განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/1646-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ი-----------–---–-ს,ადვოკატების - თ------------–--ის, გ----------–--ის,მსჯავრდებულების - ი-----–-------–--ის, ა-----------------ს მონაწილეობით,მსჯავრდებულების ი-----–-------–--ის და ა-----------------ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ი-----–-------–-------------–-ძის მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------------------------------------–---------------------------; დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა-----------------------------ის მიმართ - დაბადებული 1992 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------------------------------–---------------------------; დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბერის განაჩენით:
ი-----–-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 04 მაისამდე მოქ. რედაქცია) (თ----–---–------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ი-----–-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 04 მაისამდე მოქ. რედაქცია) (ფ------------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ი-----–-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 01 ივნისამდე მოქ. რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–-------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ი-----–-------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 15 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 12 მარტიდან - 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით.
ა----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 04 მაისამდე მოქ. რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ა----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 01 ივნისამდე მოქ. რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ა----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 01 ივნისამდე მოქ. რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ა----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ა-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 15 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 12 მარტიდან, 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ი-----–-------–--ემ ჩაიდინა: სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ა----------------მა ჩაიდინა: სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან; სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 12 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ------–--–-------–------------------------–---–------------------------მ, თავის საცხოვრებელი სახლის ღობესთან ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მისულ ი-----–-------–--ეს და ა----------------ს მისცა შენიშვნა, რაზეც ეს უკანასკნელები გაბრაზდნენ, ფ------------------ეს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ი-----–-------–--ემ და ა----------------მა დაიწყეს ქვების სროლა ფ------------------ისა და მისი თანმხლები პირების მიმართულებით, რა დროსაც ი-----–-------–--ემ ფ------------------ის მეუღლეს - თ----–---–-------ს თავის არეში მოარტყა ქვა, რის შედეგადაც თ----–---–-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ა----------------მა ო-------–-------ს ესროლა და შუბლში მოარტყა ქვა, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფ------------------ის მითითების მიუხედავად, შეეწყვიტათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ი-----–-------–--ე და ა----------------- განაგრძობდნენ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას და ქვების სროლას. ამ დროს ისინი შეცვივდნენ ეზოში, მივარდნენ ეზოში ჩამოსულ ფ------------------ეს, შემოახიეს ტანსაცმელი, ი-----–-------–--ემ ზურგში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ფ------------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ა----------------- ფ------------------ეს ხელებს და ფეხებს ურტყამდა ტანზე, კერძოდ, მან ხელი რამდენჯერმე დაარტყა მკერდში, ასევე ფეხის დარტყმით დაზიანებები მიაყენა მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე და მარჯვენა ხელის მტევნის მეხუთე თითზე, რის შედეგადაც ფ------------------ეს მიადგა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
ამავე დროს ი-----–-------–--ემ ქვა ესროლა იქვე მდგომ, ფ------------------ის მფლობელობაში არსებულ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, რის შედეგადაც დაზიანდა ავტომანქანის წინა საქარე მინა, რამაც გამოიწვია 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ასევე, ა----------------მა ქვა ესროლა იქვე მდგომ, ფ------------------ის მფლობელობაში არსებულ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, რის შედეგადაც დაზიანდა ავტომანქანის წინა ბამპერი და ძრავის სახურავი, რამაც საერთო ჯამში გამოიწვია 220 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა ი-----–-------–--ემ და ა----------------მა.
ი-----–-------–--ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, მის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა. აპელანტის განმარტებით, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი. იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ასევე, აანაზღურა დაზარალებულისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი.
ა----------------მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება, ვიანიდან იგი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული წარმოდგენილი მტკიცებულებები და კანონიერად არ იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც განაპირობა უსამართლო გადაწყვეტილების მიღება.
ასევე, ა----------------მა წარმოადგინა ალტერნატიული სააპელაციო საჩივარი, სადაც განმარტავს, რომ მის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მკაცრი. იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ხოლო დაზარალებულთან აწარმოებს მოლაპარაკებას ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ა----------------- ითხოვს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, მის მიმართ განსაზღვრული სასჯელის პირობითად ჩათვლა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, მსჯავრებულების მიმართ გამოყენებული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულების ი-----–-------–--ის და ა-----------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენში სასჯელის შემსუბუქების კუთხით უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ი-----–-------–--ისა და ა-----------------ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით გამოკვლეული, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით; კერძოდ, დაზარალებულების: ფ----------------------------–---–----------------------–------ის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის - დ-------------–---–ის ჩვენებებით; მოწმეების: ნ-----–-------------------------------------–------------------------–-------------–---–----------------–-–--------------------–---–------–-–------–-------------------–--------------–------------–--------------------------ას ჩვენებებით; სამედიცინო ექსპერტიზის N-------------------------------------- დასკვნებით; ტრასოლოეგიური ექსპერტიზის N2--/ტრ დასკვნით; სასაქონლო ექსპერტიზის N4--/ს დასკვნით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობისა და ფ------------------ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით; ი-----–-------–--ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით; ა-----------------ს ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით; პირთა ამოცნობის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულებმა ი-----–-------–--ემ და ა----------------მა თავი სრულად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.
შესაბამისად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი-----–-------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, ხოლო ა-----------------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
რაც შეეხება მსჯავრდებულების მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, მისი პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა სრულყოფილად აფასებს და ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, რის საფუძველზეც მიზანშეუწოლნად მიაჩნია სააპელაციო საჩვირების მოთხოვნის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულთა მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა. ამ მხრივ პალატა ყურადღებას მიაქცევს ი-----–-------–--ისა და ა-----------------ს მიერ ჩადენილ ქმედებათა სახეს, ხასიათისა და ხერხს, ქმედებაში გამოვლენილ მათი მართლსაწინააღმდეგო ნებას და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს; ასევე, იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ისინი არ ავლენდნენ რაიმე სახის სინანულს და ცდილობდნენ თავი აერიდებინათ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან.
თუმცა, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულებმა სრულად აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაულები; ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ი-----–-------–--ე და ა----------------- ხასიათდებიან დადებითად; მათ მიერ სრულად არის ანაზღაურებული ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული მატერიალური ზიანი; დაზარალებულები შეურიგდნენ მსჯავრდებულებს, არ გააჩნიათ რაიმე სახის პრეტენზია და ითხოვენ მათ მიმართ განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქებას. ყოველივე აღნიშნული კი დადებითად წარმოაჩენს მსჯავრდებულთა პიროვნებებს და პალატას აძლევს შესაძლებლობას განიხილოს ისინი, როგორც ი-----–-------–--ისა და ა-----------------ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოებები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის მიმართ ზედმეტად მკაცრი და დისპროპორციული სასჯელის გამოყენება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არის შეფასებადი. კერძოდ - „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N------- გადაწყვეტილება, 24-ე, 25-ე და 26-ე პუნქტები).
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებისა და მათი პიროვნების გათვალისწინებით, ასევე დაზარალებულების ნამდვილი ნების შესაბამისი პოზიციის მხედველობაში მიღებით, არსებობს სრული საფუძველი იმისა, რომ ი-----–-------–--ეს და ა----------------ს 6 თვით შეუმცირდეთ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი. აღნიშნული კი თავის მხრივ ასახვას ჰპოვებს საბოლოოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნულ სასჯელზე. ი-----–-------–--ისა და ა-----------------ს მიმართ საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თავისუფლების აღკვეთა იქნება სამართლიანი, მსჯავრდებულთა პიროვნებისა და მათ მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული სასჯელი და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების ი-----–-------–--ის და ა-----------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენში;
ი-----–-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 04 მაისამდე მოქ. რედაქცია) (თ----–---–------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ი-----–-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 04 მაისამდე მოქ. რედაქცია) (ფ------------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ი-----–-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 01 ივნისამდე მოქ. რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–-------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ი-----–-------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ი-----–-------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 15 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 12 მარტიდან, 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით.
ა----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 04 მაისამდე მოქ. რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ა----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 01 ივნისამდე მოქ. რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ა----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 01 ივნისამდე მოქ. რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ა-----------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ა----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 15 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 12 მარტიდან, 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი ერთ ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- ფ------------------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი; ი-----–-------–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი; ა-----------------საგან ამოღებული ტანსაცმელი, რომლებიც ინახება ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი ქვა, რომლებიც ინახება ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე