განაჩენი

სისხლის სამართლის 20.02.2019
საქმის ნომერი
140100118002319426
ინსტანცია
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002319426

საქმე №1/ბ-1268-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მურმან ისაევი

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორის - ო----- ხ--------–---–ის

ადვოკატის - ქ------- გ------ის

გამართლებულ - შ--–-- მ-----–-–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო----- ხ--------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ--–-- შ---------- მ-----–-–---–ის - დაბადებული 1----–-–-------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------- ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები კ----- რაიონის სოფელ ზ------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, შ--–-- მ-----–-–---–ს ბრალი დაედო: ა) ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ბ) მუქარა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და გ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 15 სექტემბერს, საღამოს საათებში, კ----- რაიონის სოფ. გ--------–-ში მდებარე მ---- მ-----–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, შ--–-- მ-----–-–---–მა ყოფილ მეუღლეს - მ---- მ-----–-–---–ს მოქაჩა თმები ძლიერად, ხოლო ხელი და ტაფის მეტალის სახურავი, ჩაარტყა სახის არეში. აღნიშნულის შედეგად მ---- მ-----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

2018 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, კ----- რაიონის სოფ. გ--------–-ში მდებარე მ---- მ-----–-–---–ის საცხოვრებელ სახლში და ეზოში, შ--–-- მ-----–-–---–მა სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, მისი დამორჩილების მიზნით, ყოფილ მეუღლეს - მ---- მ-----–-–---–ის მიმათ განახორციელა ოჯახში ძალადობა და მუქარა, კერძოდ, მას ზურგის და მუცლის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი და ფეხი, ამასთან, მოქაჩა თმები ძლიერად და ცულის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც მ---- მ-----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მიიღო სხულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის 8 იანვარს, ღამის საათებში, შ--–-- მ-----–-–---–მა ყოფილი მეუღლე - მ---- მ-----–-–---–ი ძალის გამოყენებით შეიყვანა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე ფრინველების სადგომში და კარები ჩაუკეტა გარედან ცულით, რითაც უკანონოდ აღუკვეთა მას თავისუფლება.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს განაჩენით:

 

შ--–-- მ-----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო----- ხ--------–---–მა.

 

აპელანტმა მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, რადგან მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან მოცემული სისხლის სამართლის საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით და დამაჯერებელი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ შ--–-- მ-----–-–---–მა ჩაიდინა მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებები, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ უტყუარობის და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

დაცვის მხარემ - ადვოკატმა ქ------- გ------მა და გამართლებულმა შ--–-- მ-----–-–---–მა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან მათ კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნიეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვეს მისი უცვლელად დატოვება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო----- ხ--------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს განაჩენი შ--–-- მ-----–-–---–ის მიმართ უნდა გაუქმდეს;

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ ბრალდების მხარის (მათ შორის უდავო) მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით შ--–-- მ-----–-–---–ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედებების, კერძოდ, კი მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტები.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შ--–-- მ-----–-–---–ის მიერ ოჯახში ძალადობის, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მუქარის, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტები დადგენილია საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა მ---- მ-----–-–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო განხილვისას არ მისცა ჩვენება მეუღლის - შ--–-- მ-----–-–---–ის წინააღმდეგ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ი-------------–---–----ანაცხადა, რომ 2018 წლის 8 იანვარს, შეტყობინების საფუძველზე კ--------------–---–თან ერთად მივიდა კ----- რაიონის, სოფელ გ--------–-ში მდებარე შ--–-- მ-----–-–---–ის საცხოვრებელ სახლში. სატელეფონო საშუალებით დაუკავშირდნენ მ---- მ-----–-–---–ს, რომლის მითითების შესაბამისად ეზოში მდებარე საქათმეში იგი ჩაკეტილ მდგომარეობაში იპოვეს (ფიცრის კარები ცულის მიბჯენით იყო დახურული და მისი გაღება შიგნიდან შეუძლებელი იყო). საქათმის კარების გაღებისას, მ---- მ-----–-–---–მა მათ განუცხადა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ - შ--–-- მ-----–-–---–მა და მანვე ჩაკეტა საქათმეში. აღნიშნულის გამო, სახლში მყოფი შ--–-- მ-----–-–---–ი დაკავებული იქნა მათ მიერ, რა დროსაც წინააღმდეგობის გაწევას ჰქონდა ადგილი დასაკავებელი პირის მიერ. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმე კ--------------–---–-ა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე რ----------------–---–მა განაცხადა, რომ მან მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა ტანსაცმელი და ტაფა. ასევე, საქათმესთან ახლოს ამოღებული იქნა ცული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ნ---- მ-----–-–---–მა განმარტა, რომ იგი რაიმე სახის კონფლიქტს მ---- მ-----–-–---–სა და შ--–-- მ-----–-–---–ს შორის არ შესწრებია. განსახილველ ფაქტთან დაკავშირებითაც არაფერი იცის, მხოლოდ პოლიციის მეშვეობით გაიგო მამის - შ--–-- მ-----–-–---–ის დაკავების შესახებ. დედასთან - მ---- მ-----–-–--–--ან კონკრეტულ ფაქტებზე არ უსაუბრია, იცის მხოლოდ ის გარემოება, რომ მამის მხრიდან მის მიმართ გინებას ჰქონდა ადგილი, რამაც კონფლიქტი გამოიწვია. დედას დაზიანებები არ ჰქონია. ასევე, მხარეთა შეკითხვებზე აღნიშნა, რომ საქათმის კარი შესაძლოა დაკეტოს შიგნით მყოფმა ადამიანმა და ასევე, შესაძლოა გააღოს კიდეც ხელის გარეთ გამოყოფის საშუალებით საქათმის ჭუჭრუტანის დახმარებით. მოწმემ გაიხსენა შემთხვევა, როცა კონფლიქტის ნიადაგზე დედამ - მ---- მ-----–-–---–მა თავად ჩაიკეტა თავი საქათმეში, რომელიც გამოყვანილი იქნა მისი შვილის და შ--–-- მ-----–-–---–ის მიერ (აღნიშნული ფაქტის თაობაზე მან შვილისგან იცის).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მ-----------------–-ა განმარტა, რომ ჩაატარა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები, როგორც მ---- მ-----–-–---–თან, ასევე შ--–-- მ-----–-–---–თან მიმართებით ჯანმრთელობის მდგომარეობის (დაზიანებების) ფაქტებთან დაკავშირებით. სასამართლო სხდომაზე, ჩვენების მიცემისას ჩატარებულ ექსპოერტიზათა შინაარსის სისწორე დაადასტურა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შ--–-- მ-----–-–---–მა განაცხადა, რომ მისი მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მეუღლე - მ---- მ-----–-–---–ი შვილის გარდაცვალების შემდეგ ხშირად არის ემოციურ მდგომარეობაში და ქცევის კონტროლი უჭირს. საქათმეშიც, ნერვიულ ფონზე, თავად ჩაიკეტა მეუღლემ თავი, რაც არაერთხელ გაუკეთებია და თავად მას გამოუყვანია. მეუღლესთან კონფლიქტის მიზეზი თვითონ არ არის, პირიქით მუდამ ცდილობს დაამშვიდოს და ხშირად ურჩევს თავი ხელში აიყვანოს. თვლის, რომ დაზარალებულის თავდაპირველი ჩვენება არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან მას მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია.

 

საქმეზე მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებად ცნობილი მოწმე კ--------------–--------–-- გამოკითხვის ოქმის მიხედვით, იგი კ----- მუნიციპალიტეტის მ----ს წარმომადგენელია ა---–---–---- ადმინისტრაციულ ერთეულში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე იმყოფება სოფელ გ--------–-. მისთვის ცნობილია, რომ შ--–-- მ-----–-–---–ს და მ---- მ-----–-–---–ს შორის არ არის ჯანსაღი ურთიერთობა, კონფლიქტს ხშირად აქვს ადგილი - შ--–-- მ-----–-–---–ი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მ---- მ-----–-–---–ს. 2016 წლის სექტემბრის თვეში თავად მ---- მ-----–-–---–მა მიმართა მას დახმარების თაობაზე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულის თაობაზე შეატყობინა პოლიციის თანამშრომელს, კერძოდ, მ-----–---------–---–ს, რომლისგანაც რეაგირების თაობაზე დასტურიც მიიღო. ასევე მიუთითა, რომ უშუალოდ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს თვითონ არ შესწრებია.

 

საქმეზე მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებად ცნობილი მოწმე ე----------–----–---–-- გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ შ--–-- და მ---- მ-----–-–---–ების მეზობლად ცხოვრობს და იცის, რომ მათ მუდმივი კამათი აქვთ, რა დროსაც ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებენ. შ--–-- მ-----–-–---–ისგან იცის, რომ 2016 წლის სექტემბრის თვეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ---- მ-----–-–---–ს. კონკრეტული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის შემსწრე არ არის.

 

საქმეზე მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებად ცნობილი 2018 წლის 8 აგვისტოს შეტყობინების ბარათით (წყარო 112) დგინდება, რომ მიღებული იქნა შეტყობინება, რომლითაც ზარის ინიციატორი მ---- მ-----–-–---–ი სამართალდამცავ ორგანოებს ატყობინებს ოჯახური ძალადობის ფაქტს, რომელიც ხორციელდება მეუღლის მიერ.

 

საქმეზე მხარეთა მიერ უდავოდ მტკიცებულებად ცნობილი 2018 წლის 8 იანვრის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, კ----- რაიონის, სოფელ გ--------–-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დაკავებული იქნა შ--–-- მ-----–-–---–ი. დაკავების ოქმში მითითებულია ასევე მ---- მ-----–-–---–ის განცხადება, რომ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შ--–-- მ-----–-–---–მა და, რომ ეს უკანასკნელი იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში.

 

საქმეზე მხარეთა მიერ უდავოდ მტკიცებულებად ცნობილი 2018 წლის 8 იანვრის ალკოტესტზე შემოწმების ოქმის მიხედვით, შ--–-- მ-----–-–---–ს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა.

 

საქმეზე მხარეთა მიერ უდავოდ მტკიცებულებად ცნობილი 2018 წლის 9 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით ამოღებული იქნა ცული ხის ტარით, რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

საქმეზე მხარეთა მიერ უდავოდ მტკიცებულებად ცნობილი ქიმიური ესქპერტიზის №------ დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე წარმოდგენილი: 1) შ--–-- მ-----–-–---–ის შარვლის ზედაპირიდან ამოღებულ მონაცრისფრო/მოყვითალო აკრილიკის ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და მ---- მ-----–-–---–ის ქვედაბოლოს ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ მონაცრისფრო/მოყავისფრო აკრილიკის ბოჭკოებს გააჩნიათ სართო გვარობრივი კუთვნილება და 2) მ---- მ-----–-–---–ის ტანსაცმლიდან ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის შ--–-- მ-----–-–---–ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოს მსგავსი მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებამდე პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს მსჯავრდებულის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების შინაარსობრივი მხარე და აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის (იგულისხმება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი) მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ხოლო ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნება - განწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა...” ამასთან, დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ დროს მნიშვნელოვანია დადგენილი იქნეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებებსა და დამდგარ შედეგს შორის, ასევე ის გარემოებაც, რომ პირის მიერ განხორცილებულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია, მოცემული ქმედების ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრების მიმართ.

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) სუბიექტთა წრე (დამნაშავე უნდა იყოს დაზარალებულის ოჯახის წევრი), 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართა განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება) და 3) აღნიშნული ქმედებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა). ზემოაღნიშნული გარემოებები ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით განხილვაზე დაზარალებულმა მ---- მ-----–-–---–მა გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება თავისი ოჯახის წევრის საწინააღმდეგოდ, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდების მხარის მიერ საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ მ---- მ-----–-–---–ს მოცემული შემთხვევების დროს (2016 წლის 15 სექტემბერ და 2018 წლის 8 იანვარს) სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პოლიციის თანამშრომლების - ი-------------–---–-- და კ--------------–---–ის, მოწმეების - მ-----------------–ის, კ--------------–-------–-ს და ე----------–----–---–-- ჩვენებებით ნათლად დგინდება, რომ მათ მოცემული ფაქტების შემდეგ უახლოეს პერიოდებში შემხებლობა ჰქონდათ დაზარალებულთან, რა დროსაც მათ დაზარალებულ მ---- მ-----–-–---–თან ურთიერთობის დროს შეამჩნიეს, რომ ეს უკანასკნელი იყო აღელვებული, ფსიქიკურად ტრამვირებული და მიღებული დაზიანებების გამო განიცდიდა ტკივილს. გარდა აღნიშნულისა, მოცემული პირები ჩვენების მიცემისას დეტალურად გადმოცემენ დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას (ისინი არიან პირები, რომლებიც, მართალია, არ შეესწრნენ უშუალოდ ძალადობის ფაქტს, თუმცა, გახდნენ თვითმხილველები ძალადობის დასრულებისთანავე შექმნილი სიტუაციის, რა დროსაც დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის კვალი ჯერ კიდევ თვალნათლივ შესამჩნევი იყო). ამასთან, მ---- მ-----–-–---–ის მიმართ მოცემული შემთხვევის დროს მიყენებული დაზიანებების უტყუარად არსებობის კუთხით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა არაერთი მტკიცებულება (რომელშიც აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, შესაბამისად ისინი ეთანხმებიან უდავოდ გამხდარ მტკიცებულებებში მოცემულ ინფორმაციათა ნამდვილობას), კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №1---------- დასკვნის მიხედვით, „მოქ. მ---- მ-----–-–---–მა 2016 წლის 15 სექტემბერს მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულებას მიმართ 16/09-16 წელს. დაუდგინდა დიაგნოზი: მცირე ზომის კანქვეშა სისხლნაჟღენთები მარჯვენა თვალბუდის და ზედა ტუჩის არეში. დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად“. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 იანვრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, „მოქ. მ---- მ-----–-–---–ს მარჯვენა ბეჭის არეში აღენიშნება სისხლნაჟღენთი, რომელიც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ 2018 წლის 8 იანვრის თარიღს, ხოლო მუცლის მიდამოში არსებული მოთეთრო ფერის ნაწიბური არ შეეფარდება 2018 წლის 8 იანვრის თარიღს და იგი გაცილებით ხანდაზმულია“. მითითებული ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში ასახული შესამოწმებელი პირის - მ---- მ-----–-–---–ის განმარტება, რა დროსაც იგი ექსპერტს განუმარტავს, რომ მას მეუღლემ ხელი დაარტყა ზურგის და მუცლის არეში, ხოლო მუცელზე არსებული მოთეთრო ფერის ნაწიბური ადრე გაკეთებული ოპერაციის შემდგომია.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების (დადგენილი იქნა, რომ მოცემულ შემთხვევების დროს დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები) უტყუარად დადგენის შემდეგ პალატა აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით არ მიუცია ჩვენება (რადგან მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე), პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ, კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ დაზარალებულის სუბიექტური აღქმა არ შეიძლება იყოს დანაშაულებრივი ქმედების განმსაზღვრელი (მაგალითად: 10-12 თვის ბავშვის, ან იმ ბავშვის მიმართ, რომელსაც ასაკიდან გამომდინარე ჯერ არ შეუძლია საუბარი), რადგან მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არის თუ არა ფიზიკური ტკივილის გამომწვევი, სასამართლოს აზრით, უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენა ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელი იქნება, რამეთუ მცირე ასაკის ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა, ვერბალურად ვერ გამოთქვამს ემოციებსა და გრძნობებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მ---- მ-----–-–---–მა მის მიმართ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებით, რომ განიცადა ფიზიკური ტკივილი, მან ნათლად დაუფიქსირა შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისულ პოლიციის თანამშრომლებს. ამასთან, ლოგიკურია, რომ ნებისმიერი საშუალო ფიზიკური მონაცემებისა და ჯანმრთელობის მქონე ადამიანისათვის მამაკაცის მიერ თვალბუდის, ზედა ტუჩის და ბეჭის არეში მკვრივი ბლაგვი საგნის ჩარტყმა (რის გამოც დაზარალებულს აღენიშნებოდა მცირე ზომის კანქვეშა სისხლნაჟღენთები მარჯვენა თვალბუდის, ზედა ტუჩის არეში და ბეჭის არეში) ფიზიკური ტკივილის გამომწვევია.

მოცემულ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება-გაანალიზებით და გამოკვლეულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით უტყუარად დადგენილია ის გარემოება, რომ მ---- მ-----–-–---–ის მიმართ 2016 წლის 15 სექტემბერს და 2018 წლის 8 იანვარს განხორციელებული იქნა ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც მან მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანებები, რამაც ობიექტური პირისათვის საკმარისობის კუთხით (მიყენებული დაზიანებების ლოკაციის, ასევე დაზიანებების რაოდენობის და ხარისხის მხედველობაში მიღებით და საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით) მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამასთან, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით ნათლად დგინდება, რომ მ---- მ-----–-–---–ი არის შ--–-- მ-----–-–---–ის მეუღლე, რის გამოც როგორც შიდა კანონმდებლობით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია აღნიშნული მუხლით პირის ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელ სუბიექტთა წრეც.

პალატა ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მხარის მიერ დაზარალებულისათვის ზემოაღნიშნული ფიზიკური ძალადობის განმახორციელებელი პირის დადგენის კუთხით წარმოდგენილ მტკიცებულებებზე - მოწმეთა ჩვენებებზე, კერძოდ, პოლიციის თანამშრომლების ი-------------–---–-- და კ--------------–---–ის ჩვენებებით დგინდება, რომ 2018 წლის 8 იანვარს, შეტყობინების მიღებიდან მალევე გამოცხადდნენ კ----- რაიონის, სოფელ გ--------–-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც მათ ეზოში მდებარე საქათმეში ჩაკეტილ მდგომარეობაში იპოვეს მ---- მ-----–-–---–ი, რომელმაც მათ განუცხადა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ და მანვე ჩაკეტა საქათმეში. მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებებად მიჩნეული კ--------------–-------–-ს და ე----------–----–---–-- გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ მათთვის მ---- მ-----–-–---–ისგან და თავად შ--–-- მ-----–-–---–ისგან (ე----------–----–---–--თვის) ცნობილი იყო, რომ შ--–-- მ-----–-–---–ი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლე - მ---- მ-----–-–---–ს. გარდა ამისა, შ--–-- მ-----–-–---–ის მხრიდან მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი დაფიქსირებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 იანვრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის გამოკვლევის ნაწილში, სადაც მითითებულია მ---- მ-----–-–---–ის განმარტება (გაკეთებული ექიმის შეკითხვაზე), რომ მას მეუღლემ დაარტყა ხელი ზურგის არეში.

პალატა მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ აღნიშნავს, რომ გარდა პოლიციის თანამშრომლების მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებებისა, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს ამყარებს მოწმეების და ექსპერტთა ჩვენებები და მათ მიერ გაცემული დოკუმენტები. ამასთან, მოცემული პირები არიან მოწმეები, რომლებსაც თავიანთი მოვალეობებიდან გამომდინარე, უშუალო შემხებლობა ჰქონდათ დაზარალებულთან, რა დროსაც მათთვის დაზარალებულისგან ცნობილი გახდა, რომ მ---- მ-----–-–---–ს მოცემულ დღეებში ფიზიკური დაზიანება მიაყენა სწორედ შ--–-- მ-----–-–---–მა, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

მოწმის ჩვენებების და წერილობით მტკიცებულებებში ასახული ინფორმაციების შეფასებისას პალატა ყურადღებას ამახვილებს ინფორმაციის გამავრცელებელი პირების ასაკზე, კონკრეტული სიტუაციის მათ მიერ აღქმაზე და უნარზე, თუ რამდენად შეუძლიათ მათ დაემახსოვრებინა კონკრეტული ფაქტები და ა.შ. მოცემულ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება ნათლად ადასტურებს იმას, რომ მ---- მ-----–-–---–ი ამ შემთხვევების დროს მასზე მომხდარ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პოლიციის თანამშრომლებს და მასთან შემხებლობაში მყოფ პირებს აწვდიდა ნამდვილ და სწორ ინფორმაციას, რა დროსაც მნიშვნელოვანია უდავოდ ცნობილი მოწმე ე----------–----–---–-- გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაციის ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ მოწმისთვის მ---- მ-----–-–---–ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ცნობილი გახდა არა მ---- მ-----–-–---–ისგან, არამედ თავად გამართლებულისგან (რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მ---- მ-----–-–---–ი მოცემულ საქმეზე ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით შესაბამის პირებს არ გადასცემდა მისი ფანტაზიით მოგონილ/მცდარ ინფორმაციას), შესაბამისად, განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების და მოწმეთა ჩვენებები ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, არამედ აღნიშნული გარემოება, ასევე მათთვის ცნობილი გახდა, თავად გამართლებულისგან (ე----------–----–---–--თვის), ხოლო დაზარალებულის მიერ პოლიციის თანამშრომლებისათვის, ექსპერტისთვის და მოწმეებისთვის მიწოდებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შედეგად პირდაპირი ხასიათის მქონე არაერთი მტკიცებულების შედეგად დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებთან.

პალატა მოცემულ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივ შეფასებამდე აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკონსტიტუციო სასამართლომ მოცემული გადაწყვეტილებით აბსოლუტურად არ გამორიცხა ირიბი ჩვენების დასაშვებობის და მისი, როგორც გამამტყუნებელ მტკიცებულებად გამოყენებადობის შესაძლებლობა. კერძოდ, მოცემული გადაწყვეტილების 36-ე პუნქტში მითითებულია, რომ ,,საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი, როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არსებობს“.

აღნიშნულის გაანალიზება ცხადყოფს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ირიბი ჩვენებების სისხლის სამართლის სამართლის საქმეზე გამოყენების კუთხით აწესებს მაღალ სამართლებრივ სტანდარტს (და აბსოლუტურად, კატეგორიულობის ფორმით არ გამორიცხავს მის გამოყენებადობას), რა დროსაც აუცილებელია ირიბი ჩვენების გამოყენება მოხდეს სასამართლოს მიერ ყოველი კონკრეტული გარემოებების შეფასებით, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. ამასთან, ირიბი ჩვენების საგამონაკლისო დაშვებას გამართლებულად მიიჩნევს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა (მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ობიექტური მიზეზად ჩაითვლება ის გარემოება, რომ დაზარალებულმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს შ--–-- მ-----–-–---–ს), რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.

პალატა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ირიბი ჩვენებების გამოყენებასთან მიმართებით განსაზღვრული სტანდარტის შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის შესწავლაც ცხადყოფს, რომ როგორც წესი, ირიბი ჩვენება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე (ინფორმაციის პირველწყარო) გარკვეული მიზეზით თავად ვერ ან არ ცხადდება სასამართლოში და ეს მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილია. საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, როდესაც მოცემულ საქმეში სასამართლომ კიდევ ერთხელ გაიმეორა საქმეში დიდი პალატის მიერ დადგენილი პრინციპები, სადაც მან განაცხადა, რომ მსჯავრდების დაფუძნება ირიბი მოწმის ჩვენებაზე ავტომატურად არ არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს, როდესაც ირიბი მტკიცებულება ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულებაა, რა დროსაც უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა ადეკვატური საპირწონე ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რომელიც მტკიცებულების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა, რაც მოახდენს დაცვის მხარისათვის წარმოშობილი სირთულეების კომპენსირებას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06).

პალატა ირიბი ჩვენებების სასამართლო გადაწყვეტილებაში გამოყენების კუთხით ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით 1979 წლის 4 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე (იქსი გერმანიის წინააღმდეგ) სადაც კომისია აღნიშნავს, რომ გამონაკლის შემთხვევებში, ნებადართულია მოწმეთა მიერ სასამართლო დაკითხვამდე მიღებული ჩვენების გამოყენება. საქმის განმხილველ მოსამართლეს, მოწმის დაკითხვის დროს, შეუძლია მის მიერ პოლიციისათვის მიცემული ჩვენება გამოიყენოს და პოლიციის ოფიცერს, რომელმაც მოწმის დაკითხვა განახორციელა, საქმის განხილვის დროს შეუძლია შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო გადაწყვეტილებებში ირიბი ჩვენებების გამოყენების დასაშვებობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული (მათ შორის ,,შოლერი“ გერმანიის წინააღმდეგ, საჩივარი N14122/10; ჰაასი გერმანიის წინააღმდეგ, საჩივარი N73047/01; ფაფროვიჩი პოლონეთის წინააღმდეგ, საჩივარი N43609/07 და ა.შ.).

ზემოაღნიშნულის შეფასება მიუთითებს იმაზე, რომ ისე როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ასევე ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მკაცრად განსაზღვრული სტანდარტებით და პირობებით, საგამონაკლისო წესით უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდება შეიძლება დაეფუძნოს ირიბ ჩვენებებს/მტკიცებულებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისათვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმარისად სანდოა. ამასთან, მნიშვნელოვანია მოცემული მტკიცებულებების გამოყენებისას მოხდეს იმის უტყუარად დადგენა ირიბი მტკიცებულებების გამოყენება, აუცილებელია თუ არა მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმე ხასიათდება განსაკუთრებული სირთულით, კერძოდ, ძალადობის ფაქტს ხშირ შემთხვევაში არ ჰყავს შემსწრე პირი და ბრალდება ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავების ჩვენებებს, ხოლო აღნიშნული პირები ხშირად სარგებლობენ მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და არ აძლევენ სასამართლოს ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენებას. ამასთან, ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული მიდგომები, რაც ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა. სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა, გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით, კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი, მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა, მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა, რომ დანაშაული, რომელიც გამოიხატა აქტიურ ძალადობრივ ქმედებაში (კერძოდ, აღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულს აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა დაზიანებები, ასევე იყო ფსიქოლოგიურად ტრამვირებული) ჩადენილია 66 წლის მ---- მ-----–-–---–ის (2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით) მიმართ, რის გამოც სახელმწიფოს, (მათ შორის სასამართლო ხელისუფლებას) როგორც საერთაშორისო, ისე შიდა კანონმდებლობით, აკისრია ვალდებულება მართლმსაჯულების პროცესში უმთავრეს მიზნად დაისახოს დაზარალებულის ინტერესების დაცვა, რაც თავისთავად მაღალი ხარისხით გამომდინარეობს მართლმსაჯულების ინტერესებიდან.

პალატას აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმე წარმოადგენს იმ საქმეთა კატეგორიას, რა დროსაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების გაანალიზებით შესაძლებელია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საქმეში არსებულ სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში საფუძვლად დაედოს მოწმეთა არაპირდაპირი ჩვენებებიც, რაც საერთაშორისი სტანდარტებით და საქართველოს უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებით (ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით) არის გამყარებულია, რაც გამომდინარეობს მართლმსაჯულების ინტერესებიდან. ამ დროს პალატა ასევე, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოცემული ირიბი ჩვენებები განსახილველ შემთხვევაში არ არის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულებები, რადაგან ისინი გამყარებულია პირდაპირი ხასიათის მქონე ექსპერტიზის დასკვნებით და მოწმეთა ჩვენებებით, შესაბამისად ირიბ ჩვენებებში ასახული ინფორმაციების სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებისას ნათლად მიუთითებენ მასზედ, რომ ჩვენებებში ასახული ინფორმაციები არის საკმარისად სანდო, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებათა ნამდვილობაში.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეული ჩვენებები და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები სანდოობასთან დაკავშირებით სამართლიანი და სათანადო შეფასების განხორციელების საშუალებას იძლევა, ხოლო ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერება ცხადყოფს, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა ერთ საერთო სურათს 2016 წლის 15 სექტემბერს და 2018 წლის 8 იანვარს განვითარებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. დადგენილია მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებებსა და დამდგარ შედეგებს შორის, რა დროსაც ირკვევა, რომ შ--–-- მ-----–-–---–ის მიერ მ---- მ-----–-–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებისას ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთანავე, დგინდება ის გარემოებაც, რომ გამართლებულმა მ---- მ-----–-–---–ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა, შესაბამისად, პალატის შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობის ელემენტები სახეზეა, რაც დასტურდება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ შ--–-- მ-----–-–---–მა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ შ--–-- მ-----–-–---–ის მიერ განხორცილებულია რამდენიმე დანაშაულებრივი ქმედება, რომელთა გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, შესაბამისად, პალატა თვლის, რომ შ--–-- მ-----–-–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არის თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და შ--–-- მ-----–-–---–ის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესებს.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო----- ხ--------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენი შ--–-- მ-----–-–---–ის მიმართ, უნდა გაუქმდეს და დადგენილი იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო----- ხ--------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენი შ--–-- მ-----–-–---–ის მიმართ, გაუქმდეს:

 

შ--–-- მ-----–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი) – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ შ--–-- მ-----–-–---–ს მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

შ--–-- მ-----–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 12 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 08 იანვრიდან 2018 წლის 21 ივნისამდე.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ შ--–-- მ-----–-–---–ი სხვა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ამჟამად იმყოფება პატიმრობაში.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება, კერძოდ ხისტარიანი ცული, შ--–-- და მ---- მ-----–-–---–ების ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით

 

მოსამართლე: მურმან ისაევი