განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2019
საქმის ნომერი
330100118002399244
ინსტანცია
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002399244

საქმე №1ბ/1696-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

6 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: თო-------------–---ს

ადვოკატის: რე------------–---–-ს

მსჯავრდებულის:არ-----------ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულ არ-----------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რე------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, არ------------------------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–------------------------------------------------- დანაშაულებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენით, არ----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), ასევე სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ--–-----–-–---–-- ეპიზოდი) 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ივ--------------ს ეპიზოდი) 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

აქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, არ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 ნოემბრის განაჩენით, არ-----------ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, არ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლითს ვადით.

მსჯავრდებულ არ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 2 მარტიდან.

ამავე განაჩენით, ბე----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით იმავე ეპიზოდებისათვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი, ძირითადი სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ბე----------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

ბე----------ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

მსჯავრდებულ ბე----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 2 მარტიდან.

ამავე განაჩენით, ალ-----------–---–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3(სამი)წლით, 5(ხუთი)თვით და 20(ოცი)დღით თავისუფლების აღკვეთიდან, 1(ერთი)წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ალ-----------–---–----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ალ-----------–---–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2018 წლის 2 მარტიდან.

არ----------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2 ეპიზოდი).

მასვე მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 ნოემბრის განაჩენით, არ----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი), ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

2018 წლის 2 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე, თბილისში, ვ---------–------------------------–----------–-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, არ----------- და ბე----------ე აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ივ--------------ს კუთვნილ „სამსუნგ გალაქსი J3“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს. კერძოდ, ტაქსით მგზავრობის დასრულების შემდეგ, ბე----------ემ აიღო მძღოლის - ივ--------------ს კუთვნილი „სამსუნგ გალაქსი J3“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და გადააწოდა ავტომობილში, უკან მისგან მარცხნივ მჯდომ არ----------ს, რის შემდეგაც ა--------------- ბე----------ე და ავტომობილში მათთან ერთად მყოფი ალ-----------–---–----–---–ი გაიქცნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ზემოაღნიშნული ქმედებით, დაზარალებულ ივ--------------ს მიადგა 180 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2018 წლის 2 მარტს, დაახლოებით 02:30 საათზე, თბილისში, ვ---------–------------------------–----------–-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, არ----------- და ბე----------ე აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ გ--–-----–-–---–-- „სამსუნგ გალაქსის“ ფირმის პლანშენტს. კერძოდ, ტაქსით მგზავრობის დასრულების შემდეგ, სავარძლებს შორის არსებული სათავსოდან, ბე----------ემ აიღო მძღოლის - გ--–-----–-–---–-- კუთვნილი „სამსუნგ გალაქსის“ ფირმის პლანშეტი, გადააწოდა გარეთ მდგომ არ----------ს, რის შემდეგაც არ-----------, ბე----------ე და ავტომობილში მათთან ერთად მყოფი ალ-----------–---–----–---–ი გაიქცნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ზემოაღნიშნული ქმედებით, დაზარალებულ - გე-–-----–-–---–ს მიადგა 170 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2018 წლის 2 მარტს, დაახლოებით 06:10 საათზე, თბილისში, ვ---------–------------------------–----------–-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, არ----------- გადაადგილდებოდა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა ცივი იარაღი - დანა, რომელსაც უკანონოდ ატარებდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა არ----------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რე------------–---–მა, რომლებმაც მოითხოვეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) არ-----------ს დამნაშავედ ცნობის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. განაჩენში არასწორადაა წარმოჩენილი დაზარალებულების გ--–-----–-–---–-- და ივ--------------ს ჩვენებების შინაარსი, ვინაიდან არც ერთი მათგანი დამაჯერებლად და დარწმუნებით არ მიუთითებს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის უტყუარად ჩადენაზე და არ იძლევა ამის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს. რაც შეეხება ბრალდებულთა ჩვენებებს, ისინი იყო იდენტური და გამორიცხავდა დაზარალებულთა ჩვენებების სინამდვილეს. თუმცა, სასამართლომ არ განმარტა, თუ რატომ უარყო ბრალდებულთა ჩვენებების სისწორე და რატომ გაიზიარა დაზარალებულთა ჩვენებები, მიუხედავად მათი წინააღმდეგობებისა. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებთან დაკავშირებით კი, დაცვის მხარე აპელირებს, რომ ისინი პირდაპირ არ მიუთითებენ არ-----------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, რომელთა ერთობლიობაც პირდაპირ მიუთითებს არ----------ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე და პალატას მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ივ--------------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 2 მარტს დაახლოებით 00:30 საათზე, საკუთარი „------------------------------------ მარკის ტაქსით გადაადგილდებოდა ვარდების მოედანზე, როდესაც გააჩერა სამმა პიროვნებამ და მოსთხოვეს ვარკეთილში წაყვანა. შეუთანხმდა მგზავრობის ღირებულებაზე, რომელსაც ადგილზე მისვლისთანავე ტელეფონზე დარეკვის შედეგად მიუტანდნენ და შემდგომ გადაუხდიდნენ მოწმეს. ამ სამი პიროვნებიდან ერთი, შედარებით სრული, დაჯდა მძღოლის უკანა სავარძელზე, ხოლო ორი სუსტი პიროვნებიდან, ერთი წინ, მძღოლის გვერდით მოთავსდა და მეორე მის (მგზავრის) უკან სავარძელზე. სამივეს ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი და თავზე ეფარათ კაპიუშონები, ხოლო წინ მჯდომ მამაკაცს კაპიუშონის შიგნით ეფარა ე.წ. „კეპკიანი“ ქუდი. ს-–------------------------------- მისვლისას, წინ მჯდომმა მამაკაცმა, დარეკვის მიზნით სთხოვა მობილური ტელეფონი, რაც მოწმემ გაუწოდა, ხოლო მან გამოართვა და გადააწოდა თავის უკან მჯდომ პიროვნებას, უთხრა: შენ დაურეკეო. ამის შემდეგ სამივე მათგანმა გააღო ავტომობილის კარი და გაიქცნენ. მან გააჩერა იქვე მყოფი სხვა ტაქსი, მოახსენა მომხდარის შესახებ და მასში მჯდომმა პირებმა დარეკეს პოლიციაში. დაზარალებულის განმარტებით, მისი მობილური ტელეფონი იყო „სამსუნგი J3“ ფირმის, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა ორი სიმბარათი. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა 420 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. მას სახლში ჰქონდა შენახული მობილური ტელეფონის ყუთი, რომლის იმეი კოდიც მეუღლის საშუალებით მიაწოდა გამომძიებელს. აღნიშნული იმეიკოდი დაემთხვა საბურთალოს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ლომბარდიდან ამოღებული მობილური ტელეფონის იმეიკოდს.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გე-–-----–-–---–მა განაცხადა, რომ არის ტაქსის მძღოლი. 2018 წლის 02 მარტს, დაახლოებით 02:30 საათზე, საკუთარი ავტომანქანით (მარცხენა საჭით) გადაადგილდებოდა პ---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გააჩერა სამმა პიროვნებამ და სთხოვეს ვარკეთილში წაყვანა. წინა სალონში მის გვერდით დაჯდა სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ბრალდებული ბე-----------ე, რომელსაც ეცვა ტყავის ქურთუკი და შავი შარვალი, ხოლო უკან მჯდომ პირებს (მიუთითა არ----------სა და ალ-----------–---–----–---–ზე) ეცვათ მუქი ფერის შარვლები. სამივეს ეცვა კაპიუშონიანი ზედები, თუმცა კაპიუშონი თავზე არ ეხურათ. საცხენის ქუჩაზე მისვლისას, მოსთხოვეს ერთ-ერთ ჩიხში შესვლა, რის შემდეგაც წინა სავარძელზე მის გვერდით მჯდომმა მგზავრმა, სთხოვა ტელეფონზე დარეკვა, რათა მისი მეგობრისთვის ეთხოვა მგზავრობის ღირებულების ადგილზე მიტანა. მოწმემ ბე----------ეს გადასცა პლანშეტი, რითაც მან დაურეკა ვიღაც პიროვნებას და პლანშეტი დადო მანქანაში. ამ დროს უკან მჯდომი ორი პირი გადავიდა მანქანიდან სიგარეტის მოსაწევად და იდგნენ იქვე ახლოს. ბე----------ემ სთხოვა ცოტახანს მოეცადა, მოუტანდგენ ფულს და გაისტუმრებდა. მოწმე ამაზე დათანხმდა, რის შემდგომაც ბე----------ეც გადავიდა ავტომანქანიდან. სამივე მათგანი იქვე იდგა, ხოლო გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, ბე----------ემ კვლავ აიღო მისი პლანშეტი დარეკვის მიზნით, ამჯერად ნებართვის აღების გარეშე, აკრიფა ნომერი და გადასცა გარეთ მდგომ პიროვნებას (მიუთითა არ----------ზე), შენ დაელაპარაკეო. ტელეფონის გადაცემისთანავე სამივე გაიქცა და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. დაზარალებული ავტომობილით გადაადგილდებოდა და ცდილობდა მათ მოძებნას, რა დროსაც შენიშნა საპატრულო პოლიცია, რომელთაც სთხოვა დახმარება. გე-–-----–-–---–მა განმარტა, რომ გატაცებული პლანშეტის ღირებულება, რომელიც იყო „სამსუნგის“ მოდელის, შეადგენდა 580 ლარს. მას იმეი კოდი ამოწერილი ჰქონდა და მანქანაში ინახავდა, რაც გადასცა გამომძიებელს. მან კატეგორიულად დაადასტურა, რომ ბრალდებულთა სახეზე დამახსოვრება არ გაჭირვებია და დარწმუნებულია მათ ამოცნობაში.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თე------–--მ განაცხადა, რომ 2018 წლის მარტის თვეში მუშაობდა პ---------------------ში მდებარე ტექნიკის ლომბარდში ოპერატორის პოზიციაზე. 2018 წლის 02 მარტს, სამსახურში იმყოფებოდა ღამის ცვლაში, რა დროსაც მასთან მივიდა მოქალაქე, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ბე----------ე და 150 ლარის სანაცვლოდ ჩააბარა „სამსუნგი J3“ ფირმის მობილური ტელეფონი. მოწმემ დაადასტურა, რომ ჩაბარებისას ამოწმებენ მობილურ ტელეფონს, იმეი კოდს და შემდეგ ითხოვენ ჩამბარებლის პირადობის მოწობას, რის გარეშეც ჩაბარება შეუძლებელია. ასევე ხდება პიროვნების გადამოწმებაც, კერძოდ, პირადობის მფლობელი და მისი წარმდგენი პირი არის თუ არა ერთი და იგივე. ანალოგიური განხორციელდა ბე----------ის შემთხვევაშიც და მის პიროვნებაში დარწმუნების შემდეგ გააფორმა მასთან ხელშეკრულება. ჩაბარებული მობილური ტელეფონი ამოღებულ იქნა გამომძიებლის მიერ.

პალატა ყურადღებას ამახვილებს არ-----------ს პირადი ჩხრეკის ოქმზეც, რომელიც მხარეთა მიერ მიჩნეული იქნა უდავო მტკიცებულებად. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, არ-----------სგან ამოღებული იქნა შავი ფერის ტყავის ჩანთა, მასში მოთავსებული სამსუნგის ფირმის პლანშეტით, დიდი ზომის დასაკეცი დანით და ასევე სხვადასხვა პირადი ნივთებით. ამ მხრივ პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ჩანთა ეკუთვნოდა ბე----------ეს და არ----------მა იგი სადარბაზოში იპოვა. იმ პირობებში, როდესაც არ----------ს ჩანთაში მოთავსებული ჰქონდა არა მხოლოდ დანა, რომლის მისდამი კუთვნილებასაც აღიარებს, არამედ სხვა პირადი ნივთებიც, სავსებით ლოგიკურია, რომ ჩანთა ეკუთვნოდა პირადად მას და გ--–-----–-–---–--ათვის გატაცებულ „პანშეტსაც“ ინახავდა თავად.

აღნიშნულ მტკიცებულებასთან შესაბამისობაშია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გი---------–----–---–-ს ჩვენება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ მიღებული ოპერატიულინ ინფორმაციის საფუძველზე ის თანამშრომელ გი------------------თან ერთად, გაემართა არამ მიხოევის ადგილსამყოფელზე. ამ უკანასკნელს ადგილზე ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა ტყავის ჩანთა, მასში მოთავსებული „სამსუნგის“ ფირმის პლანშეტითა და დასაკეცი დანით. არ-----------ს განმარტებით, ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა მას, თუმცა ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე განაცხადა უარი. მათ მიერ გადამოწმებული იქნა ამოღებული პლანშეტის იმეიკოდი, რაც დაზარალებულის პლანშეტის იმეიკოდის იდენტური აღმოჩნდა.

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გი------------------მა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეება: ი-–----–---–---–----–--–---------–---–---------------------–---–----------------------------------------–---–-----------------------------------------------------–---–-------------------–---–----------------–---–----------------------------------------–-----–---–-- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ყოველგვარი ეჭვის გარეშე დასტურდება, რომ არ----------- და ბე----------ე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დაეუფლენენ ივ--------------ს და გ--–-----–-–---–-- კუთვნილ ნივთებს. ორივე დაზარალებულმა დამაჯერებელად და დეტალურად მოახსენა სასამართლოს, რომ მას შემდეგ რაც ბე----------ემ დარეკვის მიზნით გამოართვა კუთვნილი მობილური ტელეფონი/პლანშეტი, იგი გადააწოდა მეორე პირს და სწორედ ამ დროს მიიმალა სამივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან. პალატას დაზარალებულთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია და ვერც დაცვის მხარის მიერ იქნა სათანადოდ დასაბუთებული ივ--------------სა და გ--–-----–-–---–-- ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის მიზეზები. ამასთან, გე-–-----–-–---–მა კატეგორიულად განაცხადა, რომ ბრალდებულთა სახეზე დამახსოვრება არ გასჭირვებია და დარწმუნებულია, რომ ის პიროვნება, რომელსაც ბექა ბუჩიძემ მიაწოდა მისი კუთვნილი პლანშეტი, არის არ-----------.

რაც შეეხება ივ--------------ს ეპიზოდს, ივ--------------ს მობილური ტელეფონი იმავე ღამეს ბე----------ის მიერ ჩაბარებული იქნა პ---------------------ში მდებარე ტექნიკის ლომბარდში. რაც დადასტურებულია მოწმე თე------–--ს ჩვენებით, ბე----------ის პირადი ჩხრეკის ოქმითა და სალომბარდე ხელშეკრულებით. აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ერთობლიობაში ქმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასკვნის საფუძველს, რომ არ----------ს ისეთივე როლი გააჩნდა ივ--------------ს მობილური ტელეფონის დაუფლებაში, როგორიც ბე----------ეს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, არ-----------ს მონაწილეობა ბე----------ის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაში დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი არაერთი წერილობითი მტკიცებულებით, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულთა პირადი ჩხრეკისა და ამოცნობის ოქმებით, არ-----------ს მიმართ გამოტანილი განაჩენებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, თანდართული ფოტოსურათებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულების ივ--------------ს და გ--–-----–-–---–--, ასევე პოლიციელების ჩვენებები, არ-----------ს პირადი ჩხრეკისა და ამოცნობის ოქმები უტყუარად ადასტურებენ მსჯავრდებულ არ-----------ს მიერ ბე----------ესთან ერთად ივ--------------ს კუთვნილი მობილური ტელეფონისა და გ--–-----–-–---–-- კუთვნილი „პლანშეტის“ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას და ერთობლიობაში ქმნიან იმ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

ამდენად, მსჯავრდებულ არ-----------ს მტკიცება იმის თაობაზე, რომ მან ბუაჩიძის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ არაფერი იცოდა და მის მიერ განხორციელებულ ძარცვის არც ერთ ეპიზოდში მონაწილეობა არ მიუღია, რაელობას არ შეესაბამება და ვერ იქნება გაზიარებული.

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილს, პირველი ინსტანციის განაჩენი დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია.

ამდენად, პალატა აანალიზებს, რა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებეულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას. ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ არ----------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ არ-----------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ არ-----------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ არ-----------ს მიმართ დარჩეს უცვლელად;

3. არ----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (გ--–-----–-–---–-- ეპიზოდი) - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ივ--------------ს ეპიზოდი) - 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, არ-----------ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ--–-----–-–---–-- ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, არ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 ნოემბრის განაჩენით, არ-----------ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, არ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. მსჯავრდებულ არ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 2 მარტიდან.

5. მხედველობაში იქნას მიღებული, რომ არ-----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

- არ-----------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული შავი ჩანთა, მასში მოთავსებული ,,სამსუნგის“ ფირმის შავი პლანშეტით; ბე----------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სალომბარდე ხელშეკრულება; ალ-----------–---–----–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული წითელი მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათი; ლომბარდიდან ამოღებული ,-------------–------ ფირმის შავი მობილური ტელეფონი და სალომბარდე ხელშეკრულება, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ასევე ბე----------ისგან ამოღებული ქურთუკი; ალ-----------–---–----–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი და არ-----------სგან ამოღებული ტანსაცმელი, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

- არ-----------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ შავ ჩანთაში მოთავსებული დასაკეცი დანა, თავისივე შავი ბუდით; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მიკრონაწილაკები, გადატანილი ექვს დაქტილოფირზე და სუნის კვლის ნიმუში, ორ ქილად; ალ-----------–---–----–---–ისგან და ბე----------ისგან აღებული სუნის ნიმუშები; ბ--------------- და არ-----------სგან აღებული ხელის კვლების ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- ინდ/მეწარმე ,----------------------- ლომბარდიდან გამოთხოვილი სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერი, გადატანილი ლაზერულ დისკზე და ინდ/მეწარმე ,--–-–-------------- ლომბარდიდან გამოთხოვილი სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერი, გადატანილი ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი