განაჩენი

სისხლის სამართლის 20.02.2019
საქმის ნომერი
010141319700072954
ინსტანცია
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №01014139700072954-1აგ/-08-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ა-–---------ე ს----–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განაჩენით:

 

ა-–---------ე ს----–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (შპს ,,სმაილის’’ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით;

 

ა-–---------ე ს----–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (შპს ,,ევრო ტექნიკის ჯორჯიას’’ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა-–---------ე ს----–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით;

 

ა-–---------ე ს----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (გამომშრალი მარიხუანას შეძენა სენახვა) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით პირობითი მსჯავრად ჩათვლილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და საბოლოოდ, მსჯავრდებულ ა-–---------ე ს----–---–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;

 

ა-–---------ე ს----–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ ა-–---------ე ს----–---–ს 3 წლის ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს N8405 შეტყობინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენის საფუძველზე ა-–---------ე ს----–---–ს დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, მოვალეს არ წარმოუდგენია ჯარიმის გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტი, იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მის მიმართ მიმდინარეობს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები;

 

2019 წლის 16 იანვარს მსჯავრდებულმა ა-–---------ე ს----–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ა-–---------ე ს----–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოცემულ შემთხვევაში როგორც საქმის მასალებით ირკვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განაჩენით ა-–---------ე ს----–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (შპს ,,სმაილის’’ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით; ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (შპს ,,ევრო ტექნიკის ჯორჯიას’’ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა-–---------ე ს----–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით;

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა-–---------ე ს----–---–ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე 7 თვითა და 9 დღით ადრე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით, ა-–---------ე ს----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (გამომშრალი მარიხუანა) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასჯელზე პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და საბოლოოდ, მსჯავრდებულ ა-–---------ე ს----–---–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;

 

მასვე ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ჩამორთმეული უფლებები;

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ ა-–---------ე ს----–---–ის მიერ შუამდგომლობაში მითითებული მისი მოსაზრებები, რასაც ახლად გამოვლენილ გარემოებად და განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მიიჩნევს საფუძველს მოკლებულია, მსჯავრდებული მიუთითებს, რომ იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეეფარდა 6 თვით პატიმრობა და 500 ლარი ჯარიმა, მიაჩნია რომ ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო უნდა გადაიხედოს მისი განაჩენი პატიმრობასთან დაკავშირებით, რადგან დღეს მოქმედი კანონმდებლობით 5.5 გრამი მარიხუანასათვის საპატიმრო სასჯელის მოხდა შეუსაბამოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან.

 

პალატა მიუთითებს, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული გარემოება ვერ ჩაითვლება ახლად გამოვლენილ გარემოებად და ვერ გახდება განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე, სწორედ აღნიშნული სანქციის ფარგლებში იქნა დანიშნული სასჯელი ჯარიმის სახით, რაც სრულიად შესაბამისობაშია კანონთან. ამასთან მართალია ა-–---------ე ს----–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (გამომშრალი მარიხუანას შეძენა შენახვისთვის), თუმცა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით დანიშნული პირობით ჩათვლილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. სწორედ აღნიშნულ 6 თვის ვადასთან მიმართებაში აპელირებს შუამდგომლობის ავტორი, რომელიც დაენიშნა არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, არამედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ორი ეპიზოდი);

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს მსჯავრდებულ ა-–---------ე ს----–---–ის მიმართ განაჩენის გაუქმებისა და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მას სასჯელი დანიშნული აქვს შესაბამისი სანქციის ფარგლებში, აქედან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა-–---------ე ს----–---–ის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310 - 314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ა-–---------ე ს----–---–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;

 

2. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მ. ისაევი

 

მ. თეთრაული