განაჩენი

სისხლის სამართლის 08.02.2019
საქმის ნომერი
120100118002299292
ინსტანცია
თარიღი
08.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002299292

საქმე #1ბ/1202-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ------------–---–---–ის

ადვოკატის: ი----------------ის

მსჯავრდებულის: ვ---------------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ის და მსჯავრდებულ ვ---------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი----------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ვ---------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), დასაოჯახებელის, ნასამართლევის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ბ-----------------------------–------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ---------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განაჩენით, ვ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. 2017 წლის 29 ნოემბერს, ქ. ბ---------–--------------–------------------------ საჯარო სკოლაში, ვ---------------–---–მა ყოფილ მეუღლეს, - ნ-----------–---–ს საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ნ-----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ვ---------------–---–ი სისტემატურად ამცირებდა ნ-----------–---–ს და აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც ნ-----------–---–ის ტანჯვა გამოიწვია.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენით:

 

ვ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი 1 (ერთი) წელი და საბოლოოდ, ვ---------------–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------------–---–---–მა და მსჯავრდებულ ვ---------------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი----------------ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა გ------------–---–---–მა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ვ---------------–---–ს ჩადენილი დანაშაულისათვის განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

მსჯავრდებულ ვ---------------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი----------------ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ვ---------------–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ისა და მსჯავრდებულ ვ---------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი----------------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ვ---------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ---------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ასევე, პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ ნ-----------–---–ის ჩვენებით, მოწმეების - ხ----------------–---–ის, ვ---------------ისა და სხვა მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტ თ-------------ის ჩვენებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- ფსიქოლოგიური დასკვნით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N---------- დასკვნით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განაჩენით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვ---------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულის ადვოკატის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვ---------------–---–ს დანაშაული არ ჩაუდენია და მისი უდანაშაულობა სრულად დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლო გამოძიების დროს. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნ-----------–---–მა განმარტა, რომ 2010 წლიდან 2016 წლამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვ---------------–---–თან. თანაცხოვრების პერიოდში იგი იყო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, რისი შემსწრეც იყო მათი არასრულწლოვანი შვილი. ბავშვის თანდასწრებით, ხშირად ვ---------------–---–ი დანითაც გამოჰკიდებია, აღნიშნულმა ბავშვზე ისეთი გავლენა იქონია, რომ იგი ფიზიკურად ერთ ადგილზე ვერ ჯდება და წამლებს სვამს. დაზარალებულის განმარტებით, ისიც და მისი არასრულწლოვანი შვილიც მკურნალობენ, დადიან ფსიქოლოგებთან. 2017 წლის 29 ნოემბერს, ნ-----–----ი იმყოფებოდა სკოლაში, ორი გაკვეთილის შემდეგ სკოლაში მივიდა ვ---------------–---–ი, დადგა კარებში და დაუძახა ბავშვს. ბავშვი არ მივიდა მასთან, რის შემდეგაც ვ-------ი წავიდა, თუმცა გაკვეთილის შემდეგ ისევ მივიდა სკოლაში. როდესაც ბავშვი ფიზკულტურის გაკვეთილზე მიდიოდა, ვ-------მა ბავშვს წაავლო ხელი და აიყვანა ხელში, მან (დაზარალებულმა) ბავშვი ჩამოასმევინა, რათა ბავშვი გაკვეთილზე წასულიყო. ამის შემდეგ იგი (დაზარალებული) წავიდა, მაგრამ ვ-------ი დერეფანში გაჰყვა. ვ------- თ----–---–ს უთხრა, რომ ბავშვს ნახვის სურვილი უნდა გააჩნდეს და ბავშვს ასე არ უნდა იტაცებდეს. აღნიშნულზე ვ---------------–---–მა გაშლილი ხელით სახეზე ხელი ჰკრა და გადააგდო, რის შედეგადაც განიცადა დიდი ტკივილი და შეურაცხყოფა. ვ---------------–---–ის მხრიდან მის (დაზარალებულის) მიმართ ხშირად ყოფილა სხვა ძალადობის ფაქტებიც, რის შესახებაც ყოველთვის აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს. ვ------- თ-----–--–ის მიმართ შემაკავებელი ორდერიც იყო გამოცემული.

 

მოწმე ხ----------------–---–ის განმარტებით, იგი ბ-------------- სკოლის დირექტორია. 2017 წლის 29 ნოემბერს სკოლაში მისული სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისგან შეიტყო, რომ სკოლის შენობაში მოსწავლის მშობლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, ვ--------------–---–ი ნ---ს დედას ფიზიკურად შეეხო. ინციდენტის ადგილას დამონტაჟებული იყო კამერები, რომლებიც პირდაპირ უყურებს ჰოლს. კამერები გამართულ მდგომარეობაში იყო. იგი (მოწმე) შევიდა მანდატურის ოთახში და ნახა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანდა, რომ საკლასო ოთახთან დაძაბულად საუბრობდნენ ნ-----–----ის მშობლები, ხოლო ვ---------------–---–ი საუბრის დროს დაზარალებულს სახეში გაშლილი ხელის მიწოლით იშორებს თავიდან.

 

მოწმე ლ------------–--ემ აჩვენა, რომ 2017 წლის 29 ნოემბერს იმყოფებოდა ბ-------------- საშუალო სკოლაში შვილიშვილის სკოლიდან გამოსაყვანად, რა დროსაც ვ------- თ-----–--–ი მივიდა სკოლაში შვილის სანახავად. ვ-------მა ბავშვი ხელში აიყვანა, რის დანახვაზეც ნ------------–---–ი გამოვიდა და მოუვიდათ კამათი, ვ----მ ნ----ს გაშლილი ხელი მიადო სახეზე და უთხრა, რომ გასულიყო.

 

ვ---------------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 29 ნოემბერს, როდესაც ბავშის სანახავად სკოლაში შევიდა, ნ----ც და ბავშვიც იქ იყო. ბავშვს დაუძახა, ნ----მ ბავში დაიჭირა და არ გაუშვა. ვ---------------–---–ის განმარტებით, აღარ გაჩერდა იქ და წავიდა. მოგვიანებით კვლავ მივიდა სკოლაში, ბავშვები კლასში იყვნენ, ბავშს დაუძახა, ბავშვი გავიდა და მას შემოეხვია. ამის დანახვაზე ნ---- მივიდა, ბავშვი გამოგლიჯა და დაიწყო ლანძღვა. მოშორების მიზნით ნ---- სახეზე ხელის მიწოლით გაწია.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 დეკემბრის N0-------- სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით ნ-----------–---–ი, მისი ყოფილი მეუღლის ვ---------------–---–ის ქმედებით განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ფსიქოლოგიურ ტანჯვას. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ-------------ემ.

 

მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N---------- დასკვნით დგინდება, რომ ნ-----------–---–ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. პირადი გასინჯვის მონაცემებით ნ-----------–---–ი უჩიოდა ტკივილს თავის არეში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ გაგებულ უნდა იქნას, როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ ტკივილი სუბიექტური გამოცდილებაა და დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განხორციელებულმა ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ნ-----------–---–ის ჩვენება, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ ვ---------------–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ტკივილი, ასევე ვ---------------–---–ის მხრიდან მის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების შედეგად განიცდიდა ტანჯვას - სრულ თანხვედრაშია მოწმეთა ჩვენებებთან, ექსპერტიზის დასკვნებთან და საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებთან. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულის ზემოაღნიშნული ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს. აღნიშნულ კონტექსტში, სააპელაციო პალატა შეფასებას მისცემს მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენში (საქმე №117აპ-18), უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ნებისმიერი სახის სასამართლო ექსპერტიზის და მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მტკიცებულება, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი ერთი რომელიმე ნაწილის ან რეკვიზიტის მიხედვით, არამედ მთლიანობაში, მისი კვლევითი ნაწილის ჩათვლით, რადგან მის თითოეულ ნაწილს გააჩნია მტკიცებულებითი მნიშვნელობა. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნით ნაწილში მითითებულია, რომ ნ-----------–---–ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, თუმცა ამავე ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ პირადი გასინჯვისას ნ-----------–---–ი უჩიოდა ტკივილს თავის მიდამოში.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია ნ-----------–---–ის წარსულ ცხოვრებაზე ვ---------------–---–თან, 2017 წლის 18 მაისის შემდგომ პერიოდზე დასკვნაში მითითებულია მხოლოდ 2017 წლის 29 ნოემბერს მომხდარი ფაქტი. სააპელაციო პალატა ადვოკატის აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებს და ყურადღებას გაამახვილებს ხსენებული დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც ექსპერტი მიუთითებს: გამოსაკვლევი პირი ნ-----------–---–ი გადმოგვცემს: ,,....იგივეს განაგრძობს... უარესს, ერთადერთი სახლში არ მივარდებოდა... მთელი ზაფხული გამამწარა... სადაც დამინახავს გამომეკიდება... ნაბოზაროო... იმის ნახმარო... ამის ნახმაროო... რას აღარ მეძახის ქუჩაში.... დაახლოებით ოქტომბრის თვე იყო ქუჩაში შემხვდა... საიდან გაჩნდება ხოლმე არ ვიცი... მანქანის გარშემო დამდევდა...მოგკლავ, დანა სად მაქვს ყელი უნდა გამოგჭრაო... ოცდაცხრა ნოემბერს მოვიდა ბავშვთან სკოლაში, მეც იქ ვიყავი, ბავშვი გაუშვი გაკვეთილი აქვს მეთქი. ბავშვი გაუშვა და სახეში ხელით მწვდა.. რომ წავიდა დავრეკე 112-ში ... დაკითხვიდან რომ გამოვედი სამსახურთან დამხვდა, შენ თუ გაპატიო, თუ შეგარჩინოო. დასკვნის აღნიშნული ნაწილში ნათლად ჩანს, რომ დაზარალებული ნ-----------–---–ი საუბრობს 2017 წლის 18 მაისის შემდგომ პერიოდზე.

 

სააპელაციო პალატა ვ---------------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ვ---------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ვ---------------–---–ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტები აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე, რომ ვ---------------–---–ის მიერ ჩადენილია სისტემატური ძალადობა, პირობით გამოსაცდელი ვადის პერიოდში – ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს ვ---------------–---–ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ნიშნებს, ურომლისოდაც ზემოხსენებული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებებს სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, სასჯელის დანიშვნისას აღნიშნულ გარემოებებზე მითითება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და სააპელაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ვ---------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ვ---------------–---–ისთვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ ვ---------------–---–ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ისა და მსჯავრდებულ ვ---------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი----------------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ---------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

მსჯავრდებულ ვ---------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი----------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენი ვ---------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ვ-------ი თ-----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 2017 წლის 18 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი 1 (ერთი) წელი და საბოლოოდ, ვ---------------–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ვ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 29 ნოემბრიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ვ---------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

1 (ერთი) ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე