განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2019
საქმის ნომერი
010141319700073611
ინსტანცია
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010141319700073611-1აგ/-17-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ნ-----–--------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განაჩენით:

 

ნ-----–--------------ე (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების ,,დეზომორფინის’’ წონით 0,00000379 უკანონო შეძენა, შენახვა) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 3 წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

ასევე, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ,,ოპიუმის’’ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრად სასჯელი და საბოლოოდ, ნ-----–--------------ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 3 წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი;

 

ნ-----–---- კ--------ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად: 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 სექტემბრის განაჩენით:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განაჩენში შეტანილი იქნა ცვლილება;

 

მსჯავრდებული ნ-----–--------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი;

 

2019 წლის 28 იანვარს მსჯავრდებულმა ნ-----–--------------ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ნ-----–--------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის წონით 0,00009 გრამი, დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული ნ-----–---- კ--------ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განაჩენით მსჯავრდებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის - წონით 0,00000379 გრამის, უკანონო შეძენა და შენახვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 3 წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

ამავე განაჩენით იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ ნარკოტიკული საშუალება (ოპიუმი) მოხმარებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრად სასჯელი და საბოლოოდ, ნ-----–--------------ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 3 წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი; მასვე ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განაჩენში შეტანილი იქნა ცვლილება; მსჯავრდებული ნ-----–--------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი;

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი (ყველა ნაწილი) სანქციის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით; ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძველი განსაზღვრულია ამ კოდექსის 55-ე მუხლით; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა 0,00009 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ შეძენა, შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მსჯავრდებული ნ-----–--------------ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანიშნული სასჯელისაგან. ამასთან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული ნ-----–--------------ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის მოხმარებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს მოხდილად (ამასთან ცნობად იქნეს მიღებული რომ აღნიშნული სასჯელი მოხდილი აქვს).

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ-----–---- კ--------ის მოთხოვნას აღუდგეს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ’’ საქართველოს კანონის თანახმად ჩამორთმეული უფლებები, აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან იგი მსჯავრდებული იქნა ნარკოტიკული საშუალების ,,დეზომორფინის’’ წონით 0,00000379 უკანონო შეძენა, შენახვისათვის და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნარკოტიკული საშუალების ,,ოპიუმის’’ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის და არა ,,დეზომორფინისა’’ და ,,ოპიუმის’’ მოხმარების ან შეძენა შენახვისათვის, შესაბამისად უფლებრივი შეზღუდვის მოხსნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს;

 

ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ-----–--------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 სექტემბრის განაჩენში

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ნ-----–--------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

3. ნ-----–--------------ე გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“ (რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 სექტემბრის განაჩენით გადაკვალიფიცირებული იქნა 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე), დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განაჩენით ( საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი) გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით ჩაეთვალოს მოხდილად (ცნობად იქნეს მიღებული რომ აღნიშნული სასჯელი მოხდილი აქვს);

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

6. ნ-----–--------------ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს 2014 წლის 28 მაისიდან.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მაია თეთრაული

 

მურმან ისაევი