განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310117002193788
საქმე №3ბ/3271-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
20 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივნები - თინათინ ვაშაყმაძე, მ------ კ----ე
აპელანტი (მოსარჩელე) - თ----- ფ----–---–ი;
წარმომადგენელი - ა------ გ-----–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია;
წარმომადგენელი - გ-------------------;
მესამე პირი (ა.ს.კ 16.2) მ------ ზ-----ე;
წარმომადგენელი - დ-----------–-–---–-;
მესამე პირები (ა.ს.კ. 16.1) მ-----– წ---–-----ი, გ--- გ--–-–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ოქტომბრის №2--- განკარგულება ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 28 მარტის №4-- საოქმო გადაწყვეტილების (საკითხი - 4-) ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ’’ 2137 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე თ----- ფ----–---–ის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, ტომი 1, ს.ფ. 273; 2018 წლის 16 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი);
1.2. დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 8-----------, დაზუსტებული ფართობი: 2137 კვ.მ.) თ----- ფ----–---–ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, ტომი 1, ს.ფ. 273; 2018 წლის 16 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მხარეთა პოზიციები
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი მიღებულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად. შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2 მესამე პირების პოზიცია
2.2.1 მესამე პირმა - მ------ ზ-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2.2 მესამე პირებს - მ-----– წ---–-----ს და გ--- გ--–-–---–ს წერილობითი ფორმით შესაგებელი თ----- ფ----–---–ის სარჩელზე არ წარმოუდგენიათ. კანონით დადგენილი წესით გაფრთხილების მიუხედავად, ასევე არ გამოცხადდნენ სასამართლოს მთავარ სხდომაზეც, შესაბამისად მათი პოზიცია აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსათვის უცნობია.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თ----- ფ----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
3.2.1. 2015 წლის 31 აგვისტოს თ----- ფ----–---–მა №1------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, რ---------–ის ქ------- მიმდებარედ არსებულ 2247 კვ.მ. და 1089 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება.
2018 წლის 01 მარტს თ----- ფ----–---–მა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში დამატებით წარადგინა მიწის ნაკვეთის კორექტირებული აზომვითი ნახაზი და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება 2137 კვ.მ. და 330 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთებზე. (ტომი 1, ს.ფ. 189, ს.ფ. 188, 124, 123).
3.2.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 28 მარტის №4-- საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის 4--ე საკითხი), მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს (ქ. თბილისი, ვ---------–ის მ-----------, რ---------–ის ქ------- მიმდებარედ) 2137 კვ.მ-ს და (ქ. თბილისი, ვ---------–ის მ-----------, რ---------–ის ქ-----ის მიმდებარედ) 330 კვ.მ-ს მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია - სასყიდლიანი და საკუთრების უფლება ეღიარა თ----- ფ----–---–ს. (ტომი 1, ს.ფ. 130).
3.2.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 28 მარტის №4-- საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წლის 23 ივნისს გაიცა №1---- და №1---- საკუთრების უფლების მოწმობები, ხოლო მათ საფუძველზე, ქ. თბილისში, ვ---------–ის მ-----------, რ---------–ის ქ------- მიმდებარედ არსებული 2137 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით: №8-----------) და რ---------–ის ქ-----ის მიმდებარედ არსებული 330 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით: №8-----------), საკუთრების უფლებით აღირიცხა თ----- ფ----–---–ის სახელზე.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ვ---------–ის მ-----------, რ---------–ის ქ------- მიმდებარედ არსებული 2137 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით: №8-----------) დაიყო სამ მიწის ნაკვეთად, კერძოდ, 254 კვ.მ. საკადასტრო კოდით: №8-----------; 438 კვ.მ. საკადასტრო კოდით: №8----------- და 1445 კვ.მ. საკადასტრო კოდით: №8-----------.
2017 წლის 10 თებერვლის და 16 თებერვლის ხელშეკრულებების საფუძველზე №8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 254 კვ.მ. მიწის ნაკვეთი თ----- ფ----–---–მა აჩუქა მ-----– წ---–-----ს, ხოლო №8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 438 კვ.მ. მიწის ნაკვეთი კი მიყიდა გ--- გ--–-–---–ს. (ტომი 1, ს.ფ. 31, ს.ფ. 21-22;ს.ფ. 23-24; ს.ფ. 25-26; ს.ფ. 27-28; ს.ფ. 29-30); (ტომი 2, ს.ფ. 11-12; ს.ფ. 9-11);
3.2.4. 2017 წლის 28 სექტემბერს მ------ ზ-----ემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა 2137 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე თ----- ფ----–---–ის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 28 მარტის №4-- საოქმო გადაწყვეტილებისა და 2016 წლის 23 ივნისის №1---- საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ოქტომბრის №2--- განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 28 მარტის №4-- საოქმო გადაწყვეტილება (საკითხი - 4-), 2137 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ვ---------–ის მ-----------, რ---------–ის ქ------- მიმდებარედ) თ----- ფ----–---–ის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში, მისი ძალაში შევლის დღიდან. (ტომი 1, ს.ფ. 93-95, ს.ფ. 16-20).
3.2.5. საქმეში წარმოდგენილია მ------ ზ-----ის განცხადება, რომლის თანახმად, ვ---------–ის მ-----------, რ---------–ის ქ. №-- კორპუსის წინ არის ბინის დარიგების დროს აშენებული დამხმარე შენობა-ნაგებობა (სარაიები) და მიწა, რომელიც ამ კორპუსში ბინის მიღების შემდეგ თანაბრად გადანაწილდა 12 მოსახლეზე დაახლოებით 40 წლის წინ. მას შემდეგ ამ დამხმარე ნაგებობასაც და მიწასაც დღემდე ფლობს მ------ ზ-----ე. ამავე განცხადების თანახმად, მისი წილი ნაკვეთი შემოღობილია მის მიერ და აქვს დამოუკიდებლად შესასვლელი კარგი. აღნიშნულ განცხადებას კი ხელმოწერით ადასტურებენ მეზობლები (7 მეზობელი). (ტომი 1, ს.ფ. 96).
4. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
4.1. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთრება უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთი, კანონის ამოქმედებამდე, გარდა თ----- ფ----–---–ისა, თვითნებურად იქნა დაკავებული ასევე მ------ ზ-----ის მიერ. საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, მ------ ზ-----ის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას კომისიაში გამართულ სხდომაზე, ხოლო სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე სასამართლო სხდომაზე, ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული დამხმარე ნაგებობებით, დაახლოებით 1977-1978 წლებში გაიცა ბინის დარიგების დროს სათავსოებად. თითო მოსახლეს შეხვდა თითო სათავსო. შესაბამისად არის 12 დამოუკიდებელი სათავსო. ამ სათავსოების ირგვლივ მდებარე მიწის ნაკვეთები კი ასევე გაუნაწილდათ იქ მაცხოვრებლებს. მისივე განმარტებით, ყველა მიწის ნაკვეთი შემოღობილია მავთულბადით, აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი კარი და ყავს თავისი მოსარგებლე. ამასთან, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთს ფლობს 40 წელზე მეტია, განთავსებული აქვს შენობა და დარგული აქვს ხეები. მ------ ზ-----ე უთითებს, რომ მოსარჩელემ შეცდომაში შეიყვანა კომისია და მიისაკუთრა მთლიანი მიწის ნაკვეთი. აღიშნული განმარტება ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულმა ხადიზათ ცხოვრებოვამ და მ------ ზ-----ის შვიდმა მეზობელმა განცხადებაზე ხელმოწერით.
სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ თ----- ფ----–---–ი თავადვე ადასტურებს სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილის მ------ ზ-----ის მიერ ფლობისა და სარგებლობის ფაქტს, თუმცა განმარტავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი შემოღობილი იყო მისი მამამთილის მიერ და წლების განმავლობაში ფლობდა და სარგებლობდა მისი ოჯახი. მ------ ზ-----ეს კი, ისევე როგორც სხვა მეზობლებს, მათ შორის ახლო ურთიერთობის გამო აძლევდა უფლებას ესარგებლა სადავო მიწის ნაკვეთით.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულმა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ისე მიიღო 2016 წლის 28 მარტის №4-- საოქმო გადაწყვეტილება თ----- ფ----–---–ისთვის სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შეახებ, რომ მის მიერ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება სრულად.
შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან საქმის სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საკუთრება უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე), თვითნებურად იქნა დაკავებული თ----- ფ----–---–ის გარდა ასევე სხვა პირების მიერ, აღნიშნული გარემოება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 28 მარტის №4-- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
5. თ----- ფ----–---–ის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
5.1. თ----- ფ----–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთს ფლობდა მ------ ზ-----ე. ამ კონტექსტში ასევე არასწორად შეაფასა თავად მოსარჩელის თ----- ფ----–---–ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით დროებით სარგებლობაში გადაცემის ფაქტი. თ----- ფ----–---–ს, როგორც კანონიერ მესაკუთრეს, მუდმივად გააჩნდა იურიდიული ინტერესი მიწის ნაკვეთის მიმართ და განკარგავდა მისი შეხედულებისამებრ. 2017 წლის 08 თებერვალს სადავო მიწის ნაკვეთი N8----------- მოსარჩელემ დაყო სამ ნაწილად. ის გარემოება, რომ მეზობელს - მ------ ზ-----ეს, ისევე როგორც სხვა მეზობლებს, მისცა საშუალება დროებით ესარგებლა ნაკვეთით, არ ადასტურებს მ------ ზ-----ის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფლობის გარემოებას, რაც გახდებოდა თ----- ფ----–---–ის საკუთრების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეფასა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი ეხება არა მხოლოდ თ----- ფ----–---–ს, არამედ მესამე პირებს, მ-----– წ---–-----ს და გ--- გ--–-–---–ს, რომლებმაც მართლზომიერად მიიღეს საკუთრებაში თ----- ფ----–---–ისაგან სადაო მიწის ნაკვეთებიდან გამოყოფილი უძრავი ქონებები.
მესამე პირი, მ------ ზ-----ე პრეტენზიას აცხადებს მხოლოდ მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და არა მთლიანად 2137 კვ.მ ფართობზე. დავის ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა სწორედ ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მთლიანად ჩამოართვა მიწის ნაკვეთი თ----- ფ----–---–ს, მაშინ როდესაც შეეძლო ცვლილება შეეტანა მის გადაწყვეტილებაში და მხოლოდ მ------ ზ-----ის პრეტენზიის ნაწილში ეცნო ბათილად წინა ადმინისტრაციული აქტი, თუმცა მოსარჩელე თ----- ფ----–---–ის მტკიცებით, ეს ნაწილიც არ ეკუთვნის მესამე პირს მ------ ზ-----ეს. შესაბამისად, ფაქტია, რომ არც ადმინისტრაციულმა ორგანომ და შემდგომში უკვე არც სასამართლომ სრულყოფილად არ შეისწავლა საკითხი, რითიც არსებითად შელახეს, როგროც მოსარჩელის, ისე მესამე პირების ინტერესები.
6. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
6.2 პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაცია შეეხება ორი სახის ურთიერთობას. ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მარლთზომიერი მფლობელობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან.
განსახილველ შემთხვევაში საკითხი ეხება მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტს და აღნიშნულის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობას.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მითითებული ნორმის ანალიზის საფუძველზე უნდა აღინიშნოს, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებას წარმოშობს პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი, რომელიც გამოვლინდება ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 28 მარტის №4-- საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის 4--ე საკითხი), მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს (ქ. თბილისი, ვ---------–ის მ-----------, რ---------–ის ქ------ მიმდებარედ) 2137 კვ.მ-ს და (ქ. თბილისი, ვ---------–ის მ-----------, რ---------–ის ქ-----ის მიმდებარედ) 330 კვ.მ-ს მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია - სასყიდლიანი და საკუთრების უფლება ეღიარა თ----- ფ----–---–ს.
დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 28 სექტემბერს მ------ ზ-----ემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა 2137 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე თ----- ფ----–---–ის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 28 მარტის №4-- საოქმო გადაწყვეტილებისა და 2016 წლის 23 ივნისის №1---- საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ოქტომბრის №2--- განკარგულებით, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 28 მარტის №4-- საოქმო გადაწყვეტილება (საკითხი - 4-), 2137 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე თ----- ფ----–---–ის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში მისი ძალაში შესვლის დღიდან.
2017 წლის 10 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე №8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 254 კვ.მ. მიწის ნაკვეთი თ----- ფ----–---–მა აჩუქა მ-----– წ---–-----ს, ხოლო 2017 წლის 16 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე №8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 438 კვ.მ. მიწის ნაკვეთი კი 1000 ლარის სანაცვლოდ გადასცა გ--- გ--–-–---–ს.
პალატა მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 05 ოქტომბრის N--- სხდომის ოქმის თანახმად, მ------ ზ-----ემ განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული დამხმარე ნაგებობებით, დაახლოებით 1977-1978 წლებში გაიცა ბინის დარიგების დროს სათავსოებად. თითო მოსახლეს შეხვდა თითო სათავსო. შესაბამისად არის 12 დამოუკიდებელი სათავსო. ამ სათავსოების ირგვლივ მდებარე მიწის ნაკვეთები კი ასევე გაუნაწილდათ იქ მაცხოვრებლებს. მისივე განმარტებით, ყველა მიწის ნაკვეთი შემოღობილია მავთულბადით, აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი კარი და ყავს თავისი მოსარგებლე. ამასთან, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთს ფლობს 40 წელზე მეტია, განთავსებული აქვს შენობა და დარგული აქვს ხეები. მ------ ზ-----ე უთითებს, რომ მოსარჩელემ შეცდომაში შეიყვანა კომისია და მიისაკუთრა მთლიანი მიწის ნაკვეთი.
თ----- ფ----–---–ი თავადვე ადასტურებს სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილის მ------ ზ-----ის მიერ ფლობისა და სარგებლობის ფაქტს, თუმცა განმარტავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი შემოღობილი იყო მისი მამამთილის მიერ და წლების განმავლობაში ფლობდა და სარგებლობდა მისი ოჯახი. მ------ ზ-----ეს კი, ისევე როგორც სხვა მეზობლებს, მათ შორის ახლო ურთიერთობის გამო აძლევდა უფლებას ესარგებლა სადავო მიწის ნაკვეთით. (ტ.2 ს.ფ 197-204)
პალატა მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის საოქმო განჩინებით აპელანტი თ----- ფ----–---–ის წარმომადგენლისა და მესამე პირი მ------ ზ-----ის შუამდგომლობები მოწმეთა დაკითხვის თაობაზე დაკმაყოფილდა და 2019 წლის 13 თებერვლისა და 20 თებერვლის სასამართლო სხდომებზე მოწმის სახით დაკითხულნი იქნენ, თ----- ა--–------ი და ბ--–- ხ-------–---–ი.
განსახილველ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა თ----- ა--–------მა განმარტა, რომ იგი დაბადებიდან ცხოვრობს აპელანტის მეზობლად და თ----- ფ----–---–ის ოჯახი (დედამთილ-მამამთილი), ცხოვრობდა მათ მიერ შემოსაზღვრულ მიწის ნაკვეთში არსებულ შენობაში. მან ასევე დაადასტურა საქმის მასალებში არსებულ მ------ ზ-----ის განცხადებაზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა, სადაც მ------ ზ-----ე აღნიშნავს, რომ ვ---------–ის მ-----------, რ---------–ისქ N-- კორპუსის წინ არის ბინის დარიგების დროს აშენებული დამხმარე შენობა - ნაგებობები და მიწა, რომელიც ამ კორპუსში ბინის მიღების შემდეგ გადანაწილდა 12 მოსახლეზე (დაახლოებით 40 წლის წინ) მას შემდგომ ამ დამხმარე ნაგებობას და მიწას ფლობს მ------ ზ-----ე. მ------ ზ-----ის ნაკვეთი შემოღობილია მის მიერ და აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი კარი. მოწმე თ----- ა--–------მა ასევე აღნიშნა, რომ თ----- ფ----–---–ს ყველას მაგივრად უნდა გაეფორმებინა მიწის ნაკვეთი და შემდეგ ყველასთვის უნდა გადაეცა თავ-თავისი წილები. აღნიშნული თავის მხრივ დაადასტურა მოწმე ბ--–- ხ-------–---–მაც, რომელმაც განმარტა, რომ მეზობლებმა გადაუხადეს გარკვეული თანხა აპელანტს, ზოგმა -1500 ლარი, ზოგმა - 1800 ლარი, მიწის კვადრატულობის შესაბამისად, რათა დაეკანონებინა მიწის ნაკვეთები და შემდეგ ყველასთვის გადაეცა თავთავიანთ წილი. მესამე პირმა მ-----– წ---–-----მა თავის ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ ქონდა რა ფორმით გადასცემდა თ----- ფ----–---–ი მის წილს საკუთრებაში, ამიტომ, აპელანტმა აჩუქა მისი წილი მიწის ნაკვეთი.
პალატა მიუთითებს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით (ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება) დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს, კანონმდებლის მიერ გაკეთებული ეს დათქმა გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად მოსალოდნელია ადამიანის უფლებების არსებითი შეზღუდვა ან საჯარო ინტერესებზე არსებითი ზეგავლენის მოხდენა. მოცემულ შემთხვევაში კი კანონმდებელმა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური წარმოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით გამოცემა გაითვალისწინა საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 108-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში. დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. იმავე კოდექსის 110-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დროს ადმინისტრაციული ორგანო გადწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე. დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. იმავე კოდექსის 97-ე მუხლის მიხდევით, საქმის გარმოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები; შეაგროვოს ცნობები; მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა და ა. შ.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებებსა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ არადამაჯერებელია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მთლიანი მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა თ----- ფ----–---–ს და ნასყიდობის ხელშეკრულებით აპირებდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის გასხვისებას. მოწმეთა და მესამე პირების ჩვენებებით სხვა რამ ფიქსირდება, მაგრამ საქმისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა არა ეს გარემოება, არამედ ის, რომ თ----- ფ----–---–ის სახელზე აღირიცხა 2137 კვ.მ, მ------ ზ-----ის მოთხოვნას კი წარმოადგენდა ამ აქტის ნაწილობრივ და არა მთლიანად გაუქმება, კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც ზ-----ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ეღიარა თ----- ფ----–---–ს. (იხ. ტ1. ს.ფ 95,98) უფრო კონრეტულად, მ------ ზ-----ემ 2017 წლის 28 სექტემბერს მოითხოვა ფ----–---–ის სახელზე განხორციელებული აღიარების ნაწილობრივ, მხოლოდ ზ-----ის მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობა; ასევე, მხოლოდ თავისი წილ მიწის ნაკვეთთან (და არა მთლიან მიწის ნაკვეთთან) დაკავშირებით მოთხოვნა დააფიქსირა შემგომში ორჯერ; კომისიამ კი სადავო აქტი მთლიანად სცნო ბათილად.
ადმინისტრაციულ ორგანოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისათვის დამახასიათებელი თავისებურებების მეშვეობით უნდა დაედგინა თ----- ფ----–---–ისათვის საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის რა ნაწილზე ვრცელდებოდა მ------ ზ-----ის მოთხოვნა და თუ მიიჩნევდა, რომ ფაქტობრივი გარემოებები ქმნიდა 2017 წლის 25 ოქტომბრის №2--- განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველს, უნდა ემსჯელა თუ რომელ ნაწილში ეცნო ზემოაღნიშნული აქტი ბათილად.
6.3 პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას არ არის გამოკვლეული და დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ადმინისტრაციული ორგანო აცდენილია მ------ ზ-----ის მოთხოვნის ფარგლებს. პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა კანონით დადგენილი წესით და მიღებულ იქნა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც მისი ბათილად ცნობის წინაპირობას წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნობის საფუძვლები და კომისიას უნდა დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარება, რომლის ფარგლებშიც უნდა დაადგინოს თ----- ფ----–---–ისათვის საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის რა ნაწილზე ვრცელდებოდა მ------ ზ-----ის მოთხოვნა და ამდენად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2017 წლის 25 ოქტომბრის №2--- განკარგულება.
6.4. რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სააპელაციო ინსტანციით საქმის განხილვისას წარმოდგენილ დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც მიწის ნაკვეთზე ვრცელდება ასაფრენი ზოლის შეზღუდვა, პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას, რადგან, პალატის მოსაზრებით და ნორმის შინაარსის განმარტებით, იგი ეხება აღნიშნულ ზონაში მშენებლობის პარამატრებს და არა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას, ეს კი ვერ იქნება მიჩნეული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტითა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 3.2 მუხლის ,,ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ რომელიმე გარემოებად.
ამრიგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ოქტომბრის №2--- განკარგულება და კომისიას დაევალოს საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ახალი აქტის გამოცემა.
7. პროცესის ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, თ----- ფ----–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილი 100 (ასი) ლარისა და სააპელაციო საჩივარზე ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 32.4-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ----- ფ----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. თ----- ფ----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ოქტომბრის №2--- განკარგულება და კომისიას დაევალოს საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა, მ------ ზ-----ის მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, ქ. თბილისში, ვ---------–ის მ-----------, რ---------–ის ქ. N-- - ის მიმდებარედ, თ----- ფ----–---–ისათვის 2137 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით.
5. თ----- ფ----–---–ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარისა და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -