განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001675158
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5540-18 31 იანვარი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - თამარ ალანია
მოსამართლეები - თამარ ზამბახიძე
ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი - ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - შპს „ლ--–----“
წარმომადგენელი - ქ------------–--–-–---–-, ჰ---–-------------–--
მოწინააღმდეგე მხარე - ს----------–-------------------------------------------------------------
წარმომადგენელი - მ----------–----
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, მასსა და ს----------–-------------------------------------------------------------ს შორის 2010 წლის 17 დეკემბერს გაფორმებული უძრავი ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) ორი ხელშეკრულების, როგორც მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგების ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთების ღირებულების 146 380,00 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ლ--–----მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2016 წლის 16 მაისის ამონაწერით დადგენილია, რომ შპს „ლ--–----ს“ პარტნიორი ნ-----–----------–---–- (პ/ნ 0----------), ხოლო, დირექტორი - ჰ---–---ი ღ-------–-ა (პ/ნ 0----------) იყო (ს.ფ. 18-19).
6. 2010 წლის 16 დეკემბრის შპს „ლ--–----ს“ დამფუძნებლის, ნ-----–----------–---–-- გადაწყვეტილებით, კომპანიის სახელზე არსებული ბ---------- რაიონის კურორტ ს------–- მდებარე უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი), 21 კვ.მ, ს----------–-------------------------------------------------------------ს უსასყიდლოდ გადაეცა. ასევე, ს----------–-------------------------------------------------------------ს კომპანიის სახელზე არსებული ბ---------- რაიონის კურორტ ს------–- მდებარე უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) უსასყიდლოდ გადაეცა. ამავე გადაწყვეტილებით კომპანიის დირექტორს ჰ---–-------------–--ს მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება დაევალა და მასვე ჩუქების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლება მიენიჭა (ს.ფ. 24).
7. 2010 წლის 16 დეკემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება საკადრო კოდით 3-----------, დაზუსტებული ფართობი - 25.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის საერთო ფართი - 21,20 კვ.მ, სხვა ფართი - ლიფტი, შპს „ლ--–----ს“ საკუთრებაში ირიცხებოდა. ამავე ამონაწერით დგინდება, რომ შპს „ლ--–----ს“ მთელს ქონებაზე საგადასახადო გირავნობა იყო რეგისტრირებული (ს.ფ. 32-33).
8. 2010 წლის 17 დეკემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება საკადრო კოდით 3-----------, დაზუსტებული ფართობი - 2449.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - №1, მშენებარე - განაშენიანების ფართი - 650 კვ.მ. შპს „ლ--–----ს“ საკუთრებაში ირიცხებოდა. ამავე ამონაწერით დგინდება, რომ უძრავ ქონებაზე შპს „ლ--–----ს“ მთელს ქონებაზე საგადასახადო გირავნობა იყო რეგისტრირებული (ს.ფ. 29-30).
9. 2010 წლის 17 დეკემბერს ჰ---–-------------–--სა და ს----------–-------------------------------------------------------------ს რ-----–------------------------–-–---------------------–-------------------------------------------------–-----------------–---–----- ნ-------------- შორის, უძრავი ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, ჰ---–-------------–--მ შპს „ლ--–----ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდი 3----------- (ნაკვეთის წინა ნომერი - 3-----------), დაზუსტებული ფართობი - 25.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის საერთო ფართი - 21,20 კვ.მ; სხვა ფართი - ლიფტი) მდებარე ბ---------- რაიონის კურორტ ს------–-, სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა (ს.ფ. 35-36).
10. 2010 წლის 17 დეკემბერს ჰ---–-------------–--სა და ს----------–-------------------------------------------------------------ს რ-----–------------------------–-–---------------------–-------------------------------------------------–-----------------–---–----- ნ-------------- შორის, უძრავი ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, ჰ---–-------------–--მ შპს „ლ--–----ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, საკადრო კოდი 3----------- (ნაკვეთის წინა ნომერი - 3-----------), დაზუსტებული ფართობი - 2449.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - №1, მშენებარე - განაშენიანების ფართი - 650 კვ.მ.) მდებარე ბ---------- რაიონის კურორტ ს------–- სახელმწიფოს, კერძოდ, ს----------–-------------------------------------------------------------ს წარმომადგენელს ნ--------------, გადასცა (ს.ფ. 38-39).
11. 2017 წლის 06 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №------ წერილის თანახმად, 2003 წლის 04 ივნისიდან 2010 წლის 17 დეკემბრამდე უძრავ ნივთზე, მდებარე რაიონი ბ--------ი, კურორტი ს------, საკადასტრო კოდი 3-----------, დაზუსტებული ფართობი 21.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი 3-----------, შპს „ლ--–----ს“ საკუთრების უფლება იყო რეგისტრირებული. ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე 2010 წლის 17 დეკემბრიდან 2011 წლის 21 იანვრამდე რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება, ხოლო 2011 წლის 21 იანვრიდან წერილის მომზადების დროისათვის შპს „კ--------------------“ (ს/ნ 2--------- საკუთრების უფლება იყო რეგისტრირებული. ამავე წერილის მიხედვით, 2006 წლის 16 ივნისიდან 2010 წლის 17 დეკემბრამდე უძრავ ნივთზე, მდებარე რაიონი ბ--------ი, კურორტი ს------, საკადასტრო კოდი 3-----------, დაზუსტებული ფართობი 2449,00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი 3-----------, შენობა-ნაგებობა №1, მშენებარე - განაშენიანების ფართი - 650,00 კვ.მ, რეგისტრირებული იყო შპს „ლ--–----ს“ საკუთრების უფლება. ამავე უძრავ ნივთზე 2010 წლის 17 დეკემბრიდან 2011 წლის 21 იანვრამდე რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება, ხოლო 2011 წლის 21 იანვრიდან წერილის მომზადების დროისათვის შპს „კ--------------------“ (ს/ნ 2--------- საკუთრების უფლება იყო რეგისტრირებული (ს.ფ. 124-126).
12. 2017 წლის 06 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №------ წერილის თანახმად, შპს „ლ--–----ს“ სახელზე (მთელი ქონება) რეგისტრირებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, უფლების წარმოშობის რეგისტრაცია 2010 წლის 18 ნოემბერს (ბ---------- მუნიციპალიტეტის მიერ), ხოლო შეწყვეტის რეგისტრაცია - 2011 წლის 03 მაისს (ბ---------- მუნიციპალიტეტის მიერ) განხორციელდა (ს.ფ. 124-126).
13. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2010 წლის 17 დეკემბერს გაფორმებული უძრავი ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) ორი ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და შპს „ლ--–----სთვის“ მიწის ნაკვეთების ღირებულების - 146 380,00 ლარის ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არსებობს.
უწინარესად, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი დავის მხარეებზე და მათ შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფაქტობრივ საფუძვლებზე, რათა მოძიებული იქნეს სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, ანუ მატერიალური კანონის დისპოზიცია, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილი იურიდიული შედეგის შემცველია.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე: Nას-15-29-1443-2012, 2013 წლის 9 დეკემბერი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016).
პალატას მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში მესაკუთრის მიერ გამოვლენილი ნება ვერ ჩაითვლება ნამდვილად. ადგილი აქვს ნების გამოვლენის იმგვარ ნაკლს, რომელიც იწვევს მისი იურიდიული შედეგის გაბათილებას აღნიშნული დასკვნა კი შემდეგ დასაბუთებას ემყარება: პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი დიდ წილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, სამართლიანობასა და სხვა. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. გარიგების მართლსაწინააღმდეგობისა და ამორალურობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა მხარეთა ნებას ენიჭება, თუმცა, აუცილებელი არ არის მხარეთა ნება თანხვედრი იყოს, ანუ გარიგების დადების ამორალური და მართლსაწინააღმდეგო მოტივი და მიზანი ორივე მხარეს ამოძრავებდეს. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვაც საკმარისია. სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთიერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა იმ სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. ამ შემთხვევაში, არ უნდა შეიქმნას პრობლემა კეთილსინდისიერების პრინციპის ფართოდ განმარტებასა და გამოყენებაში. როგორც საკასაციო სასამართლომ აღნიშნა ამ შემთხვევაში გამოსავალი სტრუქტურული დისბალანსის აღდგენაში უნდა ვეძებოთ, უპირატესობა კეთილსინდისიერების ქცევის სტანდარტს, მორალს, ნდობას უნდა მიენიჭოს ეს სწორედ ის პრიორიტეტებია, რომლებსაც განსაზღვრავს თავად მოვალეობა - დავიცვათ კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებები. კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებების არსებობის პირობებში დაცული უნდა იქნეს ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესი თავად გარიგების მიმართ და კეთილსინდისიერი შემძენის არსებობის შემთხვევაში, სოციალური თანასწორობის აღდგენისაკენ სწრაფვისას არ უნდა დაგვავიწყდეს სუსტი მხარის ინტერესების დაცვა. უფრო მეტიც, მიუხედავად სამართალურთიერთობის კერძოსამართლებრივი ბუნებისა, კერძო სამართლის სუბიექტების მხრიდან კონტრაჰენტი ძლიერი მხარის, სახელმწიფოს ქმედებების მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებს. „საჯარო წესრიგის“ ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული, რომლის დაცვა მსგავსი კატეგორიის დავებში, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესებიც ილახება. ეს იმიტომ, რომ საჯარო წესრიგით დაცული სიკეთე საზოგადო ფასეულობისაა და მისი დარღვევა ძირს უთხრის საზოგადოების არსებობის საფუძვლებს. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ბათილად მიიჩნევს ამ წესრიგის საწინააღმდეგო გარიგებას. აქედან აშკარა ხდება, რომ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლება შებოჭილია და გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესების ფარგლებშია მოქცეული. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-1184-1145-2016).
14. განსახილველ შემთხვევაში, სადავოდაა გამხდარი 2010 წლის 17 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულებები, რომლის ძალითაც შპს „ლ--–----ს“ საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ორი მიწის ნაკვეთი (ს/კ 3----------- და ს/კ 3-----------) ს----------–-------------------------------------------------------------ს უსასყიდლოდ გადაეცა. მსგავსი გარიგების სამართლებრივ ბუნებასთან მიმართებით ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სამართლებრივ კვალიფიკაციაზე მსჯელობისას უარყო მოწინააღმდეგე მხარის შედავება ჩუქების სამართალურთიერთობის წარმოშობაზე და ამგვარ დასკვნას საფუძვლად დაუდო თავად სადავო სამართალურთიერთობის არსი, მისი მოტივი და მიზანი, სახელდობრ, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ჩუქების მოტივი ძირითადად გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ჩუქება ისეთი გარიგებაა, რომელიც მხარეთა ურთიერთთანხმობას და არა მხოლოდ მჩუქებლის ნებას ეფუძნება. როდესაც სადავოა ჩუქების ხელშეკრულების წარმოშობა, მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების განმსაზღვრელი ორი ძირითადი კრიტერიუმი: მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და გამჩუქებლის მატერიალური მდგომარეობა. ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადგინდეს ამ კრიტერიუმების არსებობის შეფასების კუთხით, ხოლო დასახელებული კრიტერიუმების შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ანალოგიურ გარემოებებში გონიერი ადამიანის ქცევის სტანდარტი. ამ თვალსაზრისით, პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობას ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენს, რაც, როგორც წესი, მჩუქებლის მიერ ჩუქების ხელშეკრულების დადების მოტივის ჩამოყალიბებას განაპირობებს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-6-6-2015). შესაბამისად, სააპელაციო პალატა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლთან ერთობლიობაში გამოიკვლევს თუ რამდენად არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლით განმტკიცებული ჩუქების ხელშეკრულების დეფინიციის წინაპირობები.
პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ გარიგების ამორალურად ცნობა სამართლებრივი შეფასების საკითხია, ამიტომ, დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის აუცილებელია ერთობლიობაში შეფასდეს გარიგების მხარეთა ნება, ქონებების გასხვისების დრო და პერიოდულობა, ხელშეკრულების ფასი, ხელშეკრულების გაფორმებამდე განხორციელებული ქმედებები და გარიგების გაფორმების შემდგომი მოქმედებები.
2017 წლის 30 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზეპირ სხდომაზე მოწმის სახით ი------------- დაიკითხა, რომელიც ნ-----–----------–---–-- სიძეა. მისი განცხადებით შპს „ლ--–----ს“ სწორედ იგი მართავდა და განკარგავდა. 2010 წელს დეკემბრის თვეში შპს „ლ--–----ს“ დირექტორი ჰ---–-------------–-- პროკურატურაში დაიბარეს და ქონების ნაწილის გადაცემა მოსთხოვეს. ამ გადაწყვეტილებას დირექტორი ვერ მიიღებდა, ამიტომ, მეორე დღეს იგი დირექტორთან ერთად პროკურორ კ------------ შევხვდა. მოწმის განცხადებით, ქონების იმ ნაწილზე, რომელიც სახელმწიფომ მოსთხოვათ ცოკოლი ამოყვანილი იყო და მშენებლობა იგეგმებოდა, მათ საკუთრებაში დარჩენილ მიწაზე კი, როგორც სადავო პერიოდში, ასევე, დღესაც სასტუმროა განთავსებული და მუშაობს. მოწმემ განმარტა, რომ პროკურორთან შეხვედრისას იკითხა თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ მიწას არ დათმობდა, პროკურორმა ჩაიცინა და უპასუხა, რომ მიწა აუცილებლად უნდა დაეთმოთ, არც შპს-ს დამფუძნებლებს და არც ბიზნესს არავინ შეეხებოდა. დათმობილ მიწის ნაკვეთზე გაკეთებული იყო 45 მეტრიანი ლიფტი, რომლის საშუალებითაც ოდნავ მაღლა მდებარე სასტუმროში პირდაპირ შეიძლებოდა მოხვედრა, ეს კონსტრუქციაც მოაშლევინეს. მიწის ნაკვეთები სამ ნაწილად გაყვეს, დამფუძნებლებმა ნებართვა გასცეს და 17 დეკემბერს ე-------------------------- გადაუფორმეს. როგორც მოწმეს უთხრეს, აღნიშნული ქონების გადაცემა იმდროინდელი სახელმწიფო მაღალჩინოსნების ზ------------–---–--ა და მ-----–------–---–-- გადაწყვეტილებით მოხდა.
ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 31 იანვარს გამართულ ზეპირ სხდომაზე მოწმის სახით ნ--- დ------- დაიკითხა, რომელიც ს----------–-------------------------------------------------------------ს სახელით ჩუქების ხელშეკრულებაზე აწერდა ხელს. მან სასამართლოს განუცხადა, რომ მისთვის არცერთ პირს, რომლებიც ქონებას უსასყიდლოდ თმობდნენ პრეტენზია არ განუცხადებიათ. ასევე, მოწმემ ვერ გაიხსენა, თუ რატომ იყო მინდობილობა გაცემული მხოლოდ კონკრეტული ქონებების უსასყიდლოდ მიღებისთვის და აღნიშნული ქმედების განხორციელებამდე რამდენიმე დღით ადრე.
15. გარდა ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებისა საქმეში არსებობს წერილობითი მტკიცებულებებიც, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ გადაცემული ორივე ქონება მის გაყოფამდე ერთიან მიწის ნაკვეთს წარმოადგენდა და საწარმო შპს „ლ--–----ს“ დაარსების დღიდან მის საკუთრებას წარმოადგენდა. ასევე, ამონაწერებით დასტურდება მოწმე ი-------------- მიერ მითითებული გარემოება მასზედ, რომ საწარმოს საკუთრებაში დარჩენილ უძრავ ქონებაზე სასტუმრო მდებარეობს, რომელიც როგორც სადავო გარიგების დადების მომენტში ასევე, დღესაც ფუნქციონირებს (ს.ფ. 18-23, 27, 28). საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გაჩუქებული ქონებები ერთი მთლიანი მიწის ნაკვეთის დაყოფის საფუძველზე სადავო გარიგებების გაფორმებამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე წარმოიშვა. ქონების გაჩუქებამდე განხორციელებული ფორსირებული ქმედებები, კერძოდ, გარემოება მასზედ, რომ 2010 წლის 16 დეკემბერს მესაკუთრემ მიმართა საჯარო რეესტრს მიწის დაყოფის შესახებ (ს.ფ. 24) და მეორე დღესვე, 17 დეკემბერს სახელმწიფოს ქონება საჩუქრად გადასცა (ს.ფ 35-40) სასამართლოს მესაკუთრის გამოხატული ნების ნამდვილობის შესახებ ეჭვს უქმნის.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ასევე, საინტერესოა საქმეში წარმოდგენილი ს----------–-------------------------------------------------------------ს მიერ 2010 წლის 10 დეკემბერს ნ--- დ------ის სახელზე გაცემული მინდობილობა, რომელშიც კონკრეტულადაა მითითებული, რომ ნ-------------- კურორტ ს------- ტერიტორიაზე მესაკუთრეების მიერ სახელმწიფოსათვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭა. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად ჩუქება მიღება-სავალდებულო ნების გამოვლენაა ანუ გამჩუქებელი დასაჩუქრებულს გადასცემს გარკვეულ საჩუქარს, რომელიც მხოლოდ მას შემდეგაა ნამდვილი რაც გამოხატულ ნებას დასაჩუქრებული მიიღებს. საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც 2010 წლის 10 დეკემბრამდე, ანუ იმ დრომდე ვიდრე სამინისტრო ქონების საჩუქრად მიღების თაობაზე მინდობილობას გასცემდა, არსებობდა გამჩუქებლის ნება სადავო ქონებების უსასყიდლოდ დათმობის შესახებ. ანუ, საქმის მასალებით ირკვევა, რომ დასაჩუქრებულის მიერ გამოხატული ნება - მიეღო საჩუქრად კურორტ ს------–- მდებარე უძრავი ქონებები, უსწრებდა გამჩუქებლის ნებას, აღნიშნული კი, ამყარებს საქმეზე დაკითხული მოწმის ი-------------- ჩვენებასა და სარჩელში მოყვანილ გარემოებებს მასზედ, რომ სახელმწიფოს მხრიდან საწარმოს დირექტორსა და დამფუძნებლებზე ხორციელდებოდა ზემოქმედება უძრავი ქონებების გადაცემის მიზნით, რაც, რა თქმა უნდა, მესაკუთრის მიერ გამოხატული ნების ნაკლის თაობაზე მიუთითებს.
უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულება ადასტურებს მოწმის მიერ მითითებულ გარემოებას მასზედ, რომ 2012 წელს საქართველოს მთავრობის შეცვლისთანავე შპს „ლ--–----ს“ სახელით უფლებამოსილმა პირებმა პროკურატურაში წარადგინეს განცხადება და სადავო ქონების გაჩუქების კანონიერების შესწავლის მიზნით გამოძიების დაწყება მოითხოვეს, საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით ჰ---–-------------–--სა და ნ-----–----------–---–-- განცხადების საფუძველზე დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ხსენებული ცხადყოფს, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს შპს „ლ--–----ს“ წარმომადგენლებმა ინტერესი გამოთქვეს და სადავო ხელშეკრულებების კანონიერების შესწავლა მოითხოვეს. ანუ მას შემდეგ რაც დამფუძნებლებს, მათი რწმენით, შეექმნათ ვარაუდი, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით პირადი ანგარიშსწორების საფრთხე არ ემუქრებოდათ, შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს მიმართეს, რაც პალატის აზრით, კიდევ ერთხელ ადასტურებს სადავო გარიგებების დადებისას მჩუქებლის მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის არარსებობის ფაქტს(ს.ფ. 115).
ამასთანავე, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ი-------------- მიუთითა, რომ შპს „ლ--–----“ არ წარმოადენდა ერთადერთ მესაკუთრეს, რომელსაც ქონების დათმობა მოსთხოვეს, არამედ ხელშეკრულების გაფორმებისას დაბარებული იყო არაერთი უძრავი ქონების მესაკუთრე რომლებმაც ქონება ერთ დღეს დათმეს. ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცება სამინისტროს წარმომადგენელს არ განუხორციელებია, ანუ არც ახსნა-განმარტების და არც შესაბამისი მტკიცებულების წარდგენის გზით არ მიუთითებია, რომ მოსარჩელის გარდა სხვა კერძო მესაკუთრეებს სადავო პერიოდში სახელმწიფოს მიმართ ქონება არ დაუთმიათ. ამასთანავე, სამინისტროს მიერ გაცემული მინდობილობით, რომელიც კონკრეტული ხასიათისაა, ნ-------------- კურორტ ს------–- მესაკუთრეების მიერ ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭა, მინდობილობის ტექსტში მოყვანილი მრავლობითი ფორმის სიტყვები, მოწმის ჩვენებასთან ერთობლიობაში, ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს მასზედ, რომ მოსარჩელე ერთადერთ მესაკუთრეს არ წარმოადგენდა, რომელმაც სადავო პერიოდში სახელმწიფოს სასარგებლოდ უძრავი ქონება უსასყიდლოდ დათმო. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს, ასევე, მოწმე ნ--- დ------ის მიერ მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად, ხელშეკრულებების გაფორმებისას არცერთ მესაკუთრეს მასთან ქონების დათმობის შესახებ პრეტენზია არ გამოუთქვამს, რაც ცხადყოფს, რომ სადავო პერიოდში კურორტ ს--------–- მოსარჩელე ერთადერთ პირი არ იყო, რომელმაც სახელმწიფოს სასარგებლოდ უძრავი ქონება დათმო.
15. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს გულისხმობს. მოწმის ჩვენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე (1) მუხლის კონტექსტში გადმოცემულ ინფორმაციას წარმოადენს, რომელიც სანდოობის, სარწმუნოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რაც, რა საკვირველია, არა მხოლოდ ამ ჩვენების, როგორც ინდივიდუალურად აღებულის, არამედ, მხარეთა შორის უდავო/სადავო ფაქტებისა და მათი განვითარების ქრონოლოგიასთან, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმულ შედავებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს და ამ გზით უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-28-25-2017). შესაბამისად, ცალსახაა, რომ ცალკე აღებული მოწმის ჩვენება კიდეც, რომ აკმაყოფილებდეს ყველა კრიტერიუმს შესაძლებელია კონკრეტული ფაქტის სამტკიცებელ გარემოებად არ გამოდგეს, თუმცა, როდესაც იგი საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით/გარემოებებით არის გამყარებული მას სარწმუნო მტკიცებულებითი ძალა ენიჭება.
სააპელაციო პალატა საქმის მასალების სრული შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ 2010 წლის 10 დეკემბერს მოსარჩელის მხრიდან სახელმწიფოსთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ (ჩუქება) საკუთრებაში გადაცემა არ წარმოშობს იმგვარი ვარაუდის საფუძველს, რომ ჩუქების სამართლებრივი კვალიფიკაციის განმაპირობებელი ყველა წანამძღვარი (სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლი), მათ შორის, როგორიცაა მჩუქებლის ნება (თავისუფალი) განხორციელებულად მივიჩნიოთ. საგულისხმოა, საკასაციო პალატის ზემოთ მოხმობილ განჩინებაში გაკეთებული განმარტებებიც ჩუქების მოტივთან მიმართებით, რასაც ძირითადად მჩუქებლის მხრიდან მადლიერების, პოზიტიური დამოკიდებულების ქონა დასაჩუქრებულთან განაპირობებს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩუქების საგანი გამორჩეულია თავისი ღირებულებითა (უძრავი ქონებები კურორტ ს------–- მდებარეობს, რომელიც საკმაოდ განვითარებული ტურისტული ზონაა, მისი ღირებულება დათმობის პერიოდში საორიენტაციოდ 146 380 ლარს შეადგენდა, ხოლო კურორტის განვითარების გამო მისი ღირებულება დღესდღეობით გაცილებით მეტია) და განვითარების პოტენციალით, ასევე, მხედველობაში მივიღებთ გარემოებას მასზედ, რომ გამჩუქებელი მოგების მიღებაზე ორიენტირებულ მეწარმე სუბიექტს წარმოადგენს, რომელიც დაარსების დღიდან ტურისტულ საქმიანობას ეწევა, ძნელად წარმოსადგენია მას სახელმწიფოსთვის მადლიერებს ნიშნად ასეთი ღირებულების ქონება საკუთარი ნებით დაეთმო, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც გადაცემული ქონება გაჩუქებამდე ერთი დღით ადრე მის საკუთრებაში არსებული სასტუმროს მიწიდან გამოყო, სადაც მისი მითითებით ბიზნესის განვითარება იგეგმებოდა.
16. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ აპელანტის (მოსარჩელის) მხრიდან უარყოფილია გარიგების ნამდვილობა, თუმცა, მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) სადავოდ ხდის მოსარჩელის ნების თავისუფლებაში ჩარევას და მიაჩნია, რომ სახეზე არ არის იძულების ანდა მუქარის ფაქტობრივი გარემოებები, რაც აუცილებელი განმაპირობებელი ფაქტორია სამოქალაქო კოდექსის 85-86-ე მუხლებით კვალიფიკაციისათვის. პალატა რა საკვირველია იცნობს საკასაციო სასამართლოს, დიდი პალატის 2017 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე, №ას-664-635-2016), დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომელშიც საუბარია 54-ე მუხლის, როგორც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის გამოყენების დაუშვებლობაზე, რა დროსაც დიდმა პალატამ არასაკმარისად მიიჩნია მარტოოდენ გარიგების ამორალურობის ზოგადი ნორმის გამოყენება სასყიდლიანი გარიგების ბათილობის საფუძვლად, ნასყიდობის ფასის დისპროპორციასთან აუცილებელ კავშირში, სახელდობრ დიდმა პალატამ განმარტა, რომ: „...სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლს ავტონომიური ფუნქცია არ გააჩნია, ის დეფინიციურია და კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ ითვალისწინებს.... მარტოოდენ გარიგების ამორალურობის ზოგადი ნორმის გამოყენებას, დიდი პალატა არასაკმარისად მიიჩნევს და, აქედან გამომდინარე, ამ ნორმის სააპელაციო სასამართლოსეული ინტერპრეტაცია არადამაჯერებელია, რადგანაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის პრინციპებს. სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, ამორალურ გარიგებებთან მიმართებით, შეიცავს მხოლოდ იმ დათქმას, რომ იგი არის გარიგება, რომელიც არღვევს ზნეობის ნორმებს და გავლენის ბოროტად გამოყენების შედეგად ან იძულებით დადებული გარიგებებისაგან (სამოქალაქო კოდექსის 55-ე და 85-ე მუხლებისაგან) განსხვავებით, მისი ამორალურად მიჩნევისათვის აუცილებელი არ არის იმ გარემოებათა დადგენა-დადასტურება, რამაც განაპირობა მისი დადება. ეს კი იმთავითვე მცდარია. ასეთი განმარტება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების დადებისა და მისი შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების პრინციპს. სამოქალაქო კანონები საქართველოს ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს (სამოქალაქო კოდექსის მე-9 მუხლი). ამ წესიდან არსებული გამონაკლისი, ამ თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე. სააპელაციო სასამართლოს იმ დასკვნის გაზიარება, რომ „საკმარისია, არსებობდეს დისპროპორცია ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შორის“, რათა გარიგება ამორალურად იქნეს მიჩნეული, ხელს შეუშლის სამოქალაქო ბრუნვის ნორმალურ განვითარებასა და სტაბილურობას, რადგანაც ხელშეკრულების არაკეთილსინდისიერ მხარეს, სათანადო წინაპირობების არარსებობის პირობებშიც კი, შეეძლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე“. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა ჩუქების ნამდვილობას, რასთან დაკავშირებითაც არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომლითაც მიჩნეულია, რომ სახელმწიფოსთვის სოლიდური ქონების უსასყიდლოდ გადაცემისას აშკარად უნდა იკვეთებოდეს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების ლოგიკური საწყისები და მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ადამიანისთვის გასაგები და ცხადი იქნება, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. საკასაციო პალატამ საქმეზე №ას-15-15-2016 განმარტა, რომ სამართალურთიერთობის წარმოშობის საფუძვლის მორალური სტანდარტის დაცულობის აუცილებლობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, რადგან ასეთ გარიგებებში ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. აქედან აშკარა ხდება, რომ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლება შებოჭილია და გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესების ფარგლებშია მოქცეული. ასევე, ერთ-ერთ საქმეზე, რომელშიც სახელმწიფო სასარგებლოდ საკუთრების მიტოვების შესახებ გარიგების ნამდვილობა იყო სადავო, საკასაციო პალატას ჩამოუყალიბდა მტკიცე შინაგანი რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება ბათილი იყო, მისი ამორალურობისა და მართლსაწინააღმდეგობის სამართლებრივი საფუძვლით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1184-1145-2016).
სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნული მსჯელობის, განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სასამართლო პრაქტიკისა და სამართლის ნორმათა ინტერპრეტაციის საფუძველზე, ასკვნის, რომ შპს „ლ--–----ს“ მიერ გამოვლენილი ნება ბათილია სწორედ ამორალურობისა და მართლსაწინააღმდეგობის სამართლებრივი საფუძვლით (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლი, დამხმარე ნორმა სამოქალაქო კოდექსის, 54-ე მუხლი). გარიგების (ხელშეკრულების) ბათილობისას კი, დგება უკვე განხორციელებული შესრულების უკუქცევის საკითხი ანუ, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა-რესტიტუცია. აღნიშნული გულისხმობს, რომ გარიგებას ეცლება ის იურიდიული ზემოქმედება, რაც მან მოახდინა. კერძოდ, ვინაიდან სადავო ქონებები ე---------------------------------------------------------- მიერ ჯერ შპს „კურორტ ს------ს“ გადაეცა, რომელშიც სახელმწიფოს 100%-იანი წილი ჰქონდა, ხოლო შემდგომ, შპს „ს------- განვითარების კომპანიაზე“ გასხვისდა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელის კერძო პირი თ----------------, პალატა ასკვნის, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია, ამიტომ, მოპასუხეს სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 979-ე მუხლების საფუძველზე გადაცემული ქონების ღირებულების ანაზღაურება უნდა დაეკისროს
17. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისთვის 146 380 ლარის დაკისრება წარმოადგენდა, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. საქმის მასალებში არ არსებობს დათმობილი ქონების შეფასების ან/და ოფიციალური ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტი, მისი მოპოვების შესაძლებლობა დღესდღეობით შეუძლებელია, თუმცა, საქმეში არსებობს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ს-–-------------------------------“ 2011 წლის 20 იანვრის ბრძანება შპს „კურორტ ს-------“ კაპიტალში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელშიც შპს „ლ--–----ს“ მიერ გადაცემული ქონების ღირებულებად 146 380 ლარია მითითებული (ს.ფ. 45-53). ამიტომ, გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულების განსასაზღვრად სწორედ აღნიშნულ დოკუმენტში მითითებული ღირებულება უნდა იქნეს გამოყენებული, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც მოპასუხე ე--------------------------------------------------------ს უნდა დაეკისროს.
18. სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო ბრუნვის მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ ყოველი მხარე იმ ტვირთის მატარებელი შეიძლება იყოს, რომლის ზიდვაც მას შეუძლია. როცა დასტურდება, რომ იგი უძლურია ზიდოს ეს ტვირთი, პასუხისმგებლობის საკითხიც იხსნება. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ, სახელმწიფოს ეკისრება იმისი მტკიცების ვალდებულება, რომ მასსა და ფიზიკურ პირს შორის დადებული უსასყიდლო გარიგება არ ეწინააღმდეგებოდა მორალურ იმპერატივებს და სუსტი მხარის ინტერესებს. ამ გარემოების სამტკიცებლად კი, მოწინააღმდეგე მხარე მხოლოდ იმაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ სახელმწიფოს არ ეკისრებოდა იმის გამორკვევის ვალდებულება თუ რა მოტივი გააჩნდა მოსარჩელის საკუთრების გაჩუქებისას ვინაიდან, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპით მოქმედებდა, ასევე აცხადებდა, რომ თავისუფალი ნების გამოვლენაში სახელმწიფოს ჩარევას ადგილი არ ჰქონია ვინაიდან, მოსარჩელემ მასზე გახორციელებული იძულებისა და ზეწოლის ფაქტები ვერ დაადასტურა, თუმცა სააპელაციო პალატის მოსაზრებით აღნიშნული მსჯელობა, ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული, არ არის გამყარებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და ასევე ნების ლოგიკური განმარტებიდან არ გამომდინარეობს. პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა რეალურად იმაზე მეტი მტკიცების ტვირთი გასწია ვიდრე მას კანონმდებელი აკისრებდა, წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულებები, უზრუნველყო სასამართლოში მოწმეთა გამოცხადება/დაკითხვა და დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს მან მიმართა პროკურატურას და სადავო საკითხის კანონიერების შესწავლა მოითხოვა. რაც შეეხება თავად სადავო საკითხს, გარიგების ამორალურობა სამართლებრივი შეფასების საგანია, რა დროსაც სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების სრული და ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად ადგენს არსებობდა თუ არა მორალური პრინციპების უგულებელყოფით დადებული გარიგება.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ სასამართლოს შეექმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ სადავო გარიგება ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე არ გაფორმებულა.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმდა და მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე ს----------–-------------------------------------------------------------ს მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში ბაჟის სახით გადახდილი 4 391 ლარის, ხოლო, სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი 5 855.20 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 389-ე, 47-ე, 48-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ლ--–----ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ლ--–----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ს----------–-------------------------------------------------------------ს შპს „ლ--–----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 146 380 ლარის გადახდა;
5. ს----------–-------------------------------------------------------------ს შპს „ლ--–----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4 391.90 ლარის და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5 855.20 ლარის, ჯამში 10 247.1 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
7 გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები თამარ ზამბახიძე
ქეთევან მესხიშვილი