განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002269876
საქმე №1ბ/1036-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ხ-----------------ის
მსჯავრდებულის: დ----------–--------ს
ადვოკატის: დ------------–--------ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ დ----------–--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): დ----------–--------ს, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #3----------), დასაოჯახებელის, საშუალო განათლებით, ნასამართლევის, რეგისტრირებულის: ქ-----------–---------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----------–-------------------------------------8-ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151 -ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----------–--------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ დ----------–--------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დ----------–--------ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
დ----------–-------- სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, მიიჩნევდა, რომ მისი ძმის, გ------------–--------ს სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობა იყო დამამცირებელი, რის გამოც მას რამდენიმე წელია სისტემატურად, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი დისკრიმინაციული მოტივით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას - აგინებდა, აფურთხებდა და უხამსად მიმართავდა სხვა ადამიანების თანდასწრებით, რაც იწვევდა გ------------–--------ს ტანჯვას.
გარდა აღნიშნულისა, დ-----------–--------მ 2017 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქ-----------–-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ძმას გ------------–--------ს, ზემოთ მითითებული მოტივით და მათ შორის არსებული ქონებრივი დავის გამო, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტი დაარტყა მარცხენა მხარზე, რა დროსაც გ------------–--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
იმავდროულად, 2017 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქ-----------–-----------------------ში, საცხოვრებელ ბინის სამზარეულო ოთახში, დ----------–-------- ძმას - გ------------–--------ს დაემუქრა ყელის გამოჭრით. აღნიშნული გ------------–--------მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან დ----------–--------ს მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა არ იყო პირველი შემთხვევა. აღნიშნულ ფაქტამდე რამდენიმე დღის წინ, დ----------–-------- ძმას, გ------------–--------ს დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით:
დ----------–-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, დ----------–--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა დ----------–--------ს მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 06.02.2015 წლის განაჩენით დანიშნული პირობითად ჩათვლილი მსჯავრი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 06.02.2015 წლის განაჩენით დანიშნული მოუხდელი ნაწილი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დ----------–--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
დ----------–--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 26 დეკემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ----------–--------მ. სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაცვის მხარემ დაზუსტებით მოითხოვა დ----------–--------ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის იმ ზომის დანიშვნა, რაც დღეის მდგომარეობით მსჯავრდებულს ფაქტობრივად უკვე მოხდილი აქვს და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლება.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის დაზუსტებულ მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულ დ----------–--------ს მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ----------–--------ს დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - გ------------–--------ს, ლ---------–--------სა და გ------------–--ს ჩვენებების, ტ----------–--------ს გამოკითხვის ოქმის, დ----------–--------ს ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების შესახებ ცნობის, ნასამართლობის ცნობის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დ----------–--------მ ჩაიდინა დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151 -ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის ზომის შემსუბუქების შესახებ, საქმეში არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით (მსჯავრდებულმა დ----------–--------მ სააპელაციო სასამართლოში სრულად აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, განაცხადა, რომ დაზარალებულთან შერიგებულია და მათ შორის კონფლიქტს ადგილი აღარ აქვს, ასევე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ დ----------–-------- საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ცალკე აპირებს ცხოვრებას და მათ შორის უთანხმოება აღარ იქნება) სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, ნაცვლად 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთისა, 3 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც პალატის დასკვნით, არ იქნება უსამართლო და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დ----------–--------მ სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედებები. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. დანაშაულის გულწრფელი აღიარება, მონანიება და დაზარალებულთან შერიგების სურვილი სწორედაც რომ გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებებსაც, რომ მსჯავრდებულის მიერ მოცემული დანაშაულები ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში და დანაშაულები ჩადენილია დისკრიმინაციის შემცველი (დაზარალებულის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე) შეუწყნარებლობის მოტივით.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ----------–--------სთვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით, მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციული იქნება, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგების სიმძიმე, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენში დ----------–--------ს მიმართ, ცვლილება უნდა შევიდეს და მსჯავრდებულს უნდა შეუმსუბუქდეს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელის ზომა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ----------–--------ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენში დ----------–--------ს მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;
დ----------–-------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, დ----------–--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდეს დ----------–--------ს მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 06.02.2015 წლის განაჩენით დანიშნული და პირობითად ჩათვლილი მსჯავრი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 06.02.2015 წლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დ----------–--------ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით;
დ----------–--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 26 დეკემბრიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ დ----------–--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე