განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3ბ/334-18 20 თებერვალი, 2019 წელი
№ 330310116001288572 ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე- თეა ძიმისტარაშვილი
სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე
აპელანტი (მოსარჩელე შ--–--------------ის უფლებამონაცვლე) - რ--------- ა---–---ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - მ--------------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი - ი-------------–----ი
მესამე პირი - ი-----–-------ა
წარმომადგენელი - ლ--–---------–---–ი
მესამე პირი - ხ-----–-–--–---–ი
წარმომადგენელი - ი---------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ--–--------------ის უფლებამონაცვლის რ--------- ა---–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. ქალაქ თბილისში, გ-------- ქუჩა N--ში მდებარე მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,გ--------ის“ 2013 წლის 10 ივლისის N- კრების ოქმსა და 2014 წლის 15 ოქტომბრის N-- კრების ოქმში ასახული გადაწყვეტილებების საფუძველზე ქალაქ თბილისში, გ-------- ქუჩა N--ში მდებარე, N----------------------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული 131.10 კვ.მ სხვენი საჯარო რეესტრში ი-----–-------ას საკუთრებად დარეგისტრირდა. ამხანაგობა ,,გ--------ის“ 2013 წლის 10 ივლისის N- კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით დადასტურდა სამურნეო სათავსის - 103 კვ.მ სხვენის ი-----–-------ას ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი, ხოლო 2014 წლის 15 ოქტომბრის N-- კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით ი-----–-------ას დაერთო ნება, მისი კუთვნილი სხვენისათვის 28,1 კვ.მ ფართი მიემატებინა.
2.2. ქალაქ თბილისში, გ-------- ქუჩა N--ში მდებარე მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,გ--------ის“ 2013 წლის 10 ივლისის N- კრების ოქმსა და 2013 წლის 25 სექტემბრის N- კრების ოქმში ასახული გადაწყვეტილების საფუძველზე ქალაქ თბილისში, გ-------- ქუჩა N--ში მდებარე, N----------------------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული 89.00 კვ.მ სხვენი საჯარო რეესტრში ხ-----–-–--–---–ის საკუთრებად დარეგისტრირდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 ივნისის N------------ გადაწყვეტილებით N----------------------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული 89.00 კვ.მ სხვენი 55.66 კვ.მ N------------------------ (სხვენი N33ა) და 27.02 კვ.მ N------------------------ (ს----------) საკადასტრო ერთეულებად დაიყო. ამხანაგობა ,,გ--------ის“ 2013 წლის 10 ივლისის N- კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით დადასტურდა სამურნეო სათავსის - 78 კვ.მ სხვენის ხ---- შ-–--–---–ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი, ხოლო 2013 წლის 25 სექტემბრის N- კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით დადასტურდა დამატებით 11 კვ.მ სხვენის ხ-----–-–--–---–ის საკუთრებაში არსებობის ფაქტი.
2.3. 2013 წლის 19 დეკემბერს ხ-----–-–--–---–მა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქალაქ თბილისში, გ-------- ქუჩა N--ში მდებარე, N----------------------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ სხვენის სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლულების მოწყობის შესაძლებლობის დადასტურების მოთხოვნით N--------- განცხადებით მიმართა.
2.4. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2 იანვრის N------- გადაწყვეტილებით ხ-----–-–--–---–ის 2013 წლის 19 დეკემბრის N--------- განცხადება დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისში, გ-------- ქუჩა N--ში მდებარე, ხ-----–-–--–---–ის კუთვნილ (საკადასტრო კოდი N-----------------------) სხვენზე სამერცხლულების მოწყობის შესაძლებლობის დადასტურდა.
2.5. 2014 წლის 3 ივნისს ი-----–-------ამ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქალაქ თბილისში, გ-------- ქუჩა N--ში მდებარე, N----------------------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ სხვენის სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლულების მოწყობის შესაძლებლობის დადასტურების მოთხოვნით N--------- განცხადებით მიმართა.
2.6. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის N------- გადაწყვეტილებით ი-----–-------ას 2014 წლის 3 ივნისის N--------- განცხადება დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისში, გ-------- ქუჩა N--ში მდებარე, ი-----–-------ას კუთვნილ, N----------------------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ სხვენზე სამერცხლულების მოწყობის შესაძლებლობა დადასტურდა. ამავე გადაწყვეტილებით, ი-----–-------ას ეცნობა, რომ განსახორციელებელი სამუშაოები ეხებოდა შენობა-ნაგებობების მზიდ კონსტრუქციებს (კონსტრუქტორის გადაწყვეტილების მიხედვით), რის გამოც სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი დასკვნა უნდა შედგენილიყო და საჭიროების შემთხვევაში უნდა დამუშავებულიყო კონსტრუქციული სქემა.
2.7. ქალაქ თბილისში, გ-------- ქუჩა N--ში მდებარე, N----------------------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული N34 ბინის მესაკუთრე შ--–--------------ის წარმომადგენლებმა - რ--------- ა---–---მა და ი-------------ემ 2015 წლის 25 ნოემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს N-------- ადმინისტრაციული საჩივარი წარუდგინეს, რომლითაც სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2 იანვრის N------- და 2014 წლის 26 ივნისის N------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვეს. საჩივრის მიხედვით, სადავო გადაწყვეტილებები გამოიცა კანონის დარღვევით, ვინაიდან ბმა ,,გ--------ის“ კრების ოქმები, რომლითაც ი-----–-------ასა და ხ---- შაშვიაშვილს საკუთრებაში გადაეცათ ქალაქ თბილისში, გ-------- ქუჩა N--ში მდებარე სახლში არსებული სხვენის ფართები, კანონსაწინააღმდეგოა, ამასთან, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დროს არ მომხდარა საჩივრის ავტორის, როგორც დაინტერესებული მხარის ჩართვა.
2.8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 17 თებერვლის N--- ბრძანებით შ--–--------------ის წარმომადგენლების - რ--------- ა---–---ისა და ი-------------ის 2015 წლის 25 ნოემბერის N-------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2.9. 2016 წლის 18 აპრილს შ--–--------------ე გარდაიცვალა. შ--–--------------ის სამკვიდრო მისმა შვილმა - რ--------- ა---–---მა მიიღო და ქალაქ თბილისში, გ-------- ქუჩა N--ში მდებარე N34 ბინა რ--------- ა---–---ის სახელზე დარეგისტრირდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინებით შ--–--------------ის უფლებამონაცვლედ რ--------- ა---–---ი იქნა მიჩნეული.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.10. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2 იანვრის N------- და 2014 წლის 26 ივნისის N------- გადაწყვეტილებები, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 17 თებერვლის N--- ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, რომლებიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგებიან კანონს ან არსებითად დარღვეულია მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა. სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო აქტების კანონიერება, მიიჩნია, რომ არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
2.11. სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2 იანვრის N------- და 2014 წლის 26 ივნისის N------- გადაწყვეტილებების შინაარსიდან გამომდინარე, მათი კანონიერების საკითხის გადაწყვეტისათვის უნდა დადგინდეს, გააჩნდა თუ არა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქალაქ თბილისში, გ-------- ქუჩა N--ში მდებარე, N----------------------- და N----------------------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული სხვენის ფართში კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლულების მოწყობაზე დასტურის გაცემის საფუძველი.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას, დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენას, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-104 დადგენილებით დამტკიცებული წესდების (დებულების) 1-ლი და მე-3 მუხლები).
საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება არეგულირებს.
დასახელებული დადგენილების სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი ნორმების მიხედვით, პირველ კლასს მიკუთვნებული მშენებლობის - სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლეს მოსაწყობად, მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებული იყო, განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსთვის ეცნობებინა (,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი, 66-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები). მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. ამ მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა (საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტები).
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას (კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
მითითებული ნორმების მიხედვით, სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახური უფლებამოსილი იყო, დაეკმაყოფილებინა ი-----–-------ასა და ხ-----–-–--–---–ის მოთხოვნები სამერხლეების მოწყობის შესახებ საჯარო რეესტრის მონაცემებით მათი საკუთრების უფლების დადგენის საფუძველზე ამხანაგობის წევრთა თანხმობის გარეშე.
ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს სადავო აქტებით მიყენებულ პირდაპირ და უშუალო ზიანს. მისი მტკიცებით, ზიანი სხვენის ხ-----–-–--–---–ისა და ი-----–-------ას საკუთრებაში გადასვლით მიადგა, ასეთ შედეგს კი სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის აქტები არ წარმოშობს.
მითითებული ნორმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2 იანვრის N------- და 2014 წლის 26 ივნისის N------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
2.13. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილისა. ამავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად სასამართლომ დაასკვნა, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ დასტურდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 17 თებერვლის N--- ბრძანების მიღებისას ადგილი ჰქონდა პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას. მოსარჩელის მიერ არ ყოფილა დასაბუთებული მითითებული ბრძანების კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და ამ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობაზე არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული დასკვნებიც მიუთითებს (პუნქტი 7.1).
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, სზაკ-ის 5.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 02 იანვრის N------- გადაწყვეტილება გამოცემულია მოქმედი ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევით, რის გამოც, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ზაკ-ის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 95.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქმეზე წარმოდგენილი ბმა „გ--------ის“ 2013 წლის 10 ივლისის N- და 2013 წლის 21 სექტემბრის N- კრების ოქმი ხ-----–-–--–---–ისათვის სხვენის ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ეწინააღმდეგება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის მოთხოვნებს (იხ.სამოქალაქო სარჩელი, საქმე N1137807) და პირდაპირ და უშაულო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ვინაიდან კრებების მოწვევის თაობაზე, არათუ წერილობით, ზეპირსიტყვიერადაც არ უცნობებიათ, რის გამოც, შეეზღუდა უფლება, მონაწილეობა მიეღო პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით ამხანაგობის საქმიანობაში და დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი კრებების ჩატარებისას, მითუფრო, რომ ხ-----–-–--–---–ს ფართი სხვენზე გადაეცა მისი საცხოვრებელი ბინის თავზე მაშინ, როცა სწორედ იმისათვის იყიდა ბინა მე-5 სართულზე, ანუ ბოლო სართულზე, რომ არ სურდა ბინის თავზე სხვისი ბინა ყოფილიყო. ასეთ პირობებში ადმინისტრაციულ წარმოებაში მისი მონაწილეობის გარეშე გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თბილისში, გ-------- ქ. N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მითითებული პირის უკანონო საკუთრებაში არსებული სხვენის ფართის სახურავზე სამერცხლულების მოწყობის სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ დადასტურება კანონსაწინააღმდეგოა და უხეშად არღვევს მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
აპელანტი მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი ბმა „გ--------ის“ 2013 წლის 10 ივლისის N- და 2014 წლის 15 ოქტომბრის N-- კრების ოქმები ი-----–-------ასათვის სხვენის ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ასევე ეწინააღმდეგება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის მოთხოვნებს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ვინაიდან კრებების მოწვევის თაობაზე, არათუ წერილობით, ზეპირსიტყვიერადაც არ უცნობებიათ, შეეზღუდა უფლება, მონაწილეობა მიეღო პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით ამხანაგობის საქმიანობაში და დაეფიქსირებინა მისი აზრი კრებების ჩატარებისას, მითუფრო, რომ ი-----–-------ას არც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და არც მის შემდეგ, არ ჰქონია საკუთრებაში ბინა მრავალბინიან სახლში, სადაც შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ--------ი“. ასეთ პირობებში, თბილისში, გ-------- ქ. N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მითითებული პირების უკანონო საკუთრებაში არსებული სხვენის ფართის სახურავზე სამერცხლულების მოწყობის სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ დადასტურება კანონსაწინააღმდეგოა და უხეშად არღვევს მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. სამართლებრივ საფუძვლებად აპელანტი მიუთითებს ასკ-ის 22-ე, 32-ე მუხლებზე, ზაკ-ის მე-5, მე-13, 53-ე, 96-ე, მე-601 მუხლებზე.
აპელანტი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის N2/22314–15 გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი ბმა „გ--------ის“ 2013 წლის 10 ივლისის N- კრების ოქმი - სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის დადასტურების შესახებ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N---------, დამოწმების თარიღი 10.07.2013წ.; ბათილად იქნა ცნობილი ბმა „გ--------ის“ 2014 წლის 15 ოქტომბრის N-- კრების ოქმი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N---------, დამოწმების თარიღი 15.10.2014წ; ბათილად იქნა ცნობილი ბმა „გ--------ის“ 2015 წლის 6 დეკემბრის N1 კრების ოქმი - სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის დადასტურების შესახებ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N--------1, დამოწმების თარიღი 18.12.2015წ., იმ ნაწილში, რომლითაც დადასტურდა ი-----–-------ასთვის 51.5 კვ.მ. სხვენის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობა. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა ბმა „გ--------ის“ 2013 წლის 10 ივლისის N- კრების ოქმის - სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის დადასტურების შესახებ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N---------, დამოწმების თარიღი 10.07.2013წ. ბათილად ცნობის შესახებ; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა ბმა „გ--------ის“ 2013 წლის 21 სექტემბრის N- კრების ოქმის - სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის დადასტურების შესახებ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N---------, დამოწმების თარიღი 25.09.2013წ. ბათილად ცნობის შესახებ. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების 1.2. პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მოპასუხე ხ-----–-–--–---–ს აეკრძალა
საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება: საკადასტრო კოდი
N-----------------------, თბილისი, გ-------- ქუჩა N-, საკუთრება-სხვენი, N33ა, ფართი - 55,66 კვ.მ; საკადასტრო კოდი N------------------------, ზონა თბილისი - 01, სექტორი დ----------, კვარტალი 05, ნაკვეთი 012/020, კოდი N-------, მისამართი: თბილისი, გ-------- ქუჩა N-, საკუთრება - ს----------, ფართი 27,02 კვ.მ.
აპელანტის განმარტებით, დადგენილია, რომ ი-----–-------ას სადავო საკუთრება გაუქმებულ იქნა, ხოლო ხ---- ნ----ას საკუთრების უფლება კვლავ სადავოა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვისას მოთხოვნილი იყო ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერება სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული, მითითებულ სამართლებრივ საფუძვლებთან ერთად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების უდავო საფუძველია. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, ასკ-ის 22-ე, 32-ე მუხლები, ზაკ-ის მე-5, მე-13, 53-ე, 96-ე, 601 მუხლები და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N-7 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ".
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N-932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას. დამატებით, პალატა აღნიშნავს შემდეგს:
4.1. დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, გ-------- ქუჩა N--ში მდებარე N34 ბინა (ს/კ 0----------------------) 26.03.08წ. საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მოსარჩელე შ--–--------------ის სახელზე, ხოლო 18.04.16წ. შ--–--------------ის გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, 2016 წლის 29 ნოემბრიდან მითითებულ ქონებაზე რეგისტრირებულია შ--–--------------ის შვილის - რ--------- ა---–---ის საკუთრების უფლება (აღნიშნული პირი განსახილველ საქმეზე ცნობილია შ--–--------------ის უფლებამონაცვლედ).
მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2 იანვრის N------- და 2014 წლის 26 ივნისის N------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 17 თებერვლის N--- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შ--–--------------ის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2 იანვრის N------- და 2014 წლის 26 ივნისის N------- გადაწყვეტილებები. უდავოა, რომ გასაჩივრებული 2014 წლის 2 იანვრის N------- და 2014 წლის 26 ივნისის N------- გადაწყვეტილებები შეეხება ქალაქ თბილისში, გ-------- ქუჩა N--ში მდებარე, N----------------------- და N----------------------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული სხვენის ფართში კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლულების მოწყობაზე დასტურის გაცემას, ამდენად, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საკითხი - გააჩნდა თუ არა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს შესაბამისი დასტურების გაცემის კანონიერი საფუძველი.
4.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. აღნიშნული დადგენილების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 65.1 მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველ კლასად მიჩნეული იყო სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლეს მოწყობა. 66.1 მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. 66.2 მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. 66.7 მუხლის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 03.06.2014წ. ი-----–-------ამ განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და თბილისში, გ-------- ქუჩა N--ში მდებარე, N----------------------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ სხვენის სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლულების მოწყობის შესაძლებლობის დადასტურება მოითხოვა. 26.06.2014წ. N------- გადაწყვეტილებით ი-----–-------ას განცხადება დაკმაყოფილდა და მითითებული საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ სხვენზე დადასტურდა სამერცხლულების მოწყობის შესაძლებლობა.
ასევე დადგენილია, რომ 19.12.2013წ. ხ-----–-–--–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და ქალაქ თბილისში, გ-------- ქუჩა N--ში მდებარე, N----------------------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ სხვენის სახურავზე, კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლულების მოწყობის შესაძლებლობის დადასტურება მოითხოვა. 02.01.2014წ. N------- გადაწყვეტილებით ხ-----–-–--–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა და მითითებული საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სხვენზე დადასტურდა სამერცხლულების მოწყობის შესაძლებლობა.
4.3. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი ნორმების შესაბამისად, ი-----–-------ამ და ხ-----–-–--–---–მა შეასრულეს პირველ კლასს მიკუთვნებული მშენებლობის - სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლის მოსაწყობის მიზნით, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსთვის შეტყობინების ვალდებულება, ამასთანავე, უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, დადგენილ ვადაში შეამოწმა წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილება, რის შედეგადაც, წერილობით დაადასტურა დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა.
აპელანტი, სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ ბმა ,,გ--------ის“ კრების ოქმები, რომლებითაც ი-----–-------ას და ხ-----–-–--–---–ს საკუთრებაში გადაეცათ ქალაქ თბილისში, გ-------- ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში არსებული სხვენის ფართები, კანონსაწინააღმდეგოა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 101.1 მუხლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას. პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312.1 მუხლზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
4.4. სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახური უფლებამოსილი იყო, დაეკმაყოფილებინა ი-----–-------ას და ხ-----–-–--–---–ის მოთხოვნები სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლულების მოწყობის შესაძლებლობის დადასტურების შესახებ, ვინაიდან საჯარო რეესტრის მონაცემებით დასტურდება მათი საკუთრების უფლება სხვენზე და აღნიშნული არ საჭიროებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობას. პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ი-----–-------ასა და ხ-----–-–--–---–ის სახელზე სხვენის ფართების რეგისტრაციის საფუძველი გახდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ--------ის 10.07.2013წ. N-, 25.09.2013წ. N- და 15.10.2014წ. N-- კრების ოქმები, რომლებითაც, კანონით გათვალისწინებული საჭიროების არარსებობის მიუხედავად, ამხანაგობამ დაადასტურა შესაბამისი ფართების მესამე პირთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი. საქმეზე არ არის წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს აღნიშნული ოქმების უკანონობა, ამასთანავე, ძალაშია ამ ოქმების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციები საჯარო რეესტრში.
სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს სადავო აქტებით მიყენებულ პირდაპირ და უშუალო ზიანს. მისი მტკიცებით, ზიანი სხვენის ხ-----–-–--–---–ისა და ი-----–-------ას საკუთრებაში გადასვლით მიადგა, ასეთ შედეგს კი სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის აქტები არ წარმოშობს, ამრიგად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 2 იანვრის N------- და 2014 წლის 26 ივნისის N------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველმა ორგანომ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ დასტურდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 17 თებერვლის N--- ბრძანების მიღებისას ადგილი ჰქონდა პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას. მოსარჩელის მიერ არ ყოფილა დასაბუთებული მითითებული ბრძანების კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და ამ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობაზე არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული საქალაქო სასამართლოს დასკვნებიც მიუთითებს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
”სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ--------- ა---–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი