული საშუალების მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელ შეფარდებული პირის მიერ) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ა------- ხ--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ა------- ხ--–-–---–ის მიმართ გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის N1-395-15 განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე კვლავ ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელ სრულად დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის N1-395-15 განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და საბოლოოდ, ა------- ხ--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად,ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 05 წელი; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამოერთვა უფლებები;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა------- ხ--–-–---–ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენით ძირითადი სასჯელის სახით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოუხდელი ნაწილი 200 საათი შეეცვალა ჯარიმით 2500 ლარით (რაც დღეის მდგომარეობით არ აქვს მოხდილი);

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინებით: ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ’’ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის მოქმედება გავრცელდა მსჯავრდებულ ა------- ხ--–-–---–ის მიმართ. ცვლილება შევიდა როგორც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენში, ასევე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენში;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ა------- ხ--–-–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-7 ნაწილზე; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებული ა------- ხ--–-–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი;

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ნამსჯელი აქვს მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის საფუძველზე, გათვალისწინებული იქნა ის გარემოება რომ კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება, ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის. აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. ნარკოტიკული საშუალების ,,მარიხუანას’’ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ნარკოტიკული საშუალების ,,მარიხუანას’’ უკანონოდ შეძენა-შენახვა, არაერთგზის, გათვალისიწინებული იქნა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით;

 

აქედან გამომდინარე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალება ,,ნედლი მარიხუანას’’ უკანონოდ შეძენა და შენახვა)სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა ხუთიდან რვა წლამდე და განეკუთვნებოდა მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ნედლი მარიხუანას’’ უკანონოდ შეძენა, შენახვა) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას და განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-7 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე და განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შესაბამისად ნამსჯელი იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით და შეიცვალა კატეგორია, რითაც გაუმჯობესდა მსჯავრდებულის მდგომარეობა,მსჯავრდებულის ქმედება შესაბამისობაში მოვიდა კანონთან და მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა 2731-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, ხოლო სასჯელი დანიშნული ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-7 ნაწილის სანქციის ფარგლებში.

 

რაც შეეხება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე და განეკუთვნებოდა მძიმე კატეგორიის დანაშაულს, მოქმედი საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილი კი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორას ოციდან სამას საათამდე და განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში შეიცვალა კატეგორია, რითაც გაუმჯობესდა მსჯავრდებულის მდგომარეობა. მსჯავრდებულის ქმედება შესაბამისობაში მოვიდა ახალ კანონთან და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, სასჯელის დაუნიშნავად, ვინაიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მას სასჯელი დანიშნული არ ჰქონდა და მისი მდგომარეობა ამ მხრივ არ შეიძლება გაუარესებულიყო; ამდენად, განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად ნამსჯელი აქვს მსჯავრდებულის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს და დღეის მდგომარეობით სხვა რაიმე დამატებითი რეგულაცია არ არსებობს.

 

პალატა ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. გადაწყვეტილება), აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა------- ხ--–-–---–ის მიმართ არსებულ 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და მსჯავრდებული უნდა განთავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან;

 

ამასთან პალატა ვერ იმსჯელებს ,,ნარკოტიკული დანაშაულის ბრძოლის’’ შესახებ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებების აღდგენის თაობაზე, ვინაიდან მსჯავრდებულს აღნიშნული უფლებები ჩამორთმეული აქვს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, რაც მართალია გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, (ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანა) უკანონო შეძენა, შენახვა ჩადენილი არაერთგზის), თუმცა მოცემულ შემთხვევაშიც „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ქვეპუნქტიც ითვალისწინებს აღნიშნული მუხლით იგივე ვადით, იგივე უფლებების ჩამორთმევას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ა------- ხ--–-–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ცვლილება უნდა შევიდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენში

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ა------- ხ--–-–---–ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენი, რომელიც გადასინჯულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის განაჩენით დარჩეს უცვლელი;

 

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენში, რომელიც გადასინჯულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის განაჩენით შევიდეს ცვლილება;

 

4. ა------- ხ--–-–---–ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან (რომელიც შეცვლილი აქვს ჯარიმით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით). რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში („ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები) დარჩეს უცვლელი.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მაია თეთრაული

 

მურმან ისაევი